მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 207 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შენ ძლიერ ადრე გამიღე კარი,

მე ვიყავ შენი დარი და წვიმა,

მე ვიყავ შენი დარიც და ქარიც, -

მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინათ.


მე ძლიერ გვიან გაგიღე კარი

და ძლიერ გვიან გამოველ გარეთ,

შენ იყავ ჩემი მზეცა და მთვარეც, -

ესეც დიდი ხნის ამბავი არის.


და ჩვენ ვერ შევხვდით ერთმანეთს კართან,

ორივეს დაგვრჩა კარები ღია,

შენ მომელოდი ძალიან ადრე,

მე კი მოვედი ძალიან გვიან.


ერთი ნაბიჯით ვერ მოგისწარი,

გეძებდი დიდხანს, წვიმაში, ქარში,

წყალმა წაიღო ბონდის ფიცარი

და შენ მეორე ნაპირზე დარჩი.


ახლა დარია - მშვიდი და წყნარი,

დაღლილი ფრთები დაკეცეს ქართა,

არ არის წვიმა, არ არის ქარი,

არვინ დგას ღიად დარჩენილ კართან.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ