მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4615 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ვერა ხედავთ ჩვენს მუსტაფას,

რა მარდია, რა მხნედ არი!

ქალაქისკენ გასასყიდად

მიჰყავს თავის სახედარი.

უკან მისდევს თვით მუსტაფა

და იმისი შვილიშვილი.

გზად სოფლები ხვდებათ ბევრი

და მინდორი გადაშლილი.

ერთ სოფელს რომ მიაღწიეს,

აყაყანდა ხალხი ხელად:

„შეხეთ, ფეხით ჩანჩალებენ,

ვირი მიდის ცარიელად!“

და როდესაც სოფელს გასცდნენ,

და როდესაც მიწყდა ხალხი, -

ორივენი ვირზე შესხდნენ,

წინ - მუსტაფა, უკან - ბალღი.

სხვა სოფელში რომ შევიდნენ,

ახრიალდა დიდ-პატარა:

„ერთ საბრალო ვირუკაზე

ორი ვირი შემომჯდარა!“

და მუსტაფას შერცხვა უცბად

ამ ხმაურზე, ამ ყვირილზე,

შვილიშვილი ძირს ჩამოსვა,

თვითონ მარტო დარჩა ვირზე.

ახლა კიდევ სხვა სოფელი

ხარხარებს და აჭყეტს თვალებს:

„პაპა ვირით მიბრძანდება,

ბავშვი ფეხით მიჩანჩალებს!"

და მუსტაფამ მაშინათვე

მიატოვა ვირის კეხი,

შვილიშვილი ვირზე შესვა

და თვითონ კი გაჰყევა ფეხით.

აგერ კიდევ სხვა სოფელი

დასცინის და არ ასვენებს:

„ბერიკაცი ფეხით მიდის,

ციცქნა ბალღი ვირს აჭენებს!“

აქ მუსტაფა გაგვიბრაზდა,

ძირს ჩამოსვა მყისვე ბავშვი:

- თურმე ყველა ადამიანს

თითო ჭკუა უდევს თავში!

არ სჯობია, გზა განვაგრძო

ჩემს ჭკუაზე, დინჯად, ნელად,

მე რომ ამათ ყური ვუგდო,

გადამრევენ უეჭველად!

თქვა და სახრე მოიქნია,

აღარ უგდო არვის ყური,

სახედარი წინ გაიგდო,

გზა ირჩია ძველებური.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ