მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 231 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როს ცას და მიწას გადალეკავს

ფერი სიმწიფის, -

სიხარულისგან,

სიყვარულისგან,

ყველაფერი თრთის და იცინის.


მზე,

მყვირალობა,

მტეხიანობა,

მდინარეების ალანქერება -

ცეცხლს მოუკიდებს,

სუნთქვას უდიდებს,

ააღორძინებს ქვეყნიერებას.


სიმწიფის სული გაიჭრება,

გაიხალვათებს,

ქვეყნიერებას გადიჯირითებს...

მდინარეებზე დაყრის ქვირითებს...

გადაედება ქალთა უბეებს -

აამწყაზარებს...

აამწყერებს...

აამეწყერებს...


ვეებერთელა ქვევრივით დუღს

მთელი ქვეყანა,

ვეებერთელა ჯიქანივით

რძით იჭექება,

ვეებერთელა მტევანივით

მზით იშაქრება.

ვეებერთელა ნაყოფივით

ბროწეულდება

და უცებ სკდება 

მოფუთფუთე უთვალავ სკებად...


ცასა და მიწას გადალეკავს

ფერი სიმწიფის, -

სიხარულისგან,

სიყვარულისგან,

ყველაფერი თრთის და იცინის.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ