მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 248 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 


საიდანა გვაქვს ჩემებური ჩუმი ღიმილი,

ნათელი თვალი, როცა არჩევ ფერთა მარულას, -

თანდათან მჯერა - ეგ ღიმი და ეგ მზერა თბილი

ბავშვობიდანვე თანშეზრდილი მდევდა მალულად.


თითქოს გიპოვნე მე შორეულ ღამისთევაში,

შენს ხსოვნას მხოლოდ აჩრდილივით აჩევნა ღამე,

ხომ გახსოვს, ტოლებს სანახევროდ გვაჩუქეს ვაშლი,

რიგ-რიგად ვკბეჩდით მეგობრები - ხან შენ და ხან მე.


გახსოვს, მცხეთაში შავთვალა ხბოს წყნარად ვუსხედით,

სანამ ნახირი დაიძროდა წიწამურიდან, -

ბავშვის ხელებში რომ უთრთოდა მორჩილი ქედი,

ჩვენთან მოჩვეულს ალერსით და მლაშე პურითა.


ერთხელ შევშინდით, სადღაც ახლოს ჩავარდა მეხი,

გაჰკაწრა ბინდი და ჭალებში ყრუდ გაირიყა;

ერთად გავრბოდით, შენ სიპი ქვით იტკინე ფეხი, -

შენ ჩემზე უფრო სათუთი იყავ...


მცხეთის ცამ იცის: მუქი ლურჯი გაირევს ვარდსა,

მერე არაგვში ჩამხობილი მის ფსკერზე იწვის, -

გულიც ასეა - სადარდელი არ ხვდება არსად,

მაინც დუღს, რადგან არ ასვენებს გამოთქმის ხიწვი.


მაშ ნათელ თვალთა წამწამები ისევ გახსენი

და ყალმის მოსმით გამოხატე ფერთა მარულა! -

მჯერა, შუქივით უნებური ღიმილი შენი

ბავშვობიდანვე თანშეზრდილი მდევდა მალულად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ