|
აცივდა ნაცრისფრად, ნაცრისფრად აცივდა, უხუცეს ჭადრის ხეს ფოთლები დასცვივდა; ხავერდის მწვანე ყდა გადასძვრა ტყის კარავს, აწ თოვლი შებუმბლავს, აწ, თოვლი დაფარავს.
ვით ქალი... (როგორ ვთქვა?) ვით ქალი სნეული. აცივდა ჩემს სულშიც, ჩემს სულშიც აცივდა, ცრემლები დამემტვრა და მინად დამცვივდა.
აწ სევდა დაფურცლავს, აწ სევდა დააჭკნობს. და სატრფოც ისეა მკრთალი, მილეული, ვით მთვარე... (როგორ ვთქვა?) ვით მთვარე სნეული. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















