მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 574 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დევთა დედამ საფქვავის ქვა ატრიალა

დასაქოლად არ დაგვინდო აღარცერთი,

ზედ გუდრუხთან გადმოვარდა ჩახრიალა, -

ღამით ღვართქაფს გაღმა ვეღარ გავაღწევდით.


ვიღაც ქალმა შეგვიფარა მადლიანმა, -

გამოვუსხლტით მოგრუხუნე ღამის წყვდიადს -

სოფლიანად და მასპინძლის სახლიანად

შიგ პირმოკრულ ხურჯინში რომ მოგვაქცია.


დილით ლაჟვარდს აღარ ჰქონდა დასასრული,

ზეცა იყო მოწმენდილი კალოსავით,

მხოლოდ ცრემლით, ვაჟას ცრემლით დაცვარული

ენთო იფნი და ლაშარის სალოცავი.

 

* * * * * * * 

 

ჩარგლის კართან ფოთლებია დაჟანგული

შენ გგონია, ეს მჟავე წყალს უწვეთია?

ძირნაყარი ფოთლებიც კი იჟანგება

ხმლისპირები ზედ იმდენი უწმენდიათ.

 

* * * * * * * 

 

ღია სახლში ცივზე ცივი ბუხარია,

გაყინულა შებოლილი კერა...

ეს სიჩუმე სტუმარს უფრო უხარია, -

უკეთ ისმის ვაჟას გულის ძგერა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ