მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 328 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

შენ ისე არხევ მაგ წამწამთ ტევრებს,

როგორც მებრძოლი მჭრელ ლიბანდაკებს;

მე შენი თვალი გადამემტერა

და გულს ანათრთოლს ლახვარზე აგებს.


წადი, ეგ სახე ჩამომაშორე:

მინდა სიცოცხლე ვატარო წყნარი

იქ ზევით, ზევით ჩამიხვევს ბორი

და დამშვენდება მხრებს ლევტონარი.


იქ ყრუ სენაკი მომიალერსებს,

იქ წელს გასწურავს შავი ქამარი,

იქვე დავმარხავ ჩემს მხურვალ ლექსებს

და არც შემაკრთობს ჩრდილი თამარის.


თუ იქაც მოვა ვნება მწველ სენად

და მესტუმრები ფრთა შავ დემონად,

ავალ ჰაერში ზღაპრულ სელენად

და შენც გარდაგქმნი ენდიმიონად.


რომ თავს არ ვგრძნობდე მუდამ შენს მონად

და არ შევსცქერდე მაგ ღია თვალებს,

დავხუჭავ იმათ მზის დასაკონად

და შემოგახვევ სიკვდილის რკალებს.


შენს ჭრელ სიზმრებს კი წავიღებ მე თან

და როცა მთვარე აანთებს ლამპრებს,

ჩამოვფრინდები ისევე შენთან

და მოგიყვები მომხიბლავ ზღაპრებს.


გეტყვი, თუ რამით ტბისა ნაპირად

რაზე ოცნებობს ტანწვრილი ლელი,

ან ვით თარეშობს გზის განაპირად

ნორჩი ლიკლიკა, კვერნა და შველი.


წვრილი ფეხებით რა კოხტად გარბის

შავთვალა მალი ნიამორები,

ვით დაკოდილა კლდეებზე ბარბი

და შავი ფრთებით დაჰქრის ქორები.


დღის სინათლემ რომ არ გამაწამოს

შენს ფერმკრთალ სახეს მივეფერები,

ფრთხილად ვაკოცებ დახრილ წამწამებს

და ისევ მთვარეს მოვეფარები.


გავხდები მითი, ოღონდ გიყვარდე

სიცხადე მომკლავს, რადა მგონია?!

გული ეძლევა დანისლულ დარდებს,

სული დაჭრილი იადონია.


წადი, ეს სახე ჩამომაშორე

მინდა სიცოცხლე ვატარო წყნარი,

გავხდები სასძლო ქარიშხლის, ბორის

და დავიმშვენებ მხრებს ლევტონარით.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ