მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 719 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სალიუტი,

სალიუტი,

სალიუტი!

აცნობეთ ქაოსს, აცნობეთ ყველას,

რომ დაგვეჯახა ღელვა კვიმატი,

რომ იძირება გემი „იმედი“

და ვითხოვთ შველას.

ზღვის უდაბნოში ვერც ერთ იალქანს

ვერ ხედავს თვალი,

ცა არის ლურჯი და ლურჯი წყალი.

სალიუტი,

სალიუტი,

სალიუტი!

მეზღვაურებო!

უშიშრად უნდა შევებათ სიკვდილს,

ერთად, მეზღვაურებო!

გრიგალმა დაწეწა ყველა აფრები

და ჩაძირული ხომალდები

ამოატივტივა.

მივდივართ...

ოდესმე დაღუპული

დრედნოუტები,

კრეისერები

ქარმა სიღრმიდან ამოისროლა.

ზღვა აქანავებს

ხავსიან ფიცრებს

და დაშლილ ანძებს,

ექსპედიცია ეშურებოდა,

მამაცი კაპიტნის,

დე-ლონგეს,

დაკარგული კვალის

საპოვნელად

და ვპოვეთ გემთა ჩაძირულთა

ყრუ სასაფლაო.

ერთად!

უკანასკნელად მოვიგონებთ

სამშობლო მხარეს.

მაგრამ სამშობლო არასოდეს

ჩვენ არ გვქონია,

ჩვენი სამშობლო

ოკეანეა.

ჩვენი სამშობლო

„იმედია“,

ჩვენ მასთან ერთად

ვიღუპებით.

ვიმღეროთ ჰიმნი

მეზღვაურთა და მოგზაურთა,

ისმოდეს გრგვინვა,

ისმოდეს ზარი,

რომ იღუპება გემი „იმედი“.

უკანასკნელად იგრიალოს

მუსიკამ მარში...

სალიუტი,

სალიუტი,

სალიუტი!

ცხოვრება ჩვენი იყო მარად

გრიგალთან ბრძოლა,

მალსტრომთა ძირით

ვკრეფდით მარგალიტებს.

რამდენი გვახსოვს:

ხმაჩახლეჩილი ქუხილი მეხის,

ხარხარი ქარის,

სიმძიმე წვიმის,

აგუგუნება დემონთა გუნდის,

ნგრევა ღრუბლების,

დალეწილი ცა!

მაგრამ როდესაც ცა იყო მშვიდი,

იყო მზიანი,

ჩვენ გვაწუხებდა მელანხოლია

და ელეგია ნელი ზვირთების.

ჩვენი თვალები სივრცეებში

ეძებდნენ გრიგალს -

ფრთებს - განიმედებს.

და ის მოვიდა: ძლიერი, მძაფრი -

და დააჯახა ზღვა ჩვენს იმედებს.

სალიუტი, სალიუტი!

გვიყვარდა უცხო ქალაქები

ზღვის ნაპირებზე:

მონტევიდეო,

ბუენოს-აირეს.

გვიყვარდა უდაბური კუნძულები,

ალბატროსები.

ღვინით რამდენი სიხარული

გემის ბაქანზე

ჩვენ შეგვხვედრია!

მეზღვაურებო!

რამდენი შეხლა და ომები

მეკობრეებთან, -

და ეხლა ვიღუპებით...

სალიუტი, სალიუტი:

შეხედეთ!

გემი აივსო წყალით...

სალიუტი...

სალიუტი...

სალიუტი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პეტრე გრუზინსკი  • • •   პეტრე გრუზინსკის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ