მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 488 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ყიჟინებთ, როგორ ხმაურობთ,

ჰაუ ჭალებო,

ზვრებო ყანებო,

ჩემო ტკივილო და სიყვარულო,

ჩემო სულისდგმავ, სათაყვანებო!


თქვენც გენაცვალეთ ღელის ტირიფებს,

თავს ნუ მაწონებ, შენაც ჭალაკო!

ნუ ამაცეტებთ, თქვენი ჭირიმე,

ნუ გამხდით ქვეყნის სალაპარაკოდ.


რამ დაგამგვანა მაინც ალიონს

ტურფა ვენახო, ტურფა თითაო!

თავი არ მომჭრათ, არ გადამრიოთ,

არ დაგერიოთ სულ სათითაოდ.


დავიღუპები, მორჩა, იმწამსვე,

გაუმართლებლად იჭვი მალული.

მეტიც არ უნდათ ჩემს სახლისკაცებს,

გადააქნევენ თავს სინანულით.


ხმა ამოიღეთ, რამე მითხარით,

ხომ ჩემს სიგიჟეს არ გაიოცებთ?

თქვენდა კურთხევად მე ვარ მიმდგარი,

თქვენ შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე!


ნუღარ, ო, ნუღარ მელამაზებით

ხვავით, ბარაქით, ათინათებით;

მე ერთი ვარ და თქვენ ათასები

ვაი, რომ ვეღარ აგითავდებით...


მაინც რათა ხართ ასე კარგები,

დაუნდობელად მოგიზგიზენო!

უჰ, გაგექცევით, გადვიკარგები,

ერთი დღით მაინც რომ მოვისვენო.


თბილისში მაინც არ ჩამომსდიოთ,

თბილისში მაინც არ მომაკითხოთ,

არ დამაწიოთ ნისლი ნოტიო,

არ მომიგზავნოთ ღვინო, აკიდო...


შემეშვით, ჭკუა არ ამირიოთ,

საქმე არ მიქნათ სამამაძაღლო

თბილისში სახლი არ დამინგრიოთ,

აქ სამუდამოდ არ დამასახლოთ...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ