მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 470 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ოჰ, ევა, ევა! ედემს დაკარგულს

ოდეს ვიგონებ, თვალნი ცრემლს ღვრიან.

დარდით სამარე მე გამეთხრება,

დავიღუპები ადრე თუ გვიან!


და ვერ გავიგებთ სიცოცხლის მიზანს

დატყვევებულნი შენის შვენებით,

სამარეს ვპოვებთ, და უფრო ადრე

სხვა სამარეში ჩავესვენებით.


გაზაფხულია და ყვავილები

მორცხვად თავს ხრიან იქაც და აქაც,

მაგრამ გამქრალს და ადრე დაკარგულს

სამოთხის ყვავილთ არ გვანან რაღაც.


უმიზნო ხელი შემომქმედისა

ხეებს ფერადი ძაფებით ქარგავს,

მაგრამ გამქრალ და ადრე დაკარგულ

სამოთხის ხეხილს არ ჰგავს და არ ჰგავს!


საუკუნეთა შორი გრეხილი,

ჩემთვის მარადის მიუწვდომელი,

შორით დაგვცინის, როგორც სატანა,

ვინემ ჩვენ - უფრო მაღლა მდგომელი.


მწარე ნაღველით დაჩრდილულ გულში

მისი აჩრდილი რომ ისახება,

მის გვერდით ჩვენი შავი სამარე

უფრო ცხოველად დაინახება.


ოდეს იკითხონ ადამისა ძეთ

ვისი სურვილით, ვინ და რად ქმნიდა,

ვინ უპასუხოს? ან მათი სულის

თავისუფლება ვინ შეისყიდა?


ვინ ჰკითხა ამ სულს ქვეყნად გადმოსვლა,

ვინ ჰკითხა ისევ უმიზნოდ წასვლა?

და ქვეყნიურთა ვნებათა გროვის

ვის სურს გარდამქმნელ თიხაში გაცვლა?


სამარადჟამოდ ვინც დაგვიკარგა

დაუკრეფელი სიცოცხლის ბაღი,

ვინც სიცოცხლეში დაგვასამარა,

ის ძალა იყო, შენ - იარაღი.


თუ უკვდავების მომნიჭებელიც

ხვალ დამტირებლად გადაიქცევა -

რა უნდა გითხრა შენ, ვინაც პირველ

იგემე ხილი? ოჰ, ევა, ევა!


დრო მოვა და ჩვენ ცრემლით ციურით

ცივ სამარეში დავინამებით

და ჩვენი ყოფნა ამქვეყნიური

გამოვისყიდოთ ტანჯვა-წამებით.


ტკბილია შხამი, თუ უმიზეზოდ

ბედნიერება მოიშხამება,

კვლავ დაგვიბრუნებს ბედნიერებას

და გულსაც გასწმენდს ჩუმი წამება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ