მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 208 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მახსოვს დილა მოციმციმე, შვების ცრემლით ანათრთოლი,

ციურ მნათობს შესცინოდა, უკუნეთთან შენაბრძოლი.

წალკოტს გული მოექარგა მძივად წყობილ ალმას-ნამით,

ირგვლივ არე მოხიბლული ნეტარებდა ლხენის წამით.

მზის სხივებში ბანაობდა ვარდ-ზამბახი და ბილილა...

- მახსოვს დილა, შვების დილა!..


ცა ღელავდა, ლურჯ ეთერში ოქროს ტალღებს ატოკებდა,

ცის ზეფირი ფრთა გაშლილი ვარდათ ფურჩქვნილ სხივებს ჰკრებდა

და შუქ-ნაფეთქ დედამიწას დააბნევდა ყვავილთ კონად,

სიხარულის დასაპყრობად, სიცოცხლესთან შესაკონად.

თან სოფელიც მომავლისთვის უკვდავების გვირგვინს სწნავდა...

ცა ღელავდა, ცა ელავდა!..


საუკუნეთ განაჭედი კაცთ ბორკილი იმსხვრეოდა,

ძველი ქვეყნის ძველი ჰანგი ახალ ჰიმნში ინთქმებოდა.

გულში ნაგუბ სულის სწრაფვა ფრთაშესხმული ზეცად ჰფრენდა,

მომავლისა ნაპერწკალი შორეულ გზას ნათელს ჰფენდა.

ბრძოლის ცეცხლში იცვლებოდა უკუღმართი მონის ბედი, -

საუკუნეთ განაჭედი!..


ახლად შობილ ახალ ჰანგსა უთანხმებდნენ გულის ძგერას,

საბრძოლველად უყიოდნენ დაუნდობელ ბედისწერას.

ამაყ გრძნობით გამსჭვალულნი ნათელ მზისკენ მიილტვოდნენ,

ციურ არსთა საგალობელს დედამიწას უგალობდნენ,

და მგოსნებიც სასოებით აქსოვებდნენ ოქროს ჩანგსა -

ახლად შობილ ახალ ჰანგსა!..


მაგრამ ქვესკნელთ სამყაროდან უცებ ქარმა დაიქროლა,

ღრუბელთ გროვა წამოშალა და მზის სხივებს შეებრძოლა.

გამარჯვების თაიგული უკუნს შერთო, გაამტვერა

და შესცვალა მწარე კვნესად ტკბილი ჰანგი და სიმღერა,

სულს ოცნების ფრთა წააჭრა და წარიღო შავმა მტერმა -

ქვესკნელიდან მონაბერმა!..


და დაჩრდილა შვების დილა წუთიერად ანათრთოლი,

ცის-კიდურზე გამოსახა შავი ღრუბლის შავი ზოლი.

წალკოტს მკერდი დაუბნელა, ააცალა ვერცხლის მძივი,

ირგვლივ არე დააბნელა, ჩაუფერფლა ზეცას სხივი;

შავ-ბნელ ნისლში მოამწყვდია ვარდ-ზამბახი და ბილილა, -

ჩაჰქრა დილა, შვების დილა!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ