მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 963 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შენ კი მეტრფი, პატარავ, მაგრამ აბა რაღა დროს.

ლამის სევდამ ეს სული ამოსწვას და დაღადროს

ლამის კუბოდ გადმექცეს ზეციური თავანის

ლამის მზეც კი დავწყევლო, მთვარის ავანჩავანი.


აღარა მაქვს სიცელქე, აღარა მაქვს ხალისი

და ლოთი ვარ ლექსისა, ლოთი შესაბრალისი...

ჩემი ძველი ალერსი დრომ თან გადაიყოლა

დამივიწყე, პატარავ, „იყო არა-იყო. რა!“


და დღეს როცა ეს გული გამოზრდილი თაფლითა,

მტრის შხამიან ბარდებმა დაგლიჯა და დაფლითა,

როცა სევდამ შეგრაგნა რუქა ჩემი სახისა

და მაშინებს სიჩუმე ჩემივე ოთახისა.


როცა გამოვეთხოვე ჩემს მეგობრებს, ჩემს მიზნებს,

ეხლა ვის რად ვუნდივარ, ეხლა ვინ შემიხიზნებს.

ჩემი ძველი ალერსი დრომ თან გადაიყოლა

დამივიწყე, პატარავ, „იყო-არა-იყო-რა!


მაგონდება ჩემს რითმებს როცა ვნება დაღლიდა

ამ ქვეყნიურ სიყვარულს მოვუხმობდი მაღლიდან,

მაშინ თვალის ხავერდზე ნამი ჩუმად დნებოდა,

და ქვებიც კი, ღმერთმანი, ვარდად მეჩვენებოდა.


სად იყავი შენ ამ დროს, საით იდუმალობდი,

ჩემ სიცილის ხეივანს რატომ არა სწყალობდი,

დღეს კი ჩემი ალერსი დრომ თან გადაიყოლა,

დამივიწყე, პატარავ, „იყო-არა იყო-რა!“


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ