ხელთ მიპყრია სალამური, მორაკრაკე, საამური და გაისმის ხმა ციური; - ყურსა უგდებს თვით ბუნება და სიამით იღიმება. მისით ყველა იხიბლება და ქედს უხრის, ემონება. რომ გვიმღერის ბოროტ ნანას და თან ლესავს ჩვენთვის დანას. აზრთა ჯალათს ეკითხება: „რად მიეცი ამის ნება?!! თუნდ მომიდვას ცეცხლის ალი არ შევდრკები, ვით კლდე სალი. გაცივებულ გულის გამთბობს, ვათქმევინებ ნანახ-ნაგრძნობს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |