I
ცხრა განწირული ძახილი საბლად ჩავკიდე შავეთს, ცხრა მზე ბრუნავდა, ცხრაბნელი, უკუნს მაფენდა ცხრავე. რამდენისა ვართ ხანად, ხვალ თექვსმეტისა ვიქნები, თუ გაზაფხულმა ბრძანა, კვლავ ჩამიხვევდეს ჩქერი, გლეხის ბიჭი ვარ ლაზარე, ხნულში ვდგევარ და ვმღერი... როკვად მიწვევდა ყარიბს, ერთი მათგანი მზის იყო, ერთი მათგანი მთვარის, ჩემთვის უვლია ცხრამთა, შავ ცხენზე იჯდა, საღარზე, შავი ეჯიბი ჰყავდა. მთებზე დაფენილ ციაგს, აპრილის ფერად კალთაზე მღერის ქსანსა და ლიახვს, წილი თავიდან ვყარო, შენი ვარ, მწვანე მერეხო, ყვავილდასხმულო ღვარო, ნელი წვიმებით ნამავს, ვაჰმე, რა მშვიდად თამაშობს სიკვდილ-სიცოცხლის თამაშს...
II
მოზარე ქალთა კრებული რისთვის დამსხდარა მცხეთას? რისთვის მოარწევს მდინარე წითლად შემოსილ ცხედარს? ანანურით თუ არშით? - შენი ღიმილი მიყვარდა, წყვილი პეპელა ქარში. მწიფე თავთუხის ხვავი. - შენი ფერდები მიყვარდა, მჟავე სურნელი ჭვავის. ვზივარ ეკვდერის კარად. აღმდგარა ყველა ლაზარე, ჩემი ლაზარე - არა. ქარში ალვების წყება, მზის გულზე მოვის პერანგი როგორ თოვლივით დნება. სალაზარობო ნათლით, ქართლი, გვირგვინი ეკლისა, მწირის არგანი, ქართლი. ვზივარ გზისპირას მარტო. - არ ჩაქრე, მწარე სახმილო, მაცოცხლებელო დარდო... |