მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
|
წუხელ მეზმანე, ეჰა, ს ე ბ ი ა, თმა შეგმოსოდა უცხო არილით, წინ ასპიროზი მიგიძღვებოდა სხივშემართული წინამძღვარივით.
ხმობდნენ გუნდები, ყრუდ გუგუნებდა ბინდი მუხთალი, ოქრო... ოქსინო... იაგუნდები, ნაფარჩალი და ნაზურმუხტალი...
თითქოს აღსავლით ცა სტიქიონთა შესძრა ხმაურმა და უნაპირო მშვენებასავით მზის სილამაზე შემეცნაურა. |
















