ბავშვობის ვარდო, გაშლილხარ გულში, სხვა რაღა გინდა, მდელო, საფარი, აქვეა ცა და ყვავილი ნუშის და მოკაშკაშე ვარსკვლავთა ჯარი. უკუღმართ გზაზე სიყმაწვილიდან მაშინ ნიავის ტოტი პატარა ჩემს ოქროს კავებს ფურცლავდა მშვიდად. და სიამაყე გოგოს თვითნებას... არ მოგეკაროს სიკვდილის ცელი ულამაზესო ჩემო ოცნებავ! აჟღერებულა დღეს ჩემს მამულში, ვინ გამიბედავს მითხრას "დავბერდი" ბავშვობის ვარდო გაშლილხარ გულში. |