მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 729 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ეს საუკუნე ფოლადის მკერდით

და მოელვარე რკინის თვალებით, -

ამბოხებათა ცეცხლის ტალკვესი,

მოფრინავს ჩვენსკენ წითელი რაშით

რომ ძველ ქვეყანას აუგოს წესი.

გუგუნებს ალი კიდით კიდემდე,

ზანზარებს მიწა, ირყევა ზეცა

და ეკარგებათ ძველ ღმერთებს ფასი,

დღემდე ჩვენს გულში რომ ედგათ ტახტი, -

და იწერება ახალი მრწამსი.

არის ჭიდილი ორ ქვეყნის შორის

დაუნდობელი და საშინელი

ურთერთს მუსრავენ ადამის ძენი,

და სისხლის სუნით გაჟღენთილია

ჰაერი, მიწა - სამყარო ჩვენი.

ახლა წამი საბედისწერო

და მის წინაშე კაცის გონება,

ვით საფლავის წინ, თრთის და კანკალებს,

ეჭვთა ბრჭყალებში გამომწყვდეული,

თითქო წააწყდა შავბნელ ნაპრალებს.

ცხოვრება კი სდგას, წინ მიისწრაფის,

ისმის გრიალი მძვინვარ ტალღათა

და ბრძანებს: „თქვენ, ჰე! ვისაც გშურთ შველა,

ჩქარის ნაბიჯით იარეთ წინ-წინ:

წინ სინათლეა, „უკან კი ბნელა!“

და ჩვენც მივდივართ. საით, ან ვისთან, -

არა გვაქვს კარგად გამორკვეული,

მაგრამ დარჩენაც არ შეიძლება:

ასე გვიბრძანა მეფე ცხოვრებამ

და მისი სიტყვა ვით შეიცვლება!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვარლამ რუხაძე  • • •   ვარლამ რუხაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ