მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
|
დაი ნებისა მომეახლა, მომენებისა, კვლავ სამიჯნუროდ წარმავლინა ლანდი ობოლი, საღვთო სანთლებით განმინათლა სახლი შვებისა, მზით განმიბანა სიყვარულის სანთიობონი.
მშვენებას ციურს ესთერ დანებდა, კრძალვით უკუდგა შუქი ნაირი, და აღმოხდომას აგვიანებდა ა ბ ი გ ა ი ლ ი... ა ბ ი გ ა ი ლ ი... აიხსნა რიდე, აღმიტაცა... ღრუბლებს შევერთე, დარობდა დარი ნანდაურის დარი და დარი, მზე ბუღრაობდა სიყვარულის საკურთხეველზე, ერკემლებივით როკვიდნენ მთანი...
წარვთქვი - ჟამი ხმობს, დაფარული გაგვეცხადება, გარნა განმიდგა, მოიბურა პირი მანდილით... ასე ჩაეშვა მწუხრეული სხივის ნათება, მზის ბრწყინვალება ჩაესვენა შარავანდივით... |
















