|
ვდგავარ და ვხედავ როგორ თენდება ეს დღე - მთისა და ბარის ზეიმით... ყოველთვის ტკბილად გამახსენდება მისი უბადლო თვალისეირი.
ქრება, მიდის და თვალებს შორდება, მაგრამ ისევე, როგორც ცისკარი, კვლავ იბადება და მეორდება.
როგორც სინდისი და ერთგულება, დაივლის სახლებს, ჯდება მინდორზე და გააჩაღებს მხიარულებას.
ფიქრობს და იწვის ლექსის მშვენებით და ვამბობ: ქვეყნად პოეტის გარდა ყველას ჰქონია დღე დასვენების!
უხილავს, ფარულს, ჯერ დაუსტამბავს, მერე წავა და შრომადღეს ეტყვის დასვენების და გართობის ამბავს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















