მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 605 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

პუშკინი ტფილისის ქუჩებმა გაიტაცეს.

ბაღში ქეიფია. თავადი თამადობს.

მძვინვარებს ქეიფი აზიურ ყაიდაზე.

- ალექსანდრ პუშკინი! იცნობდეთ, თავადო!


…პუშკინს არ უნახავს ამდენი სიცილები,

თუმც ბევრი უმასხრია,

ნახვაზეც უზრუნია

უკვირს -

რაც უნდა თქვას -

ღიმილით იცილებენ,

ვერ მიხვდა:

ღიმილი - ქართველის რუსულია.


…აქ ქალი ისეთი რონინებს რამდენი,

როგორზეც მან ერთგან დასწერა:

„я кинжалом хорошо владею

я близ кавказа рождена…“


…დამდგარან ვირები ყურების დაშვებით.

კიტრებით სავსენი ჰკიდიათ გოდრები.

რუსისგან საქულას მოგება დარჩება.

ვინ იცის, გადარჩეს საქო გაკოტრებას.


…პუშკინმა დანახარჯი ღიმილით მიუთვალა,

საქომაც გაუღიმა პუშკინს ნაცვლად ხურდის.

- რამ გაგათახსირა, საქო ავლაბრელო! -

რა ჰქონდა პუშკინს შენი გასაქურდი!


…თავადმა ცხენიდან ქალს თვალი მოლანდა.

ჩამოხტა. ხეს მიაბა ცხენი.

მას კოცნა სწყუროდა

და მანდილოსანმაც

წყალივით მიაწოდა ხელი.


…პუშკინი ტფილისის ქუჩებმა გაიტაცეს.

ბაღში ქეიფია. თავადი თამადობს.

მძვინვარებს ქეიფი აზიურ ყაიდაზე.

- ალექსანდრ პუშკინი! იცნობდეთ, თავადო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ