მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 781 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მე მომხვდა შენი ნასროლი თოვლი,

წეღან მომხვდა თუ დიდი ხნით ადრე;

ვხუცდები, არ ვარ მე შენი ტოლი,

როგორ გაბედე, ხუმრობა მკადრე.


მე მომხვდა შენი ნასროლი გუნდა,

დამასველა და მუხლები მითრთის,

თუ სიყმაწვილის მოყვანა გსურდა,

უნდა გესროლა იები მინდვრის.


თოვლი ყრია თუ ჟამთასვლის ფერფლი,

მგონი ყინულზე წკრიალებს ქოში,

დამეპნა წვრილი ფიქრების ფეტვი

და ვერ ავკრიფე მარცვლები თოვლში.


შენ მომახვედრე შეკრული გუნდა,

გაგიხარდა და შემოჰკარ ტაში.

ასეთ სიცელქეს სიყრმის დრო უნდა,

შენ კი ფანტელებს მიმატებ თმაში.


მომხვდა გუნდა თუ ტრფიალის ტყვია,

კეფაში მწვდა და ვაშეშებ კისერს,

ვერ გამიგია, თუ არ გაქვს ია,

თოვლში აპრილი საიდან მიმზერს?


ცივი ზამთარი ბევრჯერ მერკინა,

თოვლში შაშვებმა აკენკეს ფეტვი,

გუნდა მომხვდა და გული მეტკინა

და სიჭაბუკეს რა უნდა მეტი.


რა უნდა მეტი გაწვართულ თითებს,

სიცელქით სძლია ყინვა და თოში,

ჩემი ოცნებაც ჭაღარას ითმენს

და ჭაბუკივით გუნდაობს თოვლში.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ