თუ ჩემს მქროლავ ეტლს შუა გზაზე გადუტყდეს ღერძი, თუ ბედგანწირულს მძაფრ ჭიდილში სიკვდილმა მძლიოს, - გადაიკითხეთ, მეგობრებო, ჩემი "ანდერძი": ქელეხისათვის სახელგამში ვტოვებ მილიონს.
პაოლოს, ტიციანს, მწერალთა საბჭომ არ იყიდოს მკვდრისთვის იები; კიტრის ნაფცქვენი მიმშვენებდეს შუბლს - ნათელ ციანს, ვარლამ რუხაძემ გამისტუმროს ვალ-ნისიები.
არ დაუკრათ სწრაფი დეპეშა, არ დააყუდოთ ჩემს წინ, როგორც ათონის ბერი, გახსოვდეთ: მკვდარსაც აღმომხდება ობოლი კვნესა, თუ ჩემს გარშემო შეიკრიბა ხალხი ცბიერი.
ასკუპეთ ცხენით, კახურ ღვინისთვის კუპრიანი მიეცით ხელში. (ვ. გუნიას და შ. დადიანს ეცით ნუგეში: ასვით ნუნუა ან ჯიხვის რქით, ან აზარფეშით).
არც წუწუნი, წამიღეთ ლხენით, ჩხიკვაძის გვერდით მიმაბარეთ მეც დიდუბეში. ჩვენმა მდივანმა ბესო ჟღენტმა მისცეს მოწმობა ჩემს ოჯახობას ჩემი ბინის შეუალობის.
მცირე ხნით ძმობა: სასაფლაომდე მიმაცილოს გუნდის გალობით. მჯერა ჩემს ცხედარს დაიტირებს გალაკტიონი, გვარად ტაბიძე და "ტიტულით" "მეფე მგოსანი";
დიდი სიონი, გლოვის ძაძებში გაეხვევა მზე - სხივოსანი. ყველაზე მეტად შეწუხდება ვიცი "ნიანგი", რადგან ჩემსავით სძაგს იმასაც მოზარე ჰანგი.
(ჰმ!) გენაცვალეთ, გაშალეთ სუფრა, არ დაიკლოთ თართი და დოში; მოხსენით ტიკსა, ყველა ოხრის "ტოსტები" სცალეთ და გაიხსენეთ ქუჩიშვილის ლხინი და "ხოშიც". |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |