მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
წუხელ მეზმანე, ეჰა, ს ე ბ ი ა, თმა შეგმოსოდა უცხო არილით, წინ ასპიროზი მიგიძღვებოდა სხივშემართული წინამძღვარივით. ბრუნავდა დისკო, ხმობდნენ გუნდები, ყრუდ გუგუნებდა ბინდი მუხთალი, ოქრო... ოქსინო... იაგუნდები, ნაფარჩალი და ნაზურმუხტალი... ო, ხილვა იგი! - თითქოს აღსავლით ცა სტიქიონთა შესძრა ხმაურმა და უნაპირო მშვენებასავით მზის სილამაზე შემეცნაურა. |