|
მე ქრთამს არ ვეძებ, თქვენც კარგად იცით; ამას არ უნდა კვეხნა და ფიცი. ქრთამის აღება მეთაკილება, რადგან სახელი გამეკილება. დიდი კაცი ვარ თანამდებობით და ხალხის მოვლაც ხომ მეყურება!.. მაგრამ, თუ ჩემზე უფროსი სწყრება, ნაშინ გავტრუნავ თაგვივით სულსა, ჩავღუნავ თავსა, დავუგდებ ყურსა… ჩემი უფროსი ერთხანს იშფოთებს, რა დაიმშვიდებს მღელვარე გულსა, მოვა და ისევ მომეფერება: ისევ დამიწყებს პატივისცემას!… ლანძღვით კი მლანძღოს, რამდენიც ჰნებავს, ვერ მომაყენებს იმითი ვნებას!… მასთან, არა ვარ მბღოჭველი კაცი, - ქრთამს არ ავიღებ, განა არ იცით!… ან ლაზარინოს წყვილ დამბაჩასა, ეს მეგობრული იქნება ძრნობა, ამაში ყველა დამემოწმება. თუ გსურსთ, გარწმუნებთ მე ამას ფიცით! თუ გამოგზავნით ირმის გავასა, მე ვინ დამიწყებს მასზედ დავასა? - მოსაკითხია, გარწმუნებთ ფიცით! - ან ხანდიხანა: კაკაბს ხოხობსა, დურეჯს, ჯეირანს - სუფრის შემმკობსა, მასინ გადავყრი გულიდან დარდსა… ეს რა ქრთამია განა არ იცით? მოსაკითხია, გარწმუნებთ ფიცით! რომ უფრო კარგად მომელხინოსა, ეს ხომ სულ ყველას დაგვაგვირგვინებს და იქვე ტკბილად მე მიმაძინებს!… ეს რა ქრთამია, განა არ იცით? მოსაკითხია, გარწმუნებთ ფიცით! შინაურულად გეწვევით შინა, თქვენს ცოლსაც ისე მივუალერსებ, თითქოს მქონდეს მე თქვენთან ბინა! და გადავკოცნი იქ, თქვენს თვალწინა! ნაცვალ იმისა,თქვნეს სულელ შვილსა, ჩვენთან დავნიშნავ და წავწევ წინა! მაგრამ მე გავხსნი იმავე წამში: ჩემთან მსახურობს ღარიბი კაცი, ძლიერ წვრილშვილი, შესული ხანში თუმცა კი შრომობს, ერთგული არის, მაგრამ დავუგებ ამნაირ მახეს: და აღრარც მომწონს მე თქვენი სახე… შემდეგ ამისა წავა საწყალი, ოცდახუთმეტის წლის ნამსახური, ერთ გოჯ წვრილშვილსა ნეტა რით არჩენს? ეს ქრთამს არა ჰგავს, რომ შემოგფიცოთ... მე ქრთამს არ ვიღებ, ან კი რას მომცემთ? ოცდათ თუმანს ხომ არ ავიღებ? არც სამოც, ოთხმოც, არც ორასისთვის ამოვიღებ ხმას, კრინტს არ გავიღებ. ოციათასის თუმნის ოქროსა, რა გაეწყობა, მოვკიდებ ხელსა, თუ გინდ სახელი გამიოხროსა! სულ გამიჩირქოს ორივ ხელები! არას დაგიდევ, საპნით დავიბან და ფულით მაინც ვისახელები!… ჯერ ქრთამს არ ვიღებ, განა არ იცით? ხალხს არ დავჩაგრავ, გარწმუნებთ ფიცით. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















