მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1505 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 


 

შენს დანახვაზე მე ფაფარს ავშლი,

ძარღვებში სისხლი იფეთქებს ცხელი,

და შენი ძუძუ, ვით ევას ვაშლი

გამომეწვდება მაცდური ხელით.


შემომერღვევა ზნეობის რვალი.

შემომერყევა რწმენის გოდოლი

და შენ შეამჩნევ ქალური თვალით,

როგორ მომწყდება ლეღვის ფოთოლი.

 

 

საწოლზე ლოგინს აწეწს ეროტი,

და ორსახოვან ნიღბებით ირთვის,

მამაკაცია ოდნავ მელოტი,

ქალი - ახლახანს გაშლილი კვირტი.


მამაკაცია ვიღაცის ქმარი,

ქალი კი ალბათ ვიღაცის ცოლი.

ლტოლვა უძღები და არა მკმარი

არის მიზნისკენ მსხლტომი და მჭოლი.


ჩანაოჭდება წიაღის ფარდა,

ბნელში ჩასახვას ლამობს ნაყოფი,

და ეჩვენებათ, რომ იმათ გარდა,

იქ ჯერ არავინ არის ნამყოფი.


ბოლოს კვლავ ნიღაბს მოირგებს ვნება,

რომ არ შეიცნოს ქვეყნად არავინ

და სადღაც ჩუმი სიამით დნება

ცოდვა მალული და ნაპარავი.

 

 

სანამ ჩვენს შორის ჩადგებოდა უცხო ეროტი

ირონიული სახით, თითქმის უიეროთი,

როგორ მიყვარდი, როგორ გგრძნობდი, მწამდი, მჯეროდი,

ჩემი მეგონე საიმიერ-ამიეროთი...

 

და როცა საფრთხეს არსაიდან აღარ ველოდი,

თურმე თვალებზე ჩრდილს მაფენდი წამწამთ ჩეროთი.

თურმე ჩვენს შორის უკვე იდგა უცხო ეროტი

და მიხუთავდა სულს ჰაერით უეთეროთი.

მაინც მიყვარდი, მაინც მწამდი, მაინც მჯეროდი...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახუშტი კოტეტიშვილი  • • •   ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ