|
მე ვწერ უბრალო, გაცვეთილ სიტყვებს მათ ვანაცვალე ჩემი ლექსები! - მე ამ სიტყვებში ჩემ ნათელ სიყრმეს, ჩემ ტკბილ ბავშვობას ვეალერსები.
სახელისათვის მეც მიომია! და მაინც ძველი "დარდი" და "ვარდი" ყველაზე კარგი რითმა მგონია.
და ის ბავშვური მიამიტობა, რომელიც უფრო აცოცხლებს სტრიქონს, ვიდრე რითმები ან ურითმობა!
ვის რად სჭირდება დამალობანა, ბოლოს და ბოლოს სუყველაფერი, რაც ძვირფასია - ბანალობაა!
და საქართველოს ძველი დიდება და ის ნათელი, ქალის თვალებში ჩვენს დანახვაზე რომ გაბრწყინდება.
სიტყვა, გამოთქმა... თუნდაც წერტილი! და პოეზიაც - მუდამ ახალი, - ბანალურია და გაცვეთილი.
წამით დათრობა, თავდავიწყება... როგორც ჩემს მიერ ახლა, ამ ლექსში, ახირებული აზრის მტკიცება! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















