|
ელვა შეგფენია თმაში, ხმაში შეგპარვია დაღლა, ისე მჭირდებოდი მაშინ - როგორც არ მჭირდები ახლა.
სუნი გალეული საპნის, შენთვის გამოსაგზავნ ლექსებს ხსოვნის მეტეორი ჩხაპნის.
აწმყო დაკარგვია წარსულს, ვითმენ ირონიულ ღიმილს, იოდს - იარაზე წასმულს.
მიმქრალ მაჯასავით უცემს - ჩემი ბედისწერის წიგნში ვეძებ ამოსახევ ფურცელს...
დარჩა დატუქსული ბავშვი... როგორც არ მჭირდები ახლა - ისე მჭირდებოდი მაშინ... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















