მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 915 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ეძინებათ ცის ვარსკვლავებს... ეძინებათ ტბის ფერიებს...

მთვარის სხივი ცაზე ღელავს, თითქო ღრუბლებს იგერიებს.

ეძინება ყვავილთა გუნდს, არემარეს ეძინება...

დაქანცულ ველს, მდუმარე მთებს ღამის სუნთქვა ეფინება.

დაიძინე, ტყის ფოთოლო, დაიძინე, ქვეყნის სევდავ!

დაიძინე, არემარევ, დაიძინე, შემოხედვავ!

დაიძინე, ცის კამარავ, შენც, ყვავილის ცელქო მუმლო!..

დაივიწყეთ ხევხუვებში მიმალული საიდუმლო...

დაიძინე, დაიძინე, ფიქრთა შორის, შავო მთაო!

ნანას გეტყვის ნელი სიო და მდუმარე სასაფლაო...

ჯერ არ იცი, რისთვის ცოცხლობ, რად არსებობ, ვისზე ფიქრობ...

ჯერ სიჩუმის მტანჯავ ძალას ვერ გაფანტავ... ვერ ჩაიქრობ...

როცა ნისლი დაგაწვება, არ დაღონდე, ჩემო კარგო!

მსურს მომავლის სიხარული შენს სერებზე შემოვქარგო!


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ