|
გაფრინდა ქეთოს მერცხალი, აღარ ჭიკჭიკებს ბანზედა, ქეთო მოწყენით გაჰყურებს, ცრემლი უბრწყინავს თვალზედა.
მეც რად არა მაქვს ფრთებიო, რომ მისებრ გადავიქროლო ცად აბჯენილი მთებიო.
იქ დავწნა თაიგულიო, თან მოვიტანო... სამშობლოს ვახარო გაზაფხულიო და არე-მარეს მოვფინო სიცოცხლე-სიხარულიო. |
















