მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 677 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სულში დაეგზნო ცისფერი ალი,

წარმხოცა ხსოვნა მშობელი მხარის,

ვარ სიყვარულით პირველად მთვრალი,

პირველად არ მსურს შფოთი და შარი.


ვგავდი ქარისგან განძარცვულ ვენახს,

გადაყოლილი სმას და ღრეობას,

მომწყინდა მუდამ ხვევნა და ლხენა,

სულ ლოთშფოთური ამაოება.


მე ოღონდ შენთვის მაყურებინა,

ვჭვრეტდე შენ თვალთა ოქროსფერ არილს

და როგორც ადრე არ გყვარებია,

ვერც ახლა შეძლო იცვალო მხარი.


რხევით ნარნარმა, ქცევით ჯავარმა,

თუ უწყი, შენთვის ვინმეს თუ უთქვამს,

რა სიყვარული ძალუძს ავარას,

გრძნობისგან როგორ ეკვრება სუნთქვა.


მე დავივიწყებ გზას ტავერნების

და ლექსის წერას გადავეჩვევი,

ოღონდ კი ვიგრძნო სურნელი თმების

და ხელის ფრთხილი შეხება შენი.


და ვივლი შენი გზითა და კვალით,

თუნდ უცხო და თუნდ მშობელი მხარით,

ვარ სიყვარულით პირველად მთვრალი,

პირველად არ მსურს შფოთი და შარი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სერგეი ესენინი  • • •   სერგეი ესენინის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ