მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ჩემი სიცოცხლე მე მივამსგავსე
მაისის ყვავილს თვალმოციმციმეს -
ტუჩებში ჩამდგარ შარბათით სავსეს
მზე რომ დახედავს და გაუცინებს.
სხვა არ მხვდა წილად ამაზე მეტი...
გაქრა სიზმარი, ნაზი, პირმკრთალი,
და სიფხიზლეში დამრჩა პორტრეტი
როგორც სარკის წინ ნაცრემლი თვალი.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები