მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1566 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმნა: დავით წერედიანმა

 

ჩამომხმარ ბერს თუ ღაჟღაჟა აბატს,

ყმაწვილს, გასენილს ტრფიალის სენით,

გოგოს, რომელსაც ლამაზი კაბა

შემოსტკეცია ტანზე და შვენის,


ქუჩის მასხარას, შემოსილს ჭრელად,

თაღლითს თუ არიფს, მჭმეველს თუ მჭამელს,

უკანასკნელაად მივყვირი ყველას:

შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!


ქალებს, რომლებიც გზისპირას დგანან

და კერტებამდე აჩენენ ჯიქნებს,

შარის საძებრად გამოსულ განაბს,

კარტის მწყობელს თუ შიგნელის მშიგვნელს,


ჯამბაზს, რომელიც დაათრევს ხელანს,

ლოთებს, რომლებიც ლოკავენ ჯამებს,

უკანასკნელაად მივყვირი ყველას:

შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!


მათ კი, ვისთანაც მართლებიც ვტყუით,

ვინც წიხლით გვტენის ჯურღმულის გვიმში,

ვის გამოც პურის გამხმარი ყუით

ბინძურ საკანში ვებრძოდი შიმშილს...


თუმცა... ვკვდები და რა მათთვის მცხელა...

ცოდვილს მინდოდა მათ სულში ჩამე...

ჩამე... ჰო, ჯვარი გწერიათ ყველას,

შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!


მეცლება სული, მეცვლება ნირი,

მიკრავენ ყბას და კუბოთი მდგამენ,

მაინც ძალ-ღონეს ვიკრებ და ვყვირი:

შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ფრანსუა ვიიონის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ