მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 669 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ერთი მკერვალი ყოფილა

ქურდი, ნაქსოვის ჭრაშია

(მკერვლისგან დასაჯერია,

მოსატანია ჭკვაშია);

თურმე მან ნახა სიზმარი,

ხე ამოსვლოდა პირშია,

ზე წამოვარდა უეცრათ,

გულში ჩაეჭრა შიშია,

რადგან იმ ხისა შტოებზედ

ყველგან ეკიდა ნაჭრები,

მისგან ნაპარი ნაჭრები,

მისგანვე გამონაჭრების…

წამოხტა, შესჩივლა შვილსა:

"არ არის მეტი ღონეო,

როდესაც პარვა შემატყო,

მსწრაფლად ხე მომაგონეო…"

ერთს დღეს ვიღაცა მდიდარმა

მოიღო ოქროს ქსოვილი,

სთხოვა ამ მკერავს გამოჭრა…

(ადრევე ჰყავდა ცნობილი.)

რა მაკრატელი გაუგდო,

შვილი უმზერდა მამასა,

პარვა რომ იწყო მკერვალმა,

ხე მოაგონა ამასა.

მაშინ გაცეცხლდა მკერვალი,

გაბრაზდა, როგორც მგელიო,

მივარდა შვილსა საწყალსა,

პირში ჰკრა მაკრატელიო…

ბოლოს წარმოსთქვა: "ამ ბრიყვმა

ხმა აღარ გაიკმინდაო,

ან ამისთანა ნაქსოვი

იმ ხეზედ სად ეკიდაო?!."

ნუღარა მკითხავთ: "ავ კაცსა

ხელი რად გაუბრუნდაო."

ანდაზად უთქვამთ: "კაი მთქმელს

კაი გამგონი უნდაო."

იტყვიან: "ვაი, შინაურს!!…"

და "მადლი მატლად იქცაო…"

არ იქნა, ავი ვერ მოვსპეთ,

დამბადებელსა ვფიცავო!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ