|
შენი ბადალი იშვიათად დაიბადება, შენ შთამაგონე პოეზია - ლექსის უნარი, დავალ, დამყვება გაბადრული შენი ხატება, ეს - საქართველოს ლაჟვარდივით გაუხუნარი.
წელთა ქროლაში არასოდეს დაიჟანგება, საუკუნეებს გააღვიძებს მარადი აზრი, გადაქცეული პოეზიის უკვდავ ჰანგებად.
ასე მძლავრად რომ შეარხია გული ქართველის, რამ დამავიწყოს დიდებული შენი „მერანი“, ქართული ლექსის უკვდავების გამომხატველი.
მთაწმინდის მიწას მივაბარეთ ნეშტი მარადი. თავზე გევლებით, სიხარულის ცრემლი გასველებს, ბარათაშვილო, საყვარელო კუბოს კარამდის.
შემოდგომური, ქარვისფერი სცვივა ფურცლები და სდგას ქართული პოეზიის წმინდა პარნასი, - შენი მთაწმინდა - სამყოფელი ქართულ მუზების.
გზების სიძნელემ, შეეშინდა ლექსის გატანის, მაგრამ შენებრი არ სწვევია მიწას ჭაღარას, ბებერ მთაწმინდას არ უნახავს შენი ბადალი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















