მინდორთა მშვენება - ზღაპრული გახუნდა, დაეტყო ცვლილება, მიდიან დღეები ზაფხული ილევა, ილევა, ილევა... გრიგალებს დაუდგნენ თავდებად, თავდება მცხუნვარე ზაფხული. თავდება, თავდება, თავდება... გოდებენ, ჩივიან კაცივით: რა იქნა სითბო და ზაფხული - გავცივდით, გავცივდით, გავცივდით... ეს გული ვიღასთან გადავხსნა? აღარც შენ და აღარც ზაფხული რაღა ვქნა, რაღა ვქნა, რაღა ვქნა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია |