| 
 რად აირჩიე მუდმივ ბინად ძველი საყდარი, ამ ყვავილებში რომ დაგეგო მყუდრო კარავი? რა ჩურჩულია შენს გარშემო ბაგე დამტკბარი, მეგობარია, ნიავქარი, თუ სულ არავინ... 
 * * * * * * * 
 სიყვარული ქმნის ამგვარ ლანდებს და გული თბილი: ამოძერწავს ოქროს ფიალებს... ფიქრით მოსილი მთაწმინდიდან დასცქერი თბილისს და იქ, სადღაც შორს მეტეხს იქით მტკვარი შრიალებს. იმ შარიშურში გაიქროლებს ლურჯა ცხენები, ატმის ყვავილი და სანთლებში მერის ხელები; შენი წუხილი წამწამებზე ნამი ცრემლების, შენი თმებიდან ჩამოღვრილი წვიმის წვეთები. 
 * * * * * * * 
 შენს გარშემო ბაგე დამტკბარი მეგობარია, ნიავქარი, თუ სულ არავინ... 
 * * * * * * * 
 ტალღა-ტალღაზე ეხეთქება, ქანაობს გემი. გემბანზე დგება მგზავრი ქალი გაწეწილ თმებით... ზღვა კვლავ გრიალებს... და... დაღუპვას გადარჩა გემი. შენ მოგვიტანე სიხარული მერცხელბის ფრთებით. 
 * * * * * * * 
 უახლოვდები ხალხის ზღვაურს ხალხმა რომ გიხმო, ფრთხლად ადიხარ ტრიბუნაზე სიტყვის უფალი, პოეტის სიტყვას, მართალ სიტყვას რომ დაეუფლოს მოგჩერებია ათასობით მსმენელთა თვალი. 
 * * * * * * * 
 სიყვარული ქმნის ამგვარ ლანდებს და გული თბილი შენ ისევ ზიხარ შენს კარავთან დასცქერი თბილისს. 
 * * * * * * * 
 რა ჩურჩულია შენს გარშემო ბაგე დამტკბარი, მეგობარია, ნიავქარი, თუ სულ არავინ  | 
















