ნაწილი პირველი ზააქიანი
შესავალი
გეხვეწები გონიერთა, ვინც არა ხართ თვისა მკვლელი! ამას ყური მოუპყარით, - ბრძენი იყოთ, ანუ ხელი: საქართუელოს ეს ამბავი დარჩომოდა ძველის ძველი. და თუმც იცოდეს ჩემგან უკეთ, რად არ მიჰყო ერთმან ჴელი?!
ვერცა მანუჩარს მწერალსა, ტქბილის სიტყვისა მკმობელსა: ერიდებოდეს სიტყუასა უშვერსა და საგმობელსა, და ვისცა გიკითხავთ ამბავი, თქუენც ჰხედავთ გაუწყობელსა.
ნესტანჯარს უქო ციმციმი, თინათინს მოვანებანი, მათ მოაჴმარა გონება და მისნი ტკბილნი მცნებანი, და სხვად არად სცალდა, მათ ზედა იმღერდა, ვითა ებანი.
მსმენელი, გამომეტყუელი მისგან ვინ უკეთესია?!. ამა სოფელსა სიმუხთლით ლახვარი მას არ სთესია, ზილიხან აქო, ლეილი, მან არ ინდომა ესია.
ზააქიანი გავლექსე და ფრიდონისა ქველობა, ჯიმშედს და მეფეს აფთიონს ავად არ უნდა ჴსენება, სალიმ და თურიმ ძმა მოჰქლა, ჯოჯოხეთს ყოფნა ინება.
მარგია ესე სასმენლად, - კაცი ვინცა ხართ ჭქვიანი. ოდიშს ტვუედ ვიყავ, გავლექსე, მე თავსა უყავ ზიანი, და ვინცა შენდობა მიბძანოთ, თქუენი არ იყოს ზიანი.
ჴელ-მწიფეს, პატრონს, დადიანს ლევანს ოდიშის მფლობელსა, მისთა მებრძოლთა სიუხვით და ჴლმითა დამაყრობელსა, და მისთა ერთგულთა ლხინსა და ორგულთა დამამკობელსა.
ლევან არს მისი სახელი, მტერთა სრვად დაუფარავი, ვისა მორჩილობს ლაშქარი მინდორთა დამაჯარავი, და ზნე-უკლები და მამაცი, საწუთრო-გაუმწარავი.
მისი ისარი სიგრძითა ყოველთა დამაჟლეტია, მოსპარაზენედ ვერვინ სჯობს, - მჭვრეტელთა გამაცეტია! და თუ ამაზედან მემტყუვნოს, თავსა შემექმნეს რეტია!
მისი მებრძოლი გაბეგრა, თავს აძევს მათგან ყალანი, მისსა მკლაუს, ვერვინ დაუდგამს კლდე ტინი, ვერცა სალანი. და...
ლომებრ გულადი, ამაყი, შუენებითა სჯობს ყოველსა, ქვრივთა და ობოლთ მოწყალე, მრავალსა მისცემს მთხოელსა, და ვისცა მტერ ექმნას, ნატრიდეს მინდორში თხასა მძოელსა!
ტკბილთა სიტყუათა შეწყობა, მოკლედ ამბისა თქმისანი. ხოტბისა რიდი არა ჴამს პატრონთა წინა ყმისანი: და ვიქმ ამა ძნელსა საქმესა, თუ ძალი შემწევს ღვთისანი.
ავი საქმე გარდაუშჴას, ქარგსა ხანგრძლად ექცეოდეს, ნაოჴარი ააშენოს, კარგი არსად იქცეოდეს, და ღმერთი ამას დაიმადლებს, - განქითხვასა მისსა ოდეს.
უბრალონი ჴელ-მწიფენი აფთიონ და ჯიმშედ მოჰკლა სხვა მრავალი ქუეყანასა გველისათვის კაცი მოჰკლა, და სული ეშმაკს მიაბარა, დღენი მისნი შეამოკლა.
ამბავი ზააქისი
ზააქ იყო მუხვარდის ძე ფალავანი გამოთქმული, თვისის მამის სამსახურთა გამთავეა მეტად სრული. ტახტი ქონდა საბატონოდ, სხვა ქალაქი ბევრი, სრული, და ეშმაკისა მანქანებით გარდუბრუნდა იმას გული.
აქა ზააქს ეშმაკი მამის სიკვდილსა ურჩევს
მას მიუჴდა ერთი კაცი იბლისი და ავის მქნელი. მამის მოკვლა დააჯერა, მიუქცივა მისქენ გული, "ზააქს ესე რა უქნია", იმას კუირობს ყოვლი რჯული: და ძლეულმა და ჭკვა-მოღლილმა ეშმაკს მიხცა მისი სული!?
მან თქუა: "რად გიჩნს, რა იტყუიან, შვილმა თვისი მამა მოჰკლა!" სხვა ერანში საკელ-მწიფოდ შენგან მეტი არვინ ვარგა". და ბატონობა მოინდომა, საჴელ-მწიფო მით დაჰკარგა.
მამა შენი ბერი არის, გეკმარების აწ რაშიგან? შენ თუ არას გამიწყრები, იმას მოვჰკლავ მე გზაშიგან". და ზაალ ეშმაკს ასრე უთხრა: "მე ნუ გამრევ მაგაშიგან!"
დღეს შეიმოკლებს ამითა, წარწყმედასაცა ჰლამისა. მას გრძლად ეგონა სოფელი, - არის ერთისა წამისა ! და ეშმაკმან ფიცხლავ გაბედა სიკუდილი მისის მამისა.
შიგან ლახვარი დაასო, კაცი ვერ მოურჩებოდა, ზააქის მამა აბანოს წავიდა, იარებოდა, და რა ცოტა წავლო, ჩავარდა, იმავ წამს სული ჴდებოდა.
ზააქ ტიროდა, მოსთქვამდა: "ეს რა ვქენ!" - მეტად ინანდა. - "რა მამეჩვენა კაცურად, ნეტარ ვინ იყო, ვინ არდა?! და გლოვა გაუშვა ტახტზედა დაჯდა და პირსა იბანდა.
იმათ საჭმელი წაუჴდა, ვერცა ქნეს კარგი პურია, სულ ნამზადისი წაუჴდა, რაც რომე სანუკვარია, და მიართმენ შეჭირვებულნი, თითვან გულ-დადაგულია.
მზარეულნი აცემინა და გაჰყარა კართა გარა, ის იბლისი კიდევ მოვა, მოეჩვენა სხვათა გვარა, და ზააქს ესმა, მან დატუქსა და უბრძანა ძმობა გარა.
ჰქითხეს: "ვაჟო, სითგან მოხვალ, ანუ იცი რა ზნენია?! იმან თქუა თუ: საფრანგეთსა "მე ვისწავლე სულ ზნენია, და მზარეულად სულ კარგი ვარ, სხვაცა ბევრი მჭირს ზნენია.
ჴელ-მწიფის საამებელსა მე გავაკეთებ სრულ კარგა, მზარეულებსაც დაუზრდი, რომელი რომე არ ვარგა, და ზააქ ჴელ-მწიფე ამ სიტყუამ სულით ჴორცამდის დაჰკარგა.
ეს იამა ჴელ-მწიფესა, მიუგზავნა კაცი ვარგი, მზარეულთა შემოუძღვნეს, დაუყენეს მისი ბარგი. და საჭმელებსა ქნა დაუწყო, მოამზადა მეტად კარგი.
ჭამა გარდასწყდა საძილოდ, წავიდა, მეტად იამა. მალე მოჰქარდა ძილამდის, ეს ნამეტნავად იამა. და თქუა: "ამას პატივს მიუპყრობ", - გულის წმინდითა იამა.
ამდენსა მოგცემ, თუ გინდა დათვლა შეგეძლოს შენ არა. ეშმაკმან ჰკადრა: "წყალობა მე სხვა არ მინდა თქუენგან რა. და შიშველს მჴარს თუ მაკოცნინებ, წყალობა მინდა სხვა არა.
ეშმაკმან ნახა, იამა, მან გამოანთო თვალები. აკოცა ზააქს, დაუგდო საქმენი გასამწარები. და ფიცხლავ განქარდა ეშმაკი, ვერ ნახეს გზა და კვალები.
ვერ ვინა სცნა, სით წავიდა, ან ნაშობი ის რისია?! არ ასმია კაცთა ძესა, რომ ნაქმარი ეს რისია? და მჴარზედ გველნი ამოუსხდა, თქუეს თუ: "ნეტარ ეს რისია?!"
პირსა დაუწყეს ლოკანი და ყურსა ეჭიდებოდა. ზააქს მათითა სევდითა ძილიც არ მოუნდებოდა, და ისევ იბლისი მოვიდა, მის უცხო არ იქნებოდა.
აქა ზააქს მჴარზედ გველები ამოუსხდა
მან ზააქსა მოახსენა: "შენ თუ მოსუენება გინდა, დღეში ორ-ორს კაცს მოჰკლავდე, სხვა მის მეტი არა გინდა. მათსა ტვინსა გაუკეთებ, სხვა საჭმელი არ ერგება, და როგორც სჭამენ, დაწვებიან, მოსუენება შენც გერგება!"
რა აჭამეს გველებს ტვინი, ყურის ლოკვას ჩამოესხნეს: მოისუენეს, მჴრებზედ დაწვნეს, დაიძინეს მათ, იამეს, და ქება უთხრეს იმ იბლისსა ჴელ-მწიფესა, ესიამეს.
მძლავრობითა დაიჭირა საჴელ-მწიფოთ სრულ ერანი, ჩინეთი და მაჩინეთი, ხატიეთი, თურქისტანი, და გველის შიშით ეყმობოდეს, ვინც ვინ იყოს, შორით, სხვანი.
თაყუანს სცემდეს ჴელ-მწიფენი, მოდიოდეს სხვაგნით სხვანი, მან გაიწყო ტახტ-გვირგვინი, სავარდედა ტურფასრანი, და სრულ ქუეყანამან შეიპყრო, ვინცა იყო ტახტოსანი.
მართლა არ მოჰკლა წყეულმა, გაჰკუეთა შუა ხერხითა!.. ტვინით გველები დააძღო უბედურისა ფერჴითა, და აფთიონიცა მან მოჰკლა არ ჴელ-მწიფურის წესითა!
აქა აფთიონ თავის ცოლს სიზმარს ეუბნების
აფთიონ ნახა სიზმარი, - ზააქს ვერ მოურჩებოდა: დედოფალ ფრანგის უბრძანა, ძილშია რაც ზმანებოდა: "შენ ორსული ხარ ვაჟზედა, ფრიდონ სახელად ზდებოდა, და მთაში გაზარდე, ამ რიგად არვისგან ეაზრებოდა.
სხვა გრძნეულსა და დევებსა არსად გაუშვებს, არ, ავსა. უმალ ქალაქსა წაართმევს, კარგ ბედს მოელის, არ ავსა, და ჯიმშედის დასაც წაართმევს, სულ დაიჭირავს სარავსა.
ვამანის მთაში გაგზავნის, დღეს გაუთენებს მას ავსა, ერანს და თურანს წაართმევს, ტახტსა, სარავსა ქალაქსა, და გამორჭმულდების, მოიტანს, - შენ დღესა ნახავ არ ავსა!
რა შეიტყო, ფიცხლავ წადი, შენ იარე ღამე, დია, მთაში კაცი დაგიხვდების ღვთის მოყუარე მეტად დია, და მას ჯოგი ჰყავს მრავალ-გვარი, შუენიერი ტურფა დია.
"შენ უკან ჩემი სიცოცხლე დასაწვავია ცეცხლითა. სოფელსა ყოფნა რად მინდა, თავსა მოვიკლავ ჴელითა, და თუ დამიჯერებ, წავიდეთ, მთასა მივმართოთ რბენითა".
თუ გათენდა, ჩემი დღენი მომეშალა, მზისა მზერა, ვერც ციხე და ვერც მოყუარე მე დამიხსნის სიკუდილს ვერა, და ყოველ კაცზედ გაჩენილა გარდასახდლად ეს ბეგარა.
განგებაა - დღესაც მამკლავს, ამის მეტი რამც ვიღონე? შენ იქ წადი, რომ გასწავლე, დამიჯერე, გაიგონე, და მსახურებდე იმ ღვთის კაცსა, თავი შენი დაამონე".
მას ლაშქარი მოეწონა, ერთობილნი, როგორც ნახა. შეეკაზმა, ცხენზედ შეჯდა, ზააქისკენ გზანი ლახა. და ზააქს ესმა, მოეგება, მას იამა, არ იახა.
ჰკაფენ, ჴოცენ. ერთმანერთსა არას ღონით არ გაექცა, შუბი, ლახტი, ჴმალ-ისარი, იმ დღეს ორსავ ბევრი ეცა. და აფთიონი ჩამოაგდეს, ზეცით რისხვა მას დაეცა.
აქა ზააქ აფთიონ დაიჭირა და თავსა სჭრის
მჴარ-შეკრული მიიყუანეს ზააქის წინ უპატიოდ, სხვა ლაშქარნი გარდიხვეწნეს, რას იქმოდნენ უპატრონოდ? ერთმანერთსა გასწრობოდეს, აშლით ვლიდეს უთავბოლოდ, და ვინცა დარჩა, - არ გაუშვეს, მას მოუპყრეს უზენაროდ.
ვინც დაირჩუნეს, - იმათაც უპირობს არ გაშვებასა, ფრანგის რა ესმა, მოსთქუამდა, იტყუის: "ვაჲ ჩემსა ბედასა! და ნეტამცა მომკლა ახლავე, ან არ ვეშობე დედასა!"
მოსთქმიდა: "თვალად ტურფაო, ჴელ-მწიფევ გამორჩეულო, ტანად სრულო და ლომ-გულო, ჭქუით შემკულო, რჩეულო, შენთა ერთგულთა მოლხინევ, ნადიმსა ხშირად ჩვეულო, და საბოძვრის უხკად გამცემო, არ სიძუნწისა ჩვეულო!"
ძაძა ჩაიცვა და ჭრელი, კარგი, სულ გარდაიყარა, თმა მოიტუსა ცეცხლითა, არამც თუ ფერი იყარა, და ტირილი არა გასწყვიტა, იმამ წამს სულ აიყარა.
არვის გაანდო სხვას კაცსა, მისთვის ვინ იტყუის ძვირსაო. ფრიდონზედ ორსულად იყო, ჟამი მოვიდა ძრვისაო, და რა დაიბადა, ესე თქუა, მეტად მჯობია სხვისაო!
წყალობა ბევრი უქადა, წიგნი მისცა და არზია. ჴელსა უწყობდა პატივით, აკვანში უწვა, არწია, და ფრანგი იქავე წარვიდა, ვერავინ მისცა არზია.
ეფისკოპოზი აწვიეს ქრისტიანობის წესითა. ჟამი სწირეს და ილოცეს მთის კრებულის წესითა, და თვალ-მარგალიტსა მიართმენ, - სავსეს ოქროსა თეფშითა.
ქვრივსა და ობოლს უბოძა, ვინც გლახავლიდა მთაზედა, სხვაც გააჩინა აღაპი, - ვინც გაივლიდა გზაზედა, - და ფრანგი იქავე წავიდა შვილთან, იმავე მთაზედა.
მოახსენეს: "ჴელ-მწიფეო, ჩუენ ვართ მაგა ვეშპისკაცი, საჭმელს კარგსა გაუკეთებთ, მოსუენებას ბევრსა გაცლი, და ზააქ მეტად დაუმადლა, თქუა: "სალაროს თქუენთვის დავცლი".
თვითოს კაცსა გაუშვებდეს, ვეშაპს ტვინსა გაურჩევდის, დაჴსნილს კაცსა გაუშვებდის, ფრიდონს წინა მოგროვდების, და მათის ჴელით დაჴსნილია, ცხრა ას კაცად გათავდების.
ჯიმშედის დანი ჴელთა ჰყავს, ტურფანი, ვითა მზენია. დაჰყო და გამოისუენა იმან მრავალი დღენია. და მასაც უტყუა სოფელმან, ნახეთ საწუთროს ზნენია!
სამი ვინმე ფალავანი მოეჩუენა ძილსა შინა: ერთმან თავსა ლახტი დაჰქრა, ჩამოაგდო, შეაშინა. და შეჰკრთა, დიდი დაიძახა პირ-მთვარენი შეაშინა.
შენმან ერთმან შეკრთომამან შეგვაშინა მეტად ჩუენა. ზააქ თქუა თუ: "რა გიანბო, არ მინახავს ამისთანა. და სამმა ვინმე ფაჰლავანმა თავსა ლახტი დამიშინა."
დაღონდეს და ვერა თქუყს რა, თვალთა ცრემლი გარდმოსცვივდა. შარინოზ თქუა: "ადვილია!" - დიაღ კარგა გაუპირდა. და თქუა: "მოასხით, მერამლენი!" ორნივ დანი მას გაპირდა.
სადაც იყო მერმალენი, ყოვლს ქუეყანას, ფიცხლავ იჴმნეს, "შეიტყობენ უსაცილოდ", - მართლის გულით მათ იკითხეს. და ვინცა იყოს თქუნი მტერი, - ყოვლს ქუეყანას მოიკითხეს.
იმათ უამბო სიზმარი: "გასინჯეთ, თუ რა ესია. მართლა გასინჯეთეს საქმე, როგორცა თქუენი წესია. და რას მემტერების ისინი, ან რა იმათი წესია?!.
სხვა მერამლენიც იქ იყუნეს, და არცა ზააქ წასულა, რადგან შეიტყვეს, უანბეს, სამთავე ერთად აწ სულა, და ზააქის მორჭმა-დიდება სრულად ერთობით წასულა.
ეგ სამნივე ფალავნები, თურმე არის ტანის ძმანი, შენად მტერად გამოჩნდების, მათ არ უნდა შენი ზავნი, და მამა მათი შენ მოგიკლავს, სხვაც ბევრი სჭირს შენგან ავნი.
სრულ საბატონო წაგირთვამს და მიპყრობიხარ უწყალოდ, გარდახვეწილან შიშითა, მთაზედ ასულან უბრალოდ, და ტახტსა და გვირგვინს წაგართმე და შენცა მოგკვლენ უწყალოდ.
მეტის ჯავრით უჭკოდ გაჴდა, თვალთა ცრემლი მოედინა, ჯავრიანი ცრემლსა ღვრიდა, გულსა ცეცხლი მოეკიდნა, და გაუმწარდა იმას ყოფა და აღარცა ინადიმნა.
იმ სამისა ფალავნისა ვერა საქმე მოვიგონე, მოსვენება გამიმწარდა, როგორც ესე გავიგონე, და დღივ და ღამივ იმათ ვეძებ, სხჴამის მეტირამც ვიგონე?!"
ქრთამსა გასცემდა მრავალსა, მტერსაცა ემოყურებოდა, ჴმელეთი მოვლო მას აქათ, ზღვას ნავით იარებოდა, და მისი ვერა ცნა ამბავი, კულავ უფრო გაშმაგდებოდა.
ზააქს ფრიდონის სევდითა ძილიც არ მოუნდებოდა, აწ ამაშიგან ჴელ-მწიფე ფრიდონცა გაიზრდებოდა, და მერამლეთ მართლა შეეტყოთ, ზააქს რაც გარდაკდებოდა.
მთიდამ ბარად ჩამოვიდა მამის სისხლის საძებრადა, ძმებმან ლოდი დაუგორვეს, არ ეწერა მის ვნებადა, და მძინარესა გაეღვიძა, უკმოდგა თავის ნებადა.
მას ქავა წინ მიეგება, - დროშა თან ახლავს სვიანი, სხვა ერანელი მრავალი და გივი სახელიანი, და აწ ზააქს ღმერთი შერისხდა, დღე უბნელდების მზიანი!
ქვეშ ორხოასა მოჰფენენ, ოქსინო გარდაგებულსა, ჯიმშედის დანი იქ უსხდეს, - მთვარეს გავს განათლებულსა? და ფრიდონს სალამად მომართეს, - სამოთხით გვანან რებულსა!
ორნივე გვერცა დაისვა. სიტურფით არის ქებული! მოშაითნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულ-დაღებული, და იმ დღის ნადიმს და შვებასა ენა ვერ იტყვის კრებული!
წადგა, ფრიდონს უსალამა, ქებას ჰკადრებს მეტად სრულსა, რა შარინოზდაინახა, შიში ჰქონდა მისი გულსა, და ფრიდონ მეფეს მოართმიდა, რაცა უნდა, სანუკვარსა.
ზააქისა ერთგულია, არ გაინდობს მისთვის ავსა, მეტის მეტით სიმალითა დაედარა იგი ქარსა, და რაც ენახა, - მან უკლებლად ყუელა ჰქადრა ჴელ-მწიფესა.
სარავს ქალაქს შემოვიდა სამი ვინმე ფალავანი". ზააქ თქუა თუ: "სტუმარნია, მათ დახუდომა უნდა კარგი". და მოლარეთა უბრძანებდა: "გაიღე ვით მინდორს ბარგი!"
ჯიმშიდის დათა ორთავე იმათი ნდომა შესვლია, ორნივე გვერდსა უსხედა და სიყუარული შესვლია, და სიყუარულითა ლხინობენ, მეტად ნდომაცა შესვლია.
საომრადა მოკაზმულან, მძიმე ლახტი მათ ჴელთა აქუს, თქუენ გეძებენ მოსაკლავად, იმათ საქმე სხუა არა აქუს, და სრული ტახტი და გვირგვინი, სრა ქალაქი, მათ ჴელთა აქუს.
იქათ და აქათ უწვანა ორნივე მისსა მკლავზედა, ზააქ გაუწყრა ქუნდრუსა: "შმაგი ხარ მეტად თქმაზედა." და "ხასი უნდაო სტუმარი, რომ იქცეოდეს ჭკუაზედა".
ვინც იყო კარგი, რჩეული ვეზირი, შემოიყარე, საქმე გაშინჯე ჭკვიანად, გულს ჯავრი უკუიყარე, და ნაღარასა ჰკარ, წავიდეთ, დილას, თქუენც გამოიყარე.
ჯაჭვი-ჯავშანი ჩაიცვი, სარტყელს ჩაიპყარ ლახტია, თავადებს მიეც საჭურჭლე, გულშიგ არ ჰქონდეს ზადია, და არ იქნას, - ჩუენ დავიკარგოთ, ჩინეთის ზღვასა გადია.
აქა ქუნდრუ ზააქს ფრიდონის ამბავს ეუბნების
ქუნდრუსაგან რა ეს ესმა, ზააქს გული აუდუღდა, ნამეტნავის ჯავრისაგან, ვითა ცეცხლზედ ქუაბი, დუღდა, ამას იტყუის: "იმათ დავკოც, ანუ ჩემი დღე გათავდა!" და პირ-მთვარენი მოიგონა, თვალთა სისხლი გადმოვარდა.
ფალავნებსა მოახსენა: "ვიცი, ჩემი დღე მოვიდა!" რასაცა ვინ მოიჭირვებთ, ღვთითა ნაცვალს გარდვიხდი და, და ნაღარას ჰკრა, გამოვიდა, ვით შავი ზღვა, წამოვიდა.
ღმერთი შერისხდა ზააქსა, ავს ბედს მოელის არ კარგსა! ფრიდონს უანბეს: "მოვიდა! ღმერთი იქს თქვენსა ნებასა!" და ქავსა და გიოს უბრძანა: "შეებით ზაქის ლაშქარსა!"
თურანელთა დაუძახა: "თქუენ მამრჩებით ახლა რითა?! არ გაგიშვებ თქუენ ცოცხალსა, თავებს დაგჭრი ჩემი ჴლმითა! და შეიბნეს და ჩამოჰყარეს, მკუდარი ყრია, რიყე ვითა!..
ზეცით ღმერთი გაურისხდა და ანგელოზნი ღვთისანი, ზააქ არის ვეშპის სახე და წყეულის გველისანი, და გველნი ასხენ მჴარსა ზედა, გესლი ახლავს ვეშპისანი.
ჴელ-მწიფე წინ შემოვიდეს გარდიხადეს მათ სალამნი, ფრიდონს წინა დგას ქიაშარ, მასთან ვისი ფალავანი, და ერანელნი სულ ერთობით, ფალავნები სხვა მრავალნი.
მეჩანგენი და მემუღნე ამოსა ჴმასა ჰკურიდიან, უბნობდეს გამარჯუებულნი, სადგომისაკენ მიდიან, და გამოისუენეს ლხინითა, ამოდ და ტკბილად ზმიდიან.
მას მოაგონდა პირ-მთვარე, შარინოზ მზისა დარია, არნავაზისა გონებამ სრულა ჭკუით გარდარია, და მისთვის გამწარდა საწუთრო, არ მისცა კარგი დარია.
ჴმალი, ლახტი საგდებელი, წინ ჩაირჭო მან ხანჯარი, არვის უთხრა ჴორციელსა, გაიარა მარტო კარი, და ციხეშიგან შეიპარა, სადაც მარტო ფრიდონ არი.
- "ძმა ჩემი ჯიმშედ მოგვიკლა ეშმაქის მანქანებითა!" ჩუენ წამოგვასხა ძალითა, არამც თუ ჩუენის ნებითა, და აწ გვიხსნა იმ გველისაგან ღმერთმან მისისა ნებითა.
ალმასის ფერი ხანჯარი ჴელთა აქუს გამახულია, წინ არ წამოდგა, ვითამცა არვისგან განზრახულია, და რა ფრიდონ ნახა, - "ვინ არის? ეშმაკი დასახულია?!"
მისის კელით წამჴდარია ჴელ-მწიფე და ბევრი ერი, ამას ჩუენდა დასაჴოცლად ხანჯარი აქუს ცეცხლის ფერი, და შარინოზს და კულა არნავაზს წაუვიდა შიშით ფერი.
მოეგება, თავსა დაჰკრა, მას გაუხდადიდი ტკაცი, გაუცუდა ჴელ-მწიფობა და წაართვა მისი ტახტი, და ფრიდონს დარჩა მისეული ქალაქი და სრულ პარტახტი.
- "ჯერნუ მოჰკლავ, შეინახე, გაუთავდეს ამას დღენი, ეგ ჩააგდე ორმოშიგან, ღრმა არის და მეტად ბნელი, და სადამდისაც გაუთავდეს, შიგ დალიოს მისნი დღენი!"
წარმართი ზააქ შეკრული მას წინა უძეს ღვედითა; მოვიდეს, ნახეს ყოველთა, მას მიულოცეს ქებითა, და შარინოზ უთხრა არნავაზს: "აწღა ვარ კარგის ბედითა!"
აქა ფრიდონ ჴელ-მწიფემ ზააქ დაიჭირა და მისი ცოლებიცა
პირი უყუავის, ვით ვარდი, სიხარულითა მეტითა, - "ჩუენზე გამოჩნდა ნათელი ზეცის ძალისა სვეტითა, აქამდის გვჭირდა სალმობა ზააქის გველის ჭვრეტითა, და ახლა დაგვიხსნა უფალმან წყალობის მისის მეტითა.
ზააქს ერთი შვილი დარჩა, მას სახელად გაგო ერქვა, ცხენსა შეჯდა, გარდიხვეწა, ჯაჭვ-ჯავშანი ტანსა ეცვა, არვინ გაყუა ლაშქრის კაცი, მუზარადი თავს დაერქვა, და ჩინეთისა ზღვას მიმართა, მას მუქარა ბევრი ეთქვა.
ღვთის შემცოდე საძაგელი ზააქ წინ მიც გრძნების მქნელი, მას გველებმან ვერა არგო, დაემართა საქმე ძნელი, და პაპა მისის სისხლსა ვკითხავ, რაცა მახსოვს საქმე ძველი!"
შემოკრბეს სრულად ლაშქარნი, შეიქნა მათგან ხვეწანი, ზააქს აღარვინ ახსენებს, ნახეთ ბედისა წერანი, და სალარო-ზარდახშანისა ახლავ შეიქნა წერანი.
მას უბრძანა: "გაიგონე საუბარი - სიტყუა ჩუენი, დემავენდის მთასა შინა ორმო არის მეტად ბნელი, და შიგ ჩააგდეთ ესე ზააქ, გაუთავდეს მას შიგ დღენი!"
ცხენს არ შესვეს, ქუეითია, არც მიეპყრნენ ჴელ-მწიფურად, მერამლეთა რაცა უთხრეს, დაემართა მას დასტურად: და ის ჩააგდეს ორმოშიგან, მიწა მისცეს იმას პურად.
მან მრავალი უსამართლო თემზედა ქნა, გველის ნებით. ვისცა გესმათ, გაიგონეთ, თქუენ იყუენით კარგის მცნებით, და თქუენ დასჯერდით თავისასა, სხვათა ნურვის ეცილებით!
მან ღმერთი არ მოიგონა, არც ლოცვით, არცა ქებითა, ღმერთი შერისხდა წყეულსა ჯერ ზეცით, მერმე ქუეყნითა, და ჯოჯოხეთს ყოფნა ირჩია თვითან, თავისის ნებითა.
აქა გათავდა ზააქის ამბავი და ფრიდონ გაჴელ-მწიფდა
ნარიმანს ესმა ამბავი: ფრიდონ" მოსულა მთიდაღმა!" იკითხავს: "ვისი გვარია, ანუ გამოჩნდა სიდაღმა?!" ჰკადრეს: აფთიონის" ძეა - საფარველი აქუს ღვთიდაღმა. და თქუენცა გმართებს ნახვა მისი, კაცი გაავნეთ მთიდაღმა".
ფიცხლად იჴმო ერთი კაცი გონიერი, მეტად ბრძენი, უბრძანა თუ: "ფიცხლავ წადი, არ გაკლია სიტყუა, ზნენი! და ფრიდონს ჰკადრე შენ მოკითხვა და მიართვი ჩემი ძღვენი."
მისალოცავად მრავალი იაგუნდი და ლალია. სხვას ანგარიშსა ვინა იქს, - მარგალიტი და თვალია!?. და ასი ტაიჭი რჩეული ოქროთა დაკაზმულია.
მან წინათ კაცი გაგზავნა, - ფრიდონს წინ მივა რბენითა. ნარიმანისა ელჩია ფეშქაშითა და ძღვენითა, და ფრიდონს იამა უზომოდ, სიხარულითა მეტითა.
ფრიდონ მეფეს მოახსენეს, სიახლოეს რა მოვიდა. წინა ქავა მოეგება, თვით ჴელ-მწიფე წამოვიდა. და რა ნარიმან ფრიდონ ნახა, ცხენიდაღმე ჩამოვიდა.
მათ ერთმანერთსა აკოცეს - მჭვრეტელთა იამებოდა! ნარიმანისა სიკეთე სრულ სპათა ეკუირებოდა, და ცხენებზედ შესხდეს, მიბრძანდეს, სარავსვე იარებოდა.
ზააქის საქმეს უბნობდეს, სხვა არვინ იხსენებოდა, ნარიმანს გულშიგ უმძიმდა, რომ ომსა ვერ დასწრებოდა, და ამას იგონებს: "ნეტამცა იმათი ომი მრგებოდა!"
მათი ჯოგი, საქონელი, აქ არი, და თქუენცა ნახეთ. ანგარიშსა ვინ მიხვდების, - დაჴოცილი ფეხით ვლახეთ?! და პირ-მთვარენი ერთობილნი პატივითა შეუნახეთ.
სარჯლითა იყოს მაშიგა მას გაუთავდეს დღენია. მაშიგან იდვეს წყეული, ვეღარა ნახოს მზენია. და ასრე ცრუია სოფელი ნახეთ საწუთროს ზნენია!..
ჩემს რჯულზედ მოდგეს ყოელი, გაუშვეს ზაქის ზნენია. დამშვიდდა ყოვლი ქუეყანა, ცხვარსა ვერ ავნებს მგელნია, და ღმერთს ვილოცავ გულ-მდუღარად, სადამდიც გავძლო დღენია.
სრულ კლდით არის ნაშენები არ თუ არის ალიზისა ბრძენთა კაცთა ასე გვითხრეს, - ძველად იყო დევებისა. და თამაზ ჰქვიან ბეგლარ ბეგსა, - სრულ ნიადაგ შიგა ზისა."
ნაწილი მეორე საამიანი
შესავალი
აწ ლექსადა ვთქუა ამბავი საამის გმირთა გმირისა: დიდთა მეფეთა გვარისა და პირად ნოეს ძირისა, ქოიამარის თესლისა და ნარიმანის შვილისა, და ბრძენი, ჴამს მისად მაქებრად, - ჴმარება ენა-პირისა.
ნარიმანის სიკუდილი
თამაზს მოადგა ყალასა ნარიმან ფალავანია. არვის უნახავს უმაგრე ციხე და გალავანია! რკინისა კარი შელეწა, შინ შედგა გულოვანია. და სალოდე იყო მორთული, თავს დასცეს დიდნი ქუანია.
იქით და აქათ შეუსხდეს, წამოიყუანეს ჴელითა. სამს დღეს იცოცხლა ოთაღში, - თამაზ შეიქნა ლხენითა. და სოფელსა გამოესალმა - მოსთქვემდეს ცრემლთა დენითა.
ზოგნი მინახავს ტახტითა, ზოგნი - გაყრილი მე გარა. ნუ მიენდობით სოფელსა, - შენგან საქნელი ეგ არა, და ვინცა გაჰყუება - უჯობდა, თავი უწინვე ეგარა.
თაბუთი შექნეს, - მაშიგან ჩაასუენეს და ვლიდესა. საამთან კაცი გაგზავნეს, ავს ამბავს მიართმიდესა, და ჰკადრეს: "დაბნელდა ჩუენი მზე, ჩასუენდა ცისა კიდესა!"...
რა ესმა, დიდი შაჰყვირა, აგრგვინდა ღრუბელივითა. მამას მოსთქვემდა, იცემდა, სისხლი გარდმოზდის თავითა. და წინ მიეგება თაბუთსა ვაგლახითა და ვაითა.
მკერდი, მკლავი და სისრულე თვალ-ტანადობა, მზეობა, მძიმისა ლახტის ჴმარება და ჴმალთა მონაქნეობა, და მოსთქვემდეს მისსა საქმესა, ან თუ რაც ექნა მძლეობა.
გლოა დაიდვეს, ვაებით თავსა არ მოასუენესა, მეფესთან კაცი გაგზავნეს, ეს საქმე მოახსენესა, და რა გაიგონა, ესე სთქუა: "ვაგლახ მე ამის მსმენელსა!"...
წლამდის იგლოა, ჩაიცვა შავი და თეთრი რეული. წელს უქან გახსნა გლოა და შექნა ნადიმი ჩვეული, და მას დღესა გასცა უზომო თვალ-მარგალიტი რჩეული.
ფრიდონ ჴელ-მწიფე საამ ფალავანს იამანთ მეფესთან მოციქულად
როდესცა ჯიმშედს ჴელ-მწიფეს ზააქ აჯობა ომითა, ჯიმშედს ჰყვანდეს ორნი დანი კუბოსა შიგან ჯდომითა; ორნივე ზააქ შეირთო, იამა, თუ რა ზომითა?!. და ზააქსაც ფრიდონ მორივა ღმერთმან მისისა ნდომითა.
ორთავე ქალთან მიეცნეს სამნი ტურფანი ძენია, უფროსთან სალიმ და თური, უმცროსთან ერაჯ ბრძენია, და ფრიდონ იშვებდა, იტყოდა: - "მამხვდა წყალობა-ზენია!"
აშაქის ძე ქიშვად, ქავა, ყარან, ყუბად იჴმო მძლემან, ბრძანა: "შვილნი მამეწიფნეს, მე მომფინა შუქი მზემან! და სამთავ მინდა ცოლი შევრთო, - არ ისწრაფოს ჩემმან დღემან!"
ქავ მოახსენა: იამანთ მეფესა იცნობთ ყოველი. სამნი ლამაზნი ასულნი მას უსხედს, ასრე მოველი, და მაგრამ გულ-დიდი კაცია, ამაყი, შეუპოველი.
არ მოსცეს, - ძალად წაუსხნას, - არ გვეშინოდეს ვნებითა." უბრძანა: ქაო," ვინ არი? - ვისმინო გაგონებითა, და ვინ არი ასრე მამაცი, ანუ ჭკვიანი ცნებითა?!"
იმათ მართებს ვაზირობა და მებრძოლთა მისცენ ჭირი, სჯობს რომ კაცი გაუგზავნოთ შესამოსი ტურფა, ძვირი, და გლოვა გახსნას, აქ იჴმევით - "საქმე გვაქუსო გასაჭირი!"
ქიშვადს, ყარანს, ყუბადს უთხრა: "თქუენა გმართებს მისი წვევა!" მოახსენეთ: "თქუენ ყოფილხართ, ჩვენი ზურგი, მტერთა ძლევა. და აწ გამოდი გლოვისაგან, აქ მობრძანდი, გქონდეს თნევა!"
ჴელ-მწიფემან წაატანა საჩუქარი მისართმევლად, მძიმე კარგი შესამოსი შავისათვის გასახდელად, და ცხენსა შესხდეს, გაემართნეს მხიარულნი უჭირველად.
ჰკადრა: "მოდიან სფაადნი ფრიდონის ჴელ-მწიფისანი!" წინ მოეგებნეს თავადნი ეჯი ვლეს სამის დღისანი. და წამოუძღვეს და ჩამოჴდეს, სად კარნი იყუნეს სრისანი.
საამ ჩამოჴდა ტახტითა ოქსინო გარდაგებულთა, სალამი მისცეს მისისა ნახვითა განცვიფრებულთა, და მოეხვია და აკოცა მათ ფალავანთა ქებულთა.
პასუხად გასცა: - "ჰმართებდა თვით აქა წამოსულობა". ყმათ მოახსენეს: "ნუ ბრძანებ, ჰქენ გლოვით გამოსულობა, და ჴელ-მწიფე არის, წავიდეთ, ისმინე ესე თქმულობა!"
ღაწვ-ვარდი, თვალ-წარბ-გიშერი ორი ზომაა დღისაგან, ძლივ ეტეოდა ტახტზუდა უმაღლე საროს ხისაგან. და თქუეს: "ვერ დაუდგამს მებრძოლი, ძლევა მიხვდების ღვთისაგან!"
გამოემართნეს წასასვლად ტან-სარო პირად მზეული, ორმოცდა ათი ათასი კაცი მოჰყუების რჩეული; და სპილოზედ ტახტი დაუდგეს, თვალ-მარგალიტი ფრქვეული.
აქა საამ ფალავანი ფრიდონ ჴელ-მწიფესთან წამოვიდა
ტახტზედ შეჯდა, - გაემართნეს, ასაყრელსა ქოსსა ჰკრესა; წინ სამანდი წაიმძღვარა, მოციქულნი თანა ჰყუესა. ერთი კაცი მახარობლად გაუგზავნეს, ჴელ-მწიფესა: და "სჯობს, რომ წინა მოუგებოთ გულად ლომსა თვალად მზესა!"
"რატომ ჩემსა არ მნახაო", გემდურვისო საამ თქუენა! - საფადართა მოგახსენეს: - "მოიმდაბლეთ თავი ზენა, და მოეგებეთ და აამეთ, ყმაწვილია, არ აქუს თმენა!"
შეჯდა და წამოეგება ფრიდონ ჴელ-მწიფე გზაზედა. სამს მილიონზედ გამოჩნდა, ვითა ღრუბელი მთაზედა, და შორით თქუს: საამ" ის არის, უმაღლე მოჩანს სხვაზედა!"
მიახლოვდეს, - მოახსენეს: "თქუენ ჩამოჴე, ასე ჴამსა". თავადებსა დაუჯერა, გარდამოჴდა მასვე წამსა, და ბრძანა: "ყუელას დაუჯერებ საფადარსა ამა სამსა.
ყელს მოეხვია, აკოცა, - "ცეცხლი დამევსო გზებული!" ქუდ მოხდით ღმერთსა შეჰვედრა; პირი მიწას ჰყო დებული. და ჴელ-მწიფეს დიდად მოსწონდა ტან-სარო, ედემს ხებული.
შეჯდა და დარბაზს მივიდა, ქალაქი სად, ციხენია. თავსა აყრიდეს წითელსა მას, ვინ ალვისა ხენია. და თქუეს თუ: "ესე სჯობს ნარიმანს მებრძოლთა შემარცხვენია!"
სად დაჰკარგეთ თქუენნი ძალნი ჩემთა ურჩთა დიდნო ჭირნო?! საამ ესე გაიგონა, თქუა: "მეფესთან გავამჩივნო", და მოახსენა: "ეგ რა ბრძანეთ, გულმან თქუენმან ან რა ივნო!?".
უბრძანა: "მამა-პაპათა თქუენთა არს მონაღებული. მათ უკან ვერვინ გამოჩნდა კაცი ძალითა ქებული, და რომელსცა ესე აეღო, - ყუელას ძალი აქუს კლებული!"
იმათ მე არ უარე ვარ, არცა თავი მოვაყივნო!" ჩამოჴდა და ლოდს ასწივა, მაღლა თავსა გარდაივლო. და გარდაუშვა, მაგრა გაჴდა მისმა ჴმამა შორს წაივლო.
დარბაზს შევიდეს სასხდომსა ჴმობდა ნაღარა და ნობა. ჴელ-მწიფე დაჯდა ტახტზედა, არ შექნა ჯარიანობა. და ოქროსა სელი დაუდგეს, - საამს შუენოდა ჯანობა!
მეფემ ბრძანა: "ერთსა საქმეს გკითხავ ყუელას ყმას და ბერსა: ჩემნი შვილნი სიტურფითა სრულად მოსწონს ყოველს ერსა. და სამი კარგი ქალი მინდა, ვეძებ მათთვის შესაფერსა.
მას ჰყუანან სამნი ასულნი, შუენებით გვანან მზესაო! იქ ვერ გავგზავნი ავს კაცსა, თუ არ გმირსა და მჴნესაო, და არ მოსცეს, - ძალად წაუსხნას", იტყუის: "ვერვინ მჯობს დღესაო!"
ჰკადრა: "მე წავალ, გმსახურო, უანბო ძალი და ნება. ლაშქარს წავასხამ მამისას, მე ლახტსა მივჰყო და ნება. და არ მომცემს, - ძალად წაუსხამ, - იმასვე უჯობს დანება.
სულ ამოვსწყუეტ იამანელთ, არ დავარჩენ ყმას და ბერთა, ქალთა სამთავ წამოვასხამ, გამოვდგები ფიცხლავ ველთა, და მე წამოვალ, იმათ დავჰყრი, სრულ დავაჭმევ ტურა-მგელთა!
აქა საამ ფალავანი სარუშა ჴელ-მწიფესთან წამოვიდა
იამანეთს წასასვლელად გმირი საამ აეკაზმა. აშაქის ძე ქიშვად მიზდევს, - მივა, ხანი არა დაზმა. ქალაქს გარეთ გამოვიდა, ლაშქარიცა დაერაზმა. და მოვა გამოსასალამოდ გვირგვინითა მოეკაზმა.
მის გვარსა არვის ხუროდა, ვინც იყო სახელ-დებელი. ქავ მოახსენა: "ნუ ბრძანებთ, ძლივ იქნა თქუენი ხლებული. და შეიტყობს, გაგულისდების, - დავრჩებით შუჭირვებული!"
სამანდსა შეჯდა და ტახტი სპილოსა ზედა ჰკიდიან. ორმოცდა ათი ათასი კაცი მიჰყუების, მიდიან. და სარუშანისა ჯაშუშთა წინათ წაუსწრეს, მიდიან.
ფრიდონ" ჴელ-მწიფე ქალთა გთხოვს, სწადიან თქუენი მძახლობა. საამ აქ მოციქულია, ნება იცის და მჭახობა. და მის გვარსა ყუელას უფროა, ქუხილს ჰგავს მისი ძრახობა!
ქიშვად ახლავს და ლაშქარი, ვერ დაუდგები ჴმალითა". რა გაიგონა სარუშა, თუ სთქუა: "დაჰკოდეს დანითა!" და ყუელგნით გასწერა წიგნები, გაგზავნა მუხლის მალითა.
ძულამ წიგნი თვალს დაიდვა, ბრძანებასა დაუჯერა, მასვე წამსა წამოვიდეს, სწორადა ვლეს დღე და სერა. და სარუშას წინ შეიყარნეს, შორეს იყო საამ ჯერა.
სარუშა ბრძანა; "ჩავცვინდით, საქმესა გასაჭიროსა!... ფრიდონის სამოციქულოდ საამ აქ ჩუენკენ იროსა, და ქალთა მთხოვს, ნებით არ მივცე, - მან ძალი გააპიროსა.
საამისასა იტყუიან: "დიდს მთას უგავსო ტანია!" ყუელას სადმე სჯობს, ვინც იყუნეს უთრუთ და ანუ სხვანია. და ორმოცდა ათი ათასი თან ახლავს მისნი სპანია".
რაგინდ ფალავნები იყუნენ, ჩუენც კარგნი ვართ მოწიფულნი. გავეგებით, ამოვსწყვიტოთ, გავიმაგროთ ყუელამ გული, და აუგიანს სიცოცხლესა სჯობს სიკუდილი, - ცხონდეს სული!"
ჩუენც დავიჴოცოთ, ქუეყანა ამოსწყდეს, - დარჩეს მცირები. ჴელის ძალითა წამისხნას ასულნი ანატირები?! და სჯობს ნებით მივსცეთ, საამსა დაუდგამს ვერ ქვიტკირები!"
დაიწყეს კაზმა ბარგისა, საამის გასაგებავსა. ჴელ-მწიფე შეჯდა ტახტზედა, სპილოზედ განაღებავსა, და წინ მიეგებნეს მინდორსა სისხლითა შესაღებავსა.
აქა იამანელთ ჴელ-მწიფე საამ ფალავანს მიეგება
იამანელმან იარა ათისა დღისა სავალი. ჭანდართ ოდენი გამოჩნდა საამ, ლაშქარში მავალი. სარუშან ბრძანა: "კინაღარ დამდევით ავი ზავალი, და ვინცა შეებმით, - აქა ხართ, ერთი გინდა, თუ მრავალი!"
დევ-ნიანგთა ომი ჰფერობს, მისი არვის შეუძლია! უსაცილოდ წაგვართმევს და, აწ ნებით სჯობს, შეგვეძლია, და მიახლოვდეს, - გარდამოჴდეს ჴელმწიფე და საამ მძლია".
ჴელ-მწიფემან გაიცადა, გაუკუირდა, იდგა დიდხა. მერმე ბრძანა: საამთანა "ყოვლი კაცი მოიკიცხა!" და შესხდეს, ფრიდონ ჴელ-მწიფისა მან ანბავი ყუელა ჰკითხა.
ქალაქს შევიდეს, სადაცა ტურფა დარბაზი ჰგებოდა. სარუშან შიგნით შევიდა, საამ მოედანს დგებოდა. და მერმე მოვიდა ლაშქარი, ან ბარგი, რაცა ხლებოდა.
ოთაღი მძიმედ ნაჭედი, ფარდა ნახლისა ებისა. მურასა ტახტი დაუდგეს მძიმე, ძლივ აიღებისა. და დაჯდა საამ და მჭვრეტელთა მუნ ჯარი შემოკრფებისა. სარუშა ბრძანა მოკაზმა ციხე-დარბაზთა, სახლისა: - "თექ-ნაბადითა მოჰფინეთ, ფარდა მოავლეთ ნახლისა! თქუა: "გვიჯობს გამოჩუძნება აწყა სტუმრისა ახლისა". და ქოიალს უთხრა: "აწვიე, აქ მოციქული მძახლისა".
საამ ადგა, მოეკაზმა, ვერვინ ნახავს ამისთანსა. თავს გვირგვინი დაიხურა, წამოისხა მძიმე ტანსა. და სამანდს შეჯდა, "წავიდეთო!" - უთხრა ქიშვადს ფალავანსა...
წინ მოეგება ჴელ-მწიფე, რა ციხის კარსა შევიდეს. მათ ორი ტახტი დაუდგეს, დარბაზსა შიგან შევიდეს. და სარუშან ჴელი მოჰკიდა, თვითო-თვითოზე ავიდეს.
მოასხეს ჯარი მუტრიბთა, შეიქნა ზათქი, ზარია. ქოიალ ჰკადრა ფალავანს: "ბრძანეთ - აწ დროცა არია, და წიგნი მოიღეთ, აწ ბრძანეთ, რაც იცით საუბარია!"
ჴელ-მწიფეს წიგნი მიართვა, უამბო დავედრებული. სარუშა წიგნსა აკოცა, მერმე თვალზე ჰყო დებული, და ვაზირს უბრძანა წაკითხვა, შეიქნენ სულ-დაღებული.
"ფარუხ ფრიდონ მოგახსენებ იამანის ჴელ-მწიფესა: "დასავლეთ და აღმოსავლეთ მე მმორჩილებს ყოვლი დღესა, და შენნი ქალნი მამათხოვე, შევრთო ჩემსა სამსა ძესა!"
შენს ქუეყანასა ამოვსწყუეტ, მოვედები, რისხვა ვითა: მგელთა და მაჩვთა დავაძღებ, არ გაუშვებ მე მწვე ვითა, და სჯობს, - რომე მამცე ნებითა, სულ არ ამოსწყდეთ ავითა.
მონა ვარ, ჩემი ასული იმათთვის უშურველია. როგორცა ქალნი თქუენ ნახეთ, აწ მეცა აგრე ველია. და ჩემნი სიძენიც მიჩუენეთ, შესთვალეთ, არა ძნელია".
აქა საამ ფალავნისაგან ფრიდონთან წიგნის მიწერა
საამ თქუა: "ჩემს უნებურსა არა იქს მეფე ბრძენია: წიგნს მივსწერ, ადრე მოვასხნა აქ, ჴელ-მწიფისა ძენია." დაუწყო წერა, ახსენა პირველად ზესთა ზენია, და მერმე ჴელ-მწიფე დალოცა, უქო ყოველი ზნენია.
"რაც მიბრძანე სამსახური, გავათავე, ყუელა ვქენა, აწ იამანის ჴელ-მწიფე გემსახუროს მუდამ თქუენა, და ქალნი ვნახე, მათ, ვერა სჯობს მნათობიცა, ვერცა ზენა!"
ტანად აზატნი სურათნი და თვალად მზისა შუენანი, მსგავსი სამოთხის ყუავილთა მულღანზარისა მფენანი, და ვარდი კოკობი უპრჩვნელი, უკუნის გამათენანი.
ამაზედა რომ გიახლოს ესე ჩემი მოხსენება, - რასცა ბევრსა გამოატან, ვის უფრო აქუს თქუენგან ცნება, და სჯობს რომ კარგად გამოგზავნოთ, არ ქნათ ხანის დაყოვნება."
- ფრიდონ მეფეს მიართვიო, ვის მორჩილობს ყოვლი ერი. სარუშან თქუენ გემსახუროს, ნიადაგ არს ლხინის ერი. და აქ ფხიზელი არვინ არი, არცა ყმა და არცა ბერი".
ქოიალს უთხრა: "ცუდია მუდამ ნადიმი თრობითა! ერთხელ შევექცნეთ მოედანს რკენითა ფალავნობითა". და საამს რა ესმა, აიგდო, სიცილი შექნა ლმობითა.
აქა ქოიალ და მუთარიად და ყაიდუშად ლოდს ისვრიან და
სუფრა აიღეს, წავიდეს - არ დარჩეს დაუთრობელი. გათენდა, გუმბადს ამაღლდა ქუეყნისა მანათობელი, მოედანს ტახტი მოიღეს დაჯდა იამანთ მპყრობელი. და მათ ბანოანნი უჭვრეტდეს მჭვრეტელთა მანათობელი.
ჴელ-მწიფემან დაავედრა: "ნუ დარიდებთ საამს ჭირსა: თუ ამასა მოვერევით, დავიმაგრებთ კარგა ძირსა. და ფრიდონს არას მოვეთნევი, არცა მივცემ ალვას შვილსა!"
დაუწყეს აღმა აგდება, ალყად მოადგეს სპანია. ჴელ-მწიფეს სთხოვა ფარმანი, მოვიდა ფალავანია, და ვით ლომი გაფიცხებული, მიუჴდა გულოვანია.
მოიქნია, გარდააგდო, ერთს სათურგნოს შორსა დასცა. ყუელას მეტად გაუკუირდა, საამისურ იქავ დგასცა, და სამთავ ერთად რკენა სთხოა, მათ პასუხი ესე გასცა.
ერთმანერთზედ დააწყვიტა, მათ ადგომა გაუჭირა. სამივ ქუეშე მოიმწყუდია, ზედა დაჯდა, ჩაუჭირა. და აწ სარუშან ეხვეწების: "ნუ მიაპყარ დიდი ჭირა!"
აუშვნა, - სადგომს წავიდა, ოთაღში დაწვა ნებასა. კაციც მივიდა სარავსა, არა იქს დაყოვნებასა. და ფრიდონ, ჴელ-მწიფე სავარდეს გართოდა მოსუენებასა.
აქა საამის გაგზავნილი კაცი ფრიდონ ჴელ-მწიფესთან მივიდა
შოლანი ექნა მეფესა, ისიც არ აკლდა არზია. მან კაცმან ჩოქით მიართვა საამ ფალავნის არზია, იკითხავს სიხარულითა, ვერცა მჯდომია, არ ზია, და ფაიქსა ტანსა შემოსა ოქსინო, არა არძია.
დასხდეს, და წიგნი უჩუენა, უანბო დავედრებული. ამა ამბვითა ყოველი დამხიარელდეს კრებული. და ბრძანა თუ: "კარგად გავგზავნი, - წავიდენ გახარებული!"
მოედანშიგა გაიღეთ წასაღებელი ბარგია. ყარანს და ყუბადს მიანდო, რაც საქონელი კარგია. და მოასხეს სპილო, აქლემი, ცხენ-ჯორი, ზროხა მარგია.
მათ მოეწყინა აწონა, ანგარიში და კიდება. სპილოს დაუწყეს მურასა ზანზალაკისა კიდება. და შეკრეს ბარგი და შეიქნა გაღება, განაკიდება.
ოქროსა ზანზალაკითა მოასხეს მოჩირჩხლულია. თვალ-მარგალიტი აჰკიდეს და ოქრო მაღრიბულია. და რძალთათვის გარდააყენეს ესენი დატვირთულია.
საჯულაბე და საღვინე აჰკიდეს ყუელა სრულია. ოქროს კოკები, სასმელი ყუელაი მოთვალულია: და კრიანტელი და ჩინური, ჩოღრათო აბარგულია.
შეჰკრეს ყუელა - და აჰკიდეს - ზანდუკი დაბეჭდულები; ზანზალაკები შეაბეს, დახურეს ტურფა ჩულები, და ზედ გარდახურეს ატლასი - ხალასად დაკერულები.
კერული, შეუკერავი, უცხო, ტურფანი ჰკიდია. სტავრა, ნახლი და ატლასი - ხატაველთ განასყიდია, და სიასამური, ყარყუმი - ყოლე ვერ დაცავსთვლიდია.
თეფში, ზარფუში ოქროსი, არა სპილენძი ფერული, ასი ათასი თუმანი, ფლური, მარჩილი სპერული, და კულავ ცხენსა ათი-ათასი კარავ-ოთაღნი ჭერული.
ფარდა ლომისა ტყავისა ხალასად შეკერულია. ქვეშაგებელი და ნოხი, - კუირობდეს ყოვლი სულია, და ესენი ცხენსა აჰკიდეს, - ყარანის მინაწერია.
მუნ სანუკვართა მრავალთა ლაშქართა მოზიდვიდესა. ას ოცი ათასსა ცხუარსა მათთვისვე გარდასთვლიდესა, და ეს ყუელა გასაგზავნელად გარდააყენეს კიდესა.
ოქროსა აკაზმულობით ყუელა ისპაანს ქნილია. აბაიებ-ასალებზე ევლო ხალასი მილია. და თან წაატანა ესეცა, - მფრინველიც მასთან წბილია!
კულავ ქიშვადსა ოქროს ლახტი, ვინცა მტერნი დააზავნა, ტკბილი წიგნი მიუწერა, - ვინ მებრძოლთა ბევრი ავნა. და ბრძანა: "ჭირნი უკუმქარდეს, ჩემი ლხინი გამეთავნა".
დროშა-ნაღარის მქონები, ჩადრ-ოთაღისა მდეგია, ყარან, ყუბად და მილადი, ვისი - ბასრისა თეგია და ყუელას უფროსად აჩინეს ეს ოთხი ბეგლარ ბეგია.
შეადგეს ტახტი მურასა, შუენოდა სანატრულები. მეფისა ძენი მოვიდეს, მეფურად დაკაზმულები. და მაზედან შესხდეს ლაშქარნი, წამოდგეს დარაზმულები.
ქაიანურსა დროშასა ოქროთ მოსჭედეს ტარია. ალამი ტურფად მოკაზმეს, - ლალ-მარგალიტის გვარია! და წინ წაუძღვანეს, წავიდეს, იმათი ომი მწარია!
გაემართნეს და გაზიდეს სპილოთა მათ მეფეთასა. შორს გაჰყუა ფრიდონ ჴელ-მწიფე, - უჯობს ყოველთა დღეთასა! და ვინც არის მათი მებრძოლი, - შეიქმენ ჴორცთა ფეთასა.
გაფრთხილდით, არამც დაგხიბლოს, არის ეშმაკთა ჩვეული. სავარდეშიგან მოგივა თქუენ თოვლი ანაზდეული, და ზედ დაიხურეთ მრავალი, ღვთით, ვერას გავნებს წყეული!"
თურის ცოლს დასვამს შუაზედ, ერაჯს დაუსვამს ზემოსა. თქუენ დაგპატიჟებს, იცოდით, თქუენსა ამ სოფლის გემოსა, და სალიმს უბრძანა: "მოჰკიდე შენ ჴელი ქალსა ქუემოსა!
აქა ფრიდონის შვილების იამანეთს წასვლა საქორწილოდ
გამოესალმა, დაბრუნდა მარტო, ჴელ-მწიფე ?? ქავითა. ასი ათასი ლომ-გული, მტერზედ საომრად, მზა ვითა, თან წაატანა, წავიდეს, - მათი სიკეთე ვთქუა ვითა! და აწ უჯობს მათთა შემბმელთა იყონ მათთანა ზავითა.
საამთან კაცი გაგზავნეს, ვისგან იდებდენ ზავალსა. გაფრინდა მახარობელი ჩქარათ, არ წყნარათ წავალსა, და ჰკადრეს: "მოდიან მეფენი, ვინ შუა გაჰკუეთს მრავალსა!"
მონას უბძანა: "თან წაჰყევ, მეფეს ახარეთ, მიდითა!" შევიდეს, ჰკადრეს სარუშას არა კრძალვით და რიდითა. და ოქროს აყრიდა, შემოსა ზარქაშით განაზიდითა.
შესამოსელსა ნუ სწყალობთ, არ გვმართებს ტანსა ცმულობა". გამოდგეს მისაგებავად თავადთა დარაზმულობა. და სპილოზედ ტახტი დაუდგეს, არა ქნეს ხან-დაზმულობა.
ქიშვადსცა ტანსა შემოსა მისითა შესაფერითა, შესხდეს და გვანდეს ყუავილთა. ნაღარა ჴმობდა დგერითა. და ბოლუქ ბოლუქად წამოდჴეს ცხენისა ზართა ჟღერითა.
რა ერთმანერთი აუჩნდა, ბუკი მოაწევს ჴმობასა. საამ მიმართა, და ქიშვად მიზდევს, - ვერ ვიტყუი კრდლობასა. და რა მიახლოვდეს, ჩამოჴდეს, იქმენ მეფეთა თმობასა.
ფიცხლავ ჩამოჴდეს, დაკოცნეს საროს უმაღლე ხებული. სპილოთ გარდმოჴდა სარუშა, - ჯარი შორს დადგა კრებული და სამთავ მიმართეს სალამად, საამ წინ უძღვის ხლებული.
დიდად მოსწონდეს სიძენი, თვალი სრულ მათზედ ეფეთა, ყარან და ყუბად და მილად, და ვისი - სისხლთა მჩქეფეთა და წამოდგეს, მისცეს სალამი, - სხვათაც თავადთა, სეფეთა.
შესხდეს და საამს მოგვარეს სამანდი მტერთა მავნია. ოქროსა ლახტი მოართვეს, - ფრიდონის განაგზავნია, და ჴელთა აიღო. ლაშქარი მინდორზედ მონაზავნია.
სამთავ ცალ-ცალკე დაუდგეს ტურფა ოთაღნი, კარავნი. სახლი გამართეს, მოავლეს სრა-ფარდა მოსაფარაფნი, და მერმე გარდაჴდეს ლაშქარნი მინდორთა დამაჯარავნი.
ყარან და ყუბად უანბეს ჴელ-მწიფის დანაბარია. ჰკადრეს: "თქუენც ნახეთ, რაც არი ეს ჩუენი მონაბარია; და სჯობს და მივართვათ, ვერ იტევს სიმრავლით მთა და ბარია!
მოასხით სპილო, აქლემი ყუელაი, საცა ჰკიდეთა, მისატანელი, რაც არი, დაჰკაზმეთ, გამოზიდეთა". და საამ წაუძღვა, წავიდეს, მიდგეს დარბაზის კიდეთა.
რას ვაგრძელებდე, ლაყაფი გრძელი, ცუდი და მწარია. რაც ფრიდონს გამოუგზავნა, მიართვეს სანუკვარია, და ტვირთული სპილო, აქლემი, ცხენ-ჯორი, ძროხა, ცხვარია.
მეფე მდაბლად მადლსა იჴდის, სიტყუა ბრძანა შესაფერი. საამ სადგომს წამოვიდა, მზე შეიქნა დანაწვერი. და სარუშან თქუა: "დაეკაზმოს ქალაქშიგა ყმა და ბერი!
მუშკს და ამბარსა აკმევდეს ქუეშე ოქსინოს ფენითა, თვითან აწვივნა სიძენი, არ მონის მონახსენითა. და "სჯობს, - გავანათლოთ დარბაზი მობრძანებითა თქუენითა!
აქა ფრიდონის შვილების იამანთ ჴელ-მწიფის სახლში ქორწილია
შესხდეს, იახლნეს, წავიდეს, შევლეს ქალაქის კარია, სიმამრი წინა წაუძღვა და საამ მთისა დარია. მათ მისდევს ქიშვად და ყარან, სხვათა თავადთა ჯარია, და შემოკრბეს მოქალაქენი, გახდა ზათქი და ზარია.
მეფის ასულნი იდუმლად მაზედ ავიდენ ქებული. საამ და კოშკი სიდიდით მართ იყუნეს შესწორებული! და შინა შევიდეს მეფენი საამ და მათი ხლებული.
ზედ წაიარეს, ჩამოჴდეს, სადა მეფის სასახლია, მძიმეთ ნაჭედსა ფარდასა ლალ-მარგალიტი ასლია, და აწვივნეს, შინა შევიდეს, სადა მეფისა სახლია.
ზურგით მოვლიდა ფარდასა პატიოსანი ქუიანი. ზედ ისხდა ომა ფრინველი მჴარ-გაშლით, ვითა ფრთიანი. და პირშიგა ლალი ეჭირა, თვალნიცა, ვით ნათლიანი.
თვალ-მარგალიტსა აყრიდეს, - აივსნეს მუნვე მკრეფელნი! ოქროსა სელი მოიღეს დიდი, მძიმე და სეფენი, და მაზედა საამ აწვიეს, - მტერთა სისხლისა მჩქეფენი.
სხვა დიდებული ოთხასი გარიგდეს ოქროს სელითა. თვით დაჯდა მომცროს ტახტზედა სიმდაბლის შესაფერითა, და შეიქნა სმა და პურობა, ჴმა ტკბილი მკვრელთა მღერითა.
თვითო სასმელი ქოიალ ყულას მიართვა ძვირია. ბროლი იყო და კაცი სხდა, შიგა ტილისმა ერია, და ვინც შესვის, უთხრის: "გაამო!" - იჴმარის ენა-პირია.
მოიტანეს მრავლად ფლავი, ცხვარი, ბატი, ბევრი მწვარი. საამისურს წინ მოიღეს, გაარიგეს მერმე ჯარი, და საამ ყუელა წურილად დაჭრა, გაარჩივა რბილი, ძვალი.
ერთმანერთში წაახვია, უკუიდვა ერთად პირსა, სარუშან თქუა: "არ ვეშაპსა, - არ უქნია ესე გმირსა. და ოღონ თურმე დევი არი, მით ჩააგდებს მტერსა ჭირსა!"
შიგ ჩარა იდგა, თავადთა ურიგებდიან იმითა. საამ წამოჯდა ბაგითა, სტაცა მკლავითა მაგრითა, და შიგა ას ოცი ლიტრა დგას სავსე, გარმოზდის პირითა.
სარუშან თქუა: "მე ვერ დავლევ, ნუ დამილევ, შენსა მზესა!" ქიშვად ჰკადრა: "ცოტა შესვი, ძალს ვინ გიზამს, ჴელ-მწიფესა?!" და დალია ნებასა ზედა, დაიბერტყა, გაჰკუირდესა.
ხუთი ლიტრაცა ძლივ შესუა, ზოგი გარდასხა იქადა, მერმე მორიგდა თავადნი, ვინც ისხდა სრულა იქა და, და ყუელამ ძლივ შესვა, - საამის სწორობა ვინ დაიქადა?!.
მეჩანგენი და მუტრიბნი იყო პირ-მთვარე ჯარია, მოქალაქეთა მჭვრეტელთა გარშემო დენა ჯარია. და შეიქნა გამოჩუენება, ლხინი არ გასაჯავრია.
მოუძეღ ჩემთა სიძეთა, ვერვინ თქუას მათი ძრახვისა. ითხნი წავიდეს. არ უთხრეს წამოსვლა, არცა ახვისა. და შევიდეს, დაკრთეს ელვითა, შეიქნა თვალთა ფახვისა.
მერმე ქალთ მისცა სალამი დედათა თანა მსხდომელთა. სიძეთ ჩოქი ქნეს, სიდედრთა წადგეს, - წინაშე მდგომელთა. და დადგეს და მზერა დაუწყეს მნათობთა, შუქთა მკრთომელთა.
"თქუენ თავ-თავისი იცანით, თვით აიყუანეთ ცოლები". მათ მოაგონდათ მამისა სიტყუები მოსაგონები, და მივიდეს, იცნეს, ასწივეს, შესძრეს ბროლისა ყორები.
ვერ მიხვდებოდა სხვა კაცი, თუ არ იმისი ხლებული; მის სახლის საქმე ვიკადრო, ვინ არი მეტად ქებული და სხვა არ მინახავს ამათთა ქუეყანაზედა გებულნი!"
ქალნი დედასთან დააგდეს, გარ გამოვიდეს ყმანია, მოედანშიგან გავიდეს, სადა დგეს მათნი სპანია, და თავ-თავის ოთაღში იყუნეს სამს დღესა სამნი ძმანია.
სარუშან სიძეთ აახლო მწვეველად თავადებია, მათ საამ იჴმეს და ქიშვად, ყარან და ბეგლარ ბეგია, და მოეკაზმეს და წავიდეს, გახშირდეს ქოსთა ჴმებია.
თავადნი სადგომს დაბრუნდეს და საამ გმირთა-გმირია, შინა შევიდეს მეფენი, აცვიათ მძიმე, ძვირია. და გამოეგება სიმამრი, შესცინის ტურფა პირია.
აწ სავარდესა ნადიმი დავიდვათ, შევსუათ მინანი". კარშიგან იდგა დეფანი, სალხინო, არ საძინანი. და მუნ მოიცდიდეს მეფენი გარიგებამდი შინანი.
აქა იამანთ მეფისა და მათთა სიძეთა სავარდეშიგა ლხინი
იამანთ მეფე შევიდა სავარდეს გამრიგებელი. თუ ვით მოჰკაზმა წალკოტი, ბრძენი, ჴამს მისი მქებელი. მუნ შვიდი ტახტი მოიღეს, - არ ვინ ჩანს დამფასებელი! - და სხდა მარგალიტი, ფირუზი იაგუნდს თანა მხლებელი.
ოქროს და ვეცხლის აგური ქუეშ იყო გარიგებითა, გარ იყო შემოღარული ტილისმით ანაგებითა. და მაშრაპით ღარშიგ ასხმიდა, შიგა დიოდა რებითა.
მურასად გარდაჭედილი, ტურფა საჭვრეტლად, ნახია!, მას ზედა იჯდა ფასკუნჯი მჴარ-გაშლით, პირ დანაღია. და პირ-შიგა ლალი ეჭირა, მას დაეშუენა ბაღია.
გარ შემოსხდიან ნადიმად, იხარებდიან ლხინითა. მწდე ვერა წაჰდგის, და ღვინო წყალმან მიიღის მილითა. და ფასკუნჯი იჯდა საშუქრად, მზესა ფარვიდა ჩრდილითა.
აღმოსავლეთის მჴრისაკე კოშკები გარიგებული. შიგ თითო ფერი წამალი იდგა თვის თვისად ღებული, და მზე რა მიადგის, სავარდე შეიქნის განბრწინვებული.
აქა ფრიდონის შვილების ქორწილია იამანეთს
იდგა ნარინჯი, თურინჯი, ლომ-ბროწეული, იანი. ვარდი, სამ-ფერი ზამბახი, იასამანი, იანი, სურნელის სულსა აევსო გარ ველი, მთა და ტყიანი, და ტურფად ყიოდეს ბულბულნი და იადონი ჴმიანი.
ზედ ოქროს ბუშტი ეკიდა, თვალ-მარგალიტის მტევანი, მწვანეზედ მარგალიტი ძეს, ნამსავით წანაფქვევანი, და ყუავილი ფერად-ფერადი იდგა, მართ ვითა სევანი.
ეტლზედან მჯდომთა ცისკართა კამკამთა მოცინარეთა, სანთელივითა ბრწყინვიდეს, გაანათებდეს არეთა, და მძიმითა სამკაულითა ფასისა მიუმხვდარეთა.
დასხდეს სავარდეს ტახტზედა, და იდგა კარგი დარია. სარუშან სიძეთ შეუძღვა, ქროდა მუშკ-ამბრის ქარია, და ტახტზედა დასხდეს, მოასხეს ჴმა-ტკბილად მკვრელთა ჯარია.
მოიღეს ბევრი საჭმელი, დაიწყეს გამოჩუენება. სანუკვარი და ჭურჭელი, - ძნელია მისი ხსენება! და სმიდეს ხოშ-გუარსა ღვინოსა, შეიქნა გამოსუენება.
მზის სინათლე რამ დაფარა, ეკუირვების სრულ ყუელასა, ვითა შავი ღრუბელია, გარდეფარა ქუეყანასა, და სხვისგან უფრო გაუკუირდა იამანის ჴელ-მწიფესა.
დაღამდა. სუფრა აიღეს. მისჭირდა ღვინის სმანია. დედამან სადგომს წაასხა ქალნი, მნათობნი დანია, და დაითვრეს, დაწვეს იქავე მეფენი, სამნივ ძმანია.
ზედ დაიხურეს მრავალი ტყავები ბეწვზედ კრულია. აწ მე დავსწყევლი სარუშანს, - ღვთისაგანამცა კრულია! და რათ უღალატა სიძეთა, რატომ წასწყმინდა სულია?!."
გრძნეულსა თანა ზიარსა სიძეთა არა ჰგავიდა, გვრგვინვა შექნა და თოვლი დვა, რა მოეგონა ავი და, და ეგონა მათი დაჴოცა, სადგომისაკენ წავიდა.
უნდა შეიტყოს ანბავი, სავარდისაკენ წავიდა. მარტო წავიდა საამბოდ, თან წაიტანა არვინ და. და სიძენი დახვდეს მღვიძარნი, სადგომის კარზე გავიდა.
სხვა რამ ქნა ხიბლი ასეთი, თოვლი ჰაერში ავიდა. კულავ დარი შექნა ასეთი, შინ კაცი დადგა არვინ და, და წყეულსა, ავის მოქმედსა, გულშიგან მეტად ზარვიდა.
თქუა თუ: "მინდორად დაჴოცა, მეგონა, - რამე ვნებოდა! აწ უნდა მივსცე ასული, - თვით გულსა ეუბნებოდა. და ტანისამოსი მოიღეთ, რაც იმათ ეკადრებოდა".
თვითო გვირგვინი, - ზედ ისხდა თვალ-მარგალიტი მსხვილია. მათ მადლი გარდაიკადეს, ჰკადრეს სიტყუები ტკბილია. და მოედანშიგან გავიდეს, - ღამე გათენდა, დილია.
ვის როგორ მართებს, გარშემო მუნ დასხდეს თავადებია. სარუშან ყუელას მოართვა თავთავად საბოძვრებია. და ბრძანა თუ: "გავსცემ, - მომართვით სივაჟის მონაგებია!"
ასი აქლემი და ჯორი საქონლითა დატვირთული. ორმოცდათი ბედაური, ცხენი ოქროთ შეკაზმული, და ასი ჴმალი ოქროთა და ვერცხლით მძიმედ მოჭედილი.
ქიშვადს, რაც იყო, ათ-ათი მიართვა, ყუელა სრულია. ყარანს და ყუბათს და მილადს, ვისსა უც ქვისა გულია, და ოთხთავ ყოვლისგან ხუთ-ხუთი აჩუქა დარჩეულია.
ას ორმოცდ ათი ათასსა კაცს მისცა ტანთ-საცმელია. საამ შევიდა, იახლნეს თავადნი ერანელია. და სარუშან ნახეს, - საჩუქრის მადლისა გარდამჴდელია.
სარუშან თქუა: "ნუ ირჯებით თქუენი ურჩი არავინა, იარაღსა, გამოვიღებ, საიქაო რაცა მინა. და მეცა თანა წამოგყუები, წამიძეღით თქუენცა წინა".
ორმოცდაათსა სპილოსა დაჰხურეს მძიმე ჩულია, თვალ-მარგალიტი აჰკიდეს და ოქრო მაღრიბულია, და ზანზალაკები შეაბეს, აჰკიდეს სამკაულია.
აჰკიდეს ქვეშაგებელი და ტანს საცმელი სრულები: კერული, შეუკერავი, ტყავები, ბეწვზედ კრულები; და ზედ ესხა ღილი მურასა ოქროსა მოთვალულები.
სტავრა, ქამხა და ატლასი, - სრულ ანგარიში ძნელია! ოთაღი, ფარდა, კარავი, სევანი - დანაჭერია, და თეფში, ზარფუში, ოქროსი ეყარა, ვითა მჭელია.
თვალ-მარგალიტით შემკული ტანსა ზარქაშის მცმენია. ოქროსა აკაზმულობით მოასხეს მათთვის ცხენია, და შესხდეს და გამოაყენეს მზითევის მონუსხენია.
თითო ღირდა თითო სოფლად, არ ოჩნები, პირ-მაგრები. ზოგს დაადგეს ოქროსა და ზოგს ვერცხლისა უნაგრები, და ესეც მზითვად გაატანეს პირს აუდვეს გულ-ავშრები.
ერთზედ შეჯდა დედოფალი და თვითოზედ სამნი დანი. სპილოზედა ოქროს ტახტი დადგეს, ისხდა ძვირნი ქუანი. და მეფე შეჯდა, გაახშირეს ტაბლაკთა და ქოსთა ჴმანი.
აქა წამოყუანა იამანთ მეფის ქალების
შესხდეს და გამოემართნეს მოჰყუანან სამნი მზენია, წინ გამოუძღვეს საამ და სამნი ფრიდონის ძენია. სარუშან მიზდევს ხალხითა, მიდიან გზა-გზა მზმელნია, და სიმრავლით იძვრის მინდორი კლდენი, მთა, მაღლა ზენია.
ქიშვად, მილად, ყარან, ყუბად ოთხნივე ერთად ზმიდიან, მათ მიჰყავს სამი პირ-მთვარე, ამისთვის ტკბილად მიდიან. და იამანელსა ჴელ-მწიფეს თვალთ ცრემლი აღარ მიზდიან.
თვითან წინა მოეგებოს შვილებსა და მისსა რძლებსა. ნამეტნავად იამების იამანის ჴელმ-წიფესა". და ყარან, ყუბადს, მილადს ჰკითხეს: "თქუენცა ბრძანეთ, თუ სჯობდესა?"
მოიჴმეთ თქუენი მწერელი, ქაღალდი ჰქონდეს მას კაი. ტკბილი ქართული მისწერეთ საამებელი და კაი, და კაცი ასეთი გაგზავნეთ, გონებით იყოს ის კაი.
აქა საამისაგან მახარობელის გაგზავნა
საამ მისწერა ფრიდონთა წიგნი ანბისა მცნობელი, შესთვალა: სარუშან" მოვა"; - გაგზავნა მახარობელი. ფრიდონ შეიტყო, იამა, აყუავდა ერანს მფლობელი, და ყოელგან წიგნი გასწერა ლაშქართა მოსაჴმობელი.
ჴელ-მწიფეს მისცეს სალამი მისთა მებრძოლთა მზარავსა, დაეკაზმნეს და მინდორსა სდგემდეს ოთაღსა, კარავსა, და მოკაზმეს ციხე-ქალაქი, ნაქსოვსა ჰფენდეს არ ავსა.
აქა ფრიდონ ჴელ-მწიფე იამანთ ჴელ-მწიფის
სპილოზედ ტახტი შეადგეს მეფე ჯიმშედის სეული, მას ზედა შეჯდა კელ-მწიფე ტან-სარო, პირად მზეული. იქით და აქათ ლაშქარი დგა ვერავისგან ძლეული, და გარიგდა, ოთხის დღის სავალს შეიქმნა მინაწეული.
იქით და აქათ გზაზედა ოქროს, ჯაჭვებით მდგომია. სპილოზედ იდგა კოშკები, შიგ ათი კაცი მდგომია, და კარვით ყუაოდა მინდორი, მართ ვითა ცისა ხომია.
ორმოცდაათი ათასი თან წაჰყუა სისხლთა მჩქეფეა. ჰკრეს, გაემართნეს, იზახდა მაღლად ქოსი და დაფია. და ცოტა რა წავლეს, გამოჩნდა ლაშქარი მონარეფია.
მათ უკანით ყარან მოვა, მკლავ-მაგარი ტურფად ზრდილი. მერმე ქიშვად, ვინ მებრძოლთა გაუმწარის ჭამა, ძილი. და თვითოს ახლავს ოც ათასი ყუელა ომში გამოცდილი.
ას-ოცი მწყრთა სიმაღლე აქუს და ორასი სპილოს განი, მას მოსდევენ მეფის ძენი, სარუშა და მისნი სპანი, და ფრიდონ სპილოთ გარდამოჴდა, - ნახეთ მისი გრძნების ქნანი!
აქა ფრიდონ ჴელ-მწიფე ვეშპად გარდაიქცა
ცხენსა შეჯდა, მათკენ მივა, მარტო არვისა მცნეველად. შვილნი იცნნა, ვეშპად იქცა, გზაზე დაწვა გამომცდელად. სალიმ-თური დაემზადეს საომარად, მისად მკვლელად. და ერაჯ თქუა თუ: "მე მიმიშვით, რაზედ გვიწევს გზისა მცველად?"
ჩუენ ვართ ფრიდონ მეფის შვილნი, ვინ გააპობს სიპსა ქვასა. თუ რას გვაწყენ, - ფრიდონ მოგკლავს, ჩავარდები ვეღარ ზღვასა!" და რა ეს ესმა, გამოჰრიდნა, წამოვიდა მისვე გზასა.
მილად და სხვათა თავადთა ჩამოჴდეს, მისცეს სალამი. საამ მოვიდა, ვინ მტერსა ჰკრის, არ ანდომის მალამი, და სამანდიდაღმა ჩამოჴდა, მეფეს შეჰყარის სალამი.
საამ აკოცა მიწასა, შუქსა მოჰფენდა ქუე ველად. მჴარსა ასწივა, აკოცა, - სარო ჩანს მოსარხეველად. და უთხრა: "ნუმც არის უფალი შენისა დღისა მლეველად!".
მბრუნავიმცა ეტლი არის, გმირო, შენი წინამძღვარი, სხვას კაცს არა შეუძლია, ესე ყუელა შენგან არი, და დღეს ჴმელეთზედ არსად არის კაცი შენი შესადარი!"
მეფე შეჯდა სპილოსავე მხიარულთა აღარ ახეს. საამ სპილოს გამოუძღვა, - მისთა მჭვრეტთა ვერ უძრახეს. და სარუშაცა გარდამოჴდა, მათ ქუეითად დაინახეს.
აქა ფრიდონ ჴელ-მწიფისა და იამანთ ჴელ-მწიფის შეყრა
ფრიდონ უთხრა: "ფალავანო, დადეგ, მეცა ჩამოვჴდები, რა ჩამოჴდა, დაქუეითდა, - მერმე სრულა თავადები. მიეგებნეს ერთმანერთსა, მოეხვივნეს მეფეები, და ესალამეს, კულავე შესხდეს, გაახშირეს ქოსთა კმები.
ოთხსა დღესა ქალაქს შუა და ფოლორცში გამოვლიდეს, სულ აივსო მთა-მინდორი, კლდე-კაპანი შეიძროდეს. და რომ ჴმელეთი ვერ იტევდა, წყალსა ნავით გამოვიდეს.
ქოიალს უთხრა: "რა იყო შენგან ომისა ზიდება?" ჰკადრა თუ: "ჩუენ რა ვიცოდით, თვარა გვმართებდა რიდება, და რომე გვემძახლა, - შევსწიროთ ღმერთსა მადლი და დიდება!"
გარიგდეს ფალავანები და ფრიდონ მეფის ძენია. საამს უბრძანა მეფემან: "ეგ რა სადგომი თქუენია?! და ჩემს ზემოთ გარდმოიარე, ამაზედ ნურას გრცხვენია!"
ვერ იტყუის მათსა ქებასა ვერც ბასთანელი მოაბა. მათთა მჭვრეტელთა დააბმენ, მართ ვითა ჯაჭვი მოაბა: და მზესაცა უნათლენია. რას შევადარნეთ მო აბა?!.
უკანით ქალი ხუთასი გაანათლებდეს არეთა, მათ უკან ვაჟნი ხუთასნი, - ვერ ნახავ მათშიგ მდარეთა!.. და ქალაქსა შიგა შევიდეს სამოთხის შესადარეთა.
რას ვაგრძელებდეთ? - ყოველი ზემოთ დავსწერე რომელი! ფრიდონ სარუშას უბრძანა და სიტყუა ჰკადრა მლმობელი. და სალაროშიგან შეიღო, - ვერ ვისგან გაუზომელი!
დავრიშთა ბრუნვა დაიწყეს, გახშირდა ქოსთა ჴმებია. თვალ მარგალიტსა აყრიდეს ქალაქს ბერნი და ყმებია. და ღალია, მუშკი, ამბარი ეფანტა სურნელებია.
იყო კედელი ნაჭედი, თვალნი სხდეს მეტად ქებულნი! ფრიდონ შეუძღვა, შევიდეს სარუშან, - გმირთა კრებულნი, და თვით ტახტზედ დასხდეს, - თავადნი შეიქნეს გარიგებულნი.
ანუ ჭურჭელთა სიკეთე?.. არ გათავდების ენითა! მოასხეს ჯარი მუტრიბთა, მომართეს ჩანგი ჟღერითა. და გამართეს სმა და ნადიმი, შეექცეოდეს მღერითა.
კმა მეტრიბთა მამაკვდავსა მოიყუანდის კაცსა სულად. მერმე გახსნეს საეტლონი, ნახეს ბრუნვა ანასრულად, და წამოვიდეს, აღარ დარჩეს ულხინობით გულ-ნაკლულად.
ას-ორმოცი ლიტრა ოქრო იყო მაზედ შენაერთი. შეუთვალა: "ნუმცა გაჰჴდის უშენოდა ზაულს ღმერთი! და მობრძანდითო სავაზიროდ, ვნახოთ აქა ერთმანერთი".
ჴელთა ჰქონდა ოქროს ლახტი, მეფის სრასა შემოვიდა, დაბლა მადლი გარდიჴადა ჴელ-მწიფის წინ რა მივიდა, და ოქროს სელზედ დაიწვივა, ტახტით აღარ ჩამოვიდა.
აქა ფრიდონ ჴელ-მწიფე საამს თავისის შვილების გაყრას ეუბნება
უბრძანა თუ: "ფალავანო, გითხრობ ჩემსა გაგებულსა: მე გაუყოფ ჩემთა შვილთა სამად ჩემსა მოგებულსა, მამულსა და საქონელსა, ციხე-ქალაქს აგებულსა, და წყობით იყუნენ, მათსა მტერსა ჰყოფდენ შუბზედ აგებელსა"
ჴელ-მწიფეთა უჯესთესო, ემაღლესო ბრძენთა ბრძენო, თუ დავშალო, გეწყინების, - ვაი(?) თუ ცუდად მოგახსენო! და ბრძანებასა ვინ გარდავა, რაცა გინდა, იგი ქენო!
განაყოფი აუშლელი არა კაცსა არ ასმია. არ დასჯერდენ გაყოფასა, თქუან: "არ ვჯერვარ ამას მია!" და თქუენ დაგაგდონ ნაღვლიანი, გულს ლახვარი დანასმია.
მერმე ერთი გაჴელ-მწიფდეს, რომელიცა იყოს ბრძენი. ორნი იყუნენ უფლის-წულნი, წაიარონ ლხინით დღენი. და არ მოიშლით, - აგრე ქენით, ბრძანება ვქნათ ეგე თქუენი!"
რომელიცა მეფედ დაჯდეს, ერთსა ორი რად ვამონე?! ამ საქმესა აღარ მოვშლი, რადგან ესე მოვიგონე, და წადი, ყუელა სამად გაყავ, ოქრო, ვეცხლი აცასწონე.
რაც იყოს, გამოიტანე, აჰკიდე, გააღებინე შინაური და მზითევი, მოედანს გააღებინე, და ოქროქსოვილის კარავი მინდორსა გააღებინე.
გამოიღო ყუელაკაი ჯიმშედისგან მოგებული, გამოიჴვნა საჴელონი, გაათავა ბრძანებული, და სამად დადგა სრა-ფარდანი, სტავრა-ნახლი და კერული.
აწ მონუსხე სამეფონი, სამად გაათანისთანე!" ბრძანა: "შექენ სამი ნუსხა, შეადარე, შეაგვანე, და ჩუენ წავალთ და სარუშაცა, წადი, იქი მოიყუანე!"
მოახსენა დავედრული, ანუ რაცა გაეჩინა. შეჯდა ფიცხლავ, წამოვიდა, რა ეს სიტყუა მოისმინა, და თქუა: "ჴელ-მწიფე რასაც ბრძანებს, მისი ურჩი არავინა!"
აქა ფრიდონ შვილები სამად გაჰყო
შუაზედა ოთხნი ტახტნი იდგნეს მძიმედ მოჭედილნი, ერთზედ იჯდა ფრიდონ მეფე და სამზედა მისნი შვილნი. რა სარუშა დაინახეს, ადგა მეფე, - სრულად გმირნი - და ფრიდონ მასთან დაიწვია, ერთად დასხდეს სიტყუა-ტკბილნი.
მძიმე ოქროს ლახტი ჴელთ აქუს და ნუსხები საამ გმირსა, ფრიდონ უთხრა ფალავანსა, მისთა მტერთა ამატირსა: და "აწ მიართვი თავ-თავისი, მიდეგ მათსა ტახტის ძირსა!"
ქაიაშარ ფალავანი შესძღვნა, - ჰკადრა ტკბილი ენა: საბერძნეთი," საფრანგეთი, დასავლეთი გქონდეს შენა! და სალიმ მდაბლად ეთაყუანა, - "თქუენი ურჩი რამცა ვქენა?!."
დარუბანდი ჯეონამდის - ხატაეთის მონავალნი, აღმოსავლით ამბალალი, ბეშ ბალალი, თურქისტანი, და თური ადგა, თაყუანი-სცა, მადლი ჰკადრა შესაგვანი.
თვით შესძღვნა თავი ფალავნად, მისრეთი, შამი სრულითა, ინდოეთი და ერანი, ხვარაზმა მოსამზღრულითა, და ერანი, ადრიბეჟანი ტახტითა უნაკლულითა.
ქაიაშარ სელზედ დასვეს, სალიმისა ტახტის ძირსა, ვისი თურის ტახტთან დასვეს, ერთ ფალავნად ისიც ღირსა. და საქონელიც სამად გაჰყუეს, ჰკრეს ნაღარას, ყუირო-შტვირსა.
ტახტი მძიმედ მოჭედილი და გვირგვინი მათი დარი, ქოიალს და ფალავნებსა საჩუქარი ბევრი გვარი და მადრიალი გაისტუმრა, გაიარეს მათი მზღვარი.
სალიმ ცოლით წამოვიდა საბერძნეთსა მზის დასავლად, თური თურანს გაემარი, ჯეონს გაღმა გამოსავლად, და ერაჯ დადგა ფრიდონთანა ერანისა შემოსავლად.
ქიშმირი და ყანდაარი, წიგნს დაუსვა ზედან ჴელნი; წამოვიდეს შემოსილნი, საჭურჭლისა ვერ დამთვლელნი, და გვირგვინი და მოჭედილნი ტანთ ჩაიცვეს სამოსელნი.
ათასი, ქალი და ვაჟი - ტანთ ოქსინოთა მცმელია, ხუთასი ცსენი კაზმული, ჩაუქი, ვით მფრინველია, და წაასხა ყუელა, წავიდა, - გზაშიგ წაღება ძნელია!
ყარანს და ყუბადს მრავალი მართ მათი შესაგვარია დაეთხოვნეს და გაუშვა თავადნი, ყუელა სპანია. და ფრიდონს და ერაჯს მცირენი შერჩეს შინანი ყმანია.
მას მუნებური არ ესმის, არს ვითა გველ-ნაცემია; თქუა თუ: "რა მიყო მამამა, არა ინაღვლა ჩემია, და მე ვერ დამარჩენს ქუეყანა ეს მისი მონაცემია!"
ენა არ ესმის თურქული, თქუა: "ვაგლახი და მე ა ვა! არ გამიშვებსო ცოცხალსა ამა ქუეყნისა მე ავა, და მე ეს მომცეს, და ტახტზედა ერაჯ ერანსა ზე ავა".
წავიდა, სალიმს მიმართა, მით რომ მოედვა ალია, სალიმ სცნა, გამოეგება, გაჴდა ზათქი და ზარია, და შეიყარნეს და უამბეს ერთმანერთს საჩივარია.
უკეთესი ერაჯს მისცა ტახტი - თემი მოსასუენდა", ვისმა თქუა თუ: "დაეხსენით, გაიგონეთ მონახსენდა, და აწ დასჯერდით გაყოფასა, მეფე არის მამა თქუენდა".
ოთხასი ათასით კაცით სატანასა მიებარნეს, თქუეს თუ: "სრულად მოვამტვეროთ", ერანისკენ თავნი არნეს. და ფრიდონს კაცი მიუვიდა, რა ახლოსა მიეჯარნეს.
მას მოაგონდა საამის სიტყუები დანაშალია. ეტლი და ბედი დასწყევლა, თქუა: "ყუელა ჩემი ბრალია, და რატომ გაუყავ მამული, - არვისგან მადგა ძალია?!"
ქიშვადს და მილადს მისწერა ლაშქართა მოსაჴმობელი, ერაჯ თქუა: "ძმათა არა ვარ ლახვართა დამასობელი, და წავალ და მივეგებები, ვით ვიყო მიუნდობელი".
არ მოველი დანდობასა, ვიცი მათი აწ გაგება!" ერაჯ აღარ დაიშალა, თქუა: "მწადიან მათი ხლება". და მარტო ასით ცხენოსითა ფიცხლავ წინა მიეგება.
ერთმანერთსა უსალამეს, არ ენანი გულსა ებნეს. ჩამოჴდეს და დაებარგნეს, ადრე ჰპოვეს, რაცა ძებნეს. და რჩევა შექნეს ღალატისა შეკაზმული არ შეებნეს.
მოაღორებს, არ დაინდობს, გამოურჩევს ავის ქნასა, აამაღლებს, "რაცა მინდა, იგი ვქენო", ესე თქუასა. და მერმე ადრე შერცხვენილსა, დაანაღვლებს ქუეყანასა.
ანუ ზააქს მჴრის თავზედა ვით გველები აემართა; სალიმ-თური იმათ მიჰყუნეს, - არ გონება ეწაღმართა. და გაჰყუეს კვალსა მაცდურისსა, სამოთხისას დასცთეს კართა.
აქა თავისი ძმებისაგან სალიმ-თურისაგან ერაჯის მოკვლა
ერაჯ დაჯდა ოთახშიგა, ვით ცისკარი ანათობდა, ვითა ვარდი გაშლილიყო, მათგან ავსა არ აზრობდა, იცინოდა, მშუენიერნი კბილნი მისნი ბროლსა სჯობდა, და სალიმ-თური უდარბაზეს, - დაიწვივნა, ალერსობდა.
"შენ რა მყევხარ, - დაიჭირე ერანი და ინდოთ კარი!" ერაჯ თქუა თუ: "ჩემნო ძმანო! ეგ არ არის ჩემი ბარი, და "თუ გინდოდეს, თქუენი იყოს ერანი და მისი მზღვარი.
სრულად ლაშქარს შევიყრიდი, გავბედავდი ჴლმისა კრვასა. თურიმ სელი გამოიძრო, თავს გარდაჰკრა ტკბილსა ძმასა. და მერმე ორთავ ქუეშ დაიდვეს, ჴელი მიჰყუეს სისხლის ღვრასა.
წყეულს ედვა მოგვშიგ დაშნა, დასაკლავად მიყო ჴელი, ფიცხლავ თავი გარდაკუეთეს, მოკლეს ტკბილი საყუარელი, და ლომ-გულსა და ჯავარ-სრულსა დაუბნელდეს დღე ნათელი!
მშუენიერსა და ზნე-სრულსა, ჴმა-ტკბილსა მოუბარესა, პილოტანსა და ლომ-გულსა სუდარი აზეწარესა! და ტახტ-გვირგვინისა სანაცვლოდ ტაგრუცი მიაბარესა.
შიგ ჩადვეს და გარდახურეს, აგრე ფრიდონს გაუგზავნეს. თვით ორნივე მათსა თემსა წავიდეს და თავნი არნეს, და ვირემ თავი მივიდოდა, ერანს სპანი შეიყარნეს.
იდგა მრავალი კარავი, ნაღარას ქონდა დგარია, თავის მიმღებთა უჩუმოდ შევლეს ქალაქის კარია. და იაზრეს მოქალაქეთა, გაჴდა ანაზდად თქარია.
ტაშტითა თავი დაუდგეს, შესძახეს ჴმითა ავითა. ფრიდონ გაშტერდა, ვერ მიხვდა, ვერცა თუ სიტყუა თქუა ვითა! და რა იცნა, დიდი შაჰყვირა, იჭეხნა, მაღლა ცა ვითა.
ტახტი დაღმე ჩამოვარდა, ჩამოვარდა ფიცხლავ მჴარსა. თავი სრულად დაიმსხვრივა, სისხლი მოსდის, ვითა ღარსა. და მერმე მისი თეთრი წვერი დაიგლიჯა, მოიპარსა!
თავს იცემდეს ერანელნი შეძრით იყუნეს მეტად ბევრნი. სისხლი ვეღარ მოიკითხეს, - გამოვიდა ხანი ბევრნი. და მანუჩარ და საამ მოკლეს თური-სალიმ ძმისა მკვლელნი.
ჴორცნი სრულად დაისივა, პირსა ტყავი აიყარა. ჴმა დავარდა ლაშქარშიგა, - ყუელა დარბაზს შეიყარა. და ყუიროდეს და თავს იცემდეს, გავს თუ: - მეხი ჩამოყარა!
დროშა-ნაღარა დალეწეს, ცხენებსა დასჭრეს კუდები, ჯაჭვ-მუზარადი, ფარ-ჴმალი შეიქნა განაცუდები. და მტვერი ცათამდის ამაღლდა, ცეცხლი მოედვა უდები.
მზემ და მთვარემან დაიწყეს სისხლის ცრემლითა ტირილი. დედანი ტურფად მოსთქმიდეს, ყუელგან შეიქნა კივილი. და ვაი (?) ერაჯ შენი შუენება, ვაი(?) ბაგე ვარდი, ღიმილი!..
თქუა: "რა იქენ შვილო, შვილო, რად დაგკარგე საყუარელი. ჩემთა თვალთა სინათლეო, ჯერ ვარდი ხარ გაუშლელი, და შვილო ახალ-მოწიფულო, მოჰკვე, ჯერეთ დაუცდელი!"
ჯერეთ ლხინის უნახაო, მკლავ-მაგარო პილოტანო, ყუავილი ხარ სამოთხისა, შვილო, რასღა დაგაგვანო, და შენად ნაცვლად ვის უჭვრეტდე, ჩემთან ვინღა მოვიყუანო?!
აწ რა ვქნა ბერმან ღარიბმან? გულსა მომედვა ალია! ვის მივცე ტახტი, გვირგვინი? ვის შემოვარტყა კმალია?! და ამდენი იცა, დაუბრმდა ფრიდონს ორივე თვალია.
სულის საქმე დაიურვეს, გასცეს ბეური საქონელი. ყუელამ ძაძა შეიმოსა, არა კარგი ტანს საცმელი. და დაეთხოვნეს, წამოვიდეს, ვინცა იყო ერანელი.
ცამან ვითა, დაიჭეხნა, ცხელი ცრემლი ჩამოჰყარა. ცხენიდაღმა ჩამოიჭრა, დაეხეთქა, დაემყარა, და დაბრუნდა და მგლოვიარე ზაულლისტანს წაეყარა.
მანუჩარის ამბავი
ერაჯის ცოლი, ორსულად დარჩა თვეშიგან მდგომელი, შობისა ჟამსა მიეცა ქალი ელვათა მკრთომელი. მეფემან ბძანა: "გაზარდეთ კუბოსა შიგან მჯდომელი. და ვინ იცის ღმერთი რას უზამს, რა ბედი აქუსო, - რომელი?!
თორმეტისა წლისა იქნა, გაანათლა ყოვლი არე. ფრიდონ ბრძანა:, "აწ მოვნახოთ ქმარი მისი შესადარე, და გვარად რომე ჩუენი იყოს ტახტ-გვირგვინის მოსაკმარე.
ქაიაშარ, ქაიფაშან, მას მიეცნეს ორნი ძეა. ქაიფაშინს ვაჟი მიხუდა, მას სახელად აფთი სძეა, და აფთის შერთეს იგი მთუარე, გლოვა გახსნეს ამაზეა.
აქა მანუჩარის დაბადება ერაჯის ქალისავან და
დაორსულდა იგი პირ-მზე, მას მიეცა ვაჟი წული. ჴელ-მწიფესა მოახსენეს, შექნა დიდი სიხარული. ბრძანა მასთან მოყუანება, გაყმაწვი და ბერი გული. და კალთაშიგა ჩაუგორვეს რბილით რითმე წახვეული.
მაგრამ თუალით ვერას ხედავს, ამას უფრო დაეღონა. შემოქმედსა შაეტირა შეეხვეწა, შეემონა: და "თვალით ჩემით ესე ვნახო", - პირი მიწას დააკონა.
ქუთუთოსა აიწივა, უკმოისვა ფრიდონ ჴელი, ფიცხლავ თვალნი აეხილნა, ნახა შვილი საყუარელი. და ყუელა ღმერთსა ადიდებდა, ნახეს საქმე საშინელი.
მას დაარქუა შაჰ მანუჩარ ვერ მოსხლიტა თვალი ჭვრეტად. მადლი ჰკადრა შემოქმედსა, თქუა: ზეცას ხარ ნათლის სვეტად!.. და სიბერის ჟამს არ დამაგდენაღვ ლიანად, ტკბილმა ცეტად.
შავი ძაძა აიჴადა, სხვა ჩაიცვა მან ახალი, ზაულს წიგნი მიუწერა, იჴმო საამ ფალავანი. და ქიშვად, ყარან, ყუბად, მილად, შირო - კარგი გულოვანი.
ნაღარასა აკრევინა, ბედსა აღარ დაემდურა, ვითამ ერაჯ გაუცოცხლდა, თქუა თუ: "ლხინი მამეწურა!" და ეს ამბავი ყუელაკასა მიუწერა, ადასტურა.
საამ წინა მიუძღოდა, სარავს ქალაქს შემოვიდეს, ქიშვად, მილად, აშაქ მოზდევს, მხიარულად კარგა ზმიდეს, და შევიდეს და მეფე ნახეს, დაშრტეს, - რომე ცეცხლის წვიდეს.
მეფე ტახტით ჩამოვიდა, გარდაჰკოცნა საამ გმირი. პირს აკოცა ფალავანთა, დაავიწყა ძველი ჭირი. და ვით მართებდეს, ეგრე დასხდეს, გარდიჴადეს დიდი ლხინი.
აქა ფრიდონ ჴელ-მწიფემ სამის წლის მანუჩარ ტახტზედ დასვა
იყო ლხინი და სიცილი, ქოსთა ჴმა გახშირდებოდა. სრულად ერანი იხარებს, ყუელა იქ შემოკრფებოდა, სამისა წლისა მანუჩარ დაშუენდა, ემატებოდა. და მეფემ თქუა: "დავსვამ ტახტზედა", - ყუელაკა ემოწმებოდა.
წინა სუფრა გაიშალა, თქუა თუ: "ჭირნი ამეჴოცა". საამ ჰკადრა: "ამას იქით მტერი ყულა დამეჴოცა, და თქუენ რასაცა მიბრძანებდეთ, იგი ვქნა და აგრე ვყოცა".
საამ იტყუის: "მოვიკითხოთ იმაზედა სისხლი ძველი. სხვა ვინც არის, ფალავნები ომს არჩევენ, ერანელი, და სალიმ-თური გავაქარვოთ, ამოვსწყუიტოთ თურანელი.
დროშით წავიდეთ ყუელანი, ვინც კაცი ვიყოთ, მძლენია. მათის მძორითა ავავსოთ მინდორი, კლდე და ღრენია, და ქავისა დროშა ავმართოთ, ნათობდეს, ვითა მზენია.
კარგად სწავლობს ზნეობასა, ვითა მართებს მეფის შვილსა. სალიმ-თური გაიგონეს, იკიდებდეს ბაგეს კბილსა. და ორნივ ერთად შეიყარნეს, თქუეს თუ: "მივსცემთ პაპის წილსა"!
"თუ ქრთამითა ჩამოვიხსნით, მეტად კარგი ეს იქნების, თუ არ იქნას - მოვიჭირვოთ, ომის მეტი რა იქნების? და არვინ იცის ღვთისგან მეტმან, ჩუენს თავზედა რა იქნების?!
მარტო საამ ფალავანი - ერთი კაცი რა იქნების?!. თურანელნი იმას სცემდენ, - ტინი კლდეცა დაიქცევის. და ქიშვად, ყარან, ყუბად, მილად ჩემის შიშით გაიქცევის".
სრულად ექუსასი ათასი კაცი ჰყავს მეომარია. ფრიდონთან კაცი გაგზავნეს, შესთვალეს საუბარია: და "დავაშავეთო, გვცხვენიან, ის ვაჟობისა ბრალია!"
აქ მანუჩარ გამოგზავნეთ, არამც ვითა დაგვარიდეთ. სულისაცა უსაყუარლეთ, ვითა ერაჯს აწ ვნახვიდეთ, და თქუენს წინაშე გამოვგზავნით, ჩუენ დავბრუნდეთ ჩუენსა ვლიდეთ!
ჴელ-მწიფემან შეუთვალა: "გაღანამცა აგრე ვქენა! აწვე ლაშქრით გამოვგზავნი, სადაც გინდა, გნახოს თქუენა". და მოციქული გაისტუმრა, დაავედრა მკვახე ენა.
ბრძანა: "გმართებს მამაცობა და ლახტისა ჴელთა ქონა; საამ თქუა თუ: სალიმ-თურის, " მიკუირს, - რამღა მოაგონა?! და ბრძანებისა მორჩილნი ვართ, ჩუენ თქუენნი ვართ ყუელა მონა.
მოვიდეს, - სრულად აივსო სარავის ტყე და ველია! არის, ოთხასი ათასი, თხაზედა ვითა მგელია. და ცხენსა და კაცსა ემოსა რკინისა ტანს საცმელია.
ქავისა დროშა ამართეს, ის ბედნიერი ზრონია. სხვათაგან მათი მორევნა არვისგან სააზრონია. და სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, - მტერთაგან საზარონია!
აქა პირველი ლაშქრობა მანუჩარ ჴელ-მწიფის და
რა გათენდა, საწუთროსა მზემან ვარდი მოაყარა. კირჩხიბისა ჭანგს დაეხსნა, შავი შარი უკუ-ყარა. სპილოზედა ტახტი დადგეს, შესხდეს, ყუელა შეიყარა. და ზედ მანუჩარ გაიყუანეს, ქოსსა ჰკრეს და აიყარა.
რაცა მართებს ჴელ-მწიფესა, ყუელაკასა ასწავლიდა, შემოქმედსა ახვეწებდა დალოცა და ცრემლსა ღვრიდა, და იგი საამს შეავედრა, დაბრუნდა და წამოვიდა.
მათ თიქითიჩან აჩინეს, - ბულღანდარელთა ტომია. მას ახლავს ოცი ათასი, - ყუელა ომისა მდომია. და ჰკრეს, შეიყარნეს ანაზდად, შექნეს ფიცხელი ომია!
ორნივ იყუნეს დაკაზმულნი, საომარად ტანსა ეცვნეს; არ იცოდა, თუ ვინ იყუნეს, რომელიცა მათა ეცნეს, და დაუშინეს, ჩამოყარეს, - ცა რისხვითა მათ დაეცნეს!
მოკლა, თავი გარდაკუეთა, ტანი მჴეცთა დაუვარდა, რა ლაშქართა მკუდარი ნახეს, ვინცა მორჩა, გარდავარდა, და სალიმს ეცნეს გაქცეულნი, ლაშქარშიგან ჴმა დავარდა.
იკითხეს: "მათი ვინ იჴო თავადი წინ მავალია?" ვერ შევიგენით, პატრონო, ვიცით, რომ ჩუენი ბრალია; და ცისკრისა ჟამსა დაგვესხნეს მით დაგვემართა ძალია!
თიქთიჩანისა თავი და მართლის ამბვისა მცნობელი. აიყარნეს და მომართეს, ყუირის ქანარა მჴმობელი. და რა შეიყარნეს მინდორშიგ, იყუნეს მართ ვითა მზმობელი.
გარიგდა სრულად ლაშქარნი, მინდორთა დასაფარავნი. ტახტზედა დაჯდა მანუჩარ, ფარდა მოავლეს არ ავნი. და მოვიდეს, დასხდეს თავადნი, მებრძოლთა შემაზარავნი.
ქიშვად, ყარან, აშაქ, მილად, ყუბად დასხდეს - გმირნი სხვანი. მუნით სალიმ-თური დასხდეს, გაარიგეს მათნი სპანი. და ვისი, ფირან, თურქი, თუზან, შანშე, შედოშ შექნეს ზმანი.
საომარისა კეთება, ერთმანერთზედა ქადება, ჩაიცვეს ჯაჭვი, ჯავშანი, - ცხენი ყუელასა მზად ება, და საამის შიშით იქითით ქონდა გულშიგა ზადება.
აქა მანუჩარისა და სალიმისა და თურისა და
რა გათენდა და ლაჟვარდმან ცამან სინათლე მიიცა, მზემან უკუნი გააგდო, - წავიდა, პირსა მიიცა, გუმბადსა ზედა ამაღლდა, აღმა ავიდა, მიიცა. და შესხდეს და სცემდეს ნაღარას, იყუნეს აღარა წამიცა.
იყო ნაფირთა შებერვა, ქანარას ქონდა ზრიალი. ორთავე რაზმი დააწყუეს, იყო ძახილი, ხრიალი. და ლილასა გვანდა აბჯარი, იგი მინდორი ტრიალი.
ქავის დროშა მოიტანა, - ომსა შიგან ბედნიერი. მარჯვნით დადგეს ქიშვად, ყუბად, ვერ მორჩების იმათ მტერი. და მარცხნით ყარან, მილად დგანან, ახლავს მათი ანაწერი.
დევ-ნიანგთა ამამწყუეტი ეტლის მგზავსი ბასრის პირი. სამანდს იჯდა ჯავშნოსანი, საგდებლითა მტერთა ჭირი, და უთრუთისა ლახტი ჴელთ აქუს, დევთა ბევრჯელ ამატირი.
შუბის ტარი შეღებული, ბევრჯელ სისხლშიგ გარეული. ყუელა ომსა ისწრაფოდა, არ აკლია ერთსა გული. და თქუეს : "ვინც მოკუდეს ერაჯისთვის, არ წარწყმდების მისი სული!"
მარცხნით შანშე ალაბელი მისით ლაშქრით გააყენა. თვითან შეჯდა სპილოზედა, თქუ თამამი, ამაყ-ენა. და წინა დროშა მგლისა სახე აიმართა, წააყენა.
მისი დროშა ვეფხის სახე აიმართა, დაერაზმა; მარჯვნით ფირან გააყენა, მარცხნით შედოშ შეიკაზმა. და დაფერული იარაღი ანათობდა, ვითა ბაზმა.
შეიქმნა შემოკივილი, გნიასო, ჴვივის ცხენია, სპილოთა ხრტიალისაგან შეიძრნეს მთა და კლდენია და არის ყუირილი, ხრიალი ჯაბანთა მოსაწყენია.
მუნით შედოშ გამოვარდა, თქუა თუ: "ადრე მოგაყივნო!" ყარან უთხრა: "ბედ მლაშეო, აწვე თური ავაჩივლო, და ჩემსა ჭანგსა ვერ წაუხვალ, ამას იქით ვეღარ ივლო!"
შედოშ სოფელს გაასალმა, თვით ადგილი არ დააგდო. თურქი თუზან წამოვიდა, თქუა თუ: "სრულად ამოვაგდო!" და ჴელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, ძალიანი გამოაგდო.
სხვა შემოსტყორცა მეორე, დაკოდა, ჴელსა გაეცა. ყარან წავიდა ქვევითი წყნარად, არ მალედ გაექცა, და ყუბად უშველა, ძმამ უთხრა: "მაგას პასუხი გაეცა!"
საამ გაჯავრდა ლომ-გული, მკერდ ფართო, მსხვილი კისრითა: გაქუსლა მისკენ სამანდი, თქუა თუ: "მომრჩების ის რითა?!" და უყივლა: "თურქო, გიჯობდა, არ მოსულიყავ მისრითა!"
საამ ლახტი ამოიღო და მიაპყრა თუზანს პირი. დაჰკრა, სრულად დაამსხვრია ცხენ-კაცი და უნაგირი, და მოკლა, თვითან მოედანზე ბრუნავს მტერთა ამატირი.
საამ ფიცხლავ შეუტივა და მიუჴდა ჴმალ-მოწუდილი, თავსა დაჰკრა, ჩამოაგდო ცხენით, შუა-გაპობილი, და სხვა ორმოცი ფალავანი სრულ ჴმალითა ამოწუდილი.
ვერა ავნო პილოტანსა, ვერცა ჴორცად ჩაუწივა, საამ შუბი გამოუღო გატეხა და დაუმტვრივა, და ცხენიანად აიყუანა, კბილ-მოღრჭენით აუწივა.
აქა ერანელთა და თურანელთ ომი და
ლამოდა დახეთქებასა, გაუწყდა ჯაჭვის ღვედია, ცხენის ფერჴს ქუეშე ჩავარდა, მართ ვითა გარდნაჴედია. ვირე ჴმალსა მოიწვდიდა, გაიქცა მინარბედია, და ლაშქარსა შიგან შევარდა, მას მოეჴმარა ბედია.
მათ პილოტანსა მომართეს, შემოეხვივნეს გარია, საამ ზაულელთ უბრძანა: - "მე ზურგი მომიბარია, და ასე დავაფრთხობ, მართ ვითა მტრედისა გუნდსა ბარია.
შესტყორცა დიდი, შესჭეხა, - "სიცოცხლეს ნურვინ ელია!.. უთრუთის ლახტი ჴელთა მაქუს, ვერვინ მომირე მთელია!" და ზოგი ძახილმან შებნიდა, შიშმან მოსწყუიტა წელია.
პილოტანსა შუბი შესცა, ვერ გასჩარა ვერც აბჯარსა. საამ შუბი გამოუღო ჴელი მიყო ლახტის ტარსა, და ტვინი თმასა გაურია, ჰგავს ადრიდგან მონამკუდარსა.
ჴმალ-ხანჯალი, შუბი, ლახტი ბეური ჰკრეს და ვერ ატკივნეს, მას ლომ-გულსა ვერა ავნეს, საბრალოთა თვითვე ივნეს, და წაუშინა მძიმე ლახტი, დაჴოცილნი ძლივ ეტივნეს!
შექნეს ცემა საშინელი, დაერივნეს ერთმანერცა, მტვერი ცამდის აამაღლეს, დააბნელეს მაღლა მზეცა. და სისხლის ღვარსა კაცი მიაქუს, გავს წაირღვნა ცა, დაეცა.
შაჰ მანუჩარ ცხენზედ შესვეს, საამს უკან გამოგზავნეს, დროშა დასჭრეს, სპილო მოკლეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს. და ტახტი სრულად დაამსხვრიეს, დაჴოცეს და ბეური ავნეს.
არის ხრიალი: "ჰაი, ჰუი, ყუირილი-ზათქი ზარისა. თვალებსა მტვერსა აყრიდა მუნით ნაქროლი ქარისა. და მიწა თრთოდა და იძროდა, ეყარა გორა მკუდარისა.
სისხლით გასვრილი, სიმაღლით ძლივ იცნა საროს ხენია. უთხრა: "ლომ-გულო, სიღაფლე თქუენთანა რა სახსენია?! და მანუჩარს არას უშველით, მის თავზედ სიმარცხენია!"
აქა საამისაგან თურის საგდებლით შეპყრობა
რა ლომ-გულმან გაიგონა ყუბადისგან ნაუბარი, გაშმაგდა და დაიყუირა. შიშით დასქდა იგი ჯარი. შემობრუნდა, სამანდს უთხრა: აწ სირცხვილი შენზედ არი! და თური იცნა, შეუძახა: ერაჯ მტკივის შენგან მკუდარი.
სპილოდაღმან ჩამოაგდო და შეუკრა მაგრა ჴელი. ზაულელთა მიაბარა: - "შეინახეთ ძმისა მკვლელი!" და თვითან რაზმსა წაერია, თხისა ჯოგსა ვითა მგელი.
მოერივნეს ერანელნი, იმათ ზურგი დაალეწნეს, დაჴოცეს და ამოსწყუიტეს, დაპჴრობილნი მოირეწნეს, და ძლივ მანუჩარ მოარჩინეს, ყუელა ღმერთსა შეეხვეწნეს.
ნაომარზედ გარდამოკდეს. ჴმობს ნაღარა, ქოსი კრული. მანუჩარს წინ მოიყუანა საამ თური ჴელ-შაკრული. და ნახეთ ეტლი უკუღმართი, კაცს რას უზამს ბედი კრული?!.
ოთაღშიგან მოსასუენოდ დაწვა ედემს ალვა-ზრდილი. მანუჩარს წინ მოიტანეს ტახტი მისი მოჭედილი, და ჯორ-აქლემი დატვირთული, ბარგი ბეური სხვა მოჴდილი.
სალიმისა ტახტზედ დაჯდა ალვის ნორჩი, ვითა მთვარე. თურის ტახტი ერთი წილი - საქონელი შენადარე - და საამისთვის გაუგზავნა, უბრძანა თუ: "მისკენ არე".
თავადებსა თავი დასჭრეს, დარჩომოდა, ჴელთა ვისცა. უვაზირეს: თური" მოჰკალ, მისი ჯავრი გულსა გვიცა!" და "ვირემ საამ მოვიდოეს, აგრე ვიქო", მანცა ფიცა.
წავიდეს და ჴელ-შაკრული თური მასთან მოიყუანეს. თურიმ მისი სიკუდილი სცნა, რა ოთაღში შეიყუანეს და შეიტყო, რომ ტახტის ნაცვლად მას სამარე უაკვანეს.
ფიცხლავ თავი გარდაკუეთა, მეტი არა შეუძახა. ოქროს ტაშტშიგ თავი ჩადვა, ვითა ერაჯს დაასახა, და ფრიდონს მეფეს გაუგზავნა, აწ ამაზედ ავაგლახა.
მდაბლად მადლი გარდიჴადა, მეფემ უთხრა დიდი ქება. საამ ჰკადრა: "იგი არის ჩემი ლხინი - თქუენი ქება!" და ასაყრელად აემზადნეს, აჰკიდეს და იწყეს რება.
უსაზომოდ დაუმძიმდა, მაგრამ აღარ შეიწამა. შეჯდა, ზაულს წამოვიდა, დაავიწყა გრძელმა გზამა, და შინ მოვიდა, გაამრავლა ნადიმი და სმა და ჭამა.
თანა იახლნეს თავადნი - ქიშვად და ყარან ჭკვიანი. ვირ მოვიდოდა ქალაქშიგ ჴელ-მწიფე, პირად მზიანი, და ფრიდონთან თავი მოიღეს, უანბეს თურის ზიანი.
ტახტიდაღმა ჩამოვარდა, საყელონი გარდიხივნა, წვერი სრულად დაიგლიჯა, მისი მჭვრეტნი გააკუირნა, და მოთქუა, - მისმან სიბრალულმან ერთობილნი აატირნა.
თავს ნაცარი გარდიყარა, წინ ტბა უდგა ცრემლთა ღვრითა. დადუმდა და მანუჩარცა სრას მოვიდა ქოსთა კურითა. და ჩამოჴდეს და ფრიდონ ნახეს, იჯდა მჴართა ამოყრითა.
თავადები მოიკითხა, თქუა: "ვინ უფრო დაიჴოცა?" ქიშვად ყუელა მოახსენა, რაც ენახა, ან ეოცა, და მჴარი ჩაყო, ტანს ჩაიცვა, თვალთა ცრემლი მოიჴოცა.
თურიცა იქა დამარხეს, ერაჯთან, - მისი მკვლელია. ფრიდონ იგლოვა ორ წლამდის, ტანს არ ჩაიცვა ჭრელია. და სულის საქმე ქნა, მრავალი გაუცა საქონელია.
აქა იწყების თურის შვილის ზადაჩამის ამბავი
თურის ერთი შვილი დარჩა, მას ზადაჩამ ეწოდების. თხუთმეტისა წლისა იყო, - ვინც შეებმის, არ მორჩების! თურანელი გაქცეული ყუელა მას წინ შეიყრების. და მამის საქმე გაუმჟღავნეს, - ვითა ცეცხლი აენთების!
აღაპზედ გასცა მრავალი, იქს ტაგრუცისა ამასა ფიცით თქუა: "ღვთითა, მანუჩარს მე არ შავარჩენ ამასა, და ასრე გაუჴდი სარავსა, რომ ეძახოდენ ტრამალსა!"
სამოცი ადლი სიმაღლე ჰქონდა მაგარსა მკლავითა. გაბედა ერანს მოჴდომა გულითა დანაწვავითა. და იჴმო ყოველი ლაშქარი, თქუა: "არ ვიქნები ზავითა".
წინა ვისი მიუძღოდა და შვიდნივე მისნი შვილნი, ფირან, ომან, ლუაქ, ნოსტე და ფარშავად - მტერთა ჭირნი და ფილასონ და ზავარ ლომი - მკლავ-მაგარნი, არ გულ-ჩვილნი.
რა ზადაჩამ დაინახა, ადგა, წინა მიეგება; ფალავანთა პირს აკოცეს, უხაროდა მათი ხლება, და დასხდეს, შექნეს ვეზირობა, მოეწონა მათი მცნება.
არის სამასი ათასი, ჟღრიალობს ცხენთა ზარია. ვეფხისა სახე დროშა აქუს, ამართეს მისი ტარია, და სალიმს მიმართა, წავიდა, მიუძღვის მკლავ-მაგარია.
სალიმ რა სცნა, ცხენსა შეჯდა, სხვას ყუელასა მოეშალა. მიეგება სიხარულით, ვითა ვარდი გაიშალა, და რა ზადაჩამ დაინახა, ჭირსა ლხინი ანაცვალა.
ერთობილთა თურანელთა ჴელმწიფესა უსალამნეს; შესხდეს, დარბაზს წამოვიდეს, სწადდა, შინა შეეწვივნეს, და გარეთ დადგეს მოედანზედ, ქალაქშიგა ვერ ეტივნეს.
უმასპინძლა, უალერსა, მისი მოსვლა არ ეწყინა, ჯიმშედისა ნათესავი ქაიაშარ აჴმობინა, და სრულ ლაშქართა მიუწერა, ყოვლგნით წიგნი გაარბინა.
თურამიშს და ჯუნდულ დევსა მეტად ხვევნით ემუდარა. შანგალს, ბერუქს, ლომსა ყუნტუზს, ჯანგას ცალკე მიუწერა, და შეუთვალა: "თქუენს საქმესა ზეციერი ეტლი ჯერა!".
დიდის ლაშქრით წამოხვიდეთ, ვითა ქარი ფიცხლა იროთ. ჩუენ მიუჴდეთ ერანელთა, დედა-წული აუტიროთ. და სრულ ქუეყანა მოვამტვეროთ, ვერ მოგვირჩენ უქვიტკიროთ!
იქნა ექუსასი ათასნი, აავსეს არე-მარენი, შესხდეს და გამოემართნეს მნახავთა შესაზარენი, და თქუეს : ერანელთა" დედათა ცრემლნი ვადინოთ მწარენი!"
ფრიდონს უამბეს, - მანუჩარს, - ნახული, განაგონები. მათ მოიწვივნეს თავადნი, თქუეს: "არის დასაღონები! და რაც სჯობდეს - გამოვარჩიოთ, რა გვმათებს მოსაგონები?!"
აქა ფრიდონ ჴელ-მწიფე და მანუჩარ სხედან და ვაზირობენ
ფრიდონ ბრძანა: "მე მასმია ზადაჩამის დიდი ქება. უსაამოდ მეშინიან, - არამც მოგვხვდეს მისგან ვნება!" ყარან თქუა: "ვირ სამ მოვიდეს გვიჯობს მტერთ არ შემოშვება; და ვირემ ერანს მოვიდოდე გვმართებს წინა მიგებება.
"რას ვიყოვნით, მივეგებნეთ, ნუ შევსჭამთო იმათს ჯავრსა!" ფიცხლა წიგნი საჴმობარი მიუწერა სრულა ჯარსა. და შეიყარნეს ერანელნი და მოადგეს ფრიდონს კარსა.
დროშითა ნაღარ-სტვირითა დუმბულის ზედ საკრავითა. კარავ-ოთაღნი დაიდგეს, გარე-მოიძლეს ავლითა, და ათ უტურფესი კაცთაგან არ ინახოდა თვალითა!..
ნეტარ ვის ქუიან ზადაჩამ? მას ვინ ახსენებს თავითა?!. ის ერანელთა ფალავანს ვერავისა სჯობს ძალითა. და მას მორეუნია სირეგვნე, თავი სავსე აქუს ქარითა.
ყუელა ომსა აპირობენ, ფალავნები ვინცა ვინა. იტყუიან თუ: "ღვთის ძალითა დაგვიდგების ის ვერ წინა, და მიუმატოთ რისხვა ღვთისა, ვაზღვევინოთ სისხლი წინა!
წყეულმან თურიმ ძმა მოჰკლა, არ იყო ღვთისა ნებაო!.. მამის სიკუდილიც ინდომა, ფრიდონის განქარვებაო, და ზააქის კუალსა წაუდგა, მან ქნა ეშმაკის ნებაო!
ავს ეტლზედა ნაშობია, მისთვის კარგსა არ მოელის. იმას იქით ბიძა მისი სალიმ უფრო ავს მოელის, და ძმის მკვლელია, - მოღალატე, სატანასთან მისვლას ელის!"
შესხდეს, გამოდგეს ლაშქარნი, სრულ ერანელნი ხრონია. არის ოთხასი ათასი არ მკლავთა უმაგრონია. და სპილოზედ შეჯდა მანუჩარ, თქუეს თუ: "წასვლისა დრონია!"
ოთხმ, ოცდა ათი ათასი კაცი თვითოს წაატანა. მათ უკანით შაჰ მანუჩარ მისდეუს, ყარან ახლავს თანა. და ქოსსა ჰკრეს და გაემართნეს, - არ ინახვის იმათთანა!
კაცი სამასი ათასი გუერც ახლავს თურანელია. ქიშვადიდაღმან ჯაშუშნი გაძვრეს, მართ ვითა მელია. და ზადაჩამს ჰკადრეს: "მოდიან, უამბეს მათ ყოელია!"
ღამე დღესა წამოურთო, ომსა არას დაეღონა. ღამით მათი ცეცხლი ნახა, ჴელი შუბსა დაეკონა. და შეუტივა, თავს დაესხა, - ჴოცენ, შექნეს სისხლთა ფონა.
გათენებამდის დაჴოცეს ოცი ათასი კაცია. ცისკარზედ ქიშვად გაუძვრა, ძლივ გაჰყუა, რაცა აცვია. და ბარგი დაყარეს, - თავადთა ჴოცენ და შუბსა აცვია.
დავჴოცეთ და ამოვსწყუიტეთ მტერი, სისხლით გავალაფეთ, გავიქციეთ, მათი ბარგი დავიყარეთ, ვიალაფეთ. და სალიმ რა ცნა, მოეშურა, თქუა: "მიუსწრა, - თქუენცა კაფეთ!"
ორნივ ერთად შეიყარნეს, შემოჰკივლეს, მოემახვნეს, დიდ-ხანამდის ომი იყო, ჩამოყარეს, ფერჴით ლაჴნეს, და ვერ დაუდგეს, ბარგი მათი დაყარეს და მათცა ფახნეს.
აივსნეს ჴევნი, ღელენი, ძლივ ეტეოდა მძორია. ერანით მტვერი გამოჩნდა, ღრუბელთა შესასწორია! და ყუბად მოვიდა ლაშქრითა, გნოლზედა ვითა ქორია.
დაჯარდეს და შეუტივეს, ერთმანერთი ჩამოყარნეს. ომსა შიგან ზადაჩამ და ქიშვად ერთად შეიყარნეს. და ერთმანერთსა შუბი შესცეს, დალეწეს და გარდაყარნეს.
ქიშვადს დასცდა და ცხენს უკრა, წაექცა, ვითა ხენია. ამილახვარმა რა ნახა პატრონის სიმარცხენია, და ეცადა მოჴმარებასა მალედ მოგვარა ცხენია.
მილახვარი გარდეფარა, ჰკრა, პატრონსა ანაცვალა. კაცი ცხეინთ გაკუეთილი, ორნივ სულით დაიცალა; და ყუბად, მილად მოეშველნეს, შესვეს, ფიცხლავ გაეცალა.
აქა თურანელთა და ერანელთ დიდი ომი
შეიქნა ომი ფიცხელი, დაუშინეს ერთმანერცა: შუბი, ჴმალი, ლახტ-ისარი, თავადებსა ბეური ეცა, გაამრავლეს ჯარი მკუდრისა, გაირისხეს მაღლა მზეცა, და ვერ დაუდგეს ერანელთა, დაუმარცხდა მათსა ბედსცა.
ჴოცდა და მბრუნავი ეტლი მას ზედა ატირდებოდა, ზოგი საბრალოდ კვნესოდა და ზოგსა სული ჴდებოდა. და მანუჩარისკენ წავიდეს, სხვა მტერი გამოჩნდებოდა.
მბრუნავი ეტლი ატირდა, მკუდარი ძეს, თუ რაზომია?.. მძორით აივსო მინდორი ანგარიშ-მიუჴდომია, და ერანელთ მტვერი გამოჩნდა, ღრუბელთა შესაცდომია.
ორმოცდა ათი ათასი მოჰყუა - მებრძოლი ჭირია, ნახა ომი და ზრიალი, ელვა და ჴლმისა პირია. და ჰკრეს ნაღარასა, მოუჴდა. იძახდა ქოსი, სტვირია.
მათ ზადაჩამ ასრე დახუდა, ვით დურაჯსა თეთრი ქორი. რომე იყუნეს ბრძოლაშიგან, - გამოვიდა ერთი სწორი. და დაღამდა და - გამობრუნდეს, რიყე ვითა, ყრია მძორი.
მას ღამესა ქიშვად, აშაქ, ყუბად, მილად შეიყარნეს, თქუეს: "ჴელ-მწიფემ გვივეზირა, უსაამოდ არამც გვავნეს, და ზადაჩამის ფალავნობა მას ასმოდა, მით გვიბრძანეს".
აქა ყუბად, მილად, ქიშვად და აშაქ ვეზირობენ
ყარანს დაუწყეს ბრალობა: "ნეტარ იკვეხი ვისითა? ფრიდონთან კაცი გავგზავნოთ, ღამე იაროს, - დღისითა, საამს აცნობოს - ვყოფილვართ ჩუენ წყალობითა მისითა, და თუ დროზედ არას გვიშველის, ბედი გვექმნების მქისითა!"
"რაცა ბრძანა ჴელ-მწიფემან, ის მოვიდა ჩუენსა თავსა! აქ ზადაჩამ ამოგვწყუიტა, არ უპირობს ერანს ზავსა, და აწ თუ საამ არ მოგვესწრა, ვიცით, გვიზამს უფრო ავსა".
მანუჩარცა შეუთვალა, მიუწერეს, ბეური გვავნეს, ფაიქები გამოფრინდენ, ორნივ ქარსა დაეგვანეს. და ერთმან სარავს მიაწივა, გზანი ადრე წაიარნეს.
რა წაიკითხა, დაჭმუნდა, არ გვანდა ვარდის მკრეფესა. უბრძანა ერთსა მწერალსა, გონიერსა და სეფესა: და "მიუწერეო საამსა, მტერთა სისხლისა მჩქეფესა".
აქა ფრიდონ მეფისაგან საამთან წიგნის მიწერა
მიუწერა: "გულ-ქვიტკირო, ბედნიერო ფალავანო, დევ-ვეშაპთა ამომწყუეტო, ზღვით ნიანგთა ამამყვანო, ბეჭ-ბრტყელო და მკერდ-ფართოო, ტან-მაღალო, ახოვანო, და ჯავარ-სრულო, პილოტანო, შუქთა მზეებრ მონავანო!
ალმასისა ჴლმის ქარქაშო არვინ არი შენებრ მძლია, აწ ზადაჩამ ერანელთა მოუჴდა და მეტად სძლია, და სისხლი ველთა მოადინა, კაცი მჴეცთა მიაძლია.
რა ეს წიგნი მოგივიდეს, შენ აიღე ლახტი ჴელთა, ჭანგ-მახვილო მოისწრაფე, შემოირტყი ჴმალი წელთა, და იგი ქენით, რაც უქნია თქუენთა გვართა - ტახტის მცველთა
ადეგით და წამობრძანდით, დაუტეუეთ სუფრა; მინა; თუ შუაღამ მოგივიდეს, არამც ვითა დაგეძინა, და დილა იყოს, - ფიცხლა შეჯე, ნუ მოიცდი წამსა შინა!
დღე-ღამე სწორად იარე, მოუსუენებლად ვლიდია!" მალე წავიდა, გაფრინდა, ვით ეშმაკი და ფლიდია. და ზაულს მივიდა ანაზდად, გზა ედვა თუმცა დიდია.
უსხდა პირ-მთვარე მუტრიბი, არ ედვა გულსა დარდია. სვემდა ხოშ-გუარსა ღვინოსა, ზარხოშად იყო არ დია, და იშვებდა გმირი - ტანითა აბანოს განაზარდია!
მივიდა, მეკრე შეგზავნა, თვითან კარზედა მდგომია. ფალავანს ჰკადრეს: "მოვიდა აქ მონა დანაშრომია. და წიგნი აქუს ფრიდონ მეფისა, თქუენის ნახვისა მდომია.
შემოიყუანა ფაიქი მაშვრალი ოფლთა დენითა, წიგნი მიართვა ჩოქითა, დალოცა ზესთა-ზენითა. და ლომ-გულმან წიგნსა აკოცა, იკითხავს ტკბილი ენითა.
"წა, სამანდი შემიკაზმე", ამილახვარს შეუძახა. ყუელგან კაცი ლაშქართათვის გაარბინა, გაუზახა, და სავარდიდამ გამოვიდა, შეჯდა ფიცხლავ, მოემახა".
ვითა ქარი, დაუდგრომლად სირბილითა მალედ ვლიდა, ზოგნი უკან მოსდევდიან, ზოგნი ადრე მოუვიდა. და უსამანდო პილოტანსა, სხვაცა ცხენი ვით დასძვრიდა?!
დღე, ღამე, სწორად იარეს, გზა გრძელი, მთა და ბარია, დაიღალნეს და ჩამოჴდეს, თავს ქვეშ დაიდვეს ფარია. და საამს ძილშიგან ეჩუენა სიზმარი შესაზარია:
ზოგჯერ ღადომან გააგდო ნაპირსა, ვითა ძელია. საამ მივიდა, წაფრინდა, კალთას მოკიდა ჴელია, და მოზიდა, გამოიყუანა ზღვიდაღმე კიდევ მთელია.
ბრძანა: "თურმე დაეჭირა აწ მანუჩარს მეტის მეტი, შეჯდა, ფიცხლავ წამოვიდა ერანისა ტახტის სვეტი, და ვირემ საამ მოვიდოდა, მათ შეექნათ ცემა-ჟლეტი.
არ მოსულიყო მანუჩარ და სალიმ მეფის ძეები, დილა გათენდა, დარაზმდეს საომრად შესატევები. და სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, ყუიროდეს, ვითა ნარები.
შუბსა ივლებდა, იძახდა: "ვინა ხარ ერანს ქებული?! გამოდი, შენზე საწუთრო ვამყოფო შეიწრებული!.." და აქათით ყუბად გავიდა საომრად გაფიცხებული.
შუბი გაშჩარა კურტაკსა, გააგდებინა ფარია, სარტყელსა, ჴელი ჩაუგდო, ცხენსა მოჴადა დარია, და ლამოდა დახეთქებასა, ყუბადს დაეცა ზარია.
ფალავნები მიეშველნეს, ძლივ დააძვრეს ვეშპის პირსა, შავი რაზმი აიშალა, ორნივ უკვრენ ყუირო-შტვირსა. და დაერივნენ ერთმანერთსა, ცა სისხლსა სწვიმს, ეტლი სტირსა!
სისხლით მინდორი გაწითლდა, იყო ახტათა ხვივილი, მამა შვილს ტირის, ძმა - ძმასა, აქუს დიდი მისატკივილი, და საღამოს ჟამსა გაიქცნეს, ერანელთ შექნეს ჩივილი.
ერანელთაკენ გამოჩნდა მაღალი, დიდი მტვერია: ყარან მოვიდა ლაშქრითა, მოელავს შუბის წვერია. და უკუ-ეყარნეს მაშვრალნი, მზე იქნა დანაწვერია.
ვინცა ომსა მორჩომოდა, ყუელაკასა მიულოცა. ცრემლი ღაწვთა უსველებდა, თქუა: "ვინ უფრო დაიჴოცა? და მე სიცოცხლე აღარ მინდა, ეს რა ვნახე, რა მეოცა?!".
კაცი ოთხასი ათასი სალიმს წინ მოუძღვებოდა. მგლის სახე დროშა ნათობდა, ქოსთა ჴმა გახშირდებოდა, და სპილოზედ იჯდა ჴელ-მწიფე, თან ქაიაშარ ჰყუებოდა.
ახლოს მივიდა, ჩამოჴდა, იქმოდა ბიძის თმობასა. სალიმ რა ნახა, გარდაჴდა, ვერ იტყუის ომთა გმობასა, და მათ ერთმანერთი დაკოცნეს, ქოსი იქს მაღლა ჴმობასა.
შესხდეს და სადგომისაკე გამოიძღვანეს ალამი, მოედანს დადგეს კარავნი, დაფარეს ჴმელი და ლამი, და ამართეს სევნის სვეტები, ოქროდ ნაჭედი ყალამი.
მოვიდეს, იცნეს მანუჩარ, თან ქავის დროშა ხლებული. კაცი ას-ოცი ათასი მას მოჰყუა სახელდებული. და წინ მიეგებნეს ლაშქარნი, შესხდეს ყოველნი - კრებული.
შესხდეს და სადგომს მოვიდეს, მუნ ჯარი შემოყრილია. დადგეს კარავნი ოთაღნი ფრიდონ მეფისა ქნილია, და მანუჩარს სიმაგრისათვის გარ შემოავლეს თხრილია.
გუმბათსა ზედა ამაღლდა საწუთროს მაშუენებელი. ჰკრეს ნაღარასა, ყუიროდა ნაფირი, მისი მჴმობელი. და შესხდეს ორნივე ლაშქარნი - მინდორთა ამავსებელი.
ასი ათასით კაცითა, დროშითა შეურცხვენითა. მარჯვნით დგას ყარან და ქიშვად ჯარითა უმარცხენითა, და მეორგნით ყუბად და მილად ლაშქრითა მემარცხენითა.
მგლის სახე დროშა ამართა, - არის ომისა მდომია. მარჯვნით დგას ვისი და ომან, ლუაქ, ფარშავად ლომია, და მარცხენით ქაიაშარი, ნოშტევან, ზავარ მდგომია.
სამოცი ადლი სიმაღლე ქონდა - მაღალი ზროსანი. მართ ვითა ლომი, ბრდღვინევდა, შუბსა ივლებდა ჴლმოსანი, და მუქარას ითხოებოდა, მაღლა ყუიროდა ჴმოსანი.
მინდორი, ზღვა ვით, ღელვიდა, შეიქნა მოსაწეურია. მათი ზრიალი, ზახილი ცათამდის ასაწეურია. და მტვერი ამაღლდა. ჯაბანი შიშმან გახეთქა ბეურია.
ზადაჩამ ნახა სალიმთან, ახსენა ღვთისა სახელი, მიუჴდა, უთხრა: "ბედ-კრულო, ომი გიჩუენო მჭახელი, და ვატირო შენი მშობელი, იყოს თვალ-დაუფახელი!"
ჯაჭვ-ჯავშანი გაუტეხა, კორცად ვერა ჩაუწივა, ყუბად, მილად, აშაქ ნახეს, სამთავ ერთად შეუტივა; და მიუჴდეს და დაუშინეს, სული ამით მოახწივა.
კულავე მოუჴდა ზადაჩამს საომრად გაფიცხებული. მარტოსა სცემენ გულ-მედგრად ოთხნივე სახელ-დებული. და რაზმი შეიძრა, შეიქნა მტვერი ზე ამალებული.
ისარი გვანდა ფუტკარსა, შეიქნა სროლა-შივილი. ფალავანთა და სფაადთა სჭირდა ნაკრავთა ტკივილი, და "ჰკარ, მოჰკალ, შეჰკარ, შეიპყარ!" - იყო ამისი ყივილი.
თავადთა თავი ეყარა, ზოგთა ნაკრავი სტკიოდა. სისხლმან ხანდაკი გაჰკუეთა, ვითა ჯიონი, დიოდა. და კაცის თავ-ფეხი მოქონდა, ზადაჩამ არას ჩიოდა.
ქარი და წვიმა მოვიდა, დაბნელდა, ვითა ზანგია. ერანელთ პირსა აყრიდა, დაჰყარეს მათი ბარგია. და თხრილსა გავიდეს მანუჩარ, ჟღრიალობს ცხენთა რაგია.
გაემარჯუა თურანელთა, მას დღეს იყუნეს სისხლთა მღვრელნი. დროშა დარჩა. მედროშესა მათ მოჰკუეთეს წმინდად ჴელნი და დარჩა სპილო, აქლემები, ძლივ იტყეუდეს მკუდართა ველნი.
სად ყოშუბსა მიეწივნეს, ვით პანტასა, ჩამოყრიდეს. თური მკუდარი მოიგონეს, გულ-მესისხლედ სისხლსა ღვრიდეს. და მანუჩარ და თავადები გაქცეულნი მთაზედ ვლიდეს.
აქა მანუჩარისა და ზადაჩამის მთაზე ომი
კლდეზედ გავიდა მანუჩარ, თან აჰყუა თავადებია. წაუდგეს სალიმ, ზადაჩამ, - თურისთვის ცეცხლ-ნადებია. გარ-შემოერტყეს მას მთასა, ყოლგან შეუკრეს გზებია. და დაიქუეითეს, აუჴდეს ზადაჩამ, მისი ყმებია.
ზადაჩამ კალთას წაფრინდა მას ჴელ-მწიფესა სვიანსა: ლამოდა ჩამოთრევასა თვალად ტურფასა, მზიანსა, და ფარს ლახტი უკრა მანუჩარ, დაეჴსნა მისგან ზიანსა.
მართ ამაზედა მოვიდა დიდი მაღალი მტვერია. საამ მოესწრა ლომ-გული, მოვა, მართ ვითა შტერია, და მთას გარეშემო ლაშქარი ნახა - თურანელთ ერია.
აქა საამის მოსვლა და მანუჩარის მოსწრობა
საამ დიდი დაიძახა, მთას შესძვრიდა, - ცისა ჴომსა. რა ზადაჩამ გაიგონა, გაერეტა უსაზომსა. თქუა თუ: "მოვა მთვრალი სპილო, ვინ დაუდგამს ლომთა-ლომსა. და ჩამობრუნდეს სადგომისკე, მოეშალა ყუელა ომსა.
ქიშვად, ყარან, ყუბად, მილად, აშაქ - შვილი აშაქისი. ოც-ათასი ცხენოსანი დაინახეს - მჴსნელი თვისი. და მოეგებნეს, უსალამეს, მათ შეექნა ბნელი დღისი.
წინ მანუჩარ მიეგება, მოეხვია, პირს აკოცა, მადლი ჰკადრა შემოქმედსა და დარჩომა მიულოცა, და თავადები მოიკითხა, თქუა: "ვინ უფრო დაიჴოცა?!"
"აქ უჩემოდ საომარად რად წამოხველ, მიკუირს თქუენა?!." თქუა: ყარანის" რჩევამ გვიყო, დავაშავეთ, რაცა ვქენა"! და ყარან დია უკუწბილდა, ვეღარა თქუა ერთი ენა.
დამალულიყუნეს, გამოძვრეს ტყიდაღმა, ვითა მელია. კაცი ოც-დ-ათი ათასი მებრძოლი ზაულელია, და იგიც მოვიდეს, აივსო კარვითა ტყე და ველია.
შიგან ჩამოჴდეს სვენებად მეფე და მისი ხლებული. ტახტზედა დაჯდა მანუჩარ, დასხდეს თავადთა კრებული. და ოქროსა სელი დაუდგეს, ზედ დაჯდა ედემს ხებული.
თურანელნი სად წამივლენ, თქუა: "აბჯართა მე დავლეწა. ბრალიანსა არ დავარჩენ, არც მართალსა შევიხვეწა. და ჩინელთა და ხატაელთა, უჯობს აწვე გარდახვეწა".
გონია თუ: ერანელთა "ტახტი ამით მე დამრჩების?! მაღლა ცამდის ამიფრინდეს, ჩემსა ჭანგსა ჩავარდების. და ზღვაშიგაცა შემიცურდეს, - მე ცოცხალი ვერ მამრჩების!"
თუ ახლოს თვალი მოვჰკიდო, მაშინ ვიცოდეთ მე და მან. უჯობდა არ შობილიყო, დაამჴოს ავმან ბედამან! და ერანელთ სისხლი იჴადოს აწ ზადაჩამის ქედამან.
სამანდის ტერფმან დალაკოს, უკან მივსდევდე რბევითა. ტახტის სანაცვლოდ ტაგრუცი მივსცე, ვერ ნახოს მზე ვითა. და სისხლისა ღვარი ვადინო, მკუდარი მიქონდეს, ბზე ვითა!
პირსა იხოჭდეს, ტიროდეს გაშლილი თმითა, კავითა, ძაძას იცვემდეს, მოსთქმიდეს, იყუნეს ყოფითა ავითა, და სისხლისა ცრემლი ზდიოდეს მელნისა სახედავითა.
სიცოცხლესა რადღა ელის, თუ კანჯარი ლომს ეჴელთა?!. ზადაჩამის ნახვა მინდა, ვით ნადიმი პირ-მთვარეთა, და მე ვასწავლო მეომრობა, მოვადინო სისხლი ველთა!"
ჴელ-მწიფესა მოახსენა მანდატურის, - "შემოვიდეს? - ქაიაშარ, ვისი, ფირა - მოციქულად მოგვივიდეს. და უბრძანა თუ: "მოუძეხით" - გავიდეს და მოასხმიდეს.
მივიდეს და ჴელს აკოცეს, პირი მიწას დაამტკიცეს. თავადებმა დაიწვიეს და სალამი მათცა მისცეს. და მერმე ადგეს, მოახსენეს, რაც იცოდეს, არ დაიცეს.
"გვეყოფის, რაცა ჩუენ შუა იჴოცა სახელ-დებული როგორცა ფრიდონ გაგვიყო, მას ვიყუნეთ დაჯერებული. და შევიწყუნეთ, დავდვათ ზავისა პირობა გათავებული".
საამ დიდი გაიცინა, - "გაღანამცა რბილი სთქუენით!" უბრძანა თუ: "უბედურნო, აქანამდი სად იყუენით? და უთრუთისა ლახტი, ჴელთ მაქუს, თქუენ მოგიველ კარგის ძღვენით.
- ერანელნი" ინადირეს, სისხლი ველთა მოუღვრიან, ჩემსა ლახტსა სად წაუვლენ? მე სიკუდილი მათი მქუიან! და ნილოსისა ზღვასა შევიქ, ვეჭობ, სისხლი მათცა სდიან!..
ერანელთა სისხლისაგან გამაძღარა, ვითა დათვი. მაშვრალსა და მონარბოლსა მე მწყურიან სისხლი მათი. და არ გავცურდე, ვერ დავდგები, ცუდი არის ხლათი მათი.
მკვახედ ჰკადრე ჴელმ-წიფესა: "როგორი ვარ, ხვალე მნახავს!" მოციქულნი გამოვიდეს, ქაიაშარ სულთქუამს, ახავს. და მეფემ სამივ ტანს დამოსა, სიძუნწესა ვერ უძრახავს.
ყუელაკაი მოახსენეს, საამისგან რაც ესმინა. ზადაჩამცა გაგულისდა: - "მე ვინა მჯობს, სადა, ვინა?.. და კვეხით გაძღა, მზე ჩავიდა ღრიანკელის პირსა შინა.
აქა დიდი ომი ერანელთა და თურანელთა
გათენდა. ლაჟვარდის ფერმან ცამან სინათლე გაიცა. მასკულავთა შექნეს წუხილი, ელვარებაცა გაიცა. მზემან უკუნი განაგდო, - წავიდა, პირსა მიიცა, და თვითან გუმბადსა მიმართა, მაღლა ავიდა, მიიცა.
ქოს-ნაღარათა, ნაფირთა იყო ყუირილი, ტკრციალი, ერანელთ რაზმსა აწყობდა, - ქიშვადსა ჰქონდა ზრიალი. და მას დღესა დარჩა მრავალი მათი სამყოფი ტიალი.
მარჯუენით ყარან და ქიშვად, დგეს დროშა-ნიანგოსანი, მარცხენით ყუბად და მილად - მაღლად ყუიროდა ჴმოსანი და რაზმს წინა დგა საამისურ შუბოსან-საგდებლოსანი.
გვერცა იახლა მას თანა დაზრდილი ომსა ჩვეული. სამანდსა იჯდა, ბრდღვინვიდა ძალისა იმედეული. და ჰგავს თუ: "მთა იჯდა მთაზედა, - ლახტი აქუს პაპისეული!"
გამოდგეს, რაზმი დააწყუეს, ყუელაი, ომსა ლამისა. სალიმ ზის თეთრსა სპილოსა, გულსა აქუს შიში სამისა. და სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, - არს შემოკლება ჟამისა.
რაზმსა წინა ზადაჩამ დგას, - მეომრობის დიდად მდომი. ერანელთგან გამოვიდა აშაქ, მოანდომა ომი. და აწ ნახეთ თუ: "ვინ ამალდეს, ვის დაამჴობს ცისა ხომი?!
მას ბუმბერაზი გამოჰყუა, იგიცა კარგად დგებოდა აშაქ შუბი ჰკრა ღლიასა, ბუმბერაზს სულთა ჴდებოდა. და კულავ სხვა მოვიდა მებრძოლი, ეს უფრო გაშმაგდებოდა.
ამ წესითა ოთხ-მეოცი ჩამოაგდო, სისხლსა ღვრიდა. ზადაჩამ თქუა : "იმა კაცმა დაგვაყივნა!" ჯავრი სწვიდა. და თავსა შუბი შემოივლო, შეუტივა, მისკენ ვლიდა.
ჩემსა ჭანგსა სად წაუხვალ? კაი საქმე არ დაგმართო! მიუჴდა და ჴმალი დაჰკრა, არა მისთვის საწაღმართო, და გაჰკუეთა და ამოაგდო, ფიცხლავ სული ამოართო.
აქა საამისა და ზადაჩამის ომი
რა ლომ-გულმან საამისურ აშაქ მკუდარი დაინახა, ეწყინა და გულსა ზედა მჯიღვი იკრა, ბრძანა : "ახა! თქუა თუ: "ზურგი შემინახეთ, - მისთა სპათა შეუზახა. და "სიმრავლისა ნურა გაგვათ!" - საომარად მოემახა.
მერმე დიდი დაიზახა სრულად შეძრა მთა და გორი. ყუელას თავსა ბრუ დაესხა, ახლოს იყო ვინცა, შორი, და შიშით დასქდეს, - ვით, კოკობსა, ზედ მიუჴდა თეთრი ქორი.
ერთმანერთსა შუბი შესცეს, არცა ერთი ჩამოვარდა. ზადაჩამ ცხენს გარდეხარა, მუზარადი თავს მოვარდა და საამს შუბი გაუკუეთა, ჴლმითავ ზედა წამოვარდა.
ჯაჭვ-ჯავშანი გაუკუთა, ზედ კამარად სისხლი სდინდა. საამ კმალი ამოიღო, უთხრა: "შენცა ასრე გინდა!" და თავსა დაჰკრა სრულ გააპო, დღე ნათელი დაუბინდა.
დაეცა, მოკუდა ზადაჩამ, სრულ მოეშალა და ასო, სისხლითა მიწა შეღება, ყუავთა, ყორანთა და ასო. და ატირა მისი მშობელი, ცრემლი ადინა და ასო.
სამანდს დეზი მოუქნივა, გააფიცხა, ააქშინა. ვისცა დაჰკრის, ამოაგდის, ვეღარ მივა მთელი შინა. და ჴმა შეიქნა საშინელი, მისი მტერი შეაყინა.
გავს თუ ცა დასცეს ქუეყანად, მიწაზედ დაუტეუარი, ისარი გვანდა ფუტკარსა, ისროდეს დაულეუარი. და რიყედა ჰყრია თავადი, შუბისა დანახეუარი.
თავადნი გვანდეს რკინასა, - სისხლი და ოფლი სდიოდა. ზოგი ძეს ჩამოგდებული, კუნესის, ნაკრავი სტკიოდა, და მკუდრისაგან გზანი შეიკრა, ცოცხალი ზედა დიოდა.
ჯიმშედ დეუნი ამოსწყუიტნა, - მას აქათ ეს არ ქნილა! სისხლი ჯეონს დაემგზავსა, მკუდარი მიაქუს, ვითა სილა. და თურანელთა გაუმწარდა საღამო და ღამე, დილა.
საომარი დალეოდა, დაეღებნეს სისხლით ჴელნი, ცხენს ბარკალი ამოაძვრის, მით დალეწა მტერთა წელნი, და ამოსწყუიტნა თურანელნი, ზედ აწვივნა ტურა-მგელნი.
აქა სალიმისა და საამის ომი
ქავის დროშა დაინახა, ზედ მიუკდა ლომთა-ლომი. ჴელი სტაცა მედროშესა, აიყუანა ცხენსა მჯდომი. ზედ შემოჰკრა დროშის ტარსა, სხვა არ უნდა მაზედ ომი, და დროშა მისცა მისთა სპათა, არად უჩანს კაცთა ტომი.
მკუდრისგან ახლო ვერ მიუდგა მოუმარჯვა საგდებელი, შემოსტყორცა, დააცთუნა, გარდამოჴდა სალიმ მთელი, და ცხესა შესვეს, გარდიხვეწა, გაიპარა, ვითა მელი.
აქა საამ ფალავნისაგან თურანელთა ზედა გამარჯვება
სპილოს თავსა საგდებელი გარდააცვა, გამოსწივა, ტახტიანად ორჯელ თავსა შემოივლო, მოიქნივა, მიწაზედა დაახეთქა ვით კაჭაჭი დაამსხვრივა. და გარდიხვეწნეს. თურანელზედ რისხვა მღვთისა მოიწივა!
მცირენი ვინმე მოურჩეს მიწისა სისხლთა მზელენი. თურანი დარჩა უკაცოდ, ქალაქნი მოსამტვერელნი. და ატირდეს მათნი დედანი, მოსთქმიდეს ცრემლთა მდენელნი.
ერთისათვის ასი მოკლეს, იპატია იგი რამა. ყუავ-ყორანთა, ტურა-მგელთა მოემანი უყუეს, ჭამა. და ჯიმშედს აქათ ეს არ ქნილა სისხლი ზღვად ქნა კლმითა ჭრამა.
იგინიცა ამოსწყუიტნა, ვისი ჯავრი გულსა აწვა. მჴარსა იყო დაკოდილი, მოსასუენოდ ოთაღს დაწვა. და მეფე მოვა სანახავად არ უნდოდა თქუან თუ: "დაწვა".
მეფე ყელსა მოეხვია, უსაზომო ჰკადრა ქება. უშენოდმცა ნუ იქნების ტახტ-გვირგვინი, გახარება. და შენ მამესწარ, თვარმ ზადაჩამს სწადდა ჩემი განქარვება.
საჴელ-მწიფო შესამოსი მეფემ ყუელა მოუტანა. ზადაჩამის თავი ფრიდონს მოჰკუეთა და გაუგზავნა. და ქიშვადს, აშაქს ხვარასანსა ტახტად მიწა უაკუანა.
მოეკაზმა ნაომარი ლომთა-ლომი პილოტანა, მანუჩართან შემოვიდა, - ყმა ვისა ჰყავს ამისთანა?! და დადგეს მძიმე ოქროს სელნი, დაჯდა, - შუქი მოევანა!
რა სალიმ ნახა, იამა, ვითა ვთქუა, ვით გაეხარნეს?! ჩამოჴდეს, სალამი მისცეს, იგი დღე აღარ იარნეს; და ზადაჩამისთვის მტირალთა მართ ცოტა რამე იამნეს.
ბერუქ-შანგალ მუქარობდა, - მათ ვახსენებ კაცად არა! ჯუნდალ დეუი მეტის ჯავრით პერულსა ჰყრის პირითგარა, და ლომი ყუნტუზ, ჯანგაზ გმირი - ერთმანერთსა დაედარა.
ქიშვად, მილადს, ყარან, ყუბადს ძვალი ტვინშიგ ჩაუზილოთ. სულ ლაშქარი ამოვსწყუიტოთ, მათის სისხლით მიწა ვზილოთ, და რა ეს ყუელა გარდავსწყუიტოთ, სარავისკე ფიცხლავ ვივლოთ.
დაიდვეს წინა ნადიმი, გარდუშვეს გულსა დარდია. სრულ ფალავნები მოასხეს ერთობით, ვინცა კარგია. და ჩინეთით გაგო მოვიდა, ზააქის თესლის ნარგია.
ჴელ-მწიფობა რად დაურქუამს, ვისა ჰქუიან მანუჩარი?! კელით მოვსწყუეტ იმას თავსა, სხვა არ მინდა საომარი. და უჯობს, - აწვე მოიმზადოს მისის ტანის სასუდარი!
აქა სალიმის უკან წადგომა მანუჩარისაგან
ჯაშუშთა ჰკადრეს ამბავი მანუჩარს სალიმისია. ციხეს შევიდა, რომელსა სახელად ჰქუიან მისია, ყარანს და ყუბადს უბრძანა: "თქუენ გული გიძეს ქუისია, და ციხესა შემოადეგით, იარეთ ღამე-დღისია".
ასი ათასი მებრძოლი თან წაიტანეთ, მიდითა". ახსენეს ღვთისა სახელი, შესხდეს ლაშქრითა დიდითა. და იარნეს, მტერთა დაესხნეს არა კრძალვით და რიდითა.
ციხიდაღმა გამოუჴდეს, ერთმანერთსა შეუტივნეს. ორგნით ბეური დაიჴოცა, მკუდარნი ველთა ძლივ ეტივნეს. და გაიყარნეს დაებარგნეს, ციხეს გარე მოეხვივნეს.
ზღვისა სიმრავლე ლაშქარი მანუჩარს მოუძღვებოდა. ქაიანურსა დროშასთა ქოსთა ჴმა გაკშირდებოდა, და შემოეხვივნეს ციხესა, - ვითა მტერთაგან კდებოდა!
ზედა გარდმოდგეს ყოველნი, ძელსა და ქუასა ისვრისა, საამისა თქუეს მჭვრეტელთა: "თუ არ ტინია, ის რისა?!" და იბრძვიან ბერძენთ ლაშქარნი, თან ჯარი ახლავს მისრისა.
ყარაული გაიჩინეს, - რომე არსად გაგვეპარნეს. პილოტანი გაგულისდა, ბრძანა: "ჴლმითა ქუანი ღარნეს და ექუსსა თვესა ომი იყო, ერთმანერთი ჩამოყარნეს.
სალაროს და ლხინს მოვშლივართ, მომწყენია ცუდად ჯდომა. ხვალ უჩუენო ფალავნობა და შეუქნა სულთა ჴდომა და გაუცუდო ჴერჴი მათი, ზღუდეზედა მაღლა ხლტომა.
მას ღამესა ნობათი ქნეს, გულსა სევდა მოიცალეს, გათენდა და საქუეითო იარაღი მოიტანეს. და შაეკაზმა ლომთა ლომი, ომი ვერვინ მოუშალეს.
შადიდ, გაგო და თურამიშ საამის საქმეს აქებენ თუ ვით მე იმას მოვრჩები, სხვანი თავს ნუღარ იქებენ, და რა არის ქიშვად და ყარან, ან მილადს რისთვის აქებენ?!.
დავჴოცოთ და ამოვსწყუიტოთ, მოვადინოთ სისხლი ველთა, თურისა და ზადაჩამის ვაზღვევინოთ სისხლი ძველთა, და თუ მანუჩარ დავიჭიროთ, ჩამოვკიდოთ მაღლა ძელთა.
შადიდა და ლომი გაგო მეტად ომის მწადებელი; სხვა ვინც იყო, ფალავნები - ჩინელი და თურანელი, და ახლავ ომსა აპირობენ, - დღე მოუა მეტად ბნელი!
კელ-მწიფესა მუქარას სთხოვს, არ იკადრა იმან სხვანი, მაღალია, ტანად მსხვილი, თვალს ანთებდა, ვითა რვალნი, და რაზმსა წინა მუქარობდა, ბრუნავს, ვითა სპილო, - მთვრალნი.
როდეს ფრიდონ დაიჭირა ჩინეთი და თურქისტანი, ობლობითა მან წაგვართვა, გვცილებიან არვინ სხვანი, და მე მანუჩარს თავსა მოვსწყუეტ, მჴეცს მიუგდო მისი ტანი.
ბაბრაბითა შეკაზმული, ზედ მოახლტა ვითა ვეფხი, დეზი ჰკრა და შეუტივა, მისკენ მივა, ვითა მეხი, და გაგოს ფიცხლავ გაუცუდა მუქარობა მისი, ჴერჴი.
ის მანუჩარ ჩამოაგდო, - იღრიკების, ვითა გველი. ჴლმით მოჰჴუეთა ფიცხლავ თავი, იმას ჰკითხა საქმე ძველი, და თავი სადგომს მოიტანა, ტანი გდია, ვითა ძელი.
ბერუქ, ჯანგაზ, ჯუნდალ დეუი, მეტად იყო გრძნების მქნელი. ეს ხუთნივე საამ მოკლა, მოიყუანა ზოგი მთელი, და ფალავანი სხვა მრავალი ჩინელნი და თურანელი.
აქა მანუჩარის და საამის გამარჯვება
ქიშვად ყარან შეუტივეს, რა ეს ნახეს მათ ნაქმარი სალიმისა ლაშქარშიგა შემოიჭრენ, ვითა ქარი, ერთკენ ყუბად, მილად, შირო იბრძვის კარგი მეომარი. და ღმერთმან რისხვით თურანელთა მოუვლინა ავი დარი.
ვინც მორჩომილა ცოცხალი, - სალიმს წინაშე მივიდენ, გაგოს და შადიდს ტირიან, თავსა და პირსა იცემდენ, და "აწ ჩუენცა დავიჴოცებით", - თმასა და წვერსა იგლეჯდენ!..
თური მომიკლეს, ზადაჩამ, თავადი ბეური რჩეული. რადღა ვცოცხალვარ წამჴდარი, ეშმაკისაგან ძლეული, და ვისღა ვეჩუენო მტერთაგან მე ასრე ძალ-დარეული!..
უთუროდ უზადაჩამოდ ამა სოფელსა ვიქ რასა?.. ნეტამც გათავდეს, დღე ჩემი გარდასწყდეს, ერთხელ იქნასა, და თურის მივართვა ამბავი, სსვა მეტი რაღა იქნასა?!."
გაპარვა უნდა ციხიდამ, ვერვის გაანდო მან ისა. ხვალ ერანელთა მოელის, - საამ რომ ქუიან, მას ისა. და თავსა ტირიან ბედ-კრულნი: "დამართებია ეს ვისა?!."
მათ მოუვლინოთ განგებით რისხვა მაღლისა და ცისა. ჩვენ შეუტეოთ ერთ პირად, წვიმა დავასხათ ისრისა. და ვეცადოთ რომე შევიდეთ, ღმერთი ვილოცოთ მტკიცისა.
შემოეხვივნეს ციხესა მებრძოლი მეტად ბეურია, შეიქნა სროლა, კივილი, ძახილი მოსაწეურია. და ამო და მეტად ლაშქარი, მკუდარი ძლივ დანატეურია.
აქა მანუჩარისაგან სალიმის ციხის იერიში და
გაგულისდა საამისურ, კბილით ბაგე მოიგლიჯა, ნარიმანის ლახტი წელთა ჩაიპყრა და გააბიჯა, ზედათ ლოდი დააყარეს, ყუელას ჴელი მიაბიჯა. და ციხის კარსა გამოსწივა, უჭირველად გამოგლიჯა.
მძიმე ლახტი ამოიღო, შინა მყოფთა შეუტივა. სად უფროსი ჯარი დახვდა, ტვინი თმასა გაურივა, და სისხლის ღვარი ააყენა, ციხეშიგა ძლივ ეტივა.
ჴელ-შეკრული მანუჩართა მიიყუანა, არ დააგდო, ერაჯისა სისლისათვის მისი მკვლელი ამოაგდო, და გულზედ რაცა ჯავრი აწვა, ყუელაკაი წამოაგდო.
კლიტე მანუჩარს მოართვეს, - რაცა სალარო კარგია. ბეური იშოვეს ლაშქართა, ყუელაი დანახარგია და საამ მაშვრალი ოთაღში დაწვა, ედემის ნერგია.
უპატიოდ მჴარ-შეკრული მანუჩარს წინ მოიყუანეს, ხანჯლით ყელი გამოჰკუეთეს ძმასა მისსა მიაგვანეს და თავი ფრიდონს გაუგზავნეს, ტახტად - მიწა უაკუანეს.
არავის გაუთავდების ბასთანელთ დანაწესია. ყუელას დასცვივის ფერცელი, რაცარამ დანათესია. და ეს ყუელას გვიჯობს, - წყალობით ჩუენ ზედა იყოს ზესია.
უბრალო ერაჯ ღალატით დაკლეს, სისხლისა წადენით. მანუჩარ ორნივ შეიპყრა საამის ჴელის ბადენით, და სისხლი ეძებნა, ბრძანებდა: "ვქენ, რაცა დავიქადენით!"
მერმე ფალავანი იჴმო, მაწვეველი გაუგზავნა!, საამ კაცსა სალიმ ჰკითხა, - მან სიკუდილი გაუმჟღავნა. და ეწყინა და თავ-დადრეკით მისთვის ჭმუნვა გაათავნა.
ოთაღშიგა შეიწვივა, მისთა მტერთა ამომგდება. მოახსენა: "ერთს საქმესა ვარჩეუ თუცა თქუენ გენება: და თურანელთგან ფეშანგისა, სჯობს ჩუენთანა მოყუანება.
მანუჩარ თქუა : ყარან," ყუბად თურანისკენ თავნი არონ, ფეშანგ ზადაჩამის შვილი სარავს ჩემთან მოიყუანონ. და ყარან თქუა თუ: "დია, ღმერთო, მაზედ არვინ დაიზარონ!"
ამართეს მათი დროშები, პირი ქნეს ჯეონისაკენ. ასი ათასი მებრძოლი გადგეს მათისა გზისაკენ, და იკრეს ბუკსა და ნობათსა, წავიდე თურანისაკენ.
აზატი უყო, გაუშვა, ახსენა ზესთა ზენია, უბრძანა: "ჰკარით ნაღარა, ყუელამ დაკაზმეთ ცხენია და აკიდეს ბარგი, წავიდეს, არ მტერთა შენარცხვენია.
აქა სალიმის თავის მიტანა და ფრიდონისაგან ტირილი
მორჭმულსა, გამარჯუებულსა მიყავს სალიმის შვილია, ამათ მისვლამდის მივიდა ფრიდონთან გაგზავნილია, სალიმის თავი მიართვა ტაშტით პირ-გარდახდილია, და დახედა, დიდი შეჰყუირა: "ვაი საწუთროს ქნილია!"
საჴელ-მწიფო ქუდ-გვირგვინი მიწაზედა დაასრივნა, თმა და წვერი დაიგლიჯა, ვით ფაფარი, გააბნივნა, და დაბნდა, ტახტით ჩამოვარდა, მისი მჭვრეტნი გააკუირნა.
ამას იტყოდა: "ვაჲ შვილნო, დაგჴოცენ ჩემის ჴელითა! ჩემზედ ნათელი საწურთო მე დავაბნელე თქუენითა, და აწ რა ვქნა ბერმან, საწყალმან, გული აღარა ლხენითა?!.
ტახტად სამარე იშოვნეთ, თქუენ, უნათლენო მზისანო, სახლად სამყოფად ტაგრუცი, ნორჩნო, ალვისა ხისანო, და სიბერის ჟამსა მე დამწვით, უბედურისა დღისანო!.
თაბუთშიგა ჩააწვინეს, სულის საქმე გაუვლინეს; ბეური გასცა გლახაზედა, მისი გზითა შეიწივნეს, და წაიღეს და ერაჯის და ურისთ გვერდით ჩააწვინეს.
თან მოჰყუა საამ ლომ-გული, მტერზედა ალაღებული, მათ მოიყუანეს თამურაზ სალიმის შვილი ქებული, და ფრიდონის ნახვად შეუიდეს, ნახეს ცრემლითა ღებული.
მოეხვია, გარდაკოცნა, დაუშრიტა ცეცხლთა დება. პილოტანი მჴარ-მოჭდობით მოეხვია, ჰკადრა ქება, და საამს ჰკითხა თემურაზის: "ვინ არისო, არ მაქუს ცნება!"
ფრიდონ შეიტყო, ატირდა, ადუღდა გული ჩვილია. ჴელი მოჰკიდა, აკოცა, ცრემლი ზდის, ვითა მილია. და ტახტზედა გვერცა დაისვა, უბრძანა სიტყუა ტკბილია.
თავადნი გარდაიწვივნეს, მართ ვითა წესად ჴმდა ვითა. მოიღეს ხილი, შარბათი, ლაღობდეს, - სჯობდა თქმა ვითა?! და ფრიდონის ჭირნი გაქარდეს, შეიქნა, სავარდე ვითა.
ყარან, ყუბად მოუვიდეს, რომე თურანს გაეგზავნეს. თან ფეშანგი მოიყუანეს, თურანელნი დაეზავნეს. და შევიდეს და მეფეთ წინა თავნი მათნი მოიტანეს.
ფეშანგ ზადაჩამის შვილი, ფრიდონს წინა მოიყუანეს, აკოცა და გვერც დაისვა, ჭირი ლხინსა დააგვანეს, და თავადები გარდიწვიეს, ვეზირები შეიყუანეს.
ყუელა თამურაზსა მისცეს, უბრძანეს თუ: - "შენა გქონდეს!" თურის კერძი ფეშანგს მისცეს: - "წა, თურანი შენა გყმობდეს!". და გაისტუმრა მხიარულნი, მათს ალაგსა თამაშობდეს.
აქა ფრიდონ ჴელ-მწიფის სიკვდილი
წესი არის საწუთროსა: "ბოლოდ ლხინსა დაამწარებს, ცოცხალს არვის არ გაუშვებს, რაზომსაცა ხანსა წარებს. სტყუის, - ვინცა სიკუდილისთვის ეშინის, თუ აწარწარებს. და სჯობს სამოთხე მოიპოვნოს, - "თვარ სამარე არა წარებს!
მაგრამ მისსა ტახტ-გვირგვინსა ბოლოს ისიც დაეთხოვა, არ შეუნდო საწუთრომან, ბაჟ-ბეგარალ მასცა სთხოვა, და მოუალსა გზას წავიდა, რომე მუნით ვერვინ მოვა.
მანუჩარ იჴმო და საამ თავადნი მისი ყოველი, ჴელნი შეუპყრა მანუჩარს, არის ცრემლისა მთოველი. და უბრძანა: "წავალ მუნ, სადა მოსვლასა აღარ მოველი!"
მზისა, მთვარისა, მასკულავთა, საწუთროს განმქარვებელმან - - ავი ნუროდეს ნუ გიყოს - მოსავთა მამატებულმან, - და მაცდურის კუალსა არ გაჰყუე, იცოცხლო ღვთისა მქებელმან!"
მბრუნავი ეტლი გიძღოდეს, დროშა გაქუს გამარჯვებული, კარგსა მთვარესა ნაშობო, კარმცა ნიადაგ შვებული!.. და სამართალი ქენ, - იქნები მტერზედა ამაღლებული.
უბრალონი ჴელ-მწიფენი აფთიონ და ჯიმშედც მოკლა, სხვა მრავალი ქუეყანასა გველისათვის კაცი მოკლა, და სული ეშმაკს მიაბარა, დღენი მისნი შეიმოკლა!
ქიშვადს, ყარანს, ყუბადს, მილადს, სხვა ვინც იყო კაცი ვარგი, მანუჩარის ტახტ-გვირგვინი თქუენგან არი განამაგრი, და აწ მშვიდობით, თქუენი პირი, ცოტა მიმაქუს აქათ ბარგი.
საამ დიდი დაიყუირა, თავს ნაცარი გარდიყარა, მანუჩარცა გაიგლიჯა ღაწვი ხოკნით დაიღარა, და საჴელ-მწიფო ქუდ-გვირგვინი მიწას დაჰკრა, შექნა გარა.
მოსთქმიდეს მისსა მორჭმასა, იყო ლაშქართა ყუირილი, უქეს სიუხვე, სიტურფე, სოფლისა დანაჭირილი, და ეტყოდეს: "იყავ მამაცი, სად იყო განაჭირილი!"
ბეური გასცეს გლახაზედა, უქონელნი ააშენეს. ქავმან იცა ეზომ თავსა, რომე ვეღარ მოესუენეს. და წაჰყუა მისსა ჴელ-მწიფესა, სულთ სალამი მოახსენეს.
აღარ ისმოდა ქოსთა კმა, არცა მუტრიბთა მღერანი. მანუჩარ ბრძანა: "ტაბლაკთა ჰკარით, და გაჴდეს დგერანი, და ვიჴმოთ ყოველნი თავადნი, წიგნსა დაუწყეთ წერანი.
აქა მანუჩრა ჴვლმწიფე და საამ ფალავანი სხედან
თან შეიტანა თავადნი, - საამ მებრძოლთა მპყრობელი. მერმე შეუიდა სავარდეს მანუჩარ ქუეყნის მპყრობელი. და ქიშვად და ყარან და ყუბად, მილად - რაზმისა მწყობელი.
არაყბარისა სარაჯზე იდგა ნაჴლისა სევნები. ვერცხლის ხეზედა ეკიდა თვალ-მარგალიტის მტევნები და ნავროზობისა დრო იყო. ყუელა ყუაოდა ხევნები.
მეჩანგე უზის პირ-მთვარე, ჰქონდა მასკულავთა შუენება!.. ვითა ბულბული, იმღერდეს, დაიწყეს გამოსუენება. და სვემდეს და შეექცეოდეს, ვითა მათს გულსა ენება.
მეფემან გააღებინა, მინდორზედ დადგეს კარავი. ტახტზედა დაჯდა - სიუხვით არ საქონლისა მფარავი, და საამ სელზედა დაისვა მისთა მებრძოლთა მზარავი.
თაყუანსა სცემდეს მეფესა, დალოცეს ზესთა-ზესითა, დასხდა, დაიდვა ნადიმი, ტაბლაკი ჴმობდა კუნესითა, და აავსნო საბოძვარითა ტურფითა, უკეთესითა.
მოჩივარნი და მტირალნი, არ მომღერალნი, მცინელნი. კარზედა რაზმად წამოდგეს, მჩქეფარად სისხლის (!?) მდინელნი, და მეფე დალოცეს, ქება თქუეს, კულა და კულა შესაძინელნი.
არ პირიანი საქმეა, ეს რაც ჩუენ მოგვიხსენია; ესე მუხთალი სოფელი, ვაი (?) წაჴდა კერძი ჩუენია: და ქეშ-ფარუდ მთისა ოდენი ვეშაპი გამოგვჩენია!
უმაგალითო სიდიდით ვერ ებრძვის პილო მთვრალია, ავის ნაფსლისა მთესავსა გესლი გამოზდის მყრალია, და ნუ აქუს სიცოცხლის იმედი, ვიზედ მივიდეს მწყრალია.
მისის კბილის სიდიდესა ჰკუირობს ყოვლი ადამის ძე. სითაც ჩუენი წყალი მოდის, იქი წყუს და მუდამ შიგ ძე, და შიგ ჩაასხამს ავსა გესლსა, შეუპყრივართ ამა ჭირზე.
ძროხა და ცხვარი აღარ გვყავს, წყურვილით წაჴდა ზოგია, აწ მოდგომილა ჩუენზედა იგი წყეული მოგვია, და ჩუენ ვართ ამისი მოაჯე, მისი მებრძოლი მოგვია.
ფიცხლავ თავი ჩამოაგდო და აღარცა გაცაღიმდა, მერმე უჴმო მოლარეთა: - "მოიტანეთ, რაცა მინდა!" და შვიდი ჯამი თვალით სავსე, - მისსა ფასსა ვინ დასთვლიდა?!.
ასი პირ-მთვარე ლამაზი და ასი ვაჟი მონაო, შორს დააყენა ყულაი, ეს გმირთა გააგონაო: და "ეს მისი იყოს, საომრად ვეშაპს ვინ შეეწონაო!"
ვერ ვინ ადგეს, მზერა შექნეს, რა მეფისგან ცნეს დასტური. ამაზედა ფალავანი ნარიმანის დანერგული და ზე წამოდგა, სპილო მთვრალი, რაზმთა მფრეწი სამისური.
პირი დაადვა მიწასა, თქუა თუ: "ესე ვქნა, მე დია!" ნარიმანისა ლახტი აქუს, მისი ლომისა ღვედია, და მანუჩარ ლოცვა დაიწყო, ახსენა მაღლით მხედია.
ჴელთა მშვილდი აქუს ლომ-გულსა, სამანდსა ზედა ჯდებოდა; ვერვინ გაბედა, - მას გმირსა გულს შიში არა ზდებოდა. და ჴელ-მწიფე ლოცავს ქუდ-მოჴდით, უფალსა ევედრებოდა.
მუნებურნი კაცნი ახლდეს, მოჩივარნი იყუნეს მუნდა, თვით ომს არჩევს, კაცნი შლიან, მათ სიტყუასა არა ჰკუირდა და ბრძანა: - "ახლოს მომიყუანეთ, სხვა ვეზირი არად მინდა!"
თვალ-უწდომი სიმაღლითა, ვერ შესწვდების ვერა ძელი, ზედა გვისხედს მენაღარე გამოსვლისა მაცნეუელი. და რა კმა გვესმის, გავიქცევით, დავიმალვით, ვითამელი.
მერმე ესენი უცემენ, შეიტყობს ჩუენი არენი. ჩუენზედა ბრუნავს რისხვით ცა, არა გვაქუს კარგი დარენი, და ის ას-ოთხმოცი ადლია, მით სული გვიდგან მწარენი.
თურმე ვეშაპი გამოჩნდა, ნაღარას გაკდა დგარია. გაიქცეს საამის გვერდით, მოამბეც არსად არია. და ფალავანს მეტად უკუირდა მათი შიში და ზარია.
მენაღარეთა რა ნახეს, თქუეს თუ: "შემცდარა ვინარა?!." თვალნი მოავლო ყოველგან, ვერა ნახა რა წინარა, და მინარას გვერდი ჩაუვლო, შიშით არ მოიწყინარა.
თუ არ ხელი ხარ, დაბრუნდი, შმაგი ხარ? - მოდი ცნობასა. ვეშაპი გამოჩენილა ამისთვის უკრავთ ნობასა, და დაბრუნდი, თვარამ ჩაგყლაპავს, დაგჴსნის სოფლისა თმობასა!
კულავ სხვათა მენაღარეთა უყივლეს კმითა დიდითა: "აწ დაგვიჯერე, დაბრუნდი, ნუ წახვალ მაგა კიდითა! და თვარა შემცდარხარ, მისთვის ხარ, არა კრძალვით დარიდითა!
შიშით მართლა ვერა თქუეს რა, გაამაღლეს ვერცა ჴმანი, ვეშაპს თურმე წყალი ესვა, წამოევლო ახლოს გზანი, და მდაბლად ჴელი დაუქნიეს და ჩურჩულით შექმნეს ჴმანი.
ნებით თავსა რად მოიკლავ? ნეტარ რამან შეგაცთინა? გიჯობს, აწვე გაიპარე, ასრე ვინა მოგაცდინა?!. და თავსა ჩუენ ნუ შემოგვაკლავ, გეხვეწებით: "წადი შინა!"
"მაგა გვარსა ნურასა მწვრთნით, არ გაპარვის ჟამი არი, თუ გასმიათ უთრუთის ძე და ნარიმან სფაადარი. და ღვთის ძალითა ვეშაპზედა თქუენ გაჩუენო კარგი დარი.
ომის ჟამსა მამაცობა, არ ჯაბნობა ცუდად წოლა, აწე ცხენსა აქ დავაბამ, მინდა თანა არ წაყოლა, და თუ ჴმა გესმას სამჯერ ჩემი, ფიცხლავ ქენით ჩემკენ რბოლა!".
თავ-მოჴდით ღმერთსა ევედრა, ვეშაპზედ ემოწმებოდა, თვალი მოკიდა ვეშაპსა, - მივა, საწოლზედ წვებოდა, და წყნარად მიზდეუდა, ჯომარდად, არ სუსტად ერეწებოდა.
საროს უმაღლე სფაადი მუჴლამდის შიგა ერია. ბრძანა თუ: "მართლა იტყოდეს სიდიდეს ისი ერია, და დაღონდა, მაგრა ესე თქუა: "ღვთითა აწ არაფერია!"
კუდის წვერზედ აემართა, ჩასანთქმელად მოემახვა, ფალავანმან შემოქმედი ადიდა და სულთქმნა, ახა. და ლახტი ერჭვა, მშვილდ-ისარი ჴელთა ჰქონდა, შეუზახა.
დაიცთუნვა, შორს გააგდო, პირსა მტვერი შეაყარა, შეისულთქმნა ჩასანთქმელად, სწადდა, - ახლოს შეეყარა, და ფალავანმან კლდესა ფერჴი მიაბჯინა, დაამყარა.
შეისუნთქნა და მიზიდა, შტო მოჰყუა მოსარხეულად, ჴელთა აქუს მშვილდი, ისარი, მის თემის სისხლთა მზღვეველად, და შესჭეხა: - "ახლა ცოცხალი ვეღარ წამიხვალ მე ველად!"
აქა საამ ფავნისაგან ვეშპის სიკუდილი
მშვილდი გააგდო და ჴელი მძიმესა გურძსა წაავლო, თავს დაკრა, მისი მებრძოლი წაღმა აღარა წაავლო, და მისი ოჴერი სიდიდე ყუელაი ცუდად ჩაავლო.
ფალაჴანმან სიფიცხითა დაიცთუნა, უკუვარდა. - სასიკუდილოდ ხაფუნობდა, ხევსა შიგან რა ჩავარდა, და სისხლი წასკდა, ვითა რუი, ღელის თავსა გარდავარდა.
ფალავანი გესლისაგან და სიმყრალით გარდაიქცა, ვარდის მგზავსი სარო ტანი ზაფრანისა ფერად იქცა. და პირი დაზდვა მიწაზედა, შემოქმედსა თაყუანისცა.
ტირილით ღმერთი ადიდეს, თქუეს: "მორჩა სახელ-დებული, ჩამოჴდეს, ახსნეს სამანდი, მოჰყუან და მოვლენ კრებული, და კიდევ შიში აქუს მკუდრისაცა, მათ გული ჰქონდა კლებული.
თქუეს: "დასტურ მოკლა ვეშაპი, მოგვფინა მზემან უქნია! დამხიარულდეს, წავიდეს სირპილით, ვითა ბუქნია, და მივიდეს, ნახეს, გაჰკუირდეს, თქუეს თუ: "ეს არვის უქნია!"
გაიჴადა იარაღი, შემოიჴსნა ჴმალი წელსა, იბანა და წამოვიდა, მიწვა ცოტად მოსასვენსა. და თემსა კაცი გაუგზავნა, - "ნუღარ ეჭობთ ვეშაპს მთელსა!"
მერმე მოვიდა, სად იდვა მთისა ოდენი მძორია, კეფით ბოლომდინ გააძრო ტყავი ვიწრო და სწორია. და საგდებლად ჰქონდის, მებრძოლთა მრავალთა მითა მორია.
შუბისა ტარსა უგრძეა, ამად არ სამალავია. ჴელი წამოჰკრა, მოსტეხა, მან გაიშალა მკლავია. და საამ თქუა: ერანს" წავიღებ, ჴელ-მწიფის სანახავია!"
"სიკეთე და ფალავნობა ამას იქით არ იქნება, ღმერთმან თურმე შეგვიწყალა, მისთვის მოგცა ძლიერება, და ამას იქით დეუ-ვეშაპთა აღარ ძალუც თქუენი ვნება!"
ვისაც არ ესმა შორიელთ, შესატყობელად მირბიან. დაწყნარდა ყოვლი ქუეყანა, აღარ შიშითა ბნდებიან, და საამს ლოცვიდეს ყოველნი, იქით და აქათ დგებიან.
ამას ვერ სჯობდა ნარიმან, ვერ უთრუთ, ვერცა ზავია, ჩუენის ჴელ-მწიფის მებრძოლთა აწ მოინდომონ ზავია, და მერმე სულ გააძრობინა თავით ბოლომდინ ტყავია.
ზედა შედვა და წაიღო, წავიდა რაზმთა მწყობელი, ჴელ-მწიფის წინა გაგზავნა ჩაუქი მახარობელი, და შესთვალა: "მოვკალ ვეშაპი ქუეყნისა დამამჴობელი!"
- "ყმა ვარო საამ გმირისა", - გზა სთხოვა მეფარდაგეთა, შევიდა, ჰკადრა მანუჩარს მეფეთა მოსადაგესა, და ვითა იამა, ვერ ძალუც თქმა ბრძენთა მოარაგესა.
მახარობელი შემოსა შესამოსლითა სრულითა, თავსა აყრიდა წითელსა უხვი, არ ძუნწი გულითა, და ამბავსა კითხვა დაუწყო პირითა მხიარულითა.
ან ვით მოეკლა ვეშაპი, ან გმირი ვით მიჴდომოდა, კაცი უბოძა თავადთა, ვინც იქი არა ხლებოდა: და - "წინ მივეგებნეთ ფალავანს, წავიდეთ ამოდ ამოდა!"
ქიშვადი, ყარან და ყუბად, მილად - არს ფალავანია. ქიშვადის შვილნი - გოდერძი მეტადრე - გულ-ფიცხელნია, და მეფისა კარზედ მოადგეს ერთობით ერანელნია.
აქა მანუჩარ ჴელ-მწიფეს საამის მახარობელი მოუვიდა და
ამილახორსა უბრძანა მეფემან (!) გულით ბრძენითა: "მალედ შეკაზმედ, მომგვარეთ, მივეგებები ცხენითა!" ჩაიცვა მძიმე პორფირი, შეჯდა ტანითა მშუენითა, და თავადნი თანა იახლეს, წავიდეს მისკე დენითა.
ეს საქმე იქნა ღვთისაგან იტყუიან ზესთა-ზენითა. ქიშვადი, ყარან და ყუბად წინად მიდიან ცხენითა, და მილად, გოდერძი და შირო მეფეს მოყუების ძენითა.
საამ ჩამოხდა, რა ნახა ჴელ-მწიფე სვით და დავლითა. აქათ მეფეცა, გარდმოჴდა, მივა ქუევითად და ვლითა. და ერთმანერთს მისცეს სალამი ხვევნა-კოცნითა მრავლითა.
ფეჴს მოეხვივნეს თავადნი, უქეს გული და ძალია. შესხდეს. ჴელ-მწიფე ლოცვიდა, აღმა ცად ქონდა ჴელია, და უბრძანა: "როდეს გარდვიჴდი, რაც შენგან მაძეს ვალია.
შინ წამოვიდეს შვებულნი, სადა ტურფანი სრანია, უბან უბანთა ქალ-ყმათა მჭვრეტელთა დიდნი ჯრანია. და თავსა აყრიდეს წითელსა ვინ მტერთა მემაჯანია.
თავადებითა კარგითა, არა ბეურითა ასითა, ოქროსა სელნი დაუდგეს, ძვირად სათქმელი ფასითა, და მაზედა საამ აწვიეს არა ტანითა ნასითა.
მუშკი, ამბარი, ღალია, ნარგიზი სურნელიანი. მუნ იყო ყოვლი მუტრიბი უდიან-ბარბითიანი, და ტურფად ყიოდეს ბულბულნი და იადონი ჴმიანი.
მოასხეს ბეური პირ-მთვარე, შუქთა მამფენი ქალები. ტკბილისა ჴმითა იმღერდეს, მორთეს ჩანგისა ძალები. და ხოშ-გუარითა ღვინითა, ყუელა შეიქნა მთვრალები.
ამისი მგზავსი მეჯლიში არ გაგონილა ყურითა!.. მტერსა აღარსით მოელის, მხიარული სხდენ გულითა, და ვინ იტყუის მათსა ქებასა, ან შეიტყობის თუ რითა?!.
აქა საამთან მახარობლის მოსვლა ზაულიდაღმა
ზაულისტანით მოვიდა საამთან მახარობელი, შემოიყუანეს სავარდეს კარგის ამბვისა მთხრობელი, საამს ახარა: "გიბოძა ღმერთმან ძე მანათობელი, და ზაულის ტანი იხარებს და პირ-მზე მისი მშობელი!"
მაგრამ საამს ვით იამა, ძნელად იტყუის კაცთა ენა! შექნეს დიდი სიხარული, ვერ შევატყევ ერთსა წყენა, და ღმერთსა დიდი მადლი მისცეს და ადიდეს ზესთა-ზენა.
აქა მანუჩარ ჴელ-მწიფე ბურთაობს
მახარობელსა უბოძეს უზომო მისაცემელი, წადგა და მადლსა იჴდიდა წინა თაყუანის მცემელი, კულა გააფიცხეს ქოსისა და ნაღარისა მცემელი, და ჩანგისა ძალთა მოზიდეს, იმღერდეს გარდამცემელი.
კულა ქიშვადცა მოახსენა: საამს" მინდა გავყუე ველად!" გაუშვნა და საჩუქარი მათ უბოძა უშურველად, და ცხენთა შესხდეს, წამოვიდეს მხიარულნი, უჭირველად.
შექცევით და ნადირობით წაიარეს რაცა გზები, ქიშვადს საამ ტკბილად უმზერს, - მოყუარულნი, ვით მძახლები, და ჯერანსა და ქურციკებსა მათ ადეუნეს ავაზები.
წინა კაცი გაიძღვანეს, რა ზაულსა მიეჯარნეს, ზაულელნი მოეგებნეს, გაღანამცა გაეხარნეს. და მივიდეს და გარდამოჴდეს, სავარდეშიგ შეიყარნეს.
სუფრა გაშალეს, მოასხეს ტურფა მუტრიბთა ქალია, მუშაითები იმღერდეს, მომართეს ჩანგის ძალია, და სამსა დღესა და ღამესა ძილით არ დადვეს თვალია.
უთხრა: "სულნიც არა მშურა შენთვის, ძმაო, ლომთა-ლომო! ქიშვად მადლი გარდიჴადა, - "ტინს დაამხვრევ", - მოინდომო, და ერანელთა გვირგვინი ხარ, მოარულსა მთასა მჯდომო!"
საამ მივა სადედოფლოს, ვით ჭანდარი, აემართა; შევიდა და ცოლი ნახა, - პირი მზეებრ ეწაღმართა! და ბრძანა: - "ვაჟი მოიყუანეთ", მაგრამ ძიძამ ვერ შემართა.
აქა საამს თვისი შვილი ზაალ აჩვენეს და
აჴადა, წინა დაუდგა, ძლივ აკუანშიგა ეტია, მის ტანზე შავი არ იყო თვალთა და წამწმის მეტია, სითეთრით თმანი და წარბი, ვით ბანბა განაპენტია. და საამს მეტისა წყენითა თავსა დაესხა რეტია.
რით არის ჩუენის გვარისა, ნიშანი რა ურეუია, გორჯასპს, ნარიმანს რითა გავს, თუ არ ნიანგი რეუია?!" და რა ეს თქუა, მეტად დაჭმუნდა, გულს სეუდა გარდარეუია.
ნარიმანს და გორჯასპისა მას რა უგავს საფარველი?!" ადგა, კართა გამოვიდა, ასრე გაჴდა, ვითა ხელი. და ტირის დედა ზაალისა, მოსდიოდა ცრემლი ცხელი!
"თქუენ წაიყუანეთ ყმაწვილი, ვიწვი ჯავრითა ვისითა, არ დამცინოდეს ყოველნი დაბადებითა მისითა, და მინდორს შამბშიგა გააგდეთ, ვერავინ გნახოსთ დღისითა!"
დედა მისტირის: "ვაჲ შვილო, არვინ გაწოვებს რძეთაო!.. არც ნებიერად გაგზრდიან, არც ვინ გასწავლის ზნეთაო. და ვა თუ შეგჭამონ ფრინველთა, ტურათა, ანუ მგელთაო!"
მაგრა ღმერთი როგორ გაზრდის, იცოდესმცა ანუ ვინ ეს?! მისი ეგრე დატყუება ძლივ გულითა მოითმინეს, და იტირეს და წამოვიდეს, არავისთან გაამჩივნეს.
ზაალ ნახა, აიყუანა ჭანგით, კორცი არ ატკივნა, ამაღლდა და ბუდეზედა ბარტყებთანა მიიყუანა. და ანგელოზი თურმე დახვდა, ძიძაობა მათ უბრძანა.
მათ არ უყურეს საჭმელად, ფრთას ხურვენ გასათბობელად. ძიძა არა ყავს, სისხლსა სვამს მუცლისა გასაძღომელად, და ამისთვის დარჩა ზალდასტან, იყო როსტომის მშობელად.
ფალავანი მისი დარი არას ალაგს გაჩნდებოდა: ვეშაპი და დეუ-ნიანგი მისის ჴელით მოკუდებოდა, და სინჯი, არჯანგ, ღულად, ბედა, თეთრი დეუიც - მოკუდებოდა.
გოდერძი და ტუსი, გივი, ვინც ქაოზთან იქნებოდა, გმირი ქუმსი ქაშანელი საგდებლითა შეიკრვოდა, და ხაყან ჩინელ, ჯანგაზ, აშაქ - მისის ისრით მოკუდებოდა.
ზღვასა შიგან აფრასიობ თევზებთან დაიმალოდა, როსტომ მასაც დაიჭირავს, სრულ თურანი წაჴდებოდა, და ეს ფასკუნჯმა ძილშიგ ნახა, ყუელა ცხადად იქნებოდა.
ზაალისაგან გამოვა, თურმე ღმერთს ასრე ენება. ფრინველმაც იცნა ზალდასტან, მით არ შეჰკადრა მას ვნება, და უძიძოდ გაიზრდებოდა, ეს თურმე იყო ღვთის ნება.
მერმე გახსნა შეჭირვება, აჴმობინა მისნი სპანი. ბურფთობდის და ნადირობდის, მოიშორის კაეშანი. და ზოგჯერ დაჯდის სავარდესა, მოინდომის როსცა სმანი.
აქა ინდოთა და ზანგუბრელთაგან აბულვარის
როდეს ფრიდონ მტერთა ზედა მჴეცთა უყო მეემანი, ზააქ ჴელთა დაიჭირა, აღარ შერჩა ავის ქნანი, მუნ ქარიმან ფალავანმან დააყენა სისხლის ზღვანი: და აბულვარი ზანგი მოკლა და თავადნი ბეური სხვანი.
მას მიეცნეს ორნი ძენი, მათ ტანები ჰქონდა გრძელი, უფროსს ერქუა ნიშავადი, უმცროსს დეულ ინდოელი, და მოიწიფნეს, - მათ ვერს ჯობდა მეომარი - ლომთა მკულელი.
რა დაითვრეს, ბუხარითა გაეტენა თმა და ტვინი. დეულ უთხრა უფროს ძმასა სიტყუა მკუახე, მოსაწყინი: და "რასაც შენ იქ, სხვა ჴელ-მწიფე მას არა იქს თავ-საჩინი.
თვალ-ტანად და ძალად-გულად ვერავინ გჯობს ერთი გმირი, ცუდათ მოვჰკუდეთ რა ვიქნებით? ტვირთვისაგან ვითა ვირი! და ყმა ბეური გვყავს ფალავანი, უთვალავი, არ თუ ძვირი.
მათ აბულვარი მოუკლავს - ქარიმანს სისხლთა მჩქეფესა, - თუმცა მე ვიყო უფროსი, ტახტზედა ვიჯდე სეფესა, და მათ ასრე მიუჴდებოდი, ვით მგელი ძაღლსა მყეფესა.
პაპისა და მამისასა, ვინც მომკუდარა - ჩუენთა ძველთა, შინათ კაცთა ნუ დავაგდებთ, ყმაწვილთა და ნურცა ბერთა, და მარტო კაცად არ ვახსენებ, ვინცა არის, ერანელთა.
იმას გარეთ ვინც დამხვდების, მარტო დავჴოც ერანელსა, მათსა ჴორცსა ყუავ-ყორანსა და შევაჭმევ ტურა-მგელსა და მანუჩარსაც ჩამოვაგდებ, მე შეუკრავ იმას ჴელსა!
უბრძანა თუ: "დია ღმერთო, კარგი სთქუი და მამაცურად!.. ხვალევ ლაშქარს შემოვიყრი მიუჴდები მე დასტურად, და ამ გზობითა გამოჩნდების, ვინ იქნების ჯაბან-ჴდლურად!
ფალავანი და ლომ-გული გამორჩეული ბეურები, ჩუენ გავასწოროთ მთა-გორი, მათი დავლეწოთ კლდეები, და სარავ ქალაქი დაუწვათ - ციხე და სიმაგრეები!
მათ უბრძანა: მანუჩარის "მიუჴდომი არ დავდგები! აბულვარის სისხლსა ვეძებ, ვითა ცეცხლი, მოვედები, და თქუენცა ბრძანეთ: "როგორა სჯობს, მე ჯავრითა სულ ვინთები!"
რაცა ბრძანეთ მამაცურად, გაღანამცა დაგმორჩილდეთ, სჯობს მიუჴდეთ, ამოვსწყუიტოთ, თქუენსა მტერსა თავსა ვჭრიდეთ, და ინდოთა და ზანგუბართა ვერ დაგვიდგენ, - სისხლთა ვღვრიდეთ!"
ფიცხლად ბარამ აჴმობინა, უთხრა: ერანს" წასვლა გინა : წიგნს მიუწერ, - შიშით დასქდენ, მუნებურნი ვინცა ვინა. და რაცა გითხრა, ყუელაკა თქუი, არამც ვითა შეგეშინა!"
შესთვალა თუ: აბულვარის "არა ჰყუანდა ჴმელეთს დარი; ლომ-კაცი და პილოტანი თქუენგან გვიწეუს აქა მკუდარი, და აწ იმისა სისხლსა ვეძებ, მოგიჴდები, ვითა ქარი!"
შავის ტეურით მოგიჴდები, როგორი ვარ, გამომცადე, ზედ მოპარვა სირცხვილია, ასრე მისთვის დაგექადე, და კაცი ამად გამოვგზავნე, საომარად დაემზადე!"
ლაშქარიცა შეიყარა, ვინც ვარგიყო მოწიფულად, სპილოთა და ჯართა ჴმითა არ ისმოდა სიტყუა ყურად, და ინდოთა და ზანგუბრელთა აქებდიან ყუელას გულად.
ჩუენ წავიდეთ კარგად, ფრთხილად, გავიმძღვაროთ ტალა წინა, მიუჴდეთ და ამოვსწყუიტოთ, ერთობილნი, ვინცა ვინა, და მერმე სარა ქალაქშიგა ჩუენ შეუჴდეთ იმათ შინა.
აქა ნიშავათისა და დეულის და ინდოთა და ზანგუბართა
მოვიდა ჯარი, აივსო მთა, მინდორი და ველია, კაცი ორასი ათასი, ინდო და ზანგუბრელია, ნიშავათ გასცა ლაშქარზედ აბჯარი, საქონელია, და ჰკრეს ნაღარასა, გამოდგეს, ამართეს დროშა გრძელია.
სანუკვარით და საგძლითა, კარვითა, მათის ბარგითა ის აპირობენ გამოსვლას, არ დიდსა ხანსა დაზმითა, და დღივ და ღამ სწორად იარეს მაშხალითა და ბაზმითა.
აბაშეთზედა გავიდეს, თქუეს: "ნუ ვიქნებით ზავითა!" დეულ ითხოვა მუქარა, თქუა: "ვერვინ მჯობსო თავითა, და ერანს ვატირებ დედათა მარტო ჩემისა მკლავითა!"
მეფესა ჰკადრეს მანუჩარს მებრძოლთა შემაზარავსა: ზანგუბართ ელჩი მოვიდა, სიშავით ფისსა სდარავსა, და უბრძანა თუ: "დააყენეთ გარეთ მოედანს, კარავსა!"
შეუიდენ, დასხდენ სფაადნი, გარე გარიგდენ სხვანია, კარში ლომ-ვეფხი დააბეს, სად შესავალი გზანია, და მერმე მოციქულს შეუძღვენ, შეულეს ტურფანი სრანია.
დალოცა და მერმე წიგნი ამოიღო, ყარანს მისცა. მუნ დაუდგეს ოქროს სელი, სად ყუბად და მილად ზისცა, და რაჟამს წიგნი წაიკითხა, ქიშვად მჯიღვი გულსა იცა.
ბრძანა: "თურმე იმა ვაჟთა სულდგმულობა მოეწყინა," მოციქული ააყენეს, გამოუძღვეს გარე წინა, და უთხრეს: "ათ დღე არ გაგიშვებთ ჴელ-მწიფესა შენსა წინა!"
გავეგებნეთ, რაზმი ვაწყოთ, მტერნი წინა წავიყაროთ, ყარან ჰკადრა: უსაამოდ "არ ეგების არა, აროთ. და სჯობს - მოვიჴმოთ ფალავანი, ჭირსა შიგან მოვიკმაროთ!"
უსაამოდ თუ შევებმით, არ წამოვა მერმე შველად, მათი ომი იმას მართებს, სისხლს აბრჭობენ იმათ ძველად, და მიუწერე: "წამოვიდეს ტახტისა და ლაშქართ მცველად!"
საამთან წიგნის მიწერა მანუჩარისაგან
ჴელ-მწიფესა მოეწონა ყარანისა გამორჩეუა, გვერც მიისვა მწიგნობარი და დაუწყო ქართულს ფრქვეუა; მიუწერა: "ლომთა ლომო, ეტლსა მართებს შენი თნეუა, და ვინ გაიცდის მეომარი, - ნახოს შენი ლახტის ქნეუა!?"
მოწვდილსა გნახვენ ნიანგნი, მართ ვითა ცვილნი, დნებიან, უზამბარი და ვეშაპი გემალვიან და ძვრებიან, და რა დაიზახნე, მთა-ბარი დაიპობიან, სქდებიან!
ფიცხლა შეჯე, ნუ იყოვნი, მალე მოდი, მტერთა ბადე! ინდოელნი ვერ წაგივლენ, ღვთით შენითა დავექადე, და ზანგუბრელი ფალავნები თქუენის ლახტით გამოსცადე!"
ქარისაცა უმალესად წამოვიდა, ვითა ჯინდი, დღე და ღამე სწორადა ვლო, არ მიაჩნდა დილა, ბინდი, და ადრე ზაულს მიუწივა, თქუა: "ჴელ ფეხო, მისთვის მინდი?!."
შვილის საქმეს იგონებდა, მას ნაღველი გულსა ჰქონდა, ჰკადრეს: "მონა ჴელ-მწიფისა კარზედ მოდგა, წიგნი ჰქონდა". და უბრძანა თუ: "მოიყუანეთ სხვა ამბავი რამც იცოდა?!"
დაუჩოქა, წიგნი მისცა, ჰკადრა, რაცა მოესმინა, გაშალა და წაიკითხა, შეცავატყევ, არ ეწყინა, და ბრძანა: "მადლი შემოქმედსა, ცუდად ჯდომა მამეწყინა!"
ინდოთა და ზანგუბრელთა მე გაუშვებ მრთელსა არა, უჯობს ახლავ უკუბრუნდე და შეიქცენ შინ და გარა!" და ჴელ-მწიფესთან საამისურ ეს ფაიქსა დააბარა:
ჯერ ღვთითა და თქუენის ბედით თავებს დავსწყუეტ იმათ მალე, ამ სამს დღესა მომიცადეთ, მოგესწრობი მეცა მალე, და თქუენ უჩემოდ არ შეებათ, დაიმარცხოთ არამც რამე!..
მიმჭირებოდა, სავარდეს ვიჯდი და ვიწვი ძილადო, ზანგუბარი და ინდონი არა მჩანს არცა ჩირადო. და ჩემის მძიმითა ლახტითა ძვლებსა დაუკდი რბილადო!"
ფიცხლა შეჯდა, წამოვიდა, გზანი ადრე წაიარნეს. რა მივიდა, ჴელ-მწიფესა უსაზომოდ გაეხარნეს, და სფაადარნი მოეგებნეს, თავი მდაბლად დაუხარნეს.
მეფე ტახტით გარდამოჴდა, ტკბილად ნახა, ვითა მამა. პირს აკოცა, უბრძანებდა: "კურთხეულ არს, შეგქმნა რამა?!" და ოქროს სელზედ გარდიწვია, თქუა: "მტერი მჩანს, ვითა დრამა!"
მერმე ბარამ ზანგუბრელი მოიყუანეს, საამ ნახა, გაუკუირდა, შეეზარნეს, დეუ-ნიანგსა დაასახა, და თქუა თუ: "ამას ვინ მორჩების", - გაამრავლა სულთქმა, ახა.
თქუა : "შესცდა ჩემი პატრონი, თვარა რა ეჭირებოდა?!. ამათი მოღმა მოჴდომა ნეტარ ვით იკადრებოდა?! და ბარამ ქუე დასვეს, შიშითა ფეჴზედა ვეღარ დგებოდა.
ნამეტნავისა შიშითა, თუ სთქუა: "მას სულთა ჴდებოდა! გულშიგ თქუა: "ამას ნიშავათ ნეტარ რით მოერეოდა?!." და მეტის მეტისა შიშითა ზეპირი დავიწყებოდა.
მას ნამეტნავად უკუირდა საამის მოწიფულობა, ის უფრო ეკუირვებოდა, რა ნახა ლახტის სრულობა, და ვინც ამის ომსა გაბედავს, იქნების მეტი შლუობა.
ამის შემბმელსა უცილოდ მას თავი ადრე დახლია, ნიშავათ შლუმან, დეულმან ეს რა ქნეს, ვინცა ახლია, და ორთავ დაჰჴოცს, სხვათ დარჩების, სტავრა უც რაცა, ნახლია.
აქა ნიშავად და დეულ წიგნი მოსწერეს საამს მუქარისა
წიგნი საამს წაუკითხეს, სიტყუა მკუახე მოეწერა: "ეს მართებდა აქანამდის, სრულ ერანი მომემტვერა, მოგიჴდები, ჩემსა სისხლსა ვერ შეგარჩენ, ვერათ ვერა. და ჟამზედა ჴამს, მით გაცნობე, არამც არა დაგეჯერა!"
წიგნი დახივა, ბრდღვინვიდა, ვით ეტლი განაღვლებული, ბარამს შეშჭეხა: "ვინ არის ჩემზედა ალაღებული?!! და ნიშავათ, დეულ, რასა მჩანს, ან ჯარი მათი ხლებული?!
უმალ დეულს და ნიშავათს თავებსა წავსწყუეტ მრთელია, სრულად ინდოთა ამოვსწყუეტ, შინ ვერ მივიდენ მრთელია, და მათ უჯობს, აწვე წავიდენ, ვით გაიპარონ მელია.
მე ზაულელი ლომ-გული ერანს ვემართო, ხე ვითა, ეგე გაგება არ არი, ვით იყუნე მაგა რჩეუითა, და მათი ლაშქარი დავფანტო, მართ ვითა ქარმან ბზე ვითა.
მაშინ დამარქუა მებრძოლთა გამქცევი, გამაქარვები, ვერც ჩემსა ტანსა ხანდაკშიგ დავმალავ, დავიფარები, და მათ გაუცუდო ლახტითა ჯაჭვ-მუზარადი, ფარები.
სისხლი მე მთხოვონ მარტოსა, სხვა რაღა საუბარია?! თუმცა სხვას ვისმე ენახოს ელჩი კაცთაგან მკუდარია?! და აწამცა შემიჭამიხარ, ვითამც მანძილო ვარია.
შიშით თავი გაურეტდა, ადგა, გავლო ფიცხლად კარი, სადგომისკე წამოვიდა, თავს დაეცა დიდი ზარი, და ჴელ-მწიფემან გაისტუმრა და უბოძა საბოძვარი.
ამას გარეთ ოქრო-ვერცხლი და ნაქსოვი არა თხელი, გულშიგა თქუა: "ეს რად მინდა, თუ მოურჩი საამს მრთელი, და ჩემიც ყუელა ჩაივლიდა, ახალი მაქუს, თუ რა ძველი.
ადრე მოვიდნენ ინდონი, გამოსულიყუნეს ზღვისაგან, ერანის მზღვარსა დაუხვდე დროშა ნათობდა მზისაგან. და ჩამოკდა, ესმა ნიშავათს, - "კაცი მოვიდა სრისაგან!"
შეუიდა და ტახტსა წინა დადრკა, მდაბლად ეთაყუანა, მას ამბავი ერანელთა ჰკითხა, რაცა მოეტანა, და მოახსენა: "სხვა სიშმაგე ვის უქნია ამისთანა?!"
მას ერთი ფალავანი ჰყაუს, - ჭანდართა უფრო დიდია: თავი ღრუბელთა უწუდების, მებრძოლთა შესარიდია, და მე მილამოდა შეჭმასა, მასთან ეშმაკი ფლიდია!
ათასი გმირი ებრძოდეს, იმას არა აქუს რიდია, სამასი ლიტრა ლახტი აქუს, - ტარი ავლია დიდია, და ვინც იმის ომსა გაბედავს, შლუ იქნების და ფლიდია.
ქიშვადს და ყარანს შეხედო, გავს თუ: "- მოდიან გორები! ყუბადს და მილადს და შიროს დაუდგამს ვერც ქუიტკირები, და ეგების ბოლოს ინანოთ ეს თქუენი განაპირები!
ბარამს გაუწყრა, გააგდო, გაარონინა კარია, ცუდი რამ ვინმე უნახავს, არ ჩუენი შესადარია, და ლაშქართა გულსა გაუტეხს ასეთი საუბარია.
თვარამ მე და ჩემთა ყმათა სხვა ვინა გვჯობს მოწიფულად!" კუეხნით გაძღა, ამოჴარა, რაცა ჯავრი ედვა გულად. და მუნვე დადგა, არ დაიძრა, - "არვინა მჩანს არცა ფულად!"
რაგინდ ფალავანი იყოს, ვერ შემებმის ერთი, ორი... გაუჩნდების, ვინც გამოვა, ახლოს მივდგე ცხენს მჯდომარი, და მათის სისხლით მე შევღებო მინდორი და ხრამი გორი!"
საომარად ემზადების, გაიარა კარი არა, იქით საამ ეკმაზოდა, რიდი ჰქონდა მათგან არა. და თავად საამ, - სხვა თავადი, - ჴელ-მწიფის წინ შეიყარა.
საამ ადგა სელიდაღმა, ჴელ-მწიფეს წინ ჩოქით წადგა, მოახსენა: "რომელიც სჯობს, კელ-მწიფეო, იცით კარგა": და სარავი და ტახტი, ციხე, უჴელ-მწიფოდ არა ვარგა!
შეიყრების ის ლაშქრითა, ერანისკენ ფიცხლად ვლიდეს. მოგვიჴდეს, და სრა-ქალაქი ერთობითა სრულ წაგვიჴდეს. და ჩუენთა მტერთა რა შეიტყონ, ყუელა თავსა დაგვცინოდეს!
აქა მანუჩარ კელ-მწიფის და საამ ფალავანის ვაზირობა
საამ ჰკადრა ჴელ-მწიფესა: "სჯობს რომ ესე გამიგონოთ: წინ ლაშქრითა მივეგებვი, ინდო ჴლმითა დაგამონოთ. თქუენ სარავსა ნუ დააგდებთ, უჴელ-მწიფოდ, უპატრონოთ, და თვარა ფეშანგ მოგვიჴდება, ტახტი ჴელთა არ ვაქონოთ!"
წამოვალ, თქუენსა გავსინჯავ ომსა და ფალავნობასა. ყუბად დავაგდოთ ლაშქრითა, ნუ მოშლის დარბაზობასა. და ასი ათასი მებრძოლი დავაგდოთ, სცემდენ ნობასა!"
ყუბადს უბრძანა: "იფრთხილე, გვერცა იახლონ სპანია", თვით გაემართა ჴელ-მწიფე, წინ მავლად ფალავანია, და მიდიან, დიდსა ლაშქარსა ვერ დაიტეუდა გზანია.
რა ნახა მეფე მანუჩარ ინდოეთს გამზადებული. დღე და ღამ სწორად გაფრინდა, ვით ქარი გამალებული, და ფეშანგის ჰკადრა: "ღვთისაგან ბედი გაქუს ალაღებული!"
ვისი და ფირან მოიჴმო, მის წინ არიან მდგომელი. ომან და სხვა ფალავნები, ვინც გვერცა ახლდა რომელი. და მათ უთხრა ესე ამბავი. ისინიც არის მდომელი.
სრულად ერთობით წავიდეთ თურქეთშიგ ვიყოთ რაც კაცი. ციხე-ქალაქი წავართვათ, გამობრუნებას არ ვაცლი, და მებრძოლი ვინ დაგვიხვდების, რომ კაცი იყოს მამაცი?!
ჯაშუშნი კიდეუ გავგზავნოთ, ამბავს გვაცნობდეს წიგნითა, სარა ქალაქი სრულ დავსწვათ და გავასწოროთ ციხითა. და მანუჩარ ჴელ-მწიფისაგან ჩუენ რა გვჭირს, - ის არ იცითა?!
ფირან და ომან ემოწმა მებრძოლთა შემაზარავი: ჯეონს" გავიდეთ ნავითა, ჩუენ გავიშალოთ კარავი, და ვიცი, რომ მათგან მკუდარი გვიც ზადაჩამ მტერთა მზარავი.
ერანს მოსულან, კარვითა მინდორი დაუფარავსა. მანუჩარ მაზედ წავიდა, აწ ახლოს მიუჯარავსა, და ასი ათასით კაცითა ყუბად დააგდო სარავსა".
ლაშქარი იჴმო, მოვიდნე ნაღარითა და სტვირითა, უბრძანა: ერანელთაგან "თქუნცა მრავალნი სტირითა, და მიუჴდეთ, დავსწვათ, დავჴოცოთ მტერნი, ავავსოთ ჭირითა!"
აქა თურანელისა და ერანელის დიდი ომი
კაცი სამასი ათასი შეიქნა მეომარია, ერანს მოუჴდენ სამტეროდ, წინ წამოედგეს ფარია, ნახეს ყუბადის ლაშქართა მტვერი და დიდი ჯარია, და ფიცხლა აცნობეს, აფრინეს, ვითა ორბი და ბარია.
ცხენთა, ქეჯიმი ჰკაზმიდეს, ყელთა შეაბეს ზარები, ზოგნი აბჯარსა იცვემდენ, დაჴურდენ, ვითა ნარები, და შესხდეს და რაზმი დააწყუეს, ამართეს დროშის ტარები.
შეიბნეს, სცემდეს ერთმანერთს, შეიქნა შემოკივილი: "ჩამოაგდე და შეიპყარ!.." იყო ამისი ყივილი. და ორგნითვე ბეური იჴოცა, სისხლმან დაიწყო დივილი.
ჩამოყარეს, ამოსწყუიტეს, უკან ვისაც მიეწივნეს, სოფლიონნი მოამტვერეს, ქალაქს გარეთ მოესივნეს. და შიგ შეუიდენ, სარავშიგა, ტახტი ჴელთა დაიჭირნეს.
"ნუ წახვალთო, ვიომოთო!.." სპათა ბეურჯელ შეეხვეწა. ვერ დაუდგა მარტოკამა, რა ლაშქარი გარდეხვეწა, და რაცა ჯარი მორჩომოდა, მით ციხეში შეიხვეწა.
აქა ყუბადისაგან საამთან წიგნის მიწერა
ყუბად არჩეუდა საქმესა მტერთაგან დაღონებული: "გავიდე, კიდევ შევება, ლაშქარი მახლავს კლებული!.. თვარა ვით დავხუდე, ჴელ-მწიფეს ამათგან მოყივნებული?!" და იტყუის თუ: "მოვკუდე ეს მიჯობს!" - იგონებს შეჭირვებული.
ამას იგონებს, - თვალთაგან სისხლი სდის ცრემლში რეული, "ვეღარ ვიქნები დღესითგან ერანელშიგან რეული!.." და წიგნი მისწერა პასუხი არა კარგია, რეული.
ყუბად" ვიკადრებ, ლომ-გულო, მტირალი, თვალ-ცრემლიანი, ერანის ტახტი მისდღეჩი თქუენგან ყოფილა სვიანი, და ყუელა შესთვალა, მტერთაგან რაც დაემართა ზიანი.
მოგვიჴდეს და შევებენით, შევღებენით წითლად ველნი, რაცა ჩუენგან იქნებოდა, - არ ვაკელით ომსა ჴელი, და მოგვერივნეს, ვინცა მოვრჩით, ციხეშიგ ვართ ერანელნი.
ვისაცა მივხვდი, ვერ მამრჩა იმათი კაცი ქებული, მეტისა სიმრავლისაგან ვერა შევატყეუკლებული. და ვიყუენით მათზედ ცოტანი, ვინც იყო ჩუენი კრებული.
ჴელ-მწიფესა მოახსენეთ, - ჴელთა დარჩა ტახტი სრული! "რასაცა იქთ, პატრონი ხართ, ჩუენ გავჴედით გაბასრული!" და წიგნი ფაიქს ჴელთა მისცა დაბეჭდილი წახვეული.
მანუჩარს წიგნი მიართვა, შეულო ფარდაგის კარია, წიგნი მიართვა, უამბო: "სარავზედ ავი დარია!" და რა წაიკითხა, დაჭმუნდა, გულსა დაესო ნარია.
წიგნი მისცა. წაიკითხა, თქუა: "ნუ სცნობენ ამას სხვანი, თუ ამ ამბავს შეიტყობენ, აგვეშლების სრულად სპანი; და ჯერ ინდოთა გარდავსწყუიტოთ - სად წაგვივლენ იგი თხანი!"
ფეშანგ ამას ვერ გვიზემდა, რომ შეეტყო თქუენი დგომა, თურქი როგორ გაბედეუდა ყოფილიყო ასი ზომა, და რას უშველის შეღონება, არა გვმართებს ასრე დგომა.
ჰკრეს ასაყრელსა ტაბლაკსა, ლაშქართა შექნეს კრიალი, დღე-ღამე სწორად იარეს, ზართა მიქონდა ზრიალი, და ყუელას უკუირდა, დალივეს ადრე მინდორი ტრიალი.
ადრე მისვლა გაუკუირდათ, თქუეს: "მოვიდა ჩუენი მტერი!" აქათ დადგენ ერანელნი, მოიმაგრეს ყოვლი ფერი. და მას ღამესა ორთ ქიშვართა ლესეს ჴმალი, შუბის წვერი.
დეულ ავისა მოქმედი არ იცის, იქმოდა რასა? თავის სიკუდილი ირჩია, მოელის გაქარვებასა, და ეშმაკმან ზძლია ჭკუითა, არ იყო მისსა ნებასა.
აქა პირველი ომი მანუჩარისა და ინდოთ ზანგუბრელისა
რა გათენდა, დააშვენა მზემან ყოვლი მთა და ბარი, დაეკაზმენ, ცხენსა შესხდენ, ჰკრეს ნაღარა საომარი, გამოდგეს და რაზმი აწყუეს, გაარიგეს ორთავ ჯარი, და მოიმარჯუეს მშვილ-ისარი, ჴმალი, ლახტი, შუბი, ფარი.
ქავისა დროშა გაშალა, მასთან მნათობდა მზე ვითა. მარჯუენით საამ ლომ-გული იდგა, ალვისა ხე ვითა, და მარცხენით - ყარან და ქიშვად, უკან ჯარი უდგს, ტყე ვითა.
სპილოს რომ ჴელი ჩამოჰკრან, კაცმან ვერ ნახოს რებული! სხვა ერანელნი თავადნი, რომელნიც იყუნეს ქებულნი, და ჴელ-მწიფეს წინა წამოდგეს საომრად გარიგებულნი.
ნიშავათ თქუა: "უწინ გავალ", მან აიღო შუბი ჴელთა; დეულ უთხრა: "უფროსი ხარ, ჴელმწიფე ხარ ინდოელთა, და თქუენ დადეგ და მე გამიშვი, მოვადინო სისხლი ველთა!"
ქიშვადსაცა არ დავარჩენ, გამოვაგდებ წინა ველად, მილადს, შიროს და გოდერძის არ ვახსენებ ერთსა ჩირად, და სხვა მეშველი მე არ მინდა, ამოვაგდებ სრულა ძირად.
მოედანში დაიზახა: "ვინ გამოხვალ, მოგაყივნო!" აქათ ყარან გამოვიდა, უთხრა: "კულავე ვერ იყივლო, და ძმასა შენსა გული დავსწვა, შინ ჯალაბი აგიკივლო!"
ომის ჟამსა ავენთები ცეცხლისაგან, ვითა ცვილი, შენ ცოცხალი არ გაგიშვა, არა უნდა ამას ცილი, და ლაშქრიანად გარდაგყარო, ქარისაგან ვითა ცრილი!"
დეულ ასრე არად შედრკა, გავს თუ: "კლდეა, სრულად ტინი!" მას უჭვრეტდენ ერანელნი: ფალავანი საამ, - გმირნი. და მათ შეატყო ფალავანმა, რომ არ იყუნენ ერთ-ნაირნი.
აქა დეულისა და ყარანის ომი
ყარან წელთა შუბი შესცა, ვერცა ჴორცი დაუხვეწა, დეულ შუბი გამოართვა, მასვე თავსა დაალეწა, ჩამოაგდო, სასიკუდილოდ ლახტით უნდა თავსა ფრეწა, და აქათ საამ მიეშველა, უთხრა: "გიჯობს გარდახეწა!"
ასრე უნდა დაგერჩინა, მისის შუბით რად გალახე? ძმასთან კაცი გააგზავნე: - "დედა გყუანდეს - მოვაგლახე! და გამისინჯე, თუ როგორ ვარ, მოდი, ჩემი ძალიც ნახე!"
ყარან მრთელი დაუტივა, ფალავანსა შეუტივა, მიუჴდა და ლახტი დაჰკრა, ფარი სრულად დაუმსხვრივა, და ვერა ავნო პილოტანსა, ვერცა ჴორცი დაუხივა.
ფალავანთა არ წესია მარტო სრულად ფარის შენა, მერმე ლახტი ამოიღო, - "არ გინახავს ესე შენა!" და ამით თავი სულ მოგწყუიტო, დაგილიო სულთა ქშენა!"
დეულ პილოს ჩაანაყა, ორივ მოკლა, გააგორვა, ზანგუბრელნი მოეხვივნეს, ბეურსა თავი გააშორვა, და გარეშე (!?) შემოეხვივნეს, ზოგთა უყო შუა მორვა.
შეუტივნეს ერანელთა, ერთმანერთსა აერივნეს, ორთავ ბეური დაეკოცა, მკუდარი ველთა ძლივ ეტივნეს. და სიღამითა გაიყარნეს, ვერცა ერთი მოერივნეს.
სრულ ზანგუბრელნი, ინდონი, ვითა ღრუბელი, აგრგვინდა, თმასა და წვერსა იგლეჯდენ, მოცინარენი არვინ და. და ნიშავათს ვერვინ უამბო, შიშით სიკუდილსა ფარვიდა.
საყელონი გარდიხივნეს, თავს ნაცარი გარდიყარა. სრულ ლაშქარნი მისტირიან, ყუელას მოზდის ცრემლთა ღვარა, და დადგეს მათსავ ნაომარზე, ლხინი მათი ჩაემწარა!
კიდევ ახლა გამამწარეს, ძმა მამიკლეს დეულ ჩემი, ღვთითა დავჴოც ერანელთა, არ გაუშვა ერთი მრთელი, და ხვალ ლაშქარი შევაჴოცო, მერმე ესე თავი ჩემი!"
მიეგება, მოეხვია, გარდუკოცა პირი, თვალი. უბრძანა თუ: "როს გარდვიჴდი, რაცა შენგან მაძეს ვალი? და ერანს ტახტი ცუდი არის, თუ არა სცავს შენი ძალი!"
ოთაღშიგან შემოვიდა, ტანს აბჯარი აიხადა, ცოტად იყო დაკოდილი, მოისუენა ღმერთსა ხადა, და ყუელამ კაზმა, საომარი ცხენსა არვინ არ მოხადა.
ცხენთა შესხდეს უკეთესთა, ორთავ ჯარი დაერაზმა, ნიშავათ და მისი სპილო ორივ შავად მოეკაზმა, და ძმისა სისხლის საძებარად მოდგა, ხანი არა დაზმა.
მანუჩარს და მისთა სპათა არ დავარჩენ, არათ არა ვაზირები ეუბნების: "შენგან ბრძოლა ვარგა არა, და თუ იმათგან რამ გეუნების, სრულ ლაშქარი წაცამხდარა!"
არ დაიშალა, მოვიდა საომრად რაზმის პირსაო, ლახტი ეჭირა, იზახდა, ამით დაგიმსხვრევ ტვინსაო, და უთხარით, რომ - "გამოვიდეს, ვინ ჩემსა ომსა ღირსაო?!"
საამ რა ნახა, გავიდა, სამანდსა ზედა მჯდომია, ნიშავათ შემოუზახა: "ჯავრი მჭირს თუ რაზომია! და ამდენი სისხლი არ შეგრჩეს, გაჩუენო ჩემი ომია!"
ძალიანი მოიქნივა, მედგრად დასცა მიწაზედა, მკერდსა მუჴლი დააჭირა, ფიცხლა თავსა წაეჭიდა, და მოუგრიხა, სრულ მოსწყუიტა, აუტირა და და დედა!
აქა დიდი ომი ერანელთა, ინდოთა, ზანგუბრელთა და
გაკუირვებული ლაშქარნი უჭვრეტდენ. აღარ ხლტებოდა. იმათ საამის შიშითა უკრავად სულთა ჴდებოდა, მათ რაზმი ვეღარ დააწყუეს, არცა ვინ დროშას ჰყუებოდა, და ბარამ თქუა: "არ დამიჯერეთ, ვიცოდი, - ეს მოჴდებოდა!"
რა ნახეს, შემოუტივეს, ვინც იყო სახელ-დებული, ისარი გვანდა ფუტკარსა, დიოდა გამალებული, და აბჯართა ცეცხლი სცვიოდა, მართ ვითა განათლებული!
ძალი და ლახტი დღეს უნდა, - ვისაც ჴმალი გაქუს ლესული! ჩვენ ამოვსწყუიტოთ ინდონი და ზანგუბრელთა კრებული, და ცოცხალსა ნურვინ გაუშვებთ, - შინ ვერ მივიდენ რებული!"
იქით აქათ ექანების ჯარი, ვითა ზღვისა ღელვა, თავადები უპატიოდ ჰყრია, ყეო მკუდრისა თელვა. და მძორი ჰყრია, ვითა რიყე, მიწა სისხლით შეიზელვა.
ფუტკრისაგანც უმრავლესი დაჴოცილნი ინდო ჰყრიან. მართ თუ ვინმე გარდიხვეწა, გაუწყუეტლად სისხლი ზდიან, და არვის ეუნო ერანელთა, ზანგუბრელსა თავსა სჭრიან.
უბატონო, უპატრონო დაიფანტენ შუა ველთა, გაიქცნეს და ამოსწყუიტნეს, - დაიტჩინეს ზოგი ჴელთა, და სპილონი და ბარგი მათი ყუელა დარჩა ერანელთა.
ერანელნი ინდოელთა მისდეუდეს და მიესროდა. პილოტანი საამისურ ოთხმოცს ალაგს დაიკოდა, და თვით ოთაღშიგ მოისუნა, ყუელა იქით აქათ რბოდა.
დალოცა და ქება უთხრა: "გმირო, ვინცა დაგედარა!" ნაშოები საქონელი ყუელა მასთან შემოყარა, და ზოგი გასცა ლაშქარზედა, ზოგი მისთვის მიაბარა.
თავადები შემოასხა, კარგად დასხა, გაარიგა, ფალავნები ქიშვად, ყარან, მილად - მარჯვნით გაარიგა. და გოდერძი და ლომი შირო დროშასთანა გაარიგა.
ერანის ტახტი სარავი ფეშანგის დაურჩენია; აწ იგი დაკოდილია, ვინ მტერთა შემარცხვენია!.." და ყარანს და ქიშვადს უბრძანა: "მეწინაობა თქუენია!"
თქვენის შიშითა ლომ-ვეფხნი, ზღვაში ნიანგნი, დნებიან, ვინც იყოს თქუენი დუშმანი, სულიმცა ამოხდებიან". და ესე თქუეს, მეფე დალოცეს, ასავლად აღმა დგებიან.
ლაშქარნიცა წაგვატანეთ, აწვე ხანსა არ დავზმიდეთ!" - "კარგი ჯარი გაიტანეთ", - უბრძანა თუ: "ფრიცხლად ვლიდეთ! და გზაში ბუსუნს გაუფრთხილდით, ჴევ- ღელეთა დასინჯვიდეთ!"
თურანელთა ჯაშუშთა სცნეს, ვთქუა: "ფრინველთა დაედარნეს!" მივიდეს და ფეშანგს უთხრეს: "არ ამბვითა გაახარნეს: და ერანელთა გაემარჯვა, მათნი მტერნი ამოსწყუიტნეს!
დეულ მოკლა და ნიშავათ, - მათ ზედა რისხვაა ცითა! ქიშვად და ყარან მოდია ასი ათასის კაცითა, და რა ვსცანით, ფიცხლა ვიარეთ, ქარითა მონატაცითა.
უამბო ესე ანბავი - ნაქმარი საამისია. ფირან თქუა: - "ჩუენცა წაუიდეთ, ღამე ვიაროთ, დღისია, და ბუსუნი უყოთ შეუკრათ გზა მოსავალი მისია.
ისინი მოვლენ ემინად, და ვლესოთ შუბის პირები. გამოუცვივდეთ, დავჴოცოთ, თავებზედ დავსცეთ ჭირები, და ვიქნებით სახელდებულნი, ისინი - ანატირები!"
ვისი, ფირან, ომან, ბარამ ჯაჭვ-ბაბრაბი ტანთ ჩაიცვეს, ფარშევად და ლუაქ, რობი მათ ჯაჭვები გარდაიცვეს, და წინ ლაშქართა წამოუძღვეს, თავნი მათნი არ დაიცვეს.
ასი ათასი მებრძოლი, ვინც უფრო მკლავ-მაგარნია, უნდა რომ, ჴევში მიუსწრან, სად მათი სამალავნია, და ფირან და ვისი და ომან ერანელთ წინა მდგომნია.
მაშიგან ჩადგეს მალულად, არვისგან შეიტყობოდა, ერანელთ კაცი ერივა, - მართ მათგა არ იცნობოდა, - და რა ღალატი ცნა, წავიდა, მათ წინა მიეგებოდა.
ჴევშიგან დგანან ბუსუნად, არ ცეცხლი ანაგზებია!" მათ მოიმარჯუეს აბჯარი, შესხდეს საომრად მზებია, და წყნარად წავიდეს, უჩუმრად, ვითამც არ უაზრებია.
ისინიცა დაკაზმულნი შესხდეს, წინა მოეგებნეს, დაერივნეს ერთმანერთსა, პოვეს ადრე, რაცა ძებნეს, და სჭრიან, ჴოცენ, ჴრმალნი მათნი, არა ცუდად წელთა ებნეს.
შეიქნა ომი ძლიერი - სხვათ ომთა უფიცხესია, აბჯართა ცეცხლი სცვიოდა მართ ვითა დანაკვესია, და ჴოცენ, არ შეიბრალებენ, ვით მესისხლეთა წესია!
არ შეიბრალეს, დაჴოცეს ვაჟი, ყმაწვილი, ბერია. მრავალი სახელ-დებული სისხლსა და მტვერსა ერია, და თავადი ბეური კუნესოდა პირსა წასლოდა ფერია.
"მოკალ და თავი მოკუეთე", იყო ამისი ყივილი, თქუეს თუ: "ვინც ამას მორჩების სხვა აღარ ავნებს ტკივილი, და აღსასრულამდის დარჩების, აღარა მართებს ჩივილი!"
ვისიმ ფარი თავს დაიდვა, მან ვეღარა მოუქნივა, ფარი შუა გაუკუეთა, თავსა დიდი ჩაუწივა, და ჯარი ეცა, მოაშორეს, სული ამით მოახწივა.
აქა ერანეთა და თურანელთა დიდი ომი
ქიშვად ფირანს ზედ მიუჴდა, მას ფარება არ აცალა, მუზარადი გაუკუეთა, ყური ყბამდის ჩამოსთალა, შუაზედა დაეჯარნეს, ორნივ მკუდართა დაეთვალა, და თურანელთა ბედმან აკლო, ყუელა ომსა მოეშალა.
გაემარჯვა ერანელთა, მტერნი წინა წაიყარნეს, ფეშანგისა სადგომამდის მიყუეს, ბეურნი ჩამოყარნეს. და შემობრუნდეს, დაებარგნეს, კრიფეს, რაცა დაეყარნეს.
საამთან კაცი გაგზავნეს ამა ამბვისა მცნობელი, შესთვალეს: "გმირო, შენა ხარ ტახტისა მამაგრებელი, და ერანის პირის წყალი ხარ, მებრძოლთა დამამჴობელი!"
ავს საქმეს არ დაეხსნების, - ძველთაგან განაწესია, - სალიმ და თურიმ ძმა მოკლეს იმათგან უკეთესია, და ფეშანგი სარავს მოუჴდა, - ღალატს ეს უარესია!
გზაშიგ ბუსუნს, ჩაგვსხდომოდენ(!), წავადეგით დანახულთა, შეუტივეთ, დავჴოცენით, ღელეშიგა ჩანახულთა. და შევიბენით, გაგვემარჯვა, დავირჩინეთ ბეური ჴელთა.
ფეშანგისა სადგომამდი მივსდიეთ და მივჴოცენით, დავდექით და დაიჴოცა, დაიკოდა ბეური ჩუენით, და ჩუენი საქმე ავადა ჩანს, თუ დროზედ არ მოგვესწრენით.
ჩუენში თორმეტი ათასი დაკოდილი და მკუდარია, წიგნი უბოძა ფაიქსა, წავიდა, ვითა ქარია, და დავედრა: "ადრე მიართვი, ვინ დეუთა მეომარია!"
ყარანისაგან და ქიშვადისაგან
წამოსრულიყო მანუჩარ, ევლო თორმეტი დღენია, წიგნი მიართვა ფაიქმან არ მათი მოსაწყენია, რა წაიკითხა, საამ თქუა: "მალე დაკაზმე ცხენია. და ადრე მივესწრნეთ, არ გვიყო ჩუენ საქმე შესარცხვენია!
აქა საამ ერანს მივა, უნდა ფეშანგს მიესწრას საომრად
საამ მეფეს მოახსენა: "ახლა თქუენ ნუ გაირჯები! ცოტათ კაცით წინათ წავალ, უფრო ადრე მივესწრები, გამობრუნდა, დაარჩია ვინცა უნდა ფალავნები. და ბრდღვინავს, ვითა მთვრალი სპილო, თქუა თუ: "როდის შევეყრები?!"
მასუკან არვის ჩაეცვა, იყო პაშტაი ხანია. მით შეიკაზმა ლომ-გული, ჰგავს თუ: "რკინისა მთანია!" და ღრუბელივითა წამოდგა, ხელნავს აკრეუდენ სხვანია.
ჯავშანი და ჯაჭვი, რანი, მძიმე ეცვა საბარკული, დანაჭერი კოკბად ადგა, სისხლი გარე გამოსრული, და გაშლილიყო, ვითა ვარდი, წალკოტშიგან ამოსრული.
ხუთი ათასი მებრძოლი, ვითა ვეფხი და ლომია, გვერცა იახლა, წავიდა, ვერა სჯობს კაცთა ტომია, და ვირემდის მიესწრებოდა, მათცა შეექნათ ომია.
აქა ფეშანგისა, ქიშვადისა და ყარანის ომი
ვისმან ფეშანგს მოახსენა: "ამათ ასრე ვით უჭვრიტოთ, ვირემ საამ მოვიდოდეს, ჩუენ ამათი გარდავსწყუიტოთ, თვარა იმას ვინ დაუდგამს, - სჯობს, რომ აწვე ამოვსწყუიტოთ, და რა გათენდეს, შეუტიოთ, მათი სისხლი შეცავხვრიტოთ.
ჰკრეს ნაღარასა, გამოდგენ. რაზმი ტეურისა სახია. ფირან გავიდა საომრად, თქუა: "მე ვარ მტერთა მახია!" და მუქარას ითხოებოდა: "ვინ ხარ მამაცი, მნახია!"
ქიშვად და ყარან არ დახვდა, შუას რაზმშიგა დგებოდა, რომ ვერვინ ნახა მებრძოლი, უფრო წინ წამოდგებოდა, და ყარანს მიესმა ამბავი, ვით ცეცხლი აენთებოდა.
ფირან ცხენს უკრა, მოუკლა, მაშინვე დააქვევითა, ყარან წამოხლტა მოწვდილი, ვეფხისა უფიცხე ვითა, და ცხენს ოთხივ ფეხი მოუჭრა ერთისა მონაქნევითა.
ყარან ფერჴი ამოართვა, მათ უჭვრეტდენ სრულად ყუელა, თავის სწორად აიყუანა, მიწაზედა დააზილა, და თავი უნდა მოეკუეთა, მაგრა ჯარი მოეშველა.
სჭრიან, ჴოცენ, ჩამოყარეს, მკუდარნი ველთა ძლივ ეტივნეს, მტვერი ასტყდა საშინელი, ცის ფიქალთა მიაწივნეს. და სისხლი ღვარად მოსდიოდა, ერანელთა უფრო ივნეს.
ერთმანერთსა გაემცემნეს, ომან მჴარსა მოუქნივა, ჯაჭვ-ჯავშანი გაუკუეთა, ჴორცსა დიდი ჩაუწივა, და ჩამოაგდო, მოეშველნეს, თავადებმან მოახწივა.
სრულად ვეღარ ამოსწყუიტეს, ვითა იყო მათი ნდომა, ერანელნი მთას ავიდეს, - ცხენს არ ძალუც ზედ ახლტომა! და დაღამდა, და გაიყარნეს, მთისა ძირსა შექნეს დგომა.
არამც სითმე გაგვეპარნენ, რომე ვეღარ მივეწივნეთ, ამა ღამა სრულ ვესროლოთ, რა გათენდეს, შევესივნეთ, და უბრძანა თუ: "დია ღმერთო, ჩუენცა მაღლა ავეწივნეთ!"
ომისაგან არ დასწყნარდეს, მას ღამესა იყო ბრძოლა, ერანელნი ვინცა მორჩა, დაკოდილთა უნდა წოლა, და მთის წვერზედა შეიყარნეს, არა ძალ-უც სხვაგან რბოლა.
თუ აღარავინ მოგვესწრა, რას გვარგებს ცუდი ყბედია, ხვალ შევეჴოცნეთ ერთ-პირად,სისხ ლით შევღებოთ ქედია, და ყუელამ ანდერძი გარდასცა, მით თავი განაბედია.
ერთმანერთსა ესროდიან, ბეურნი მკუდართა დაესახნეს. ამაზედა საგუშაგოდ დარაჯათა დაიზახნეს. და ერანელთა ავმან ბედმან მისთა მტერთა ეტლნი ლახნეს.
მტვერთა შინა დაინახეს რკინის კოშკი, ცხენსა მჯდომი, ჴმა მოვიდა ვითა გრგვინვა სრულ გაჰკუირდა კაცთა ტომი, და ჩამობრუნდეს თურანელნი, აღარ უნდა ერთსა ომი.
- ჩქარად ევლო ჯავრიანსა, ოფლი ჩასდის მეტის-მეტი, მობრდღვინვიდა, თურანელთა თვალს ავლებდა, ვითა რეტი, - და ყარან, ქიშვად დაინახეს, მოეგებნეს ანაწყუეტი.
მოახსენეს: "ჩუენი ჯარი ნახევარი დაიჴოცა", პილოტასა აეტირნეს, თვალთა ცრემლი მოიჴოცა, და ბრძანა: "ხვალე იმათზედა მღვთით მუქაფა მეცა ვყოცა!"
აქა ფეშანგისა და საამ ფალავნის ომი
რა გათენდა, ბრწყინვალესა მზესა ბნელი გაეპარა, ვინცა იყო ერანელი, საამისურს შაეყარა. საომარად დაეკაზმნეს, ცხესა შესხდეს, ჰკრეს ნაღარა. და მუნით თურქნი დაერაზმნეს, ამაყობდეს აწ ვეღარა.
შეშჭეხა, ვითა ღრუბელი, მივა, ვიტ ლომი მძახელი. თავზედა ლახტსა ივლებდა, - "ეს არის თქუენი მჩახელი", - და ზარმან აიხვნა, დაშტერდეს, ვითა შემცდარი და ხელი.
პილოტანი საომარად მოემზადა, მოემახა, შეუტიეს, მოეხვივნეს, მეტი არა შეუზახა, და მიჰკრა-მოჰკრა ერთმანერთსა, შეაწყუიტა ჩამოსჩახა.
ფეშანგს ეწყინა, მართ ვითა გულსა ლახვარი გაეცა, ასი კულავ გამოუძახა, უნდა პასუხი გაეცა, და მიუჴდეს, შემოეხვივნეს, ვისცა ჰკრა, ფიცხლად დაეცა.
ნახეუარი ჩამოყარა ორმოც-დ-ათი გარდეხვეწა. მერმე სრულად შეუტიეს, შექნეს ცემა ჴმალთა, ლეწა. შუაზედა შეიმწყუდიეს, ჴორცი ვერვინ დაუხეწა, და საამ ლახტი ამოიღო, იმით უნდა რაზმსა ფრეწა.
მერმე ჴმალი მოიწვადა, იმით უყო შუა მორვა, მივიდა და ამოიღო, ულა დაუწყო მტერთა ტორვა. და ზოგსა ძვალი დაუმტვრივა, - ზოგსა თავი გააშორვა.
სითაც საამ შეუტივის, მას უყიან ფიცხლავ კარნი, ფეშანგ იცნა, ზედ მიუჴდა, ვერ დაუდგეს წინა ჯარნი. და გულ-მესისხლედ, ჴელი მიჰყო, თქუა: "მეწვების გულსა მკუდარნი!"
უკუღმა უკუიწივა, მან გაუმაგრა წელია, გაუწყდა, გასძვრა, მართ ვითა ლომისა პირსა მელია. და თურანისაკე გაიქცა, თუცა თუ შარა გრძელია.
ერანელნი წაერივნეს, მტერთა მათთა თავნი ლეწნეს, ვისცა მიხვდეს, ჩამოაგდეს, მთელნი არვინ შეიხვეწნეს, და დაჴოცეს და ამოსწყუიტნეს, არ ლაღობით ცოტა კეწნეს.
მანუჩარცა შემოესწრა, აღარ არის გულ-ნაკლულად, საამს ველსა მოეხვია, - "შენ მიღირო ჩემად სულად, და - ვინ გედაროს ქუეყანაზედ ფალავანი ძალად გულად!
ზოგი თვითან დაიჭირა, სხვა - ფალავანს მიაბარეს. საამ გაყო ლაშქარზედა, ცოტა მისთვის მიათვალეს. და მორჭმულთა და ნაშოებთა ამულისკენ თავნი არნეს.
საამ და სხვანი თავადნი იახლენ გამარჯუებულნი, მოქალაქეთა შეიტყუეს, წინ მიეგებნეს კრებულნი. და თვალ-მარგალიტსა, ოქროსა აყრიდეს გახარებულნი.
აქა მანუჩარ ჴელ-მწიფე ნადირობს
შეუიდეს სავარდეშიგან, - ვითა ვთქუა ქება სრისანი!.. ევანი ოქროდ ნაჭედი, სვეტები ბროლის ქვისანი, მუშკი, ამბარი ეფანტა, სარაჯი ვარდის წყლისანი, და ქალნი მოასხეს მუტრიბნი - სადარონია მზისანი!..
ტკბილად იმღერდეს მუტრიბნი, ამოსა ჴმასა ჰკურიდიან, არავინ იყო შემცილე, ბურთობდიან და ზმიდიან, და აწ ჰჴადეს ჴელი სოფელსა, მინდორს ნადირსა სვრიდიან.
მომღერალთა და მუტრიბთა აივსო შუკა, უბანი, ვისაც მიემის, იქ მიდის, დას-დასად უბან-უბანი. და სრულ დაკაზმულნი მოვიდე პირ-მთვარენი და ქუდანი.
აქა თუნდის და რობინის თათბირი და
როს უთრუთი და გორჯასპი დეუთ მოსრვიდეს, მამაცობდეს. ფალანგის და ჯიბიჯინის პატრონობით მას უჴმობდეს, ქაჯ-ვაჯან და სხვანი დეუნი ყუელაკანი მასა ყმობდეს, და ვინცა მორჩა ბნელეთშიგან, ყაფის მთაშიგ პატრონობდეს.
ქაჯ-ვაჯანსა რობინ დარჩა, მოიწონეს მათვე თავი, მოიწიფნეს ჩუენთა მტერთა, თქუეს: - "არ მივსცეთ ყოლე ზავი! და დასხდეს, შექნეს ვაზირობა მათთა თავთა მოსაკლავი.
"აწ მიუჴდეთ შაჰ მანუჩარს, ნუღარ გვინდა მისი ზავი. ჩუენ წყალს გასვლა აღარ გვინდა, რომ მოვჰკაზმოთ ხომალდ-ნავი, და აწ ისინი ამოვსწყუიტოთ ან მოვიკლათ ჩუენი თავი.
ადამისა ნათესავნი ვარგებულან მაშინ გულად, ყუელა ძალად წაუღიან, აწ ვერ გვჯობან მოწიფულად, და მიუჴდეთ და აწ წავართვათ, მოვაქციოთ ჩუენად რჯულად.
ერთი დეუი მოიყუანეს განსწავლული მეტად გრძნობით, გამოგზავნეს, დაავედრეს, - "შენ იყაო კარგა ცნობით, და ან ჴელ-მწიფედ ვინა სხედან, როგორია ფალავნობით?!"
კაცისა სახე დაიდვა, იარა ბეური გზანია, თურანს მივიდა, ფეშანგი არ დახვდა, არცა სხვანია, და წავიდა, ერანს მივიდა, სად მანუჩარის სრანია.
დეუი ვერავინ ვერ იცნა, სინჯვიდენ ღამე, დღისითა. საამცა ნახა მოსული ომში პირითა მქისითა, და თქუა: "ამას ჩემი პატრონი შეებმის ნეტა ვისითა?!."
თქუა: "ოღონ დეუი ეს არის, შიშითა ზარსა ჴდებოდა, გამარჯუკბამდინ იქ იყო, იქით და აქათ დგებოდა, და მერმე წავიდა გრძნეული, მალე იარა, ხლტებოდა.
"ქუეანათა შუენებასა", ვთქუა, "ვერ იტყუის ჩემი ენა". სული ტურფა ყუავილთანი, მყინვარეთა წყალთა დენა. და ვინცა იქით იარების, არა მართებს მას მოწყენა.
ერანის მეფედ მანუჩარ მორჭმული, სახელ-დებული, მას ერთი ფალავანი ჰყავს ზე მთისა შესწორებული, და თქუეს თუ: უთრუთის" გვარია, - ვინ მოსრა დეუთა კრებული!"
ფეშანგ ერანს მიჴდომოდა, დაეჭირა სულა სარი. ინდოთ ომად წასულიყუნეს მანუჩარ და მისი ჯარი, და ეძაბუნათ თურანელთა დაემტვრია ციხის კარი.
აქათ მე მიველ, მოუჴდეს, საამს მოჰქონდა ზრიალი; თურანელთ შემოუტივა, წააღებინა ხრიალი, და ბეურსა გაუჴდა ლახტითა სახლი, სამყოფი ტიალი.
ვისცა უკან მიეწივა, ჩამოყარნა, ამოჟლიტნა, ერანს მოსვლა შეანანა, ძვალნი ლახტით დაუფშვნიტნა, და ძლივ ფეშანგი გარდეხვეწა, წელთ ქამარი შემოწყუიტნა.
მაგრა თქუეს თუ: "ჩუენნი სწორნი ქუეყანაზედ ნეტარ ვინა!?" ლაშქართათვინ საჴმობელი ყუელგან წიგნი გააფრინა, და შეიყარა დეუთა ჯარი, ვინ დაუდგამს ამათ წინა?!.
აქა რობინისა და თუნდის გალაშქრება
დეუი ექვსასი ათასი მოვიდა მეომარია, თქუეს: "ორას ათასს დავსჯერდეთ, ვინ უფრო მკლავ-მაგარია!" დაარჩიეს და გამოდგეს, შეიქნა ზანგთა ზარია, და ჰკიდეს ბარგი და (!?) კარვები, სალაშქრო სანუკარია.
ყუელა ება ზანზალაკი, კისრებზედა გარდაეცვა, მოვლენ, მოაქვსთ ზანგა-ზუნგი, ქუები მკლავზედ უკუეცვა. და ასტყდა მტვერი საშინელი და დაბნელდა მაღლა ზეცა.
ჭანდარზედან შემოეცვათ მათ გურზების კამარათი. მჴარს გაიდვეს, წამოვიდეს, თქუეს: "დავნაყოთ ძვალი მათი! და ქუეყანასა ნურას ვაწყენთ, დავასწავლოთ ჩუენი ხლათი!"
თვით და მისი საბატონო ერანისა მეფეს ყმობდა. რა შეუიდეს დეუნი, დადგეს, გაუკუირდა გაუცნობდა, და მოციქული გაუგზავნეს, - ამ ამბავსა უწინ სცნობდა.
"თუ გიჯობდეს, ნუ იყოვნი, ფიცხლავ შეჯე, მოდი, გვნახე, გვმსახურე და არას გაწყენთ, სოფლის საქმე დაგვისახე, და თვარა, - სრულად ამოსწყდები, თუ ლაშქარი დაგიძახე!"
ბეური ნუზლი მიაგება, ერთგულობა დააჯერა, მანუჩარს და საამისურს, ფიცხლა წიგნი მიუწერა, და ყუელა წვრილად შეუთვალა, ვითა დეუთა მიეფერა.
სადაც მიხვდეს შენობასა, არ აწყინეს, მათთვის სცვიდეს. ყუელგან ძღვენი მიართვიან, ქუეყანასა იჭირვიდეს. და მისრეთს ახლოს მიეჯარნეს, არ ისწრაფდეს, ამოდ ვლიდეს.
დეუთ შეუთვალეს: "ჩუენთანა მოდი და მოგვეჴმარია!" ყაითამაზ თქუა: "ვინ ღირსა, - მანუჩარ ვნახო მკუდარია!" და მივიდა, დეუთა შეეწყო, მიართვა სანუკვარია.
მან შეიყარა ლაშქარი, იმათკე მივა რებითა ვინც იყო მისი მორჩილი, დროშითა, ნაღარებითა. და ბარგი და ნუზლი მიქონდა ჯორითა, არაბებითა.
წამოვიდა ერანზედა, შეუთხრობდა მაღლა ნობა. ღმერთი შესწყრა ყაითამაზს, დაეკარგა მისთვის ცნობა, და მისრეთისა სამეფოსა რას უშოვნის დეუთა ყმობა?!"
აქა მანუჩარ ჴელ-მწიფისაგან დეუთ მისვლის ცნობა
მუნ იჯდა მეფე მანუჩარ, - პირი, მთვარეუით, გავსია! სფაადნი ახლდეს და საამ მოყუასთა შესათავსია, და ტკბილად იმღერდეს მუტრიბნი, სვეს დოსტაქანი სავსია.
ბაღთა შიგან სეირნობდა პირ-მთვარეთა შენამზერი, თქუა: "ცუდია უმეიდნოდ მეჯლიში და ჩანგთა ჟღერი! და მკლავნი ლახტით დამიხამდა, არ გამოჩნდა არსად მტერი!"
საამ წადგა მეფეს წინა, შესვა დიდი დოსტაქანი; თვითან დაჯდა, დაულია, ააყენა მერმე სხვანი, და კარზედ მოდგა ყათილისა მონა პირით შაოსანი.
მონა წადგა, ჴელ-მწიფესა წიგნი მისცა, ეთაყუანა. წაიკითხა, წყენისაგან ვითამც ეცა გულსა დანა, და საამ ნახა მოწყენილი, თქუა: "რა ესმა ამისთანა!?
მოახსენა: "ჴელ-მწიფეო, მიკუირს, რამან მოგაწყინა?!." წიგნი მისცა, ყუელა უთხრა, მონისაგან რაც ესმინა, და წაიკითხა საამისურ, შევატყევი, - არ ეწყინა.
ანუ დეუნი რასდენია, ვით იტყუიან მეომართა?!. მოახსენა: - "თუნდი ჰქუიან, ის პატრონობს დეუთა ჯართა, და ერთსა რობინს უძახიან, მათ აქებენ მკლავ-მაგართა.
ქაჯ-ვაჯანის ნათესავი რობინ არის დიდი, მსხვილი. სხვა ორასი ათასია, თქუენკე მოვა ის გაზდილი, და ყათილ ნახა, - წყენისაგან გაუმწარდა სმა და ძილი.
მოახსენა: "მეფე უნდა ნებიერი ტახტსა მჯდომი! მათი ნურა გენაღვლების, ვერ დამიდგამს დეუთა ტომი. და რაც უქნია გორჯასპისა, ჩემზედ მოდგა მათი ომი.
საცა მტერი გამომიჩნდა, ვერ დამიდგა, - გამოვსცადე! პირ-მთვარესთან ლხინი ვნახე, ამ სოფელსა ჴელი ვხადე. და ვინ ბაღი და ჩემი ლახტი ცუდად გორავს, - მტერთა ბადე!
სიზმრადაცა მზმანებია, - მე ვარ დეუთა აღსასრული! ვით უთრუთს და გორჯასპისა ამოურთვამს კვრითა სული, და ღვთითა და თქუენის ბედითა არ შეშინდა ჩემი გული".
ვით კოკობი ვარდის ბაღი, გაიშალა, გაცაღიმნა. შემოქმედსა მადლი მისცა, პირი მიწას მოაფინა, და უთხრა: "გმირო, შენი მზგავსი ქუეყანაზედ არავინა!
ზღვის ნიანგსა უწერია ჴლმის პირზედა შენი სახე. რა მოიწვდი, ცის აერმან სისხლი წვიმოს აფურახე, და ერანისა ტახტ-გვირგვინი უშენოდმცა ნუმცა ვნახე!"
ჴელ-მწიფეო, ნუმცა ოდეს მამეშლების თქუენი მზერა". სმა გარდასწყდა, გამოვიდეს, გორთა მზეცა აეწვერა, და ლაშქართათვის საჴმობელი ყოვლგან წიგნი მიუწერა.
უბრძანა თუ: "ფიცხლა წადით, თქუენ იარეთ მალედრია. რობინსა და თუნდის დეუსა ჩემზედ ჯარი შეუყრია, და მათის ჯავრით მოსუენება - ლხინ-ბარბითი გამიყრია!"
მასვე წამსა წამოვიდეს, დროშ-ნაღარა თან იახლნეს. წამოვიდეს, ვითა ქარი, ამულისკენ გზანი ლახნეს. და ამულშიგან შეიყარნეს, ჴელ-მწიფე და საამ ნახეს.
კაცი სამასი ათასი მებრძოლი, მეომარია. სცემდეს ქოსსა და ტაბლაკსა, შეიქნა ზათქი, ზარია. და ჴელ-მწიფეს მისცეს სალამი. აივსო მთა და ბარია!
"შენ აქ იყავ, თურანელთა, არ დაგვინდონ, არამც არა!.. ათი ათას კაც დაგიგდებ მონაპირედ - ისიც კმარა! და ჯაშუშებსა გაგზავნიდე, ფეშანგ არამც მოგეპარა!"
ორმოცდა ათი ათასი ყარან ყუბადს წაატანა, კულა იმდენი ჯარი ქიშვადს და გოდერძის გაატანა. და იმათ უკან საამ გაჰყუა, ზაულელნი ახლავს თანა.
ქავისა დროშა ამართეს, ომშიგან ბეურჯერ ნავალი. ორას ყოშუმსა შუაზედ იყო თვითოს დღის სავალი. და მიდიან, - საამს გულშიგან არ ქონდა მათგან ზავალი.
დღესა ერთსა ნაღვლიანი იტყუის ამა საუბართა: "ესე მიკუირს მანუჩარ და საამ რა ქნეს? - მისთა სპათა? და ანუ ჩემსა გაგზავნილსა გზაშიგ რამე დაემართა?!
აქა ყათილ და მისი ვეზირი ვაზირობენ
ყათილ თავისსვე ვეზირსა გაანდობს მისანდობელთა: "მანუჩართანა გავგზავნი ფაიქთა მალე მხლტომელთა, გვაცნობონ მათი ანბავი, რა ქნეს ერანის მფლობელთა? და დეუთაცა გავაგზავნინებ მოციქულთ შემატყობელთა.
ავი იყოს, მომიშალე, არ გეგონო ღვინით მთვრალად. მანუჩარ ჴელ-მწიფისაგან წყალობა მჭირს მეტად მრავლად. და თუნდისა და რობინისა აწ ამბავსა ვცნობ მე მართლად.
არამც წიგნი არ გინახონ, - გაგზავნილი კაცი თქუენი, საქმე ასრე მოაგვარე, დეუთ არ გიგრძნან ეგე თქუენი. და თუნდი, რობინ თუ შეიტყობს, - ვინ იქნების მხსნელი თქუენი?!"
ბატონზედა ერდგულობა არაოდეს დაკარგულა! რაც იცოდა რობინისა, ყუელა მართლად შეუთვალა, და ყათი მანუჩარსა წინა თავი მეტად იერდგულა.
აქა ყათილისაგან მანუჩართან წიგნის მიწერა და
ყათილ მისწერა მანუჩარს; კადრებს ამბავსა ამასა: - თუნდი" და რობინ იფიცავს: "ვისისხლებთ პაპა-მამასა: რაც ჩუენი ნაძალეუი აქუს, არ მივსცემთ არცა დრამასა, და ერანს ციხესა დაულეწთ, ქალაქს წავართმევთ სარავსა!
რაც მოგახსენო ამათი, მე არ შემიტყონ აქ ისა! დეუთა ამბავსა იკითხავ, ორასჯერ ასი არისა, და გასინჯო - ამათის გულით, - სხვა კაცი არსად არისა!
მეცა გვერცა გიახლები დაკაზმული ჩემის ყმითა, მრავალს დეუსა ჩამოვაგდებ შუბითა და ჩემის ჴლმითა, და უსაცილოდ გაიმარჯუებ ჯერ ღვთითა და - საამითა.
ქიშვადს, ყარანს, ყუბადს, მილადს ვერ დაუდგამს დეუთა ყრილი! საამისურ ლახტით დაჴოცს დიდი იყოს, თუნდა წვრილი. და რა ეს ორი გათავდების, - რა იქნების დეუი წბილი?!"
მერმე საამს მოახსენა, - თუნდის ეთქუა (!) რაც ბაქი, საამისურ არ იყურა, ვითამც იყო ღვინით ბანგი, და რობინსა და თუნდის მოვჰკლავ, აქ მოგართვა მათი ბარგი.
თუნდის და რობინს თავს მოვკუეთ, მათს მძორს დავაჭმეუ მგელსაო, არც სხვას დავარჩენ დეუებსა, წასვლა შეეძლოს მთელსაო, და მათის კარვით და ბარგითა ავავსებ ერანელსაო!
თვითან დეუებთან მივიდა, თუცა არ მისცეს გულია. თუნდისა ჰკადრა: "ეს თემი თქუენს ჴელთა აღებულია!" და სჯობს მანუჩართან გავგზავნოთ აწ ერთი მოციქულია.
პაპა-ჩემი გამოაძეთ, მაშინ ძალი დაგვემართა. ამას წინათ რაცა სჭამეთ, დაგვიდეუით აწვე კართა, და თვარა ყუელას თავებს დაგჭრით, ვინ დაგვიდგამს დეუთა ჯართა!
სიტყუა მკუახე შეუთვალეს, არ ლაღობით ელაციცეს. თილამაჯი ერქუა დეუსა, მოიყუანეს, წიგნი მისცეს. და რაც უნდოდათ შეუთვალეს, მათ მუქარა არ დაიცეს.
იარეს და გზასა ზედა ყარან-ყუბად შეეყარნეს, ჩარდაბუხად მოდიოდეს, ლაშქართ შუა გაიარნეს, და ქიშვადისა ლაშქარს მიხვდა, საამს ახლოს შეიჯარნეს.
საამ ნახეს შეკაზმული, დეუნი დახდეს, ვითა რეტად, თქუეს თუ: "ესე დიდი კაცი მოვა ჩვენად ამოწყუეტად, და მას ცოცხალი ვინ მორჩების? ჴელთ უჭირავს რკინა კეტად?!"
ჴელ-მწიფესა მოახსენა: "დეუთა ელჩი მოგვივიდა!" ჩადრ-ოთაღი გაარიგეს, მიწის ფარვით მოფარვიდა. და მეფე დაჯდა ტახტსა ზედა, სხვა ლაშქარი ალყას ჰკურიდა.
სხვა კარზედა დააყენეს, სამი დეუი შეატანეს, შემოუძღვეს, თილამაჯი ჴელ-მწიფესა ათაყუანეს. და წიგნი მეფეს ჴელთა მისცეს, მერმე ვეზირს მიუტანეს.
აქა საამისაგან დეუის მოციქულის თილიმაჯის
წაიკითხეს, მოეწერა სიტყუა მკუახე სამუქარი: "სრულ ქუეყანა ჩუენთა გვართა მკვიდრია და საკუთარი, ჴელის ძალად წაგიღია, - ბეური გვიწეუს თქუენგან მკუდარი! და არ დავდგები, - ამოვსწყუიტო მანუჩარ და მისი ჯარი!.."
დეუი კელთა შეეჭიდა, დაეგლიჯა უნდა არა, ყბა-ყურშიგა მჯიღვი წაკრა, გააგორვა, გაამწარა. და ჴელ-მწიფემან დაუძახა: "ნუღარ უზამ, გმირო, კმარა!"
თან ორმოცი დეუი გაჰყუა, წამოვიდა მათვე გზათა. რა მივიდა თუნდის წინა, ვერა ჴმარობს კარგა ყბათა, და ფიცხლავ ჰკითხა მას ამბავი მანუჩარის, მისთა ყმათა.
პირველ საქმე საამისა, და უჩუენა ყბა და ყური. დიდსა მთასა უმაღლეა რკინის გვარად შენაჭური! და მასთან ელჩი როგორ მივა, ანჩხლია და უგემური!?."
გაგულისდა, წამოიჭრა, ვთქუა თუ : "ღელავს - შავი ზღვაა"! მე იმრიგი ჯავრიანი, არ მინახავს კაცი სხვაა, და ვინცა მივა მოციქული, - სულთ ამოჴდად იგი მზაა!
მე იმასთან ვეღარ წავალ, ვისცა უნდა წაბძანდესა. თუნდისა და რობინს ესმა, დაგულისდეს, დაჯავრდესა, და თილამაჯი დააწვინეს და არგანი ასი ჰკრესა.
თუნდი იტყუის: "ვინ იქნების ჩუენი! მჯობი, ანუ დარი! ამ ლაშქართა გულს გაუტეხს ამისთანა საუბარი. და ჰკრეს ნაღარას, აიყარნეს, წამოვიდა დეუთა ჯარი.
შუაზედა მობრდღვინვიდა საამ გმირი პილოტანი. იგინიცა მოეჯარნეს, აამტვერეს დეუთა გზანი, და ყათილ აქეთ გამოექცა, თან გამოჰყვა მისნი ყმანი.
ქიშვადს, ყარანს უსალამა, ყუბად იყო, ანუ სხვანი, ჴელ-მწიფემა დეუთ ამბავი ახლავ ჰკითხა საუბარნი, და მან უკლებრად მოახსენა, გაეგონა რაცა სხვანი.
ყაითმაზის საბატონო და მისრეთის სრულ კარობა, ყათილ მადლი გარდიჴადა, მოახსენა დიდი ქება, და არას ალაგს დაიკარგვის ბატონზედა ერდგულობა.
აქათ მანუჩარ ჩამოჴდა, საამ ჭანდართა დარია. დეუებმა შექნეს ყუირილი, ქუხილი შესაზარია! და მას ღამე იყო მზადება, გაიწყუეს ჴმალი, ფარია.
დეუთა წინა იარების, - "ვინ გამოხვალ", შეუძახა, ყუელას მეტად გაუკუირდა, პილოტანი ვინცა ნახა, და თუნდი მისი დარჩეული ასი დეუი გაუძახა.
წინა დეუსა კინწში სტაცა, მოუგრიხა სრულ მოსწყუიტა. თავი სხვასა შემოსტყორცა, ჰკრა, მიწასა დააწყუიტა, და მერმე ლახტი ამოიღო, ასივ მოკლა, ამოსწყუიტა.
მოვიდეს და მოეხვივნეს, ყუელას ება ყელსა ზარი. საამისურ დაუშინა, არ ახსენა, ვითა ცხვარი, და დაუშინეს ერთმან ერთსა სრულ შეიძრა ორივ ჯარი.
კაფენ, ჴოცენ ერთმან ერთსა, უფრო დეუთა სჭრიან თავსა, მტვერი ასტყდა, ამას გვანდა, - "მზე გარდაჯდა ეტლსა შავსა". და მიწა სისხლით შეიზილა, აღსასრულსა აემგზავსა!
ვერმ დაუდგეს დეუნი წინა მოკლა ვინცა მოიჴელთა. ფერჴთა ქუეშე მიწა თრთოდა, მკუდართა თელვენ, ვითა ძელთა, და ყუირიან და იძახიან: "ნუ დაირჩენთ კაცი მთელთა!"
აქა საამ ფალავანისა და დეუების ომი
საღამო ჟამ ლომ-გული და რობინ დეუი შეიყარნეს, ხუთ-ხუთი ჰკრეს ერთმანერთსა, დაღამდა, - და გაიყარნეს. ერანელნი აქათ დადგეს, იქით დეუნი დაეყარნეს, და საამისურს აქებდიან, მის საქმესა შაეზარნეს.
საამისა ლახტისაგან ვლამით სულის ამოსვლასა". აქათ რობინ გაგულისდა, - "თქუენ რად აქებთ, მიკუირს, - მასა?! და ჯერეთ საამს ვინადირებ, მერმე მოვჰკლავ მანუჩარსა!"
აქა საამისა და რობინ დეუის ომი და რობინისა
რა გათენდა, აღმოსავლით ცა განათლდა, ვითა ბაზმა, აქადაღმა - მანუჩარ და, - იქით დეუნი დაერაზმა. საამ შეჯდა სამანდზედა, ბაბრარითა შეეკაზმა, და საომარად წამოვიდა ფიცხლა, ხანი არა დაზმა.
"ჩემი ომი ვის გწადიან, გამოდი და ახლოს მნახე!.." რობინ თუნდის შეზდა უყო, წამოვიდა ვეშპის სახე. და დააბარა: "შენებურად მიდი, - ცხენი ამოსჩახე!.."
ვერა ავნო პილოტანსა, ფარი სრულად დაუმსხვრივა, საამ ცხენით გარდამოჴდა, ლახტი შორსა გაასრივა, და გულ-მესისხლედ შეიჭიდნეს, მათი ოფლი ღვარად მივა.
მიწასა შიგან ესმოდა გულ-მდუღრად შენაჭიდია, საამ ასწივა, აიღო, ამოსვა კისრის ქედია; და მაღლა მჴარზედა შეიდვა, დეუს გარდუბრუნდა ბედია!
ერანში თქუენ რა წილი გიც, რა გქონდა ყაფის მეტია, თუ რას გიშველის, - გაჩნდება შენი ძმა აქა მჭვრეტია, და ხვალ შენს ძმას თუნდის მოგიკლავ, რა გითხრა ამის მეტია?!"
"დღეს ამას იქით რობინი ვერ ნახოთ ფეხზე რებული. აწ გაგიჩნდების, ძალ-გული კაცი - ვინცა ხართ ქებული!" და პირ-აღრენითა დაშტერდეს, ვინც იყო დეუთა კრებული.
მიწასა დასცა, შეიძრა მუნ სრულად არე-მარია, ხანჯლითა თავი მოკუეთა, სისხლმან მინდორი წარია. დათუნდიმ რა ნახა, სდიოდა თვალთაგან ცრემლი მწარია.
საყელონი გარდიხივნეს, და ყუელამა თავსა იცა. მას ღამესა გლოვით იყუნეს, - თუნდიმ ესე დაამტკიცა! და "ხვალე გავალ მოედანსა, საამს მოვკლავ!" - დაიფიცა.
კიდევ ახლა მოიმატეშ, სხვაც ემართა სისხლი ძველი. თქუენცა ნახეთ, თუ რა უყო, რა მოვკიდო საამს ჴელი? და ის მჴარზედა მე შევიდვა, მოვიტაცო, ვითა ძელი!"
რობინ ასრე დაავიწყდა, ვითამც იყო ისრევ მთელი, სხვა და სხვა თქუეს საუბარი, არცა ერთი მართ სათქმელი. და ყუელა ომსა აპირობდეს, ვინცა იყო გულ-ფიცხელი.
კირჩხიბისა ჭანგს დაესხნა, ვერ დაუდგა ბნელი წინა, კით ამაღლდა გუნბათზედა, მასკვლავებსა მოეწყინა, და მთვარე გაჴდა შეჭირვებით, შუქი სრულად წააჴდინა.
საამ წადგა ორთავ შუა, დაიბრუნა ლახტის ტარი, იქით თუნდი გამოვიდა, შეკაზმული შესაზარი, და პილოტანსა დაუძახა: "დღეს მოყუასთა გნახოს მკუდარი!
ერანზედა მოვიყუანო ღვთის რისხვითა ავი დარი. მე შენ როგორ შეგარჩინო, - ძმა აქა მიც შენგან მკუდარი! და აწ უნახოთ ერთმანერთსა სიფიცხე და მკლავის ძალი".
ასე გაჴდა, ვითა ნავთი, ანთებულის ცეცხლისაგან. შეუძახა: "ბილწო დეუო, რას კარგს ელი ეტლისაგან, და რობინთანა შენც მიგიყუან, ფიცხლავ დაგცლი სულისაგან!.."
თუნდიმ უთხრა: "ნუ გგონია ცუდთა დეუთა ჩემი ომი: "თუ კაცი ხარ, - შემეჭიდე, სცან ძალი მაქუს, თუ რა ზომი?!" და საამ თქუა თუ: "დია ღმერთო!" - გარდამოჴდა ცხენსა მჯდომი.
მათი ხვნეშა ქუხილს გვანდა, მოხვეოდა სრულად ჯარნი. ოფლი ფერჴთა უსველებდა, პირსა ქაფი მონაყარნი. და ყუელამ თქუა თუ: "ვის უნახავს ძალით ასრე შესადარნი?!"
შეეხვეწა შემოქმედსა და დაიდვა მისი მცნება: "შენ დაიცევ ჩემი საამ, დეუსა რისხვით მიეც კლება, და მოერიოს, თუ არ გინდა ჩემი გვარით ამოგდება!"
მოწყალე-მოსამართლია, მტრისაგან არ აქუს ვნებანი, ილოცა დეუმან, დაიწყო ძალზედა მეტად კლებანი, და საამ მორია თუნდისა, იქნა მანუჩრის ნებანი.
საამ ადიდა უფალი ფალაურისა ენითა. აზიდა მაღლა, აიღო, დეუნი შეიქნენ წყენითა, და დასცა და თავი მოკუეთა, გორევდა სისხლთა დენითა.
გაიქცნეს და გარდიხვეწნეს, იტირეს და ივაგლახეს. ერანელნი წაეხვივნეს, - "ნუ გაუშვებთ!" - დაიძახეს. და დაჴოცეს და ამოსწყუიტეს, მათი მძორი ფეხით ლახეს.
შუა გაჭრილი ეყარა საამის მონაქნევითა, მათი ბარგი და აბჯარი ერანელთ დარჩა, ბზე ვითა. და მანუჩარს პირი შესცინის მანათობელსა, მზე ვითა.
ცხენსა არ შესვა, ქშევითი მას წინ მოგვარეს თრევითა, მანუჩარ ესე უბრძანა ტკბილისა ამოს ენითა, და უთხრა: "რა ვქენი შენზედა, ა დავაშავე, თქუა, რითა?!.
მისრეთისსა უკეთესსა დეუნი მოგცემდენ, თქუა, რითა?! ყათილს მივეც სრულ მისრეთი, შენ დარჩები ახლა რითა?!" და მერმე ბრძანა: "წაიყუანეთ, ეგ დაბეჭდეთ ბორკილითა!"
უთხრა: "გმირო, ამოსწყუიტე თურქისა და დეუისტანი, ჩუენ უშენოდ რას ვარგივართ, ანუ მე და ანუ სპანი?! - და რაცა სჯობდეს, - შენი იყოს, ბარგი დეუთა მიუტანი.
უბრძანა თუ: "რაც გინდოდეს, მთხოვე, - ყუელა შენ გაქონო!.." საამ მადლი გარდიხადა, წადგა ქუეყნის მოსაწონო, და მოახსენა: "ცოცხალი ვარ, ურჩი ყუელა დაგამონო!"
მოვიდა, შექმნა სიამე, იხარებს ალაღებული. საბოძვარითა აავსო, სრულად თავადთა კრებული. და სმიდეს და შეექცეოდეს იგი და მისი ხლებული!..
ბურთობდის და ნადირობდის, არ აკლია კარგი ზმანი. მუტრიბთა და მოშაითთა ყოლ დღე იყო ჩანგის კვრანი. და მჴეცნიც ასრე მოამშვიდა, მგელთა თანა სძოვდეს ცხვარნი.
ჴელ-მწიფემან საჩუქარი მას მიართვა დია მრავლად, საამ შას წინ წამოვიდა, მადლსა მის წინ გარდამჴდელად. და რაც გასმია, ესე იქმნა, სხვა გიამბო რაღა მრავლად?
რა მივიდა, ზაულელნი მიეგებნეს ფიცხლა კართა, მივიდა და სავარდეშიგ, ვით ჭანდარი, აემართა. და დაჯდა, შექნა ნადიმობა, რაც უნდოდა, დაემართა.
შორს გარდააგდო შამბშიგან არ თუ ძე, ვითა მტერია, ფაშკუნჯმა პოვა, გაზარდა, ღვთისა ბრძანება ერია, და ვირემდის ამას ჰპოებდა, ეს იქნა, რაცა სწერია.
ნაწილი მესამე როსტომიანი
შესავალი
ჰე შემოქმედო, ნუ წამწყმედ, დამჴსენ საჴმილთა ალია! თავი ეს არის როსტომთა, ბოლომდი ლექს-მრავალია, ქაიხოსრომდი გავლექსო, ღვთით ვიტყვი, რა სავალია... და ნეტარ რა გვიყო სპანდიატ სოფელი წარმავალია.
მიბრძანეთ, ფილასოფოსნო, განა სჯობს გვარსა ზრდილობა?! თქუენ შემახვეწეთ უფალსა, არ მიყოს ჭკუისა მცირობა, და გამომიჩნდების ლექსზედა აწ ჩემი გულმახვილობა.
დასაწყისი როსტომიანთა
იყო მანუჩარ ჴელ-მწიფე, გმირი და სახელიანი. საამ, ძე ნარიმანისი, მორჭმული, ნიმროზიანი; მას ჴელთა ჰქონდა ქალაქი ზაული სიმაგრიანი, და სხვა ძე არ ესვა შედეგად, ჭმუნვით ჯდა გულ-ნაღვლიანი.
დაორსულდა დედოფალი ტან-სარო და ვარდი პირად. პირად მზეა ლალის მსგავსი, თუ სთქუა, არის ედემს ზრდილად, და ედემია პირმეტყუელი, მულღაზარი, სიტყუა-ტკბილად.
შაქრად ისმის საუბარი: ჴმა სასმენლად ტკბილი არი; იადონი რომ ყიოდეს, სიტყუა მისი უამ არი. და გავს სამოთხით მონაბერსა, მუშკ-ამბრისა მოქრის ქარი.
ღმერთსა ესვენ მხიარულნი, შემოქმედსა მადლი მისცეს. ყმა-შვილისა ბოძებასა ზაულელნი ინატრიდეს: და ებატონოს ტახტ-გვირგვინსა, მამისებრივ გამოვიდეს.
პილოტანი და მნათობი, ვით მთვარე პირ-გავსებული. გვანდა პაპასა ნარიმანს თქუეს საფალავნოდ ქებული. და სტავრა-ოქროთა დარბაზი ჩნდა მზეებრ განბრწყინვებული.
თეთრი თმა ნახა დედამან, დაჭმუნდა, დანაღვლიანდა. საამ არ იცის, უხარის, ლხინითა განათლიანდა. და უნახავია კაცთაგან, რაცა მეჯლიში ქნიან და!
საამს შიშით ვერ გაანდო, დედა ლხინით იშლებოდა; მელნის ტბათა ნაგუბარი თვალთა ცრემლი იღვრებოდა. და ლალსა ფერი წაუვიდის, ბროლსა გული უჭკნებოდა.
გააპირა გამჟღავნება; მას უჩვენოს დედამ შვილი, ბრძანა: - რაინდ" მოიყუანეთ, - ერთგული და გავლენილი!" და მას გაანდო, ტირილითა ეუბნების შიშრეული!
თქუენვე ბრძანეთ, - საქმე ჩემი წაეკიდა სხვასა ვისცა?! რაინდ ვაჟის ასაკობა გაუშინჯა მუნვე მისცა, და მოეწონა საფალავნოდ, შემოქმედსა თაყუანი სცა.
ვაჟთა ღვთითა საფარველი აც ნიშანი სიკეთისა. თმა თუ თეთრი გამოსხმია, - ბრძანებაა განგებისა, და მადლი მასვე წადილი და მოსხმა თმისა სპეტაკისა.
მეშინიან, არ უნახავს, ამ საქმესა მოვახსენებ. თვითონ ნახოს შვილი მისი, მოვიყუან და მას უჩვენებ, და თმის სითეთრე პატივია ღვთისაგან, - მას გავაგონებ.
წავიდეთ, ნახეთ ძე თქუენი ღვთისაგან საფარვლიანი, - აწვე გავს დიდსა ნარიმანს შვენებით, ასაკიანი, და საამს იამა, ზე ადგა წასავლად პირ-ნათლიანი.
სირცხვილითა ვერა თქუა რა, წაუვიდა ფერი დიდ-ხა, მას პასუხი ვერა უთხრა, ფალავანმან რაცა ჰკითხა. და ვარდი ზაფრად შეიცვალა, ბროლ-ბალახში მოიკიცხა.
თვალ-შავი და პირ-წითელი თვითონ ნახა, რაცა სჭირდა. თმა-ბანბასა-გაპენტილსა ფალავანსა გაუკუირდა, და წყენისაგან უჭკოდ გაჴდა, გაგდებასა გაუპირდა.
ექვსასის წლისა კაცი ვარ, ჩემსა უბერე არისა. ღმერთს მოუკიცხავს, ნიშანი არა სძეს ნარიმანისა!" და ასრე დაჭმუნდა, ვითამცა ღვიძლ-გაპობილი არისა.
გორჯასპის და ნარიმანის, თქუი, სით არის ნათესავი? მართებს, აწვე დავიკარგო, ან მოვიკლა თვითონ თავი, და ვირემ სცნობდენ, მისცემია საამს შვილი, თმა-არშავი.
თვარა აწვე დავიკარგვი, გავცურდები შიგან ზღვასა. ორნი კაცნი შინაურნი მომისხენით, მივსცემ ყრმასა, და ტირის დედა ზაალისა, იდუმალად იტყუის "ვასა!"
მამამ მოაძრო აკვანსა ზაალ ღვთივ საფარვლიანი, მათ კაცთა კალთას ჩაუგდო, ვითა ვარდი და ია ი, და უბრძანა: - "საქმე დამალეთ, არ ვიყო აუგიანი!
ნუვის ეტყუით, ქალაქისა თქუენ სამზღვარი გაიარეთ. საუბარი არად უნდა, წაიყუანეთ, მალედ არეთ, და წყალს მიეცით მოსარჩობლად, ანუ შამბსა მიაბარეთ!"
კალთაშია გაიხვიეს გლახ-ყმაწვილი გულ-მღვიძარი. მას დღესა ვლეს საღამომდი, ისწრაფიან, ვითა ქარი. და გარდააგდე ზღვისა პირსა: გავს შემცოდე რისამ არი.
ქრმის შიშითა ვერას იტყუის, იძახოდა მალვით ვასა: "მიგცეს მჴეცთა შესაჭმელად, ვინ დაგიწყებს, შვილო, ზრდასა?!" და საამ ღმერთსა ეხვეწების, მან მიაპყრა პირი ცასა.
პატრონი გულის სიტყუათა, მპყრობელი, ჴმელთა მზღვარისა. შემწე და შემწყნარებელი ჩემი მრთლისა და მკუდარისა; და შენგან ვითხოვე ყრმა-შვილი მოცემად საბოძვარისა.
სევდა უფროსი მოსდევდა, ჭმუნვითა გავიყარენით, ამ საქმისაგან მიშველე და შენვე შეგვიწყალენით. და თუ იყო თესლი დევისა, ჩვე მისგან დაგვიფარენით!
მე თუცა უმეცარი ვარ, ვერა ვიქ, რაც გეწყინების: თავს ვერ გავიღებ უშენოდ, კაცთაგან არ გეგინების, და მოსავი მონდობილი ვარ: "- ეს ლოცვით მოგესმინების".
"ახლა რომე ყრმა მომეცა, მან გამჴადა შეჭირვებით; იყო რამე ეშმაკური, მტერთა ჩემთა გაცინებით. და ვერ ვიქნებით ნიმროზისტანს, ვერცა ერანს გაჩინებით.
თმა-სპეტაკი დაიბადოს, ვის უნახავს კაცს, - ეძებდეს! ანუ ბარტყი ფასკუნჯისა, არცა ლომის ლეკუი ყეფდეს, და მოახსენეს: "გონიერო, აწ იგი ქენ, რაცა სჯობდეს!
ნუ მოისვენებ ლოცვითა მადლისა მიცემისაგან. იგ ბედნიერი შობილი, რა უყავ ძე, დედისაგან? და მოიძულე და გააგდე?! რა ავი ნახე თმისაგან?!
ლომ-ვეფხნი და ზღვის ნიანგნი ჩვილს ძუძუსა აწოებდეს. შვილობისა სიყუარული ვინ დაბადა, მას აქებდეს, და ცის მფრინველნი სურვილითა მაღლა ბუდეს აიგებდეს.
გამაგრდებიან ფასკუნჯნი გარე მოიდგმენ ზღუდესა. თეთრი ზალდასტან გააგდეს ბალახთა, გააცუდესა; და გორვიდა ლეკუი ლომისა, მზის შუქთა დააჭმუნესა.
იპოვნა და მან წაიღო მართვეთათვის გასაძღობად ნება იყო განგებისა: მას უბოძა ძიძაობად, და პირ-აშკმული მჴართა ქვეშე შეუგორდა ბარტყთა თბობად.
პირსა სისხლი ჩასდიოდა, ზაალ იმით გაძღებოდა, ტახტად ქონდა ბუდე მისი, გლახ სიმურღი ძიძაობდა: და ვირემ ბარტყთა გააფრენდა, ამ წესითა იზრდებოდა.
გაივსო, ვითა მთიები, ცისკარსა ედარებოდა. ჴელთა ჴმარება შეეძლო, ადგის და იარებოდა, და ვითა გაუჩნდა გამზრდელად, ფასკუნჯსა ემოყურებოდა.
რა ჭამის, დაწვის, იძინის, ჭკუა შეესმოდის ყურითა. შეიტყო რომე არ იყო იგი მათებრი სჯულითა. და ზრო გაისინჯის, უბნობდის ენითა ფასკუნჯურითა.
მოეწყინის, დაშვრის მეტად, რა იგინი ამაღლდიან. მან მომართის ბუდესავე, ვეღარ ნახის, მოშორდიან. და მუნ სამყოფი გაიჩინა, სად პირველად იგი სხდიან.
ზედა ზაალ თამაშობდის, ლომივითა აგორვებდის; სადამდისცა მთელი ყუანდის, ამ წესითა ნავარდობდის, და ჭკუა ქონდა კაცობრივი: ვით წესია, ტყავს აძრობდის.
ნადირის ტყავი შეფშვნიტის, იყუის იმითა ბურვილი. შესცივდის, ქვეშე დაიგის, იყუის იმისთვის ურვილი. და გარე ფრთა ერჭვის ფასკუნჯთა, ქონდა მკობისა სურვილი.
თმანი კოჭთა უფარვიდის, ტან-საროა, ლომ-ნაკუეთი. მკლავ-მსხვილია, მკერდ-მყაფარი, კისერ-კოშკი გაუკუეთი, და საამს სჯობდა შვენებითა, არის პაპის მონაკუეთი.
თმა-უკანით უკუეგდო, ფრთა მორჭმული ეს რისხესა. თვალ-ნარგისი, მოცინარე, პირის სახე გავს მთვარესა, და ღაწვი ლალსა ელვარესა, იაგუნდსა მცინარესა.
ზაალდასტან დაინახეს საროსაებრ ტან-მაღალი, თეთრის თმითა დაბურვილი, პირად ვარდი, მზისა ალი. და ესე საქმე გაუკუირდა, საუბარი თქვეს მრავალი.
მიმავალი დაინახეს, მთისავ იყო სიარული: დაფრთხა, ვითა არ ენახა მისობასა კაცთა რჯული. და მუნ გავიდა მთისა წვერსა, იგ კლდე იყო უგზაული.
უძახდეს: "ღვთის მოყუარეო! ყივილით ეუბნებოდეს. ზაალს არ ესმის სიტყუანი, ვით კაცნი არა ხლდებოდეს, და ყოლე არ გასცა პასუხი, მდევარნი დაბრუნდებოდეს.
თავისა გზასა წავიდეს იგ კაცნი გაკუირვებულნი. ყოვლგან თქვეს ესე ამბავნი, სიზმრითა ვით ოცნებულნი; და აქ ნახა საამ ჩვენება საჩინოდ განცხადებულნი.
აქა საამ ფალავნის სიზმრის ზმანება
ერანით კაცი მოვიდა, მაშვრალი ცხენთა რბევითა. ფალავანთ თავო, ისმინე, ჩვენ გაგახაროთ ჰე ვითა: ღვთის ბრძანებითა, ძე შენი, პირად გავსილი, მზე ვითა. და ფასკუნჯთა გვერდით გაზრდილა ლომი, საროსა ხევითა.
ვითამცა ცხადად ყოფილა, ჴმა-მაღლად ეუბნებისა: სამახარობლო გვიბოძე, ჩვენგან რა გეთხოებისა, და აწ აღგისრულდა წადილი ღვთისაგან შენის ნებისა!..
დია სულთქმნა, შემოქმედსა მადლი კადრა, - რა მეოცა!.. ეს სიზმარი ცხადივ იყო, ტირილითა კულავ ილოცა: და შემცოდე ვარ, წყალობამან შენმან სრულად არ დაგვჴოცა!..
სრულ მოიჴმნო ფალავანნი, ყუელა დარბაზს შეიყარნეს, მათ უბრძანა ქვე დასხდომა, ხასნი მუნა დაიჯარნეს. და რა უამბო მათ სიზმარი, ვითა მცხადი გაეხარნეს.
საამს კადრეს: "ბოძებითა მისით ღმერთმან გასახელა! ედვა მისი საფარველი: უწყი ახლა, მან უშველა! და შენ აწყინე განგებასა ღმერთმან რისხვა დაგიძველა!"
მოახსენეს ნახვა მისი, იგ ზალდასტანს ვერ იცნობდეს, საამს დიდად გაეხარნეს, გულსა სვეტნი ანათობდეს; და მათ შესწირეს ღმერთსა მადლი, მხიარულნი ნადირობდეს.
რა გათენდა მათ ააბეს დროშა, ჟღერდა ყუირო-შტვირნი! პილოზედა გამოაბეს ბარგ-კარვები, სპილენძ-ჭურნი, და ოთხ-ათასნი კარგნი კაცნი წამოვიდეს მხიარულნი.
მიწისა პირსა ღებვიდეს, მჴეცი მოკლიან ყორითა. მის მთისა ძირსა მივიდეს, ჰგავს ცათა შენასწორითა!.. და შემოზღუდვილი კლდეთაგა, არ აგებია ყორითა.
კლდის თავსა იდგენ დარბაზნი, ნაგებნი სიმურღისანი, ტურფვად ნაგებნი, მაღალნი, ვით დიდის ჴელ-მწიფისანი. და გვერც წყარო გამოსდიოდის, სურნელნი ვარდის წყლისანი.
თვალნი ქონდეს, მას უნდოდა, დაენახა რომ ზაალი, მთასა გარე შემოუვლეს, გზა ვერ პოვეს შესავალი, და ჴელი, პირი დაიბანა, ლოცვად დადგა გულ-მხურვალი.
მზე, მთვარე, ცა და ქუეყანა არს წყალობითა შენითა!.. შემინდევ მე, ბრძანებისა რაც შეცილება ვქენითა! და ტკბილად მომხედენ, ნუ მომკლავ ამისთანითა ენითა!
შენ ფასკუნჯთა შეავედრე საფარველით და არული; მივეც მჴეცთა შესაჭმელად, იყო ველთა გაგდებული! და მე მოვკალ და მოვიძულე, არის შენგან დარჩენილი!..
ჩრდილმან დაფარა იგი მთა: გავს, მზეა შუქ-დაფარული! საამ და მისნი ლაშქარნი უჭვრეტენ დაკუირვებული. და მან, ვითა კაცმან, დახედნა, სად ბუდე იყო გებული.
"ძე დიდის ნარიმანისი საამ ზის ცრემლთა დენითა, ტახტოსან-გვირგვინოსანი ნიმროზს ზის შუქთა ფენითა, და მისი შვილი ხარ, იხარებს ზაულისტანი შენითა!
აქამდი იყო წადილი შენი აქ ყოფნა ღვთისაგან: ზის შეჭირვებით მას აქეთ შენისა გაგდებისაგან, და მას ბევრი ჭირი უნახავს შენისა გლახ ძებნისაგან!.
საქმე კეთილად მოჴდება, კარგად იქმნები ნებითა, ზაულისტანის პატრონად, ნიმროზს დაჯდები ქებითა; და პატრონად უნდი, შენ მოგცემს ტახტსა, გვირგვინსა ნებითა!
შვილთა გვერდით გაგიზრდივარ, არ მკლებია მე საჭმელი; ეს სამყოფი მირჩევია, რომე მომცენ სრულად ჴმელი. და ტახტ-გვირგვინი-ფრთეთა ჩრდილი, არის ჩემი მარჩენელი!"
დაგიცვა, შენი შენახვა იყო მისისა ნებისა; მამასა მიგგვრი, შეგვედრებ, ზალდასტანს ეუბნებისა, და ღმერთმან მაგონა, მე მოგცემ, არსებით ვინ იქნებისა!"
ერანელთ შარიართაგან პატივით შეწყალებული, ნიმროზის ზურგი მტერთათვის შენ ზღუდე-გამაგრებული. და დაგეჭირების, გიშველი, მოვალ გულ-გაჴურვებული.
იგ დაწვი, მოგცემ ნაკრტენსა, შევიტყობ, დაგეჭირების. ფიცხლად წამოვალ, ქარულა, მუ მოსვლა არ მეჭირების, და აქავ მოგიყუან, არა ვიქ, შენ რაცა არ გეღირების!
აღფრინდა და აიყუანა იგი მაღლა მან ჰაერთა ფალავანთა ნათესავი, თმა სპეტაკი სარო ველთა, და ფრთა მორჭმული, ტყავი ეცვა ლომ-ნაკუეთსა პილოს წელთა.
ღმერთს ადიდებდეს ყოველნი, - "ვართ შენგან დაბადებულნი!" სიმურღი დაჯდა. ზალდასტა წამოდგა, სარო ხებული, და პირად მნათობი, თმა-თეთრი, ღაწვ-ლალი, გაწითლებული.
ყელ-მსხვილია, ვითა მამა, ნარიმანის მონაკუეთი. საამ სიმურღს ეთაყუანა, მას მორჩილობს ქვაბულეთი. და სპანი ღმერთსა ადიდებდენ, რა გმსახურეთ ჩვენ ასეთი?!"
ღმერთმან ეგრე შენ დაგლოცოს, ვითა მე შენ გამასარე, ვითა დამჴსენ შეჭირვებას, განმინათლე ცნობა-არე. და შენ დაგლოცავ კურთხევითა, ვარ ამისი მოუბარე!
შენ ასეთი ზურგი ყავხარ, გამოუჩნდი ზაალს მზრდელი". ლაშქარნიცა დალოცვიდეს, ღვთის წინაშე ცრემლთა მღვრელი. და მერე საამ მჴარს აკოცა, გარდაავლო ფრთასა ჴელი.
ვაშად გნახე, განგებამან, შვილო, ესე რა მაოცნა. სჯულ-წმიდაო, ღვთის წინაშე მან სიტყვანი გააოცნა, და ტახტ-გვირგვინის შესაფერო თვალთა ცრემლნი მოიჴოცნა.
მოიღეს ტანისამოსი მათ, ქუდი გოარიანი. შემოსეს, მოგვი ჩააცვეს, დგას ოქროს სარტყელიანი. და თმანი უკანა შვენოდეს მრავალ-კეც საგდებლიანი.
ღაწვთა შვენიან ნარგისნი, მზის შუქი გაუფერულდა!.. ნახა ზაალის შვენება, ფასკუნჯი გამხიარულდა, და მარჯვენე მხარი გაშალა, ფრთე მოიგლიჯა ფარულდა.
დაგეჭიროს, ფიცხლად დაწვი, შემომივა სიცხე გულად; შენ მოგმართებ, რა შევიტყობ, მე წამოვალ, ფიცხლა შველად, და უსათუოდ მოგესწრები, მოგედები ცეცხლებრ ველად!"
ტირის გაყრა ეძნელების, გონება აქუს მას კაცური, მას სიმურღმან უთხრა რამე საუბარი მუნებური: და "ნუ სტირ, გული დაიწყნარე, ტახტი გიჯობს საქებური!"
გვერცა უზის მამა მისი, ზაულელნი ეთაყუანეს; მადლი კადრეს შემოქმედსა, მხიარულთა პური ჭამეს, და სანოვაგე მრავალ-ფერი ოქროს ტაბკით მოიტანეს.
ღვინო ოქროსა კოკითა, იაგუნდისა თასითა, ისწავლა ჭამა კაცური, არ საუბრითა ასითა. და შეიგნო საქმე კაცური: ჴორცსა სჭრის იგ ალმასითა.
ტახტი დადგეს პილოზედა, იზახოდა მაღლად ნობა! მხიარულნი გაემართნეს, გზა-გზა იწყეს ნადირობა, და მჴეცი ნახეს, თუ მფრინველი არ ძალ-ედვა გარდასწრობა.
ზაალ იგონებს ქნა მართებს, ნადირი რა მოკლიანა, მამისა მშვილდსა მოზიდა, ყოლე არ ეძალიანა. და სროლა დაიწყო ისრისა, მჭვრეტელნი შენატრიანა!
ზაალის დედას წინაშე გაგზავნა მახარობელი. საამ შესთვალა: "ნუ სჭმუნავ, მზე ჴმელთა მანათობელი, და ნუღარ მემდურვი, მოგგვარე სევდისა დამადნობელი!
ვპოვე ჩემგან დაკარგული, ფასკუნჯისა განაძღომი. ვითა გმართებს, დაემზადე, დამხუდი, მზეო, ტახტსა მჯდომი, და შენ დაჰკაზმე დარბაზები, გაგვინათლდა ცათა ჴომი!"
მას კაცს მისცა საბოძვარი, მრავალ-ფერსა მოსდა ტანსა, იაგუნდით პირს უტენდა და ჴელით ჰკრეფს ყირმიზს ლალსა, და ესე საქმე გამოცხადდა, ყუელას ესმა ზაულელსა.
ჩამოჴდეს და თაყუანს სცემდეს, დალოციან მას, აქებდეს. მუშკ-ამბარი გარდაყარეს, წამოვიდეს, ცხენთა შესხდეს, და რა მოვიდეს ქალაქშიგა, აყრიდიან ლალსა, კრეფდეს!
პირ-მზე დედა მოეგება, ვითა სარო, მოეხვივნეს; თვალთა, პირთა გარდაკოცნა, სევდა გაქრა, ჭირთა ივნეს, და იგ აყუავდა, ვითა ვარდი, ედემს შუქნი მოეფინეს!
ფალავანნი და ხადუმნი საყუირით, გვირგვინოსანნი, არიფნი წინა მიუდგეს, სხდეს მომღერალნი ჴმოსანნი, და ბერძულის ხარის კაბებით მონები, ზარქაშოსანნი.
ესე საქმე ჴელ-მწიფესა მასუჩარსცა მოახსენეს: საამს" შვილი მისცემია, გასაგდებლად წაიყუანეს, და როდეს იშვა, მასვე ჟამსა თმა ბამბასა დაუგვანეს.
ტან-საროა, ლომ-ნაკუეთი, იკუირვებდენ სიკეთესა. კაცთა ენა არ შეესმის, პირ-გავსილი გავს მთვარესა"!.. და მანუჩარსცა გაეხარნეს, ბრძანა: "მივხუდი სიამესა!..
თუ მისი შვილი მასა გავს, დღეს ტახტი ამაღლებულა, ერანის ტახტოსანთათვის საწუთრო განათლებულა, და ვისაც უყვარვარ, იამოს... ორგულნი შეძრწუნებულა!"
დიდი საამ მოიკითხე, ჩუენ მაგიერ ეთაყუანე, შვილის პოვნა მიულოცე, ღმერთსა მადლი, მასვე ჰმონე, და ჩუენცა ვნახოთ ფალავანი. მოდი, თანა მოიტანე!
ლაშქარნიცა შეისწავლოს, ჩუენნი მჭვრეტნი დავაკუირვოთ, ჩუენ შევმზადოთ მათი საქმე, მეტად კარგად დავიურვოთ. და ლხინი ვნახოთ, ვიალერსოთ, მტერი ყუელგან გავაცვიფროთ".
საჴელმწიფო ტახტ-გვირგვინი, წინა დროშა გაიძღვანა, ზაულისტანს მიეწურა, ნადირსა ჴოცს თანის თანა. და საამს კადრეს: ნავზარ" მოვა, მანუჩარის ძე, შენთანა!"
ნავზარს, ძესა მეფისასა, ფიცხლავ წინა მიეგებნეს, მათი ნახვა გაეხარნეს, ერთმანეთსა ეთაყუანეს, და გვანან ალვათ მოჭდობილთა, ვარდნი ერთად ააყუავნეს.
"ძე მოგცემია, იმისთვის ვარ დიდად გახარებული!" ზაალ მოსწონდა თავადთა, უჭურეტენ გაკუირვებული. და საამს ულოცვენ პოვნასა, დგანან პირ-განათლებული!
სტავრით დაფარეს დარბაზი, ტახტს დასხდეს შეუპოვარსა. ერანელ-ზაულისტნელნი ღვინოსა სმენ ხოშ-გუარსა, და წინ მეჩანგენი უსხედან, ირჩევდეს შესაგუარსა.
მრავალი სტავრა ჩინური, საჩინო სახელიანი. თავადთა უძღვნა ტაიჭნი ოქროსა პირ-ლაგმიანი, და მეხუთეს დღესა წავიდეს ნუზლიან-საჩუქრიანი.
ძღვენი შეკრა საჴელ-მწიფო, მანუჩარის საკადრისი. მიეწურნეს, მოეგება წინა მეფე, ვითა თვისი. და შორიდაღმა ეთაყუანა ზაალ, შვილი საამისი.
ჴელ-მწიფეცა გარდაუჴდა, ფალავანი მოიკითხა, შვილის პოვნა მიულოცა, - ჩვენი მტერი მოიკიცხა! და ზაალ ერთობ მოეწონა, სხვა მის მეტი არა კითხა.
ალვას აკმევდეს. ჴელთ ქონდათ ოქროსა მუჯამარები, ოქროს სარტყლითა მოსილნი იმღერდეს მეჯუფთარები, და სტვირ-ნაღარისა ჴმისაგან, ყურო, რად მოიჴმარები?!
მეფე დაჯდა ტახტთა ზედა, იზახოდა მაღლად ნობა; საამ გვერდსა გარდიწვია, შეშვენოდა ჯომარდობა! და მერმე ზაალ შეიყუანეს, მოსწონს მისი თვალადობა!
ასაკობა გაუსინჯა, შემოქმედსა მადლი მისცა, ნაძლევი ვარ, ამისებრივ ფალავანი ყუანდეს ვისცა!.. და მოიტანა ზროხის სახე, ოქროს ლახტი ჴელთა მისცა.
რაც ერჩივნოს, მას იქმოდეს, გააგონებთ ნურვინ ავსა; გიყუარდეს და ე გერჩივნო ყოველსავე სანახავსა, და აც ნიშანი სიკეთისა, არ უპირობს მტერთა ზავსა.
მერმე ჰკითხა საფაჰდარსა საქმე მისის გაგდებისა; საამ წვრილად მოახსენა პოვნა ახლის ფალავნისა, და რაცა ზაალს გარდაჴდოდა, უკუირს გაზრდა სიმურღისა.
ბრძანა: "მოიღეთ სტროლაბი; მოაბადთ ეუბნებისა: თუ რას ბედისა იქნების, ან ვითა რა მოჴდებისა?! და საეტლოშიგა ჩავხედოთ, ვცნათ, თუ რა გარდაჴდებისა?
ზაალ შვილი ფალავნისა, მამისაგან გაგდებული, ერანელთა მცველი იყოს, ტახტის ზურგი წელ-შერტყმული, და შვილი მიხუდეს, მოგემატოს შენ დიდება მისგან სრული!
მას დევ-ქაჯნი ვერ დაუდგამს, ნიანგნი და უზაბარი. მათ იცოცხლონ დიდი ხანი, წაცაუღონ მტერთა ზღვარი. და იგ მებრძოლმა ვერ დაღალოს, ანდამატი ვითა მყარი!"
ტანს მოაბადნი დამოსნა, აჩუქა ოქრო მილითა. მე რმე მოჰკაზმა ზალდასტა წესითა, ვითა შვილითა, და თავსა დაარქო გვირგვინი, საამ აავსო ლხინითა!
მერმე დაჰკაზმნეს ტაიჭნი ოქროსა უნაგრებითა, ჯორი დაღული, აბჯარი, ხაფთანი ბარგისტნებითა. და სრულა აივსო ლაშქარი ინდოურისა ჴრმლებითა.
ნასყიდი მონა - ყუელაი, ოქროსა ტან-სარტყლიანი, (!?) ქოს-ნაღარითა, დროშითა დაჰკაზმნა ტან-ნაკუთიანი, და ზალდასტანს მისცა ყუელაი სავსენი საჩუქრიანი.
დუმბულისტნელ-ბუხტ-ინდონი სამამულედ ზღვის პირითა, ჯან-სამისურ ფერჴზედ ადგა, ჴელ-მწიფესა ჰკადრა ვითა, და სჯულ-წმიდაო, საქმე შენი, ჴმელთ ანათობს მზის შუქითა!
სხვა თქუენი სწორი ჴელ-მწიფე ჴმელზედ არ დაბადებულა! ჭკუა-მამაცობით, შვენებით თქუენებრ არავინ ქებულა, და სხდეს მოსვენებით. სიამით... ქუეყანა დაწყნარებულა!..
სადამდის კაცნი ცოცხალან, ვერავინ გედარებისა; ტასტისა ფერჴსა აკოცა საამ, შინ ეთხოებისა, და შინ წამოვიდა ლომ-გული, ქოსი პილოსა ებისა.
გულ-მხიარულნი მიდია იგი და მისნი ყმანია. ზაულს მივიდეს, მოჰკაზმეს დარბაზი, ტახტი, სრანია. და ზალდასტან გვანდა პილოსა, მუშკ-ამბარ-ვერცხლიანია.
წინ მოეგებნეს პატრონსა, ჩანგსა, ბარბითსა ჰკვრიდესა, თავსა ოქროსა, ამბარსა და მუშკსა გარდაჰყრიდესა, და დასხდეს ოქროსა ტახტზედა, ღმერთს მადლსა შესწირვიდესა!
დიდით ძღვნითა წამოვიდნეს, ბარგი მძიმედ აეკიდა; შინაურნი გააგება, თავადები შემოვიდა, და თაყუანსა სცემს ყუელა საამს, მერმე ზაალს დალოცვიდა.
შეწყნარებულო ღვთისაგან და დიდის ჴელ-მწიფისაგან, დღეგრძელად სუფევ ტახტზედა დიდისა დიდებისაგან, და გულმხიარულად ვიქნებით შენისა ჩვენ ჭვრეტისაგან!
თაყუანსა სცემდეს, მოვიდა მუნ ჯარი თემ-თემისაგან: რაც სიგლით ქონდა ზალდასტანს მანუჩარ ჴელ-მწიფისაგან; და მათაც დალოცეს, ერთს თვესა ლხინი აქუსთ ნადიმისაგან.
ან რაცა ყუანდა, ან ქონდა გმირისა მას მამისაგან, ყუელა გაუყო ლაშქართა, მოსწონდათ სიუხვისაგან. და ზოგთა მამული უბოძის, ვით ჴამდა პატრონისაგან.
მან აავსნა საბოძვრითა შორს მყოფნიცა - დალოცვიდეს! აქებდეს და ყოვლი კაცი საამს ზაალს ულოცვიდეს, და ლხინობდეს და ნადირობდეს, საწუთროსა ჴელსა ყრიდეს.
იხმნა სპანი და თავადნი, ვინც უფრო მეცნიერია, რაცა ეწერა, უანბო, თქუა: "ჩვენგან დასაჯერია, და ჩვენ მაზანდარას მივმართოთ, რაცა ჴელმწიფის ერია.
თუმცა დიდით ჭეუნვით სავსე ჩემი გული წაეგების, მე რაცა ვქმენ, თქუენცა იცით, მეცნიერთა ეძაგების! და სიბერის ჟამს შვილი მამცა, ღმერთსა ვმადლობ, თუ რა ჴდების.
ღმერთი ფარვიდა, ვერ ვიცან, ჩემისა სირეგვნისაგან: მას მოევლინა ფასკუნჯი დიდისა განგებისაგან, და მისთა ბარტყთანა გაზარდა ტან-სარო, მჯობი მზისაგან!..
იგ ბედნიერმა ფასკუნჯმა გაზარდა მოწონებული; აწ მოწიფული მიბოძა მე ღმერთმან შეწყალებული, და ფასკუნჯის ენა ასწავლა, არ კაცთა მოწონებული.
რა გასინჯა ჴელ-მწიფემან - აც ნიშანი სიკეთითა, შეიწყალა შარიერმა, თქუა შენახვა პატივითა: და "შენ გევედროს, გეხვეწები, ვირ მოვბრუნდე ლაშქრობითა.
ვინცა თქუენს წინა იქნების, მას არა დააკლდებისა. მერე ზალდასტან მოიჴმო, ასწავლა, რაცა ჴდებისა: და სპაზედ გასცემდი, ლხინობდი, ნურა ნუ გეჯავრებისა.
ზაალს ეს უთხრა მამამან, თვალთ ცრემლი ედინებისა, ჰკადრა: "უთქუენოდ დამაგდებ, მე სული ამომჴდებისა, და აქამდის ვიყავ გაგდებით, აწ აღარ მეთმინებისა.
დედის მუცლითგან შემცოდე, ჩემს მეტი ვინ იქნებისა?! თუ რამ გაწყინეთ, მიყავით მუქაფა შეცოდებისა, და აქამდის მზარდეს მფრინველთა, აწ გახლდე, მენატრებისა.
გვერც გახლდე, პირსა გიჭვრეტდე, მე მენატრების აგია. ნუ მომაგონებ გამზრდელსა: მის მეტი რამც მომიგია, და მძორსა მაჭმევდა, სისხლს ვსვემდი, ქუეშ ნადირთ ტყავი მიგია.
კვლა და კვლაცა მაქვს სასჯელი, ამისთვის შევჭირვებულვარ; ვარდისა ნაცვლად მე თურმე ეკალთა დავჭიდებულვარ, და მას ღმერთსა რასთვისღა ვჰკადრებ, რომლისგან დავბადებულვარ?!"
უბრძანა თუ: "ყუელას გიზამ, რაცა შენსა გულსა არი, ეს მასმია მე ბრძენთაგან, მეცნიერი ვინცა არი: და ამ ზაულით დაიმონო ტახტ-გვირგვინი სპათა ჯარი!..
ლაშქართა საფაჰდარობა და მტერთა ძლევა სვისაგან. ყოველს სულზედა გასცემდი, აავსე სიუხვისაგან, და განგება არ შეიცვლების, კარგად იქნება ჭკუისაგან.
ნადირობდი და იშვებდი, საქმე ქენ სიუხვისაო, ლაშქართა მოიმადლებდი, კლიტე გაქუს ზარდახშისაო; და მოფინე კარგი სახელი, მნათობო ჴმელეთისაო!
ბარგ-კარვები გამოიღეს, სამძიმარსა გამოზიდა. ჰკრეს ქოსსა და ნაღარასა ყუირო-სტვირი მაღლად ყვირდა, და მუნ დაკაზმეს ჯორ-აქლემი, თვალ-გოარი ყუელას ჰკიდა.
მაზანდარა ქარქისტნისა ამოსაწყუეტლად წავიდა, თქუა: "ამოვსწყუიტო, დავჴოცო, დღე დაუყენო შავი და, და მზე დაუბნელო ნათელი, არ გაუპირო ზავი და!
ლაშქართა მაშვენებელი ტანი მიუგავს საროსა, გავს სამოთხისა ყუავილსა და ვარდთა მოცინაროსა; და სვე მისი უქეს ლაშქართა ეტლისა დასაგვაროსა.
"ლაშქართა ზედა გასცემდი, იმით იქ რაზმთა წყობასა, უხვად გასცემდი ლაშქარნი იქმონან შენსა ყმობასა". და ერთგან დასხდიან, ასწავლის იგ შვილსა კაცთა ცნობასა.
"ღმერთიმცა შენი მწე არის, წმიდამცა (!?) იქნებ რჯულითა!.." ფალავანს რაინდს შეჰვედრა: "ნათლად ამყოფე სულითა, და თქუენ გაუნათლეთ დარბაზი ტახტითა მოკაზმულითა!"
ეს ზაულილსტანს მოვიდა, დაიწყეს დიდი ლხინია. მოფინა ზაალ სახელი, გაითქუა გმირთა-გმირია, და ნადიმობდის და უხვობდის, აქებდის ყოვლი პირია!
სამართლითა იქცეოდა, ყოვლი სული მას ლოცვიდა. ეს სიკეთე ვისაც ესმა, აქებდა და მას ნატრიდა. და შეუყუარდა ყუელაკასა, მტერი არსით არა კუირდა.
თავადთა სახელდებულთა, ლაშქართა წვევა ბრძანაო. წიგნი გასწერეს, მოვიდა სპა ჯარი ყოვლითგანაო. და ზღვისა ქვიშისა ოდენი ლაშქარი შეიყარაო.
ბერი არის, თუ ყმაწვილი, გაჩვენებით ყველა მოვა. ცხენ აბჯართა დაკაზმული, დროშიანი რაც იშოვა, და ნაღარითა, ბარგ-კარვითა, ფალავნები ბევრი მოვა.
მათს სიმრავლესა გაკუირდეს, მწიგნობართ იწყეს წერაო. ზალდასტანისკენ დაიწყე გასაჩვენებლად დენაო. და დათვალეს სრულა ლაშქარი, მწერალს დაუშვრა ენაო.
თავადთა ფალავანთზედა მან გასცა საბოძვარია. მოიღეს ქუდი, სარტყელი, ოქროს ლაგმითა ცხენია. და აუვსებელნი არ მორჩნეს ყმაწვილი, არცა ბერია.
სრულ აავსო ყველაყაი, გვანდა არის მონაბუქად! გაზაფხულის ღრუბელსა ჰგავს, სიუხვე ვთქუა არ სუბუქად. და მხიარულნი იცინოდეს, არვინ იყო კაცი ქუშად.
სრა-ფარდაგები გაიღეს, რაცა კულავ ველთა ფენოდა, რაც შარიერსა ებოძა მონები სასახელოდა. და სტვირი, ქოსი და ნაღარა, ნაფირი - მაღლად ყუიროდა.
ეკალმუხსა გავს ქუეყანა და აბანოზსა ფერითა, ქორ-შავარდენი, ავაზა, ვერვინ დათვალოს ენითა! და მათ ამოსწყუიტეს ნადირი ისრითა სისხლთა მღვრელითა.
ავაზა-ქორ-შავარდნითა, ფრინველ-ნადირთა სვრიდესა. მათ მხიარულთა კარავნი დადგიან, ამოდ ზმიდესა, და ჩანგსა, ბარბითსა ჰკურიდიან, ხოშგოურს ღვინოს სმიდესა.
ზაალის მისვლა შეიგნა, აყუავდა, ვითა იანი. ძღვენი და ნუზლი აჰკიდა, უჩინა კაცი ჭკუიანი, და მან მუნებურნი თავადნიიახ ლნა, მათკენ დიანი.
ცხენიდამ მერაბ გარდაჴდა და სრული მისნი სპანია. მათ ერთმანეთსა აკოცეს, სალამად დგანან სხვანია, და კარავთა შიგა შევიდეს, ვით მოყუარულნი ძმანია.
გვირგვინი. ოქრო, გოარი, იმათი შესაფერია, არ ითქმის კაცთა ენითა, სიმრავლე თუ რაზდენია!.. და თვალ-მარგალიტი, გოარი, ოქროს ტაბაკთა ფენია.
მოასხეს ჯორი, აქლემი, რაც უფრო იყო მალები; დიადი ცხვარი და ზროხა, კაცთაგან დაუთვალები! და ზალდასტანს უძღვნეს, მადლს იჴდის: - "პირ-დაღმა დავემყარები!"
თქუა: "ფალავანი ახალი ამას ვერვინ სჯობს ჭკუითაო, აც საფარველი ღ(ვ)თისაგან, სავსეა, ვიცი, სვითაო, და მერმე დაიდვეს ნადიმი, ლხინი დაიწყეს სმითაო!"
მრავალი მგბარი ხარშული, სანუკარს ვერ დასთვლიდესა, იაგუნდისა კოკითა ლალის ფერს ღვინოს სმიდესა, და ამოსა ჴმასა იტყოდეს, ჩანგის ძალს წამოზიდესა.
მრავლითა სმითა მისჭირდათ, ერთობ დაითვრნეს ღვინითა. თავ-თავის სადგომს მიმართეს, დაწვნეს, იშვებენ ძილითა. და დღე რა გათენდა, აცადგეს, ამოდ უბნობდეს პირითა.
ზაალ ადგა ძილისაგან, მისი ქება ვერა ვთქუენა. ტანს ჩაიცვა საჴელ-მწიფო, მოიმატა შუქთა ფენა, და მერაბსთანა ნადიმობდის, გაახშირის სმა და მღერა.
პირად მზე, მკერდ-მკლავიანი, ლაშქართ აშვენებს, მზე ვითა!.. თვალბ-წარბ-გიშერი, ღაწვ-ლალი, მარგალიტ-სიტყუა ფრქვევითა; და რა იგი ნახეს მნათობთა, იგინი გაჴდენ ლევითა.
თქუა: ერანელთში" ვერ ვნახე მისებრივ მოწიფულობა!" ზაალ იკადრა სალამი, მოსწონს ტანისა სრულობა, და ტახტს გარდიწვია, სად უფრო სტავრითა მოკაზმულობა.
მერაბ ერთობ შეეკვეთა, ეჭკუიანა, მოსწონს ზმითა! ერთმან ერთსა შეხედია მათ თვალითა საყუარლითა, და მათ გამზრდელი რაინდ ახლავს მკერდ-მკლავითა ფალავნითა.
რა მაზანდარას წავიდა, მას შეავედრა შვილია. ტკბილად უჭვრეტდა თვალითა, - მერაბის შესწავლილია. და ზალდასტანს რაინდ ჰკითხევდა, უსმენდა გმირთა გმირია.
საყუარელია, ჭკუიანი, ნათლადამც არის სულითა!.. მას რაცა უნდა, მივართვამ, საჭურჭლე-საგანძურითა, და რა შევისწავლე, შემყუარდა ზროითა ფალავნურითა,
იაგუნდისა თასითა სმიდეს წითელსა ღვინოსა, შუქი ემატა ორთავე ბროლისა ღაწვს უჩრდილოსა, და ზაალს და მერაბს აქებდეს, თქუეს: "მუშტით მოკვლენ სპილოსა.
შენ, ჯომარდო ფალავანო, რაცა გინდა, მოგახსენო!.. შენთვის არცა სულნი მშურან, რა გმსახურო, ბრძანე თქუენო!" და მერაბ მადლი გარდიჴადა: "რა გმსახურე, ბრძენთა ბრძენო?.."
"ახალი მოწიფული ხარ, მოწონებული, სვიანი, საწუთომც იქს შენს ნებასა, რომ იყო დოვლათიანი! და მე არ მაკლია ქონება: ტახტი მაქუს, ვზივარ ყმიანი.
ფერჴი დადგი შვენიარი, ჩემი სახლი დააშვენე: ბრძანე ჩემსა სამყოფშიგა გული ჩემი გაათენე, და მრავალს გოარს მირჩევნია, დააშვენე ჩემი არე!..
ფალავანო, მირჩევია, შეისწავლი ჩემსა თემსა". ზაალ უთხრა: "მიამების თქუენსა ყოფნა, მოსვლა შენსა!.. და სიხარბესა დამიზრახვენ, მე საქმესა ვსინჯავ ჩემსა.
ფალავანთ ზურგსა ლომ-გულსა აგრევე მამა-ჩემსაო, მიზრახონ: "სმა-ჭამისათვის მოშორდა მისსა თემსაო!" და თქუან: "არ მართებდა მუნწასვლა, ტახტ-ქალაქისა მცველსაო!"
შინ დაეთხოვნეს, "წავალთო!" მერაბ და ვინცა ხლებოდა. ზაალ მოიღო მრავალი, რაც უკეთესი სდებოდა, და მერაბ და სულ მისნი სპანი პირთამდის აივსებოდა.
ოქროთა აკაზმულითა ტაიჭთა ჴელი ჰკიდესა; მერაბ და სპანი აავსნა, ზალდასტანს დალოცვიდესა; და წავიდეს გულ-მხიარულნი, ზაულისაკენ ვლიდესა.
ასაკობასა, მკერდ-მკლავსა მერაბს უქებდეს პირითა!.. თვალად და ტანად აქებდეს, თქუეს: "ვერვინ სჯობსო იმითა, და ჴელ-მწიფის ყოფა-ქცევითა!.. "მისი სიკეთე ვთქუა ვითა?!.
აქა დარამ ფალავანისაგან მერაბის ასულის
დარამ თქუა: მერაბს" წინაშე ვერა ვთქუი ქება ქალისა, მით რომე ეგონებოდა თხოვნა მის ბროლ-ფიქალისა. მერაბს უთქს ცოლი ლამაზი, მართ მზისა დასაგვანისა. და მასთანა ქალი კეკლუცი, შვენებით მსგავსი მთვარისა!
სამოთხის წყლითა ნარწყავსა ტანი მიუგავს საროსა, პირი გავსილსა მთვარესა, მართ მზისა მეჯუფთაროსა, და თვალნი მელნისა მორევსა, მართ ცისკრად დასადაროსა!..
წამწამი წმინდად გათლილსა ეკალ-მუხისა ისარსა, ის დასწვავს მისთა მჭვრეტელთა, ვინ დაუდგების მის ალსა! და თმა საგდებელსა ნაგრეხსა, გიშრითა დანაფიცარსა!..
ბაგენი სამოთხეს უგავს, თუ სთქვა: "ელვარე მზე არი!" კბილნი მარგალიტს წყობილსა, ძოწსა, აყიყსა ზიარი, და ვინც იმის შეყრას ეღირსოს, ვეჭობ, არ მიჴვდეს ზიანი!
ვით ზოალი და მარიხი წმიდასა ცასა შვენიან!.. მისი სახე და სიტურფე ბასტანელთ ვერ დასწერიან!.. და მისებრი ტურფა მნათობი არცა ვის ამბად სმენიან!
ჴმა-ტკბილი, სიტყუა-ნარნარი მისებრი ვინ იშოების?! მზე ბანოვანთა თავადი მჭვრეტელთა გულსა მოების! და მაღრიბით მაშრიყამდისინ, ზღვით ცის კიდემდის იქების!
ღირსნი იმისის ნახვისა იშვებენ მისნი მხლებელი, მისთა მჭვრეტელთა საჴმილი, ცეცხლი დაევსოს მგზებელი, და ვინც ახლავს, სიხარული აქუს, გაუნათლდების დღე ბნელი!.."
დარამს უბრძანა უთუოდ ცეცხლმა დამიწყო დებაო. მერაბს ყავს ქალი ლამაზი, მინდა როდამის ხლებაო, და ჩემს მეტმან ვერვინ შეირთის, თუ იყოს ღ(ვ)თისა ნებაო.
მათსა ასულსაც მართებდა უკლები იყოს ზნითაო! ზალდასტანს მიჯნურობითა ცეცხლი მოეგზნო წვითაო, და მას აღარ უნდა სმა-ჭამა, სიმღერა ჩანგის კვრითაო.
დაწვის, ძილი არა ქონდის, სურვილითა ცრემლსა ღურიდა, მერაბ შინა რა მივიდა, მხიარული კარგა ზმიდა, და მას ტურფანი დარბაზნი აქუს, ბანის ბანსა ვინ დასთვლიდა?
აგრევე ბანოვანთ თავი, როდამის ქება ვთქუა ვითა! სავარდეს გარეთ ზღუდეა, მაღლად მოვლიდა, კლდე ვითა, და მას კარნი ებნეს მაგარნი, წყარო დის, სამოთხე ვითა.
ნარინჯ-თურინჯნი, ნარგისნი, იშოებოდეს იანი, მრავლად დგას ვარდი და ვაშლი, წყარონი გარე დიანი, და მუნ ავზი იყო ოქროსი, ვით ლომი, შექნილიანი.
მუნ ცუდ-მაშვრალი ბრუნევდის, ვარდი, ნარგისი ცვიოდა, მუშკთა აკმევდა, ამოთა სულნელთა სული დიოდა, და პირ-მთვარესთანა მერაბ ჯდა, სავარდეს ლხინსა ყიოდა.
პირ-მზეს ქალსა ჴელი მიჰყო, ელვარესა ღაწვს კოცნიდა. მან დალოცა, ვით მართებდა, საყუარლად და კარგად ზმიდა; და მოშურნე და ავი თვალი მოაშოროს, - ინატრიდა!..
ამ თვალთა, გულთა, ნათელო, ბედნიერმცა ხარ სვისაგან! მე შენთვის დია მამსურდა, ლხინი არ მაკლდა სმისაგან, და უშენოდ არა მიამის შენისა გონებისაგან!
აწ მიბრძანე, იგ ახალი ფალავანი როგორ ნახე?! ბძანეთ, გავსა მისთა გვართა, თუ სხვა რამე დაუზრახე, და ჭკუით ანუ ასაკითა, თქუით, რა რიგად გამოსახე?!
სიდიდითა და ძალ-გულად გმირს საამს უსრულე არის. ტანად აზატსა საროს სჯობს ღაწვ-ვარდი, პირად მზე არის, და ბეჭ-ბრტყელი, მკერდ-მკლავიანი, ვით ლომი ასეთი არის!
სხვა სადევეთა მქონები მას ვერვინ გაედარების, სიფიცხე-სიკისკასითა ვეფხსაცა დაედარების, და უხვი გამცემი, გულ-ხსნილი ჯომარდი ვის ეჴმარების?!.
ბრძენი და წყნარი, პირ-მთვარე, - სიტურფით მზეს დავადარე! თეთრი თმა ლალის ღაწვზედა, მართ იაგუნდის სადარე, და მაშიგ ვერ ვპოვე მიზეზი, ვით მზე მნათობი სადარე.
გამოგვასვენა გულ-ტკბილად, გმირი შვენოდა, მზე ვითა: რა წამოვედით, გვიბოძა, - მისი სიმრავლე ვთქუა ვითა?!. და მისით სიუხვით ჴელმწიფე, არც ერანელი ვთქუა ვითა!..
სიკეთე და ზნე-სრულობა, შეუვიდა ცეცხლთა დება. ამას იტყუის: "მე შევირთავ, მგონ რომ იყოს ღვთისა ნება! და თუ ღ(ვ)თისაგან დღენი მესხნენ, ვეჭობ, მამხვდეს მისი ხლება.
არც თურანელთა თავადთა მინდოდეს მეჯუფთარობა. მინდა თმა-თეთრი ზალდასტან, პირად მზე, ალვა-ტანობა. და ქმრად არვინ მინდა მის მეტი, რომ მამხვდეს კეისარობა!
ამას როდამ იგონებდა, სევდა ჰკლევდა მეტად ხშირი, ზალდასტანის გულისათვის უჭკნებოდა მას გლახ გული, და სიყუარულით ცრემლსა ღვრიდა, აღარ ედგა, თუ სთქვა, სული!
დღისით და ღამით იგონებს, დაუწყის ცეცხლმან დებაო! დედა-მამათა შიშითა არ უნდა გაცხადებაო, და თავს იკრძალევდის, მალევდის, ვერ ცნეს, ვინცა ქნა ხლებაო.
დიდებულთ ცოლი და ქალი - ყუელაი დოვლათიანი, იახლნეს მოსამსახურედ, ტან- ალვა, პირ-მთვარიანი და მეცნიერ-გამოცდილები, ტურფანი შუქნი მზიანი!
იგ ვითა უჭკოდ ქმნილიყო და კართა ეფეთებოდა. იქით და აქეთ იჭვრეტდა ჭმუნვითა ებეცებოდა, და არა იცოდა რასა იქს, მართ ვითა გარდაჴდებოდა!..
ძიძა ყუა ერთი გამზრდელი, ერთ-ჴელად ისხდეს ორანი. მას ოთხნი თანაშეზრდილნი სხვანი ყუეს თავის სწორანი, და იგინი გვერდსა დაისხნა, უთხრნა სიტყუანი ორანი.
უბრძანა: "თქუენ ჴელთ გავზრდილვარ, თვალთაგან ცრემლი სდიოდა! "რა ჭკვას მოვსულვარ, თქუენ იცით, თუ რა მმწყენია, - თქუიოდა, - და თქუენი უნდომი არა ვქენ, ტიროდა, გული სტკიოდა!..
თქუნ ჩემი დასაღრეჯელი რაცა ყოფილა, გწყენია. აწ ესე ჩემგან ნათქუამი თქუენ ხვაშიადად გსმენია. და ჴელ-მწიფეს ჩემსა მამასა უნახავს ფალავანია.
მისითა მიჯნურობითა გულს აღარ მოულხენია, შემქნია საგონებელი, სევდით ვერ მომისვენია, და სიყუარულისა მე სევდა გლახ გულსა გარდამფენია.
აროდეს უკუ-მეყრების სიყუარული მკლავს მწარეო!.. ნადიმი, გამოსვენება არ მინდა მოსაჴმარეო, და მოვკუდები, თუ არ მომხვდების ზალდასტან მზისა დარეო!
გავს, - იყოს მისგან შეკრული: გულსა მაც დიდი სენია! ეს როდამისგან იწყინეს გამზრდელთ, თქუეს: "რა საქნელია?! და გაუკუირდათ და ეწყინათ, თქუეს: "დასტურ შესცდა, ხელია!.."
თქუეს: "ბანოვანთა თავადო, ვისმან ვით გაქოს ენამან?!. შენი სიცოცხლე, სულთა-დგმა, გვაღირსა შენმან ლხენამან, და მამისგან მოძულებული, თქუი, მოგანდომა ჰე რამან?!.
ვინ ბედნიერმან წაიღოს, პატივი მას მიხუდებისა, მიუჩანს დიდად სახელად და მას ეთაყუანებისა, და აც საფარველი ღ(ვ)თისაგან, ვნატრით, ვინ ეღირსებისა?!.
არც! რომით, არც ჩი-მაჩინით, ხარ მზისა დასადარია!.. ჴელ-მწიფის შვილნი მართ შენთვის საკუდავად მზანი არიან, და არვინ ეკრძალვის სიკუდილსა სიცოცხლე მოუჴმარია!
მათ წააგიან ქონება, გთქუიან მზის დასაგვანადო!.. თქუენს დედ-მამასა მისციან, თქუენის ნახვისა ქრთამადო, და შეეხვეწნიან, რომე თქუე პირად გნახონ და თვალადო.
ელვარებისა შენისა სახე ვერ გამოხატიან, ეგე რა გაგება არის, რა ქმარი დაგიქადიან?!. და ჴელ-მწიფეთ სხვათ უკეთესთა თქუენ შოვნად ენატრებიან.
შენ გიშოონ, - არა გავა, მათი დღეცა გარდაჴდების, შარიელთა ცათა სწორთა ზაალს ყმობაც ენატრების; და თუმც ვარგიყო მამამ მისმან რად გააგდო? მეკუირვების!
მძოვრით გაზრდილი ფასკუნჯთან, ნეტარ რა თქუენი ფერია? მან რამცა კარგი იცოდეს, ნუ გინდა, დაგვიჯერია. და მამა-თქუენს რა პასუხს გასცემ, ჩვენ დაგვჴოცს, - დასაჯერია.
მათ ლომ-გულთა, ჴმელთ მპყრობელთა, ჭკუით სავსეთა მეცნიერთა. აწ როადამ თქუენ აცთუნეთ, გაარეგვნეთ უფრო შტერთა, და ჩვენა გვავსებს სირცხვილითა, გააცინებს ჩვენზედ მტერთა!"
"ავად გამგონნო, არ იცით, თუ ცეცხლი ვით მედებისა! ჩემი გული და გონება ზალდასტანისთვის კუდებისა!. და უწინაც გითხარ, ზაალ ქრმად ღ(ვ)თისაგან მენატრებისა.
არცა ცოტათა თვალითა არც ვისგან ინახებისა, თუ ჴელ-მწიფეთა ლაშქარი და განძი ექონებისა. და სჯობიან ფალავნობითა, მე ნახვა მენატრებისა!.
საამის სწორი ლომ-გულად, მეომარია ძალადო, თვით მამა ჩემი, მას, ბრძანებს ვერავინა სჯობს თვალადო. და ცით ანგელოზიც მოვიდეს, სხვა არვინ მინდა ქმარადო.
ათს წელს არ გაიზრდებოდა, კლდეშიგან ფასკუნჯისაგან; თეთრი თმა ნუ გჩანს აუგად, სავსეა სიკეთისაგან! და ვიცი, ქრმად იგი მამხუდების, სიზრმად მინახავს ღ(ვ)თისაგან!
არცა დიდნი ჴელ-მწიფენი, რომე იყუნენ ცათა მჭვრეტნი, ზოალმან და რომ მარიხმან შემამადგან მათნი სვეტნი, და ზღვა და ჴმელი ჴელთა ჰქონდეს, სხვა არ მინდა იმის მეტი".
მათ შეანანა ნათქუამი, მისკენ აუბნეს ენანი, მერმითგან ჰკადრა ძიძამან: "დასწყუიტე ცრემლთა დენანი, და ბანოვანთ თავო, გვინდოდა, შეგერთნეს შენი ფერანი!"
რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, ღაწვ-ლალო, პირად მზიანო!.. უკეთესს პატივს ვეძებდით, ჴელ-მწიფის შვილო, სვიანო. და შეუჭირვებლად სუფევდი, შენ ამას გინატრიანო!
ნუღარ სჭმუნავ ამას იქით, გული გქონდეს განახარი, ნიადაგმცა სულ ბრწყინვალედ შენ დაგიცავს სახიარი; და მამა თქუენსაც არ ეწადოს, ვიქთ რაც თქუენსა გულსა არი.
მან გაშალა ვარდის ფერი ბაგენი და თეთრნი კბილნი, გამჭვირვალსა ძოწსა გვანდა მარგალიტნი ისხდეს ხშირნი, და სიცილისა გამოჩენით გაუქარდეს მათნი ჭირნი.
ჩემის გულისა ნათელნო, მახარობელნო დედაო, ჴელ-მწიფეს ფახფურს იმისგან არას უკეთეს ვხედაო, და ზაალის სიყუარული მკლავს, სურვილი ზედა-ზედაო!
მე მირჩევია ზალდასტა დიდის კეისრის ქრმებასა!.. საამის შვილი ზაალ მყუეს, ვინ დასთულის ჩემსა შვებასა?!. და აწ ჩემი გული იგონებს, მოელის განკურნებასა".
სიცილითა მოუბარი, უსუბუქდა ძნელი ჭირი. იგიც იქმნა მხიარული, მოემატა დიდი ლხინი; და ვეფხივითა იგ გაჩალხდა და დაუწყო სიტყუა ხშირი.
ორს ამხანაგსა წავიტან, ზალდასტნსა ვითხოვ ენითა; ასეთს რასმე ვიქ, ყმაწვილსა სურვილი რჯიდეს წყენითა და გაშმაგდეს, გულით გეძებდეს, გზათა დალევდეს რბენითა.
ჩემსა ბადესა შევაგდო, შე სურვილი კულიდესა, მართ ასრე შემოვიხვეწო, მე მუჴლსა დამიყრიდესა, და შენისა გლახ ნახვისათვის ცეცხლი უშრეტი სწვიდესა!..
უბრძანა თუ: "ვით მაგას იქ, მე სული შენგან მდგმიაო, ჩემი თავი და სიცოცხლე მე შენთვის მამინდვიაო, და შენთვის არ დავიწყალობებ, რაც ჩემი განძი ყრიაო".
ხართ ნიადაგმცა გულ-ნათლად, რაცა შეგცოდეთ, ვინანი! კადრა თუ: "ბანოვანთ თავო შენის სიტურფით ვინარი, და ავიმცა თვალნი და გულნი მოგეშორების, - ჭირანი!..
შევიდეს, გახსნეს მაფრაშა ჩაიცვეს ტან-საცმელია, მოეწყუნეს სამკაულითა, ვითა აშიყთა ჴელია, და ვით ქაჯთა გამოიარეს, მიაქუსთ, რაც სახიბლველია...
ია-ვარდი და ნარგისი, სუმბული ხშირად ჩნდებოდა, სურნელი სული დიოდა, მნახავთა იამებოდა!.. და ეს პირ-მთვარენი მუნ კრეფდეს, სად ზაალ იაზრებოდა.
აჯისა ტახტსა ზედა ჯდა გულ-ლომი, პირად მზიანი, როდამის სიყუარულითა ჭკნებოდა, ვითა იანი, და მას იგონებდა, იკითხავ, გული აქუს მას ნაღვლიანი.
მულღანზარშიგან დგებიან, არიან ვარდის მდომელნი?" მან ფალავანი გაგზავნა იმისი წინა მდგომელი, და საამის გაზრდილი იყო, რედაქ მას ერქვა, რომელი.
მან მოახსენა: "ჯენდარო, გული შეიქმნა ლხენითა!.. ქვაბულისტანით მოსრულნი ვარდის მკრეფელად ვცნენითა, და მერაბის ასულისანი, არიან ვარდის ფერითა!
აწე თქუენითა რიდითა აქა ვერ გამოჩნდებიან, ესენი ვარდის საკრეფად მულღანზარს იარებიან. და ზაალ ჩამოვა ტახტითა, ლხინითა აივსებიან!
მან ჩამოიხუნა ისარნი, ზაალის მშვილდი ძლიერნი. გეზი თავ-შეშა აიღო იმა ქალთაკენ დიანი. და სარტყელსა კალთა ჩაიპყრა, წავიდა ზაალ ჭკუიანი.
თეთრი თმა ლალისა ფერთა ღაწვთ ზედა უშვენდებოდა, ვით იაგუნდის გვირგვინი, მართ ასრე მოუჴდებოდა, და ვეფხურის ქცევით წავიდა, ქალთაკენ იარებოდა.
მან მშვილდ-ისარი ითხოვა, უზომოდ იამებოდა. რედაქ მოართვა, ვიდრემდის ფრინველი გაფრინდებოდა, და რა ფალავანმან შესტყორცა, ოყარი მუნ მოკუდებოდა.
ფიცხლად გაიქცა, აიღო რედაქ, წავიდა რბოლითა; ვითამც არ იცის, ძიძამან ამბავი ჰკითხა ჭორითა, და ტყუილად ჰკითხავს, აავსო საგონებლითა ორითა:
რედაქ თქუა: "არ იხსენების აგრე სუბუქად თვალითა: თუ მკითხავთ, არის ჯენდარი და ფალავანი გვარითა, და არის ნიმროზის პატრონი, მუნა ჴელ-მწიფობს ამითა.
მბრუნავი ეტლი მას ზედა ჩრდილსა ვერ დააყენებსა, ტანად და თვალადობითა სხვას ვერვინ დაადარებსა, და სხვა სიკეთითა მისებრი არ არის ყოვლსა არებსა.
შენითა პატრონობითა დია ზე აიყუანეო, რადგან ეგ მოგწონებია და მისი ქება ბრძანეო, და ნუ აქებ, ყოლე ვერ არის ჩვენის პატრონის დარეო!..
სიკეთე დაგვიწყდებოდა, ვისსა აწ იტყუი ქებასა; ამაზედ რედაქ გაკუირდა, იქს დიდსა გაცინებასა, და ზალდასტან პირის-პირ უჭვრეტს, იქმოდა გაკუირვებასა:
ალვის მორჩსა ტანად სრულსა, აზატს საროს დანერგულსა, სამოთხისა ტკბილს ნაყოფსა, ვარდის წყალსა, ხეს სურნელსა, და ყორნის ფრთენი ზედა შვენის ბროლის მსგავსსა ტურფას ყელსა!
ხოსროულსა გავს ზარადსა ერთმანერთს გამოხლათულსა, ბროლის ფიქლისა მსგავსია, მოსწონს იგ მისსა მნახულსა, და გიშრისა ტბათა წამწამნი შვენიან გამოხატულსა!
ყირმიზსა იაგუნდსა გავს, ელვარე პირად მზე არი, ძოწ-მარგალიტთა მსგავსია, ლხინად შეხედვა კმა არი, და სიტყუა-ლამაზი, შაქარი... ნარნარი მისი ჴმა არი!
ღ(ვ)თის ეტლით დაბადებული იგ ბედნიერი ბედითა, ტან-ალვა, ასაკიანი, ვიშვებთ მისითა ხლებითა. და მას პირ-მთვარესა ვინც ახლავს, არ გაეყრების ნებითა!
თქუა: "მახარობლად მობრუნდა, იქნა ზაალის ნებაო!" ზაალ თქუა: "აქათით ვნახე იმ დიაცთ გაცინებაო!" და რედაქ იკადრა: "მიკუირდა მე ტკბილად მოუბრებაო!"
ჩემს დღეშიგან უტურფესნი არ მინახავს სეფე-ქალნი!.." ძიძის თქმულნი მოახსენა, ზაალს ქონდა მათკენ თვალნი. და როდამისა ქება ჰკადრეს, სიყუარულის სწვიდეს ალნი!
ზაალს გამზრდელი უწვია ტკბილ-მოუბარი ენითა: "მზის მოახლენო, წამოდით, ზალდასტანს იახლენითა, და პატრონი ჩემი მიგელის, სწრაფობს ნახვითა თქუენითა!"
უთხრა მისთა მოახლეთა: როდამისა" იქმნა ნება: ზაალ ბადეს შემოვიგდოთ, მოგვხუდა ღ(ვ)თითა გამარჯვება! და ტახტსა მჯდომსა ზაალდასტანს, მიდგეს, ჰკადრეს თაყუანება.
"სახელოვანთა გვარი ხარ, ლომ-ნაკუთად, გაქო მე ვითა?!. კურთხეულმც არის მიზეზი, შენს ნახვას ვეღირსენითა! და ჩვენ გამოგვგზავნა რუადამ, აქ ვარდნი დავკრიფენითა.
მნათობი და პირ-წითელი იაგუნდი... გამოგსახეთ: პატიოსანს მარგალიტსა ჩვენ სიტურფით დაგასახეთ, და ჩვენ გვიჩვენა ვარდის ხემან სამოთხისა ხისა სახეთ!.."
მხიარული იხარებდა, იცის, როდამს მონდომია. ნახვად გამოუგზავნია, პატრონი ყავს პირად მზია, და ჩემად ნახვად აქ მოსულან, მიხარიან მეტად დია!
რომელსა აქებთ უებროდ, მე ქება მამისმენია?" ძიძამან ჰკადრა ზალდასტანს: "ტურფა პატრონი ჩვენია, და რომლისა სწორი ვერ არის ბრწყინვალე მზისა წვერია.
რომს, მაშრიყს, მაღრიბს, ჩინ-მაჩინს ვერავინ ეჯუფთარების: მის სახეზედან მხატვარსა ჴელი არ მოეჴმარების, და მისის პირისა ციმციმით ბრძენს ჭკუა შეეცვალების!"
ზაალ უთხრა: "მას მიჩვენებ, შენ რაგინდა, თუ სად ვითა?!" უთხრა: "მოდეგ კოშკის ძირსა ერთის ყმით და საგდებლითა, და წითელ-ყვითლით ნაგებია სარო მეჯვად არღავნითა.
თუ იმაზედა გამოხვალ, ნახო რუადამ შენია, უსასყიდლოსა გუარსა მაში მოკიდა ჴელია, და სხვა არა ღონე იქნების, მართ ამის მეტი, ჩუენია?..
აწ ჩემგან მოხსენებული, დამავიწყები ჭირისა!.. ზაალ უბოძა ბეჭედი რედაქს საჭურჭლის ძვირისა, და "წადი და გახსენ ზანდუკი, გაცემად ოქროს მილისა!..
ხუთთავე ტანისამოსი და რიდე გამორჩეული, ტყავი ამ უფროსისათვის საპირე ოქრო-ფრქვეული, და წადი და აქა მომართვი თვალ-გოარითა ცვრეული!"
უბოძა თავის თავისად იგ ტანსა ჩაიცმიდესა, აიღეს თვალ-მარგალიტი, მანდილსა გამოკურიდესა, და ეთაყუანეს და წავიდეს, ზალდასტან დალოცვიდესა.
მათ ციხის თავი გაუწყრა, ვერ მიხუდა სააზროსაო: "რომე აწ კარი გავაღოთ, რა უთხრა ჴელ-მწიფესაო?!" და რას ეტყუით, რას მოახსენებთ, სადა ყოფილხართ დღესაო?!.
მათ ასრე უთხრეს: "ჩვენ აქა არა ლაშქარი გვგონია, სავარდეს შიგა ვიყავით გულ-ბანავშისა მდომია, და ვარდი მოვკრიფეთ, უჩვენეს ჴელ-მანდილს გამოკრულია.
პირ-მზესა როდამს იახლნეს, აღარ აცალეს დროები. თვალ-მარგალიტი დაუდვეს არვისგან სააზროები, და კადრეს: "თუ ნიშნად კმა არის, ჩვენ ვართ ამისი მშოები".
აწ ენოვანი ძიძაი იკადრებს მოხსენებასა: "ბანოვანთ თავო, ასაკად ვინ იტყუის მის შვენებასა?!. და იმისი სწორი ვერ ვნახეთ, რა ვეღირსენით ხლებასა!
მომწონს სიტურფე, ასაკი იმა მკერდ-მკლავიანისა, ნაკუთი ვერ ვნახე მისებრივ ნიმროზელ-ერანელისა, და ქვაბულისტანით ვინ არის მსგავსი მის ფალავანისა?!
პირი გავსილსა მთვარესა უტურფე, ღაწვ- ალიანი, დიადი რამე გვიბოძა, არის ჯომარდი ჭკუიანი, და ვითა შენ გეფერებოდა, აგეთი ქება ვთქუიანი.
აწვე გამოჭრას ლამოდა ლომ-გული, პირად მზიაო, მან ესე ყუელა გვიბოძა, რაც აქა თვალი ყრიაო, და შემოგვეხვეწა შენისა ნახვისა მონატრიაო
მე მაშინ თქვენთვის არა ვიქ სულისა დაწყალებასა!" ვით გაზაფხულის ღრუბელი, იქმოდა იგ უხვებასა, და დიდსა ნარიმანს, საამს, სჯობს, ამეტებს მამაცობასა.
მის თავით მისი თეთრი თმა გვირგვინსა ედარებისა. ხუთკაპოეტსა ქორსა გავს, დოლბანდს ვით მოუჴდებისა, და ჩვენ თქუენი ნახვა უქადეთ, თქუენ როგორ გეწადებისა?!.
გავს იაგუნდსა ყირმიზსა, შიგ მარგალიტი ხლებია, უბრძანა: "ქენით ამას ღამ, რაცა თქუენ გიქადებია, და თუ არ უტყუოთ, მან მოგცესთ, რასაც იგ დაგპირებია".
მან ტკბილი წიგნი მისწერა ზაალის საამებელი: "ლომ-გულის საამის შვილო, აწ ნუ გაქუს საყოვნებელი. და შენ აღგისრულდა ყოველი გულისა საწადებელი.
შენითა სიყუარულითა, სურვილით სავსე არისა, აქ ნახე მსგავსი მთვარისა და მზისა დასადარისა, და სავსეა სურნელებითა ღალია მუშკ-ამბარისა.
თქუა: "გამოგზავნა ეს წიგნი გამზრდელმან, შემაგონამან: ფერჴი რა მისწყდა, წავიდა და რედაქს გააგონა მან, და მან ხვაშიადად იფიცა ახალმან ვარდის კონამან.
მშვილდ-ისარი თან წაიღო, ოქროს ლახტი ზროხის სახე, ჴელთ აიღო საგდებელი, გაემართა მტერთა მახე, და რედაქ თანა წაიტანა, ერდგულობა მისიც ნახე!..
ციხისა კარი დაჯრილი, ეს ძირსა მიუდგებოდა; გამზდლისგან დარიგებული ქალი კოშკს წამოდგებოდა. და დასტან და რედაქ ძირს იდგეს, სხვა არვინ იახლებოდა.
კოშკი დგას ტურფა, დარბაზნი ლამაზ ნახატი ფერითა! ოქროს მელნითა ნაწერი და ლაჟვარდითა ჭრელითა, და სტავრითა გარ მოხვეული... კაცი ვერ აქებს ენითა!..
აბრეშუმისა ორხოვა დაფინეს, დასხდეს შვებითა. მტევან-მტევანად დაჰკიდეს თვალ-მარგალიტი ხლებითა, და იაგუნდი და ზურმუხტი, ლალი ჩნდის განჭვირვებითა.
თავს მუშკი გარდააყარა, ვინ დასთულის მათსა ლხინსაო?!. მან საგდებელი შესტყორცა მოაბა ბურჯის ძირსაო, და ეტლისა მსგავსად გავიდა, სხვას შეუძლია ვისაო?!.
"ლომ-გულო, ღ(ვ)თისა წყალობა ნურ ოდეს მოგეშლებისა!.. მზის შუქისათვის გარჯილხარ, იქნა თქუენისა ნებისა, და მე თქუენი ნახვა მიამა, თუ ჩემგან იკადრებისა!"
"შენ ვალი დამდევ, მუქაფა ღვთივ ჩემგან გარდიჴდებოდა, რედაქ გავიდა, მიმართა, - ვინ მზესა ედარებოდა! და როადამ ნახვას ირცხოდა, მაგრამ რაღამცა ჴდებოდა?!.
საფადარსა ეთაყუანა, მას სურვილი მისი კულიდა, ზაალ, ჴელი პირს ამოსდვა, ელვარეთა ღაწუთ კოცნიდა, და ბროლის ყელსა მოეხვია, სიხარულსა ვინ დასთულიდა?!.
თმა-მუშკი, ღაწუ-ლალიანი, მნათობთა დასადაროსა, თვალ-მარგალიტნი ტახტსა სხდეს, სურნელს აკმევდეს ამოსა, და შუქი ბროლისა ყელს ადგა ტურფათა დასაგვანოსა.
ვით ვეცხლის შუბლსა, ფიქალსა უჭურეტს ზალდასტან ჴმობილი: შავნი გიშრისა თვალ-წარბნი როდამს შვენოდა წყობილი, და ელვარეთ კავთგან დაერჭო ზაალს ლახვარი სობილი.
მოიღეს სასმელ-საჭმელი, რაცა მათ ეფერებოდა. ოქრო-ქსოვილის სარტყლები მონათა მოუჴდებოდა, და სამკაულითა მოერთუნეს, რაც სეფე-ქალნი ხლებოდა.
მათ ერთმანერთი დაჰკოცნეს, ორნივ მნათობნი, მზე-ვითა!.. მათ ერთობ ისიყუარულეს, ისხდეს, ალვისა ხე ვითა, და მუნ ცოლ-ქრმობასა შეპირდეს, ფიცის სიმტკიცე ვთქუა ვითა?!.
ზაალ ერთობ-ღა დაითრო, გაჴდა, მართ ვითა რეტია. ჰკლავს როდამისა სურვილი, თვალი ვერ მოუსხლეტია, და მან დღე და ღამე შეჰფიცა, არის მზის შენამჭვრეტია!
ზაფხულისა და ზამთრისა საწუთოს მამყარებელმან, სხვა არვინ მინდა შენს მეტი, ვინ ვაქო შენმა მქებელმან?! და შენისა სიყვარულისა მე დამწვა ცეცხლმან მგზებელმან!
მე არ მინდოდეს სხვა ცოლი, რომ მამხუდეს ორნი მზენია. მან ფალავანმან მამამან, მგონ, მოგვცეს სავარდენია, და წესისა ებრად შეგვყარნეს, ეს ჩვენგან სააზრენია.
"საწუთროს დამბადებელმან, არ გეფერები ენითა: ეს გული გაუყრელად გაქუს, ვიწვი ცეცხლითა შენითა!.. და არ გაგეყარო ცოცხალი, შენ გახლდე შუქთა ფენითა.
სიყუარული არ დამვიწყდეს და მე ვიყო შენს ამარად, ამა ფიცსა გაგითავებ. არვინ მიჩნდეს შენად დარად!" და ცისკრის ჟმამდის ერთმან ერთსა ეს ეუბნეს გასახარად.
ტურფამ მოყმემან გამოვლო, აქუს იმედისა დებაო, მან საგდებელი ჩაუშვა, რედაქ ჩაგზავნა ზედაო, და აწ მერმე თვითან გარდუშვა, ვით ვაკეს ჩაირბენდაო.
აიღეს სადგომს მივიდნეს, არავის ააზრებინა, მისთ შინაურთა უბრძანა - საწოლი დააგებინა, და ტირის, როდამის სურვილმან საწუთრო აარმებინა!
განათლდა ყოვლი ქუეყანა, შუქმა დაუწვო ფენაო. ადგა ზალდასტან, ტახტს დაჯდა, პირად მზე, ლამაზ-ენაო, და ბოლუქ-ბოლუქად ლაშქარმან მისკენ დაიწყო დენაო.
უბრძანა თავადთ დასხდომა, ვინ ღირსა მათსა ხლებასა?!. გამართეს დიდი ნადიმი, ყუელა იქს გახარებასა; და მომღერალნი და მუტრიბნი... ჩანგი იქს ჴმისა ღებასა.
გამოუსვენა ლაშქართა სული არ დააღებინა. ზაალ რუადამს იგონებს, არც ღამით ძილი ეძინა, და ინატრის: "ნეტამცა ვინ მე შენს თავსა მაახლებინა!.."
ფრინველ-ჯინჭველი დაბადა, იქმონენ ღ(ვ)თისა ნებასა, ყოველი თესლად თესლადი მოელის აშენებასა. და მე მარტო ვერას კარგსა ვიქ, ღ(ვ)თით ველი გამარჯვებასა!
ყოველი სული მოძრავი ღ(ვ)თისაგან შველას ელისა. საწუთრო საკუირველებით აავსო მრავალ-ფერითა, და კაცი ჭკუით-მეცნიერებით შეამკო ტურფა ენითა.
ჰაერთა შინა ორბი და ლივლივით მოძრავებია. ზღვაშიგან კიბორჩხალებილ, თევზი და ნიანგებია. და გორჯასპის იმ ფალავანსა აქ მამა ჩემი ხლებია.
მის წელთათ გამოსრული ვარ, რა მძეს პატივი შობისა!.. ღ(ვ)თის შეწევნითა, იმედი მაქუს ჩემის ფალავნობისა, და შესაფერს ცოლსა მიბოძებს, რუადამ მეგონებისა.
ჩვენის თესლისა ნაყოფად დანერგოს ალვის ხენიო. ჩვენგან იადგრად დარჩების, მრქუიან შობითგან ბერიო. და მას ღამე ყოელ იგონებს, არის ცრემლისა მღურელიო.
ლალისა ფერი დროშები ამართეს, ბრწყინავს: "მზეაო!" ზაალ ადგა და პირს იბანს, ჰგვანდა: "ალვისა ხეაო!" და მისთა თავადთა ვაზირთა მოსწონდათ მისი ზნეაო.
უთხრა: "საწუთროს ნახულნო, ხართ ჩემი მაამებელნი, გასმიათ ვისმე უჯუფთად ნაყოფის გამომღებელნი, და მერაბის ასულისანი პირველ იყუენით მქებელნი.
მასუკანით მულღანზარში მოსრულიყვნეს მისნი ქალნი. იგ ვარდისა ყუავილს ჰკრეფდეს, ვერ მოვსხლიტე ჭურეტით თვალნი. და პატრონისა მაქებელნი რედაქ აქო სეფე-ქალნი.
მან თქუა თუ: "შენი პატრონი ვერ არის ჩვენის დარითა! აღარვინ მოგეწონების, რა ნახავ მზისა გვანითა, და მე ვკითხე, ყუელა მიამბო, ცრემლი გაუშვი თვალითა.
მისით ქებითა იქმოდეს ის ჩემსა გაახლებასა: სხვა არა შემჭირდებოდა, ცეცხლმან მიმატა გზებასა, და ბნელსა ღამესა ქვეითი, ვიქმოდი მისკენ რებასა.
შევსტყორცე, ბურჯსა მოვაბი, ზედ გაველ საგდებელითა. რა ვნახე პირმზე რუადამ, გავჴე ცნობითა ხელითა, და ტანი აზატსა საროსა უგავს მზის შუქთა ფენითა.
სიშავით თმა გეგონების გიშრისა საგდებელადო, მარგალიტს უგავს დაცმულსა, - კბილთა გამჴადეს ხელადო!.. და იაგუნდისა გვირგვინი ალვასა ედგა მშვენადო!
შემკული მარგალიტითა შვენოდა, ვითა იანი. ზობარჯადისა ტახტსა ჯდა ტან-ალვა პირად მზიანი. და მე მხიარული ვიშვებდი, ვიჯე გულ-მარიხიანი.
საცოლ -ქრმოდ შევიყარენით, პირი დავდევით ფიცითა. სულისა თვალნი უჭურეტდეს სიყუარულითა მტკიცითა, და ადრე შეყრასა ვაპირებ, ვიწვი ცეცხლითა მისითა!
ბაღში ჩაყაროს ნაყოფი, მოელის კაცი სთულებასა. სისწრაფე მმართებს, გული იქს მართ დიდსა შეჭირვებასა, და კაცს იამების, - ვენაჴი იქმოდეს დამწიფებასა!..
დანაღვლიანდეს. შეექმნათ მათ წყენა მრავალ გვარია. პირი დაბეჭდეს, ქუად იქმნეს, ზაალს მათზედ აქუს თვალია, და დასტა უკუირდა, იტყოდა: "რა თქუენი საწყინარია?!"
რისათვის არა მითხარით, თქუენ, პირი დაბეჭდენითა?! მე ვერას მარგებთ აგეთსა მაგა შველითა თქუენითა, და თუ მარტო გავგულისდები, ზღვას ავადუღებ წყენითა.
ზაალს წყენა რა შეატყუეს, მაშინ ადგა ყრმა და ბერი. ბრძანებისა მორჩილნი ვართ, აწ ვქნათ თქუენი შესაფერი: და შეცილებას ვინა გკადრებს, ამოვაგდოთ შენი მტერი?!.
აწ მერაბ ნათესავია არაბთა ჴელ-მწიფისანი. არ ჩვენი ნათესავია - ერანელთ ნიმროზისანი. და არის მისისა გვარისა, მტერნი ვართ ზააქისანი.
ვაი, თუ ჴელ-მწიფეს მანუჩარს ეწყინოს!.. მისი მტერია. არამც გაჯავრდეს, გაგვიწყრეს პატრონი მამა თქუენია, და ამისთვის ვერ მოგახსენეთ პასუხი თქუენი ფერია!
წიგნი ჰკადრე მამა-თქუენსა, ერთი კაცი გაგზავნია: არ გაგიწყრეს მამა თქუენი, გმირი საამ ჯენდარია, და რა წასულა მაზანდარას, არ გვინახავს ეს ხანია!
მუშკითა ქმნეს და ამბრითა მელანი შეზავებული. პირველად ღმერთი ახსენეს, არის იმისგან ქებული, და მისგან წყალობას მოელის ყოველი დაბადებული.
თავს გამოიღებს ვერავი მისისა დიდებისაგან!.. საამს წინ წიგნი დაწერეს ლომ-ნაკუთად პილოტნისაგან, და გულ-ტკბილად ქება დაუწყეს პირ-მზისა ფალავნისაგან.
თქუენისა ყმისა მიწისა პირ-მიწა თავ-დადებული. ამისთვის თაყუანისცემა მუდამ მაქუს გადიდებული, და თქუენი მბრუნავი ეტლიმცა იქმნების გამარჯვებული!"
ბედნიერისა პირითა მოველით ჩვენ ბრძანებასა. თავსა და ბედსა ვემდურვი ათ-წელ არ თქუენსა ხლებასა. და შემოგეხვეწე, ნუ გამყრი მე თქუენსა გამარჯვებასა!
ვიყუენით ზაულ ქალაქად მე და ლაშქარი ჩვენიო, მათ ლაშქართაცა მოუნდათ, ქალაქით გავრიდენიო. და თავადნი სახელდებულნი მახლავს, ლაშქარი თქუენიო.
არავის რა გვჭირვებია მოწყალისა ბრძანებითა. დია ლხინით დაგვიყუია ნადირობა ჭამა-სმითა, და თქუენსა ჩრდილსა არ ვახლივართ, ესე გვიმძიმს, - გმართებს ვითა?!.
"დიდი გმირი ხარ, ჭკუიანი, ნუ სწყრები ამა თქმისათვის!.. რომ ჴელ-მწიფესა დაპირდი ჩემისა თქუენ გულისათვის, და რაც ეწადების, მას უზამ თქუენისა ბრძანებისათვის.
"ქუაბულისტანს მამდომია ქალი მერაბ ჴელ-მწიფისა, ტან-სარო და პირად მთვარე, შვენებითა მსგავსი მზისა! და ვერ იქნების უმეჯუფთოდ ნათესავი ადამისა!.."
ვეღარა გავსძელ დაფარვა, მით ვარ ამისად მთხრობელად: არ შემიწყალე, მიბოძე ფარმანი დასათხოელად. და რაცა გეწადოს, მიბრძანე, პატიჟთა მოსაშორებლად.
წიგნი ჭკუიასა გუარამსა მისცა, წავიდა რბენითა. უბრძანა: "ცხენი გამძლენი, თქუენ, ოთხნი დაჰკაზმენითა. და შეჯე, ნუ დაიწყალობებ, მამაჩემს იახლენითა.
გოარსა მოგცემ ეზომსა, რომ დათულა არ ეგებისა. აკოცა გუარამ მიწასა, ესმა ბრძანება ნებისა. და ზაალ დალოცა. ცხენს შეჯდა, წამოსლვა ესწრაფებისა.
ფიცხლად მივიდა აწ გუარამ, - სად არის ქარქისარიო. რა მიეწურა, ნადირობს მუნ საამ ფალავანიო. და საამ უბრძანა ლაშქართა, ეს ნიმროზელი არიო.
მან თაყუანისცა, მიართვა წიგნი მის პილოს დარისა. კადრა მოკითხვა, რაც იცის იგ ზაალ საფადარისა. და "ამოდ და ბედნიერად ხართ, - ღვთისაგან ეს გვიხარისა!"
"ადრე უბრძანოთ გუარამსა, ვიაჯ ამბავი თქუენია, ჴამს ლხინად გარდაგვიქციო ეს შეჭირვება ჩვენია, და წიგნი რა ნახა გაკუირდა, ესმა ეს მონახსენია.
ვეშაპი და ქაჯი ერთგან იყუნენ, ამას არ მოველი! აქანამდის საგონებლად ესე საქმე მქონდა ძნელი, და ავ ნიშანი გამოჩნდების: გულსა მედვა საზარელი.
ვთქუი: "იქს ჴელმწიფის საწყენსა, ანუ მე დამწვავს სულითა; აწ ირთავს ცოლსა ესეთსა, - არ არის ჩვენის სჯულისა! და არ გვმართებს მისი მძახლობა!" ბრძანა, - "დავშალოთ აწ რითა?!."
სით ეფერების ჩვენთ გვარსა, ვინც ქაჯთა დაედარების?!. ამაზედ შინა წავიდა, სინჯავს, რაც მოეჴმარების. და შეჭირვებული ჩამოჴდა, მართ მკუდარსა დაეგვანების!
მუნეჯიბნი გვერც მოისხნა, მეეტლენი რაცა ვინა. საეტლოსა მათ ჩახედეს, გაიცადნეს თავის წინა. და საამ ბრძანა: "თუ შემიტყობთ, ჩემმან გულმან მოილხინა!"
ვარსკულავთ მრიცხველნი მოასხნა საამ ზის გულ-ნაღულიანი. მესტროლაბეთა უბრძანებს საამ ლომ-გული, სვიანი, და ზაალ ეტლშიგან ჩანიშნე და როდამ პირად მზიანი.
რაც რომე კარგად მოჴდების, იმათგან იაზრებოდეს, გულ-მხიარულნი აგეთნი საამს წინ წამოდგებოდეს, და სიმხიარულე შეატყო, ფალავანს გაღიმებოდეს.
გმართებს დიდი სიხარული, ამბავს გკადრებთ ბედნიერსა: კარგი საქმე მიაჩნია შვილსა შენსა შესაფერსა, და საეტლოსა შიგან ვნახეთ: ზაალ მიხუდეს მისთვის ხელსა!
ჩუენ გავიცადეთ ყოველი, რაც უკეთ მოუჴდებისა. მერაბის ასულსათანა შვილი მიხუდების ნებისა: და ძალ-გულად ფალავნობითა წინ ვერვინ დაუდგებისა.
როგორც აქ არავინ არის შენებრი მეომრობითა, ომითა გაუძღომელი, უსწორო ცხენოსნობითა, და დიდხანს იცოცხლონ ორთავე ტურფათა აშიკობითა.
ჴრმლით დაიმონოს ქუეყანა და ჴელ-მწიფენი ყუელანი, მან მოხარაჯედ ამყოფოს წინა-აღმდგომნი მტერანი, და ვეშაპ-დევ-ქაჯნი დაჴოცნოს ყოვლის გრძნებისა მქნელანი.
სახელითა აივსების ის ბედითა ბედნიარი, ერანელთა ააშენებს ჴელ-მწიფეთა მოსაჴმარი, და შემბმელი და მეომარი არ გამოჩნდეს მისი დარი!"
მუნეჯიბთ მისცა მრავალი, ჰკადრეს ამბავი, - ჰნებოდა, რომე დასწყნარდენ ძველ მტერნი, არვისგან იაზრებოდა, და ვერ ნახონ ზააქიანთა ერთი დღე, - მოსვენებოდა!
ჩემ მაგიერად უამბე, ღმერთიმც იქს შენსა ნებასა, ფრიდონ და ზააქისაგან მე ვრიდობ მესისხლობასა, და თუ მანუჩარცა გაჯავრდეს, რა უყო მისსა ყმობასა.
არ დავიყოვნი, მეც მოვალ, გნახო, მომხუდების შვებაო, მბრუნავსა ეტლსა ჩავხედნეთ, რას გვიზამს თუ განგებაო! და ნუ შეიჭირვებ, მგონ, ღ(ვ)თითა იქნების შენი ნებაო!..
დღე-ღამე სწორად იარა მითვე ორითა ცხენითა. რა ქუაბულისტანს მივიდა, დასტან ნადირობს ერითა, და გუარამ ქება შეასხა, თქმა არ ეგების ენითა.
იკადრა მოციქულობა, - რაც იცის, საამისაგან: ემთხვია, წიგნი მიართვა, ნაწერი ფალავნისაგან, და დალოცა: "ბედნიერმც არის ლომ-გული დოვლათ-სვისაგან!"
თქუეს: "ბედნიერად იქმნების, ღ(მერ)თი იქმს თქუენსა ნებასა!" რა მამა თქუენსა ეს ესმა, ვინ დასთულის გახარებასა?!. და შვილი მოგხუდების, - იტყოდე იმისა გამარჯვებასა.
უსწორო ფალავნობითა, ტან-სარო, ალვის ხიაო, რომლისა სწორი არ იყოს, სადა ზღვა-ჴმელეთიაო, და ეს მოაბადთა იკადრეს, საამს იამა დიაო.
თქუა: "გემართლები, გუარამ, ქადების გამართლებასა!" მუშკ-ამბრით წიგნი დასწერა, იქს როდამისკენ რებასა. და აქ მოციქულად დალილი დიაცი ბედავს ხლებასა.
რა როდამს წიგნი მიართვა, თქუა: "გაუნათლდა გულია!" ეთაყუანა და ემთხვია, დალოცა დოვლათ-სრულია. და ისმინა მოციქულობა, დალილს მიუპყრა ყურია.
დალილს დაუდვა იმედი, თქუა: "აროს გიყო ავიო!" იაგუნდისა ბეჭედი და მისცა შუბლ-საკრავიო, და იგ ძვირ-ფასისა, უებრო და ტურფა სანახავიო.
თქუა: "მოიჴმარე ამ ჟამად, იქონე ეს ჩემეული: მაღირსო ზაალის ხლება, მე ვიყო იმედეული!" და ტკბილის თვალითა უჭურეტდა, იჯდა ცრემლითა ფრქვეული.
ძოწ-მარგალიტსა აჩენდა, ცეცხლი დაევსო გზებული, იყო ას-ორმოც ათასად დრაჰკანად დაფასებული, და ამ სამკაულმან გაჴადა დალილი გახარებული!
ეს მისცა ქრთამად დალილსა, თუ ვით ენახა ზაალი. ჴელ-მანდილშიგან გამოჰკრა, თქუა: "მისაცემლად კმა არი!" და უბეთა შიგან ჩაუდვა, წამოსასულელად მზა არი.
სინდუხტ თქუა: როდამ" არ ვნახო, ეს ჩემგან რა საქნელია?!" გუერც პირ-მთუარენი იახლნეს - მონა და სეფე-ქალია. და სინდუხტ ვერ იცნა დიაცი, ბრძანა: როდამის" ბრალია!"
ის - დიაცი არ მინახავს, სადედოფლოს იარების!" მას მოლარე გაუგზავნა, - როდამს გვერდით რასა დგების?! და რაც უბრძანა დედოფალმან, იგ დალილსა ეუბნების.
შეშინდა და იგონებდა, თუ რა უთხრას მათი ფერი?! უთხრა: "შვილო, ვარ ვაჭარი სამკაულთა შესაფერი: და უყიდი და გაუყიდი, იგი არის ჩემი ფერი!"
იგ მოვიღე, ვერ გავყიდე, ფასი ედვა მეტად ძვირი. აქ მოვიღე, ვთქუი: "იყიდის ჴელ-მწიფისა როდამ შვილი, და სინდუხტ ბრძანა: "მე ვიყიდი, მისთვის მოგცე ფასი ღირი!"
თქუეს: "სავაჭრო უნახავად უყიდია სხვასა ვისცა?!." უთხრა ერთმან სეფე-ქალმან: "ეგ არის, რომ უბეს გიცა, და გვიჩუენე და არ წაგიღებთ", - პატრონზედან დაიფიცა.
ზაფრანის ფერი დაედვა მეტის მეტისა წყენითა. სინდუხტ მოლარეს უბრძანა "უბენი უნახენითა, და მომეწონების, - ფასს მივსცემ თვითან ჩემისა ჴელითა!"
ვერ დააფასა ბეჭედი, მას მოლარემან წაუღო, მან დედოფალსა მიართვა, ნაკრავსა პირი გაუღო, და ეუცხოვა და გაჰკუირდა, ჭკუა-გონება წაუღო.
შევიდა როდამს წინაშე, ლახურითა დასახევითა. მას ჴელთა ჰქონდა ბეჭედი ძვირ-ფასი შუბლ-საკრავითა. და რა როდამ ნახა, შეშინდა, გაჴდა გულითა ავითა.
ვის უბოძე სამკაული, რად გამოსჩნდი ჩემად მკულელად? რა აიღე უკეთესი, დამიმალავ, შვილო, მე რად? და მან პასუხი ვერა გასცა, ქალი გაჴდა ზაფრის ფერად.
აპირობ მაგა საქმითა თავისა მოყივნებასა, გვართა და მამა-დედათა სახელის განქარვებასა. და სიკუდილი მიჯობს მე შენსა ზრახვითა გაწბილებასა!
მოახსენა: "არ იცოდი, - აქანამდის ცეცხლი მწვიდა?!." ატირდა და მელნის ტბათა თვალთა ცრემლი გარდმოსცვივდა. და კალთაშიგან გუბი იდგა, ელვარეთა ღაწუთა სწვიდა.
მე სალუქობა თავისა ყოლ არა მომინდებისა, ახალი საამ ფალავნის მე შვილი მეგონებისა. და ჭკუა აღარა მაქუს, შემცულია, შავ-გული დამიდნებისა!..
სიზრმივ თურმე გამიჯნურდა ზაალდასტან შვენიარი. აქ ჩემითა მიზეზითა დგას, ეზომი ხანი არი, და ამას წიგნი საამისა ჰქონდა, ნება მისი არი.
მას ზედ ამოვლო კისკასად, ვითა ქურციკმან ველია. ტახტზედა ვიჯექ, მოვიდა, ჴელსა მომკიდა ჴელია. და ეს მითხრა: "ჩემის თავითა შენ არვის მიგცე მთელია!"
იგ ახოვანი ლომ-გული, ტან-სარო, ასაკიანი: კარგი ყმაწვილი ასაკად თმა-თეთრი, გვირგვინიანი. და მე რომე ქება მასმია, ნახვით სჯობს ზაალ ჭკუიანი.
უგავს, რომ ედგას გვირგვინი ლალის ღაწუს დაუჩრდილოსა. მფრეწელსა ლომსა მოარჩობს, მუშტითა მოჰკლავს პილოსა. და ნუმცა დამაგდებს უფალი მე მისგან უნაწილოსა.
მოახლეთათვის სახარჯო უხვად გულითა ქუელითა. მე თაჯ-ბეჭედი გავგზავნე ნიმროზელთ დასაცდელითა, და სავაჭროდ მოვლენ ლაშქარნი სიტყუითა საკუირველითა.
ნუ გაჰყიდი, დავავედრე: რას იტყუიან ნიმროზელნი? თვარა რატომ დავჰკარგევდი, ვის მისცემდა ჩემნი ჴელნი?! და ნუ გვიწყრები საილათოდ ვქენ საქმენი დასაცდელნი.
თუმცა ბედი არ შეეტყო, ამ უსტარსა არ მოსწერდა. ზაალს ნება რატომ დართო, დაუშლიდა შვილსა ვერ და?!. და სინდუხტ წიგნი წაიკითხა მას გონება გაუშტერდა.
აწ თუ მანუჩარს ეწყინოს, ესე მაქუს საგონებელი. დაწყნარებული ქუეყანა აშალოს ასაწყუედელი. და ამა საქმესა მოსდევდეს სიკუდილი გასაწმენდელი".
მერაბ მოვიდა მინდორით არ დახუდა თამაშობითა. პირი უგვანდა ზაფრანსა, იჯდა ლახვართა სობითა. და კულავ როგორაცა ენახა, არ დახუდა ისრე მკობითა.
მან პასუხი არა გასცა, თვალთა ცრემლი მოიჴოცა, პირი ჴელით დაუჭირა, ლალის ფერთა ღაწუთ აკოცა, და უთხრა: "მზეო, რასთვის სჭმუნავ, ესე ღმერთმან რა მაოცა?!"
ზაალ შვილი საამისი, როდამს წინა მოსრულიყო. ბნელსა ღამეს, ვითა ქარი, საბელზედა გასრულიყო, და მათ საცოლ-ქმროდ დაუფიცავს, ჭმუნვა ჩემი მისი იყო.
ცრემლისა ნაცულად თვალთაგან სისხლი სდიოდა დენითა: "რომ დაიბადა, მაშინვე არ მოვჰკალ, ავი ვქენითა. და სხვა ჩუენი ქალი ვინ ნახა ბედითა ბედნიერითა?!
ჩუენ ჩუენი ქალი არა გუგავს სიწმინდით, არცა რჯულითა. რა გინდ რომ კარგად გავზარდოთ, წაჴდების ეშმაკურითა. და რად ვასალუქე, აქამდის რად დამავიწყდა გულითა?!.
რად ვაცოცხლე აქანამდის, რასათვის ვქენ მისი ნება?!. ჩემის გულით არ დავიხსე ამისთანა შეჭირვება. და რად გავზარდე, არ დავიხსე ნაღუელი და ცეცხლთა დება?!
ჩუენსა სახლსა გარდაავლენს, ჩუენი გვარი ამოსწყდების! მე ცოცხალსა არ გამიშვებს, ჩემი გული მისთვის კუდების. და აქანამდის კარგად ვიყავ, ჩემი ახლა გარდამჴდების.
აწ ამითა შეისწავლის, რა შეირთავს ქალი ქმარსა. მტერობასა მოიგონებს, მაშინ მიზამს მე ნაქმარსა, და აწვე მოვჰკლავ მას ეშმაკსა, ვირემ ზაალ წაიყუანსა!"
ბრძანა: "ღ(მერთ)თმან არ გამწიროს, ვერ შეირთოს იმან ქმარი! მოიყუანეთ, აწვე მოვჰკლა, რისხვით აღვძრა მაზედ ქარი! და მე მოვარჩო გულ-მესისხლედ, ხვადმან ლომმან ვით კანჯარი.
დაამშვიდა: "ნუ ინაღული, საუბარი ჰკადრა ამა. მათის გულის შეჭირვება სიხარულად შესცვალა მა. და "რაცა ღმერთსა გაუგია, იგ მოჴდების", ბრძანა ამა.
საუბარნი და სიტყუანი მას უთხარ ასაკლებელი. ეგე მე უთხარ ყუელაკა, სიტყუა ჭკუისა მცნებელი: და "შენ ჩემთვის მოგაქუს მაგითა საქმენი ასაწყუეტელი!
ვირემ ჩემგან გწყენოდა რამ, უწინავე მამკუდარვიყავ. კოშკით თავი გარდმექცია, ციხეშიგან ოდეს ვიყავ, და როდეს ნახე ზაალდასტან, მაშინ ცეცხლით დამწვარვიყავ!..
მისი ნდომა მასვე წამსა ფიცხლავ გულსა შემივიდა. მანა ნახა პირი ჩემი, ღმერთსა თურმე მას ესვიდა. და უყუარდი და შესწავლასა თურმე ღ(ვ)თითა ინატრიდა.
ვერვინ შეიტყო შემოსულა, მონათა პური ჭამესა. გაკუირვებულნი უჭურეტდეს, ჭკუა ვერ მოიჴმარესა. და ვთქუი თუ: "ეს არის ნიშანი, მაშინ მეფეთა ბრძანესა".
"პირი მივსცეთ ერთმანერთსა", საუბარი ესე თქო და. მე პასუხი ვერა გავეც, რომე თქუენგან მეშინოდა, და ვერ დაეთმო ნახვა ჩემი, მამისაგან წიგნი ჰქონდა.
წავიკითხე და შევიტყე საამის მონაწერია, დავჰკეცე, მუნვე დაუდევ ოქსინო მონაფერია და ვთქუი: მერაბ" მეფის ასული ზაალის შესაფერია!"
გული გაავლო სიტყუათა, დასტკბა და მოლმობიარდა. ცნობა დაუტკბა ყოველთა, ავი ვეღარა თქუიან და. და მერაბ ნადიმი დაიდჴა, დაითრო, დაღვინიანდა.
იკითხა და მოახსენა სინდუხტს, რაცა გაეგონა: ნარიმანის" შვილისაგან საამისგან არ მეგონა. და მამის მათის უკითხავად ზაალ ამას ვერ იქმონა!"
მერაბ პირი დაიბანა, სინდუხტ გუერცა დაიწვია, ბრძანა: "ქალი აჴმობინე, აქ მოვიდეს პირად მზია, და ვჰკითხოთ ამა საქმისათვის, გვითხრას, რაცა გაუგია?"
"ჩემსა როდამს არა ავნო!" თავი მათი დააფიცა. მან მნათობნი მზე და მთვარე, დღე და ღამე დაიფიცა: და "არას ვავნებ ქალსა ჩემსა, არცა ზაკუა გულსა მიცა!"
"მამასთან მოდი კრძალვითა, თავ-დახრით დაეკიდენით, ძრწოლით ემთხვიე მიწასა, ატირდი ცრემლთა მიდენით, და გკითხავს ამბავსა, ეკრძალე სათქმელად, მოერიდენით!"
"რა მიქნია სათაკილო?!" გაუკუირდა მეტად დია. ვნახე ზაალ ფალავანი: - "ალვა ედემს ნაზარდია! და მე ნახვისა მათისათვის ვაზრობ, ღ(ვ)თითა, არ წავჴდია!
ადგა, ვეფხივით წამოხლტა, ტანს ზარქაშს ჩაიცმიდესა. მან გაიყარა საყური, ჴელთ სალტეს შეიცმიდესა, და იაგუნდისა გვირგვინსა თავ წამსა დაირქმიდესა.
სიტჴუა-შაქარი, ლამაზი, სევდისა მალხინებელი, იაგუნდი ხარ გათლილი, სადაფსა საგორვებელი, და მერაბ თქუა: "კურთხეულმცა ხარ, აჰა შენ დამბადებელი!"
ამას თვალი მეშურნისა მოაშორვე მავნებელი, შენ აცოცხლე ამ სახითა გულ-ნათელად იყოს მთელი!" და ელვარეთა ღაწუთ აკოცა, მან წამოსდვა ყელსა ჴელი.
დღივ და ღამ მასთან ამყოფა, წინ სუფრა ედვა სალხინო, მასთან ზაალის ხსენება აწ აღარ არის სარცხვინო, და ამ სახით იყო როადამ ჴმელთა მნათობი საჩინო.
აქა საამ ქარქისრიდამ მობრუნდა
აქა საამ ქარქისნელთა ჴრმლითა თავნი გარდაჰკუეთნა. ამირანი დააყენა, ხარაჯანი შეუკუეთნა, ხაზინანი ჯორ-აქლემთა, მუნ აჰკიდნა, არ გაჰკუეთნა, და ჰკრეს ქოსთა და ნაღარათა, გზა ერანით გაიკუეთნა.
რა მიეწურნეს საზღვარსა მანუჩარ ჴელ-მწიფისაკე. ნავზარს უბრძანა მამამან: "თქუე წადით საამისაკე. და ორისა დღისა სავალი შენ უწინ წავლე მისაკე.
ჩუენ მაგიერ მოიკითხე, მიულოცე გამარჯვება. განგებითამც კურთხეულ ხარ, აღასრულე ჩუენი ნება! და თუ ასმოდა თქუენი საქმე, მიკუირს, რად ვინ შემოგება?!.
გვერცა ახლავან თავადნი შემკულნი ოქროს ფესვითა. საამ ცნა, წინ მოეგება ყოფა-ქცევისა წესითა, და ბაგით ჰკოცნიდეს ჴელებსა შაქრისა უტკბილესითა.
გამარჯვება მიულოცეს საფაჰდარი მოიკითხეს. ერანისკენ წამოვიდეს, ჯორ-აქლემსა აცაჰკიდეს, და ვითა ქარნი, გაემართნეს, ერანს ადრე მიცავიდეს.
შეჯდა და გავლო ქალაქი მონითა ბევრ-ათასითა. სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა ნაღარა დროშა-ასითა. და მუნ სიხარული შეიქმნა, მივა ტანითა ხასითა.
ჩამოჴდა და მუნ მიწასა აკოცა და ეთაყუანა, მუნით მეფე გარდამოჴდა, ცალკე ცხენი გაიყუანა, და საამს ყელთა მოეხვია, მამა შვილსა დააგვანა.
გამოემართნეს ლაშქარნი, მოდევდეს ბოლუქ-ბოლუქად, წითელ-ყუითელი დროშანი თეთრი მწვანითა მელუქად, და იქით და აქეთ ლაშქარნი უკან მოსდევდეს ჩაუქად.
ყმაწვილნი და დიდ-ვაზირნი სავაჭროსა მოეშალნეს. დედოფალი გამოვიდა, მუნ დარბაზნი დაიცალნეს. და მას ჯეჰანდარს ფალავანსა ლოცევდეს და თვალნი ავლნეს.
თქუეს: "ესე ჴოცს მაზანდარას ქაჯთა მუნით, გაიყუანსა!" მეფე ჴელსა მოეკიდა საამს, დარბაზს შეიყუანსა, და მივიდეს, და ტახტსა ზედა დასვა მათსა დასაგვანსა.
ფეროზის ტახტი ნახატი საჯდომი მოლაჟვარდისა, მოცული მარგალიტითა, გუარი ხშირად ისხდისა, და მოვლენილი და მორჭმული მუდამ მაზედა იჯდისა.
კაცისა თუალთა საჭურეტლად მათებრივ არ იქნებოდა, მუნ შეიწვივნეს თავადნი, ვინც საამს გვერცა ხლებოდა, და ყუელანი დასხდეს ნადიმად, სადაც ვის ეფერებოდა.
აქა მანუჩარ ჴელ-მწიფე ნადიმად დაჯდა და
ჴელ-მწიფე ბრძანებს: "მოგვართვით საჭმელი ნურა ავითა, კაცთა სალხინოდ ნაქმარი შემკული სანუკარითა, კარგი მეჯლიში გავმართოთ, დავსხდეთ ტანითა ჯანითა. და აავსეთ სუფრა საჭმლითა, იაგუნდისა ჯამითა.
მეჩანგეთ მორთეს საკრავი ჴმა სირინოზთა პირისა, ლალის თასითა შეიქნა სმა ხოშ-გოურის ღვინისა, და დაალბეს ვარდის ბაგენი... თქმა არ ეგების ლხინისა!..
უბრძანა თუ: "საფაჰდარო, სხვა შენებრი ჩუენთვის ვინა?!" თუ თქუენ მყავხართ გამარჯუებით, ჩემი მავნე მტერი ვინა?!. და საამს ესე საუბარი გაუხარდა, მოილხინა.
აბჯრითა წელ-შერტყმული ხარ, მტერთა დამჴოცი, ჴელითა, ლაშქართა ზურგი ძლიერი ტახტსა შემიმკობ ენითა, და ჴელ-მწიფობისა მცველი ხარ, გმირულად შენაფერითა".
დალოცა და დოსტაქანსა ჴელსა ზედა დაიბერტყდა; მოახსენა: "თქუენთამც მტერთა თავი გორავს მიწაზედა!" და ასრემც ტვინი დაექცევის, ჭკუა-გონება ამაზედა.
ქარქისნელ-მაზანდარელთა გვიამბე მათი ამბავი. ზე ადგა მოსახსენებლად მორჩი სიტყუითა მდაბალი, და ჴელ-მწიფემ მადლი უბრძანა, - მუშკი ღალითა დამბალი.
უბრძანა თუ: "რა უყავით, აწ გვიამბეთ, იმა ქაჯთა". ქვე ვისხდეთ და შევექცივნეთ, გვიამების უფრო აწდა, და საფაჰდარმან მოახსენა, ეთაყუანა, მუნვე დაჯდა:
ჭანგ-მახვილნი და კისკასნი, ფიცხლად მოქმედნი ომთანი. გაფიცხდებიან ომშიგა, ვითა ელვანი ჴომთანი, და ჰაერთათ მოვლენ ფრენითა, ვით ნაბერწყალნი კომლთანი.
რასაცა გაუჴდებიან, ყოლ წასვლა არ ეგებისა!.. მათისა სიმრავლისაგან ქუეყანა შეირხევისა, და თუ ნახავ ერთგან შეყრილსა, ბრძანებ, სად დაეტევისა?
შემოგვკივლეს, ზარი დაგვცეს, ერთობ მუხთლად შემოგვებნეს. მათ ლაშქართა სიმრავლითა მიწა იძვრის, ცანი ჭექდეს. და რაზმი შეჰქმნეს მრავალ-კეცი, დავჴოცენით, - გარდგვეხვეწნეს!..
მე პილოტანმან სამანდი გავქუსლე ჩემი ცხენია; ქარქაშით გამოვიწვადე ჴრმალი სისხლისა მღურელია. და ამაღლდა კუამლი ორთქლისა, დაბნელდა ცის ჰაერია!
უანგარიშო დავჴოცე, ტანი ეყარა უთაოდ, მუნ გადის სისხლი ღუარულად, კაცი ვერ გავა უნაოდ, და არღავნის ფერად შევღებე იგი მინდორი უშაოდ.
გულმესისხლედ ეომოდეს, ისპაურად თავსა სჭრიდეს, მათ უჭიროდ დაჰჴოციან, ბიჯსა წაღმა ვერ წასდგმიდეს, და საშოვარი მრავლად იყო, ჯორ-აქლემსა დასტვირთვიდეს.
ღელენი, ჴევნი, კაპანნი მძორითა ავავსენითა, მაშინ ჴოცილთა მკუდართ ზედა ჩუენ ზედა ვიარენითა, და ვეღარ გაგვიძლეს, გაიქცნეს ქალაქისაკენ რბენითა!
რაც ოდენ გარდაიხვეწა, კუნესოდა, ვითა სნეული, წყლული სტკიოდის მრავალთა, - ტვინი თმაშიგან რეული!.. და მე დამეჴოცა მარტოსა შვიდი ათასი გრძნეული.
ეცნობებინა ქაჯთათვის, - ლაშქარი კულა შეეყარა, ზოგთათვის ქრთამი მიეცა, ზოგთათვის მუშკი ეყარა, და ასრე ეკითხნეს: "დაგვიდგნე აწ ზაულელნი ვეღარა?!."
ზღვასა შიგან ნიანგები, ჴმელთა ზედან პილო არი. მართ მანუჩარ შემწედ იყოს, მათ დაუდგეს ავი დარი. და მათი გუარი ამოვაგდოთ, ეს საზღუარი ჩუენი არი.
ვით ნისლი, მოაბნელებდეს, სიშავით კუამლის ფერია, ცნეს თუ, მოვიდა ლაშქარი, მათ გამოჰქუსლეს ცხენია, და გვიყივლეს: "არის ღალატი, ჴმალთა მიჰყავით ჴელია!"
ბუკსა სცემენ და ტაბლაკსა და ლეწენ კლდისა არესა. ვარსკულავნი ეხვეწებია მათით შიშითა მთუარესა, და მათი მზე ჰგვანდა სინათლით ბნელსა უკუნსა ღამესა!..
ქარი აგვიდგა ჩუენ კერძო, მტუერსა მათ პირსა აყრისა. რა ვნახეთ მათი სიმრავლე, პირი შეგვექნა ზაფრისა, და ვახსენეთ ღმერთი პატრონი თქუენი, - სახელი მაღლისა!..
კანი საგდებლად საღრტილსა მება, ლახტი მაქუს ბერძული. პირ-ბასრი არყის ისარი ქარქაშიგა მიც ლესული, და დარაკა ყელსა მეკიდა, კუბო ყალმაგი გესრული.
გრძნეულთა სიმრავლისათვის, ლომნო, არ გუმართებს მჴრდალობა. ზურგ-მაგრად ვიყუნეთ, გამოსცდის მათ ჩუენი მეომარობა, და ასრე დავჴოცოთ, შეეძლოსთ, მართ ვერარასა ჴმარობა.
სისხლი ღვარულად ვადინოთ, ჰე საამ, პილო-ტანაო: შუასა რაზმსა ეძგერა, გაფრიწა... გაიტანაო!.. და შიგ გაერია, დალეწა, ვით გურდელმან ბასრი დანაო!
ვჴოცდი დევ-ქაჯს, საგსარებსა შიგა ვრბოდი, ვითა ქარი. ყუელამ ჩემზედ მოიცალა, მეომარი ვინცა არი. და ტვინი თმათა გაურივე, დაუმტურივე ზურგის ძვალი.
ჭეხა ისმოდა აფთისა, ჴმალ-ლახტთა მონაქნევისა, ჯაჭვი ბეგთარი დევ-ქაჯთა მას დღესა დაიხევისა, და თავი მჭედელთა გურდემლზედა ჰგვანდა უროსა ქნევისა.
მიწა სისხლით გავაწითლეთ, სრულ ტალახად დაიზილა, დღე დაბნელდა, მზესა პირი ლურჯად უჩნდა, ვითა ლილა. და დაჴოცილთა საგსართაგან წასავალი გზა შეკრულა.
ქაქუთს ვეძებდი გრძნეულსა, თქუეს თუ: მას ახლავს სხუად ასი, ვეშპისა ნათესავია და დედით არს ზააქასი, და ბილწის ქაჯისა ნაშობი არის სატანის ნათესი!"
სადა იბრძვიან უშიშრად, მისით ზურგითა დგებოდეს, სახეობა და მკერდ-მკლავი გენახათ, - გეზარებოდეს! და პილოს ოდენი სიმსხოთა ბარგისტანს ეზარებოდეს!
ფოლადებისა ბასრითა შეჭედილია, რკინითა, სისრულით შავსა მთასა ჰგავს, სიმაგრით კლდესა ტინითა, და თუალნი სისხლურად წითელნი ნაღებს უგუანან ინითა.
სისრულით ჩემსა უფროა, ოთხის მტკაველით სიგრძედა; ჴელთა აქუს ხიშტი პირ-ბასრი, საკუირველია სისქედა, და ლახტი მისებრი არ არის სიმძიმით მიწის პირზედა.
ჴელზედ შუბი დაიმღერა, მაღლად თავსა შემოივლო, მომმართნა და შეუტევე, ესე თქუა თუ: "რა უყივლო?!. და საამ შუბით ავიყუანო, ლაშქარზედა მოვაყივლო.
კულა გავიყენეთ ცხენები და ერთმანერთსა ვეცენით, ჴრმლითა დავსჭერით ბეგთარნი და მუზარადნი ვლეწენით. და აბჯართა გაზდის წინწკალი და ცეცხლი, დავაკუესენით.
მისი ნაკრავი თოფსა ჰგავს, ჩემი - მსგავსია მეხისა. გულოვნად იბრძვის ვეშაპი, კლდისაებრ არ გადრკებისა, და გულ-მესისხლურად ვებრძოდი, კისკასად, მსგავსად ვეფხისა!
ოფლისა ღუარი ჩამოგუდის დანაწვეთები თავითა, დღე მესამედად არ იყო, პირველ რომ შევიბენითა, და მისნი ლაშქარნი ყუელანი უჭურეტდეს პირ-აღრენითა.
უკუირსთ, როგორ ჴორციელი მეომარი მისი არი?!. აპ ასიერც მოერევის, ზაულელი საამ არი. და ჴელი ერთად დაგურჩებიან, ჩუენი მავნე ვინღა არი?!"
გზა შეკრულიყო: მკუდართაგან ცხენი ვერ იარებისა!.. ქარქისანელი დევ-კაცი ქაქუთს ვინ იახლებისა?!. და მას დღესა გული იმათი შიშითა სრულ დადნებისა.
კაცის ჴელ-ფეჴსა ზიდევდა, ლომ-ტანი იგორვებოდა. მაშინ ნაჴოცსა მკუდარზედა პილო ძლივ იარებოდა, და ქარქისანისა მინდორი ლალის ფრად შეიღებოდა.
მაზედ უკუღმა იბრუნა, ჴრმალსა და ლახტსა ისვრისა, სულთა წააყრევს უწყალოდ, წვიმა დაასხა ისრისა, და საღამოდ გავიყარენით, ცხენ-კაცი სწორად იდვისა.
იგ მთისა ძირსა უკუდგეს, დავდეგით ნაომარზედა, ცხენნი მზად დავიჭირენით, ჴელები გვედვა ჴმალზედა, და აბჯარნი მოვიმაგრენით, სხუა მოვიმატეთ ტანზედა.
ეტლმან ჩუენზედა იბრუნა დიდითა ღ(ვ)თის წყალობითა; მან მოგუცა ძალი ძლევისა თვითან მისითა ნებითა, და გათენდა, ბურჯი ოქროსა ამაღდა კაცთა ცნობითა.
ჩუენ აბჯართა იმედი გუაქვს ჴრმალ-შუბისა კინენისა, გავიცადეთ, სიმრავლითა უფროსი ჩანს პირველისა. და უჭურიტეთ და ვერ შევატყეთ ყოლე ღონე დაკლებისა.
იგი ნაშობი დევისა ჩემკენ იჭურეტს, ქორივითა, ქაქუთ ძალის მინდობილი, იტყუის: "მოვჰკლავ ერთის კურითა!" და ერთმან ერთსა შეუტივეთ, ვეძგერენით, გორნი ვითა.
მარცხენა ჴელი შევსტაცე ხანჯრითა შესახევია, კალთა სარტყელთა შევსტაცე, ჯავშანი დავახივია, და ერთობ უჭიროდ ავიღე ქაჯის ნაშობი დევია!..
ჩაბალახზედან შევიდევ იგ დევი პილოს ოდენი, ჩემთა სპათაკენ მოვბრუნდი, დიდებით ყუელას ოდენი, და მოვიქნივე და მიწასა ზედ დავეც გორის ოდენი.
ეცადა და ვეღარ ადგა, ზურგის მძივნი მოეშალნეს, გასაქცევლად გაემართნეს, რაცა ქაჯნი მოემატნეს, და ვითა ქარნი, გარდიხვეწნეს, ომსა ფიცხლად მოეშალნეს.
საჭურეტლად შუენიარნია, ვინ არს მათებრ მხიარული!.. მას პილწსა თავი მოვკუეთე, გაუპე ღვიძლი და გული, და ხრტიალით, სულსა ამოჰყრის კუამლისა სახედ დაგული.
სიმაგრისაკენ ციხესა მიმართეს ქაჯთა მიდენით, რასაცა მივეწივენით, დავჴოცეთ, ამოვსწყუიდენით, და დავაყრევინეთ აბჯარნი ჩუენ მათნი - ვერა ვზიდენით!
სთულიან ნაკოცსა დევ-კაცსა, იყო თორმეტი ათასი. მუნ მოვისუენეთ მას დღესა, ქოსთა ჴმა იყო ას-ასი. და ქაიანთ დროშით მივმართეთ ქარქინ ქალაქსა ას-ასი
მუჴლ-დაყრილნი შეგვეხვეწნეს, მათ მანდილნი ყელსა ებნეს. "ზენაარი გამოგვართვით!" - ჩუენსა ჴრმალსა შეეხვეწნეს, და ჩუენ იმედი დაუდევით, - ხარაჯანი შეგვიკუეთნეს.
ჩოქით მოგვართუნეს კლიტენი, იგ არა დავარბივენით, ვინ არ მოგვენდვნეს, აყრილნი ომითა დავაქცივენით, და თქუენთვის სალაროდ დავდევით, მუნ ლარნი გარდვაქცივენით.
თქუენთვის ავჰკიდეთ სალარო, სხვას კაცსა არა ჰქონია. თუალ-მარგალიტი და ოქრო, მანასაჯური ლარია, და ქუეშ-საგები და საფენი მუნ სტავრა მრავალ-ფერია.
"აწ მიაბარეთ საჭურჭლე მეფისა მოჴელეთაო, ჯორ-აქლემებსა გაუძღუენ, მიართუან ჴელ-მწიფეთაო, და ნუმც დაელევის დიდება და მორჭმა ყოვლთა დღეთაო!"
საამ" გიძღვნის საჭურჭლესა, - ვინ დასთულის და ვინმც აწონა?!. მოისმინა ჴელ-მწიფემან, გულშიგ კარგად გაიგონა, და საამისგან დაიმადლა, დევთა ომი მოუწონა.
გუერცა დაისვა, დაჰკოცნა, ვარდის ბაგითა, ენითა, იაგუნდისა გვირგვინი დაადგა თავის ჴელითა, და ტანსა ჩააცვა შემკული თუალ-მარგალიტი ტენითა.
კარგ-სახელო და კარგ-გვარო, გუარო ჴელთა საფენო, ზღვაშიგან შენი კმა ისმის, ეჰა ნიანგის ბადენო, და ჴმელთაზედ უზაბარს, დევ-ლომს, თალთაგან ცრემლსა ადენო.
სმიდეს და შეექცეოდეს ჴელ-მწიფის ბედსა სვისასა, მერმე ადგეს და წავიდეს საწოლსა თავ-თავისასა, და საწოლს წევს მეფე, არჩევდა საქმესა მუნ თავისასა.
აქა მანუჩარ ჴელ-მწიფესა ზაალის საქმე მოეგონა
გაიღვიძა, მოეგონა მერმე საქმე ზაალისა: "საფადარსა მონდომია ქუაბულს ქალი მერაბისა, შეირთოს და მან აცდუნოს ზაალ, შვილი საამისა! და რომ მასმია, დამემართოს მე ნათქუამი არაკისა.
კაცს ჰკითხეს: "სადაური ხარ, სადაური გიქს ცოლიო?" ვირ ერთმანერთსა იცნობდენ, ლომსა გავჰყარო ტოლიო, და მე ქუაბულს საამ გაუშვა, ვითა გნოლზედა ქორიო!"
შავი შარი დაიხივა, სხუა ნათელი გამოიღო, ჴელ-მწიფისა საწოლს მოვა საამ, თავი ჩამოიღო, და მოიკითხა საფადარი, ტკბილად პირი მან გააღო.
ომთა ამბავი წუხელის გითქუამს, მით გიამებია, არ უცხო არის სასმენლად, ყოველგან გაგმარჯუებია!" და ზე ადგა წამოსაჯდომლად, მიწასა დასდვა ნებია.
"სადაცა გამიგზავნიხარ, მოსრულხარ პირ-ნათლიანი, გაგმარჯუებია, შენითა ტახტი მაქუს სახელიანი, და სახელი შენი ცათამდის მაღლად გასულა სვიანი.
შენითა რჯულ-წმიდობითა მიწისა პირი გაწმდების. ომისა ჟამსა ცხრა დევი შენთანა ვერ გამოჩნდების, და ერთი სააჯო შენთან მაქუს, აწ ჩემი გული გაწმდების.
შენი ჴმალია წამალი, გამწმინდოს მე ჯანგისაგან. ქუაბული სრულად დაცალო ზააქთა ავ-გვარისაგან, და ყოვლი ქუეყანა გავსწმინდოთ გრძნეულთა მათ ქაჯისაგან.
ზააქიანთ ნათესავთა დღე-ნათელი შავად ავნე, შენით კარგით მამაცობით, მათ საწუთრო დაამწარნე, და ცის კიდემდი გარდაჰვლინე, ზღვის ნიანგთა გაუმჟღავნე.
მის ვეშპისა მაცთურისა ნუ გაუშვებ ნათესავსა, მამაცსა და მეცნიერსა ნუ დაარჩენ ყმასა, ბერსა, ქუეყანასა დაუწვავსა, ციხეებსა დაუქცევსა, და თუ შენ ამას გამითავებ, მე გაგაყმობ ახლად ბერსა!"
"ჰე შაჰრიერო მაღალო, ცის ეტლნი ვერა გფლობენო! საწუთრო თქუენით იხარებს, თქუენ ქუეყანისა მფლობელნო, და ცისა ვარსკულავნი სახელად მზის ეტლსა შენ გიჴმობენო!..
ელთა შერტყმული გმსახურებ, მე, მონა თქუენი სახული!.. მე თქუენთა მტერთა ლახუარი ვარ დანა გულსა სახული, და მუნ წასასულელად მზა ვდგავარ, საომრად ჭანგ-გამახული.
დიდი ხანია, რომ თქუენსა სახლშიგან არა ყოფილხარ" წადი აწ, ამა მთუარესა თქუენსა ტახტზედამც მჯდომი ხარ, და რა ახლად მთუარე გამოჩნდეს, მუნამცა არ დადგომილხარ.
ღმერთიმცა იყოს თქუენი მწე, თავნი მუნითკენ არენით, ჩუენი გუნება ამითა აწ უფრო გაახარენით, და ჩუენთა ორგულთა ომითა საწუთრო დაამწარენით!"
საფადარი გუერც დაისუა, თავადებსა მოახსენა. მას დღე შუაღამემდისი მუ ლხინითა მოისუენა. და მერმე ადგეს, გაიყარნეს, მეფემ საწოლს გაისუენა.
ჴელ-მწიფემან ფალავანნი, ვაზირნი და საამ დასხნა, თავადთა და მწიგნობართა უჴმო, შინა შემოასხნა, და სავაზიროდ გაემათნეს, მეფემ სიტყუა გააასნა.
ვინც ქარქისნელთ ომთა აკლდა, - წასასულელად დასწერენით, ინდონი და ერანელნი სრულად გუერცა იახლენით, და სახიარმან წაგატანოს ღ(ვ)თის წყალობა ბედით ჩუენით.
უბრძანა: "მას ყუელაკასა აბჯარნი აჰკიდენითა, შვიდსა ყათარსა ჯორებსა სტავრა-ატლასი სტენითა. და ცხენი ოქროსა ლაგმითა მარქაფად დაჰკაზმენითა.
გუერცა ახლავან ლაშქარნი, თავადნი მომადლებულნი, სისტანისაკენ წავიდეს ჰინდონი სახელ-დებულნი. და თან გაყუეს სამსა ფარსანგსა, მობრუნდეს გალაღებულნი.
ზაულისტან-ნიმროზელნი მიჰყუებიან ლხინებითა. მდიდარნი და ნაშოებნი, დაგერშულნი თან ხლებითა, და ქოს-დაბდაბით, ნაღარითა, ქაიანურ დროშებითა.
ტანი ოქროთა შემკული მათებრივ არის აღარა, ტაიჭთა მსხდომნი მას გვანან, ალვამან თავი დახარა. და გაგზავნა მახარობელი, ზალდასტანს მისულა ახარა.
მას უბრძანა მხიარულმან: "თქუენ რა ჰქენით, გვიამბენა?!" მაზანდარელ-ქარქისნელა ქაჯთა ომი მოახსენა, და მან სისრულე ქაქუთისი, მეომრობა, ცხენთა დგენა.
მუნ შეკუეთა ხარაჯისა, გამარჯუება, ციხეთ დაყრა. ზაალ ამით გაიხარა, მოისმინა თემთა აყრა, და თავსა ოქრო გარდაყარა, მუნა იყო ლალთა დაყრა.
"რაცა იცი, ნუ დამალავ, ზააქიანთ წაჴდომისა! მოახსენა: "ჰე ჯეჰანდარ, სხუა გაგვიგო გზა ომისა. და მან ბორჯალი დაგვიკუეთა ამ მთუარისა წაჴდომისა.
საფადარს საამს წინაშე ჩუენ ერთად შევიყარენით, ზააქის ამოსაწყუეტლად ჰინდონი მოვიჴმარენით, და ჴელ-მწიფეს ამას დავპირდით, წავალთ თქუენისა ბრძანებით.
მეყუისთა და შესწავლილთა, მეცნიერსა კაცსა, ბერსა, დიაცსა და ყმაწვილებსა ცეცხლს მოუდებ, ვითა ბზესა, და რა მივიდეთ, ამას იქით ვერ უჭურიტონ იმათ მზესა.
დაჯდა, თავი ჩამოაგდო, ვარდის წყალსა თუალნი ღურიან, მამის ჩემის ჴელისაგან დღენი ჭირთა წამივლიან, და მე მიკუირს, თუ რასთვის მიზამს, ღ(ვ)თისგან რად არ ეშინიან.
აწ სადამდი მე არ მოვჰკუდე, მერაბს რამცა დაუშავა?! მისსა სახლსა ვერვინ ავნებს, თუ ცოცხალ ვარ, მუნ ვერ წავა, და თუ ეცადოს წასასულელად, სახლსა მისსა დაუშავა.
მუნ დიდი წყალი ჩამოდის, ჩამოჴდეს მისსა პირსაო. ბოლუქ-ბოლუქად კარავი ჰგვანდა ვარსკულავსა ხშირსაო, და ერთის ფალავნის პირითა მოკითხვა ჰკადრა შვილსაო.
ზაალ კართა გაეგება, გაგზავნილი შეიყუანა. მოციქულმან მოიკითხა, პირი მისკენ ათაყუანა: და - მამამ გიჴმო: "შვილო, მოდი, ფალავანო პილოტანა!".
მამას წინ მივეგებები", - ბრძანა მოყუანა ჯოგისა. აჰკიდეს ბარგი, წავიდეს, მუნ იყო ცემა ნობისა. და გვერც ახლდეს სახელ-დებულნი, წინა უც გზა მშვიდობისა.
მამასა მდაბლად ემთხვიე, ტკბილად ეუბენ ენითა. ჩამოჴე, მოგუთა აკოცე და ფეჴთა ემთხვიენითა. და უფიცავ, ზააქიანთა სრულ დავჰჴოც ჩემის ჴელითა".
არას ვჰკადრებ საწყინარსა, საფაჰდარსა საამ ქუელსა, საჩივარსა გავაგონებ, თავს ჩავუდებ შიგან ჴელსა, და საფადარსა სამართალი უნდა ჰქონდეს ღ(ვ)თისა ჴელსა.
ამას წინათ რასთვის მიყო, სამჯერ ჩემთვის დაიფიცა?! ბეჭედმან და საწუთრომან მან სახელი ღ(ვ)თისა ჰფიცა და მივჰყუები და გაუთავებ, რაცა ზაალს გულსა უცა.
"აწ ესე არის ნაცვალი პირისა გათავებითა, ჩემთვის და საყუარელთათვის საკლავად მივა ნებითა, და ლამის ციხეთა დაშლასა ქალაქთა განქარვებითა.
მცემს თუ გამაგდებს, მისი ვარ, ვერა მიშველის ჴმელზედა. ღმერთსა შევსტირებ ყუელასა, მას გაუზრდივარ ყელზედა, და მან გაბრჭოს ჩემი და მისი, თუ რა უქნია ჩემზედა?!."
აქა ზაალ ვეზირებს მამის საქმეს უჩივა
"მამწყუიტა დედას ძუძუსა, საჭმელად მიმცა ვეშაპსა, ღ(ვ)თის მოვლენილმან მფრინველმან გამამაშორვა მე შამბსა. წამიყუანა და გამათბო, ფრთესა მხურევდა მე შავსა, და მართვეთა გვერდით გამზარდა", უკვდავსა ღმერთსა ესავსა.
წინა დროშა ფრიდონისა მათ ალამი გაიძღვანეს, საფადარი ცხენსა ითხოვს, მას სამანდი მოუყუანეს, და საამ შეჯდა, გაემართნეს, საგდებელი საღრტილს ებნეს.
თავადები წაიტანა, ბარგი ყოლე არა ზიდა, იქით-აქათ დაიყენა, იმღერდიან, ტკბილად ზმიდა. და ზაალ მამა დაინახა, ცხენით ფერჴსა ჩამოსდგმიდა.
მაღალი, საროსა მსგავსი, პირი მთვარისა დაუჩინ, მკერდ-მკლავ-მსხვილია, ბეჭ-ბრტყელი, ნაზარდი საროსა უწინ. და თავითა მისცეს სალამი, - წესი ეს არის მის უწინ.
საფადარი მამა თქუენი, ნეტარ ცოტად რას გიწყრების?!" თქუა: "არ ვიცი შეცოდება, თქუენი გული მემოწმების, და შეუცოდრად თუცა მამკლავს, ჩემგან არა ეკადრების".
ტირს, თუალთა ცრემლი ჩამოსდის, სურვილით დადაგულია, მიჯნურობისა ცეცხლითა გული აქუს დადაღულია. და მან დასდვა პირი მიწასა, თქუეს: "ალვა დანერგულია!"
სამ ფალავანი შევიდა დაჯდა, პირობენ ჭამასა, მუნ ზაალ შემოიყუანეს, კულ ეთაყუანა მამასა, და დაჯდა და თუალთა ცრემლი სდის, ღრუბელივითა ნამავსა.
ფალავანო, საწუთროსა საფადარო, არ ახალო. ბედნიარად, გამარჯუებით, თქუენ ღ(ვ)თისაგან ნათლად ხარო, და მოწყალე და მოსამართლე სამოთხეში შენ წახვალო.
ომისა ჟამსა სადაც ხარ, მიწანი ატირდებიან!.. თქუენის გურზისა შიშითა ვარსკულავნი ატირდებიან, და ნიანგნი ზღვისა უფსკრულთა წავლენ და იხიზნებიან.
დედას ვეშობე, გაგეგდე მინდორსა უადგილოსა, მე გავეზარდე ფასკუნჯსა მართუეთა ფრთეთა ჩრდილოსა, და მუნა კლდე მქონდა საყოფად კაცთაგან უსალხინოსა.
მკლავ-ფალავნობით მეომრად ვინ მმეტობს, ისპაზნეობით. ჴრმალი მარტყია, შუბი მაქუს, ლახტი სარტყელსა ჩარჭობით, და მიბრძანე ერთი, ვინცა მჯობს ძალ-გულად მე, მამაცობით?.."
დავდეგ თქუენით ბრძანებითა, ალვა ვპოვე სარო-ტანად, მიხუალ მტერთა დასაჴოცად, მეცა მზა ვარ მოსაჴმარად. და მაზანდარით მამიტანე ესე ჩემთვის მოსაჴმარად.
ბაღ-სავარდენი, წალკოტნი, ქალაქი სახელ-დებული. მუნით მოხვიდე, გიახლო, მობრძანდე გამარჯუებული, და მაგრამ რა უყო როადამს, ვარ მისგან ცეცხლ-მოდებული!..
ქუაბულისტანს რად ამოსწყუეტ, მე თუ შემიცოდებია?!. ეს სათქმელად ნუმც ეგების, - თქუენ იქ ლაშქრად წახვიდია!" და ესე ესმა ზაალისგან, საამ თავი გაიქნია.
ეგრე თქუა თუ: "უმართლეა, მისთვის გულსა გაებრჭობის: უღ(ვ)თო ვიყავ აქანამდის, აწ თუ მისგან შემენდობის, და მტერთა რასთვის გავაცინებ, რადგან ზაალ ჩემთვის კუდების!"
"არ გაგითავო, ვერა ვიქ, რასაცა იაჯენითა, გულ-შეჭირვებით მტირალსა თვალითა ცრემლიანითა, და ვიურვოთ ჴელ-მწიფისაგან, თქუენის ნებისა ვქენითა,
მოყუარეთა და მეყუისთა შევეხვეწები, ვაზირთა: მართალთა გზასა მოზიდონ, ზაალს ნუ გარევთ ნადირთა, და თვით წინ მიუდეგ, შენ წადი, ტურფად ტანითა ნაზითა.
აქა საამ ფალავანისაგან წიგნის მიწერა
გონიერი მწიგნობარი იჴმო წინა, მასთან შავა. მუშკითა და ღალიითა მან მელანი შეაზავა, გუერც მოისვა მწიგნობარი, ვაზირობა გაათავა, და უბრძანა თუ: "კარგად წერე, ჴელ-მწიფესა წინა წავა!"
ყოველნი მას ადიდებენ, ზღვანი, მიწანი და ხენი. ჩუენ მისნი მინდობილნი ვართ, ყოველნი მონასახენი. და ზეცას იგი არს უკუდავი, ქუეყნად - თქუენ - მისნი სახენი!
მან დაბადა ვარსკულავები, მზე და ეტლი, ბრუნავს მთუარე, ვაზირებსა გეხვეწები, ჴელ-მწიფესთან მოგვეჴმარე: და ჩუენი აჯა შეისმინოს, შეჭირვება დაგვხსნას მწარე.
ახოვანი საფადარი რაზმსა შიგა გავარდების, მეომარი ასრე ხედავს, რომ თერიაყ გულსა ების, და მივა მათი რისხვის ქარი, პირს სამსალა წავარდების.
შენთა ერდგულთა ლხინო და ორგულთა რისხვით მჭირველო. მეომარო და სვე-სრულო, ომითა ციხეთ ამხმელო, და თვალად და ტანად ტურფაო, ფრიდონის დროშის სანთელო!
დასწყნარდა თქუენი სამზღვარი, არის ყოველი წყობილად: არ არის წყენა, შეიქნე მგელი და ცხვარი ძმობილად, და მე თქუენი ერთი მონა ვარ, მსახური შენი ყმობილად!
რა წელთ სარტყელი შემირტყამს, მე თქუენთვის მიამებია. ყოფილვარ სახელიანი და ყუელგან გამმარჯვებია. და ზაფრანის ფერად შევქნილვარ, თმა-წვერი გამთეთრებია.
ჟამად კიდევე გმსახურებ, ისმინე მონახსენიო, თავ-მდაბლად, მონისა სწორად, ვდგავარ ალვისა ხენიო, და ჯავშნიან წელ-შერტყმული ვარ, ჴელსა მაბია ცხენიო.
სადევესა მოგიჴმარებ, ინდოური ჴრმალი მძლია, მძიმე გურზი მოვიქნიო, ჯერეთ ძალი არ წამსულია, და ვერვინ გაჩნდა ჩემი სწორი, ომით ჴმელი მამივლია.
რა უყავ მაზანდარელთა დევ-ქაჯთა, ისიც კმარისა, მას წინათ მოვჰკალ ვეშაპი, დიდი, უსახო არისა!.. და თქუეს: "ამოსწყუიტა ქუეყანა ქაშიბს, - ზღვის პირსა არისა.
ზღვით ნიანგსა გამოიყუანს, ჴმელზედ ფერჴსა არ დასდგმიდა, პილოსა და მარტორქასა, შიშით მისკენ მიზიდვიდა. და ქალაქნი და ქუეყანანი გარდეხვეწნეს მიღმა მიდა.
პირს შავი კუამლი ამოსდის, ღრუბელთა შესართავითა, არწივსა ფრთენი მოსტუსის ბილწმან სულითა ავითა, და მსმენელთ შიშითა დალევდის, მასთან ვერ იყუნეს ზავითა.
გულისა შიში გავაგდე, ტანსა აბჯარი გავიწყე, მშვილდის საფერი პირ-ბასრი ისარი ქარქაშს ჩავიწყე, და ჴელთ ძროხის სახე ლახტი მაქუს, ჴალი წელზედა გავიწყე.
გამომესალმნეს მეყუისნი, ყოველნი ჩემთვის ჩიოდეს, ევედრებოდეს უფალსა, მე მისგან არ მეშინოდეს, და გამარჯუებულნი მოვიდეს, პირ-ნათლად მოიცინოდეს.
ქაშიბს მივმართე ზღვაშიგან, მუნ კუამლი ამოდინდესა, გვანდა: "შავი მთა მართია, ყოველნი მას შეშინდესა, და ცხრა ასი მჴარი სიგრძე აქუს, თმანი მინდორს ეფინესა.
წითელნი თუალნი აახუნა სისხლისა ტბათა ოდენი. ჰგავს ზღუასა ცეცხლი ედების, დასწვა ჩინეთის კბოდენი, და მან პირ-აშკმულმან მომმართა, ვთქუი: "ქუხან შვიდნი კიდენი!.."
ზედა მიუჴე, კრმალი ვკარ, ლაში სრულ გავაგდებინე, სისხლისა ღუარი წაცასქდა, მინდორი შევაღებინე, და სულთა მხუთევდა სიმყრალე, სამანდსა შევაძლებინე.
შეუძახე, თავსა დავჰკარ, ტვინი ცხვირთათ წამოსდიან, მის თემისა დიდებულნი მთისა წუერით მიჭურეტდიან, და რა ის მოვჰკალ, მასუკანით იაქ ზამი საამ მრქუიან.
სიმყრალისა კუამლი ასდის, მზისა პირსა დაფარვიდეს. გამარჯუება მამილოცეს, თავს გუარსა გარდმაყრიდეს, და ქუეყანათა მათ აყრილთა მახარობლად კაცს გზავნიდეს.
საგდებლითა ჩამოყრილთა დევთა ძვალნი შემოლეწნა, თავადნი და ფალავანნი მოხარაჯედ შეგახუეწნა, და ჟამთ სიგრძემან გამათეთრა, ძალით ოდენ შემერეწნა.
მე ყოველგან თქუენთა მტერთა შევანანე ჩემი ომი, მოხარაჯედ დაგიყენე, დავაქცივე ციხიონი, და მტერი მონად გამსახურე, აწ კმა არის ჩემი ომი.
თქუენის მიწისა თუ ღირსვარ ზალისთვის მიმიცემია, მას მართებს ჩემად შედეგად აწ სამსახური შენია, და ფალავნობა და სახელი ეძებოს იმან ჩემია.
თქუენთა ორგულთა თავები მიწათა შიგან გარიო! ბრძანების ურჩი ვინც იყოს, ხანჯრები გულსა დარიოს, და გული და ღუიძლი გაუპოს, სული იმათი დალიოს.
მაშინც კარგად შეიწყალე, აწ ქუაბული გაუახლე, როდაბისა ბოძებითა შეიბრალე, შუქთ აახლე, და არ გეწყინოს, დაანებე, კულავ უბოძე დღეთ სიახლე.
პირი უგავს სანდაროზსა როადამის გონებითა, მოვიდა და ცრემლიანი შემეხუეწა მონებითა, და მამეგონა შეწყალება თქუენით შემოვედრებითა.
"ღ(ვ)თის დარჩენილსა პირველად დიდისა ჴელ-მწიფისაგან, შეწყალებულსა რად მამკლავ გაზრდილსა სიმურღისაგან. და მე მიშოვნია არიფი ბრძანებით განგებისაგან!"
თქუენსა წინა გამოვგზავნე შესახვეწლად გმირთა თავი. ამას წყლული გაუკურნე, გამსახუროს გმირი თავი, და მხიარული გამოუშვი ფალავანთა ზაალ თავი.
მას სარო-ტანსა უბოძა თვითან თავისა ჴელითა: "წადი, მანუჩარს წინაშე, სააჯო იურვენითა, და შენ შეეხვეწე პატრონსა თქუენის ნებისა ქენითა!"
უბრძანა ხუთთა მონათა: "თქუენ დაჰკაზმენით ცხენიო! თორმეტნი კარგად მავალნი ფიცხნი და უფრო მძლენიო, და შესხდეს და ფიცხლად წავიდეს, ვით ქარნი მოსწრაფენიო.
საამის ჴელით სიკუდილი ქაქუთის დედულთ გვარისა, მისის სალაროს მორთმევა მეფისა მანუჩარისა, და აწ ქუაბულს გამოუძახა: "თქუენი ძველ მტერი არისა".
მას მოედვა გულსა ცეცხლი, ბრძანა: "ჩემი საქმე წაჴდა!" პირი უგავს ზაფრანასა, გონებასა დიდსა ჩაჴდა. და სინდუხტს უთხრა "არ დამეხსენ, თვარ მოვკლევდი როდამს აწდა!"
აშენებული ქალაქი და ტახტი დაიქცევისა, მე დაგჴოც შენ და ასულსა, აწ სისხლი დაიქცევისა(!), და თავსა ვიურვი, ნაქმარი ეს თქუენი თქუენ გეზღვევისა.
შეუჭირვო ვინ დაჰბადა ღმერთმან კაცთა გვარისაო, წყრომით ნუ ხარ, გამიკითხე ჩემით საქმით არისაო, და ჩემით ქნითა თუ რამ იყოს, დამწუავს ცეცხლი ალისაო!
პირველვე გვესმა ამბავი - დაწერა მანუშარისა ჴელ-მწიფიჴაგან მოცემა სრულად ქუაბულისტანისა, და ნახვიდა თუ მოსრულიყო, საქნელი აგრე არისა!"
მომეწონა ზაალდასტან, ქება მისი შენვე ბრძანე, ყუელამ იცის ზაულელმან, რომ ქალი გითქს მზისა დარე, და სიტურფითა შუენიარი, გავსილია, ვითა მთუარე!
კოშკის წვერსა გასრულიყო, თქუენცა იცით, საბელზედა, ვერ ვიცნობდი, ქება მისი თქუენ მიბრძანე ჭამაზედა, და გაბრჭე, ღ(ვ)თისა მოყუარეო, რა ბრალი მაქს ამაზედა?!
არვის მიეც, შარიერო, შენ არ შერთე ქალსა ქმარი. ნუ ვაბრალებთ ერთმანერთსა, განგებისა ნება არი, და იგი შესცულის, სიხარულად, ჩუენი ჭმუნვა ცუდი არი.
თუალ-მარგალიტი მივართვა, გუარი საგორვებია, საკელ-მწიფონი ქამხანი, სტავრა და ატლასებია, და თქუენ მაგიერად, თავ-მდაბლად მას ტკბილად ვეუბნებია.
დავამშვიდებ რა ასეთსა მე სიტყუასა გავაგონებ, ქუაბულისტანს, ნუ ამოსწყუეტს, შეხვეწებით შევაგონებ, და იხსნას მათის რისხვისაგან, სრულად საყმოდ დავამონებ.
შეჭირვება ჩამოიხსნა, მისკენ მივა მხიარული, მოეწონა გამორჩევა, გაუენათლდა ახლად სული, და დაუმადლა, ეგრე უთხრა: "ეცადე რას წმიდა რჯული!"
ლაშქართა და ქალაქთაგან სხუაც მრავალი მამჴდომია არა ვწყალობ საქონელსა, თუ არა ვართ, ცუდად ჰყრია, და გავხნათ დიდი ფათერაკი, რომე ცუდად არ წავჴდია.
რაცა გერჩივნოს, გარდასდევ, სალაროთ კარი გაიღე, რაც მოგეწონოს, ყუელაი თვითან ჴელითა აიღე, და შეჰკრენ ლარნი სტავრანი, თქუე საძღუნოდ მისგან წაიღე.
ინდოური და ბერძული სადა სტავრათა გულია, თვალ-მარგალიტი, გოარი, ჩინური დახატულია, და ორმოცი მსხვილი ზანდუკი, ყუელაი დაბეჭდულია.
საყური, სალტე, ტყავები, მუშკი მრავალი, ამბარი, ოცი ტაიჭი ლაგმითა, ორმოცი ტანი აბჯარი. და ოთხმოცი ქალი და ვაჟი, ჴრმლები ინდოეთს ნაქმარი.
შევიდა მერაბს წინაშე მნათობი, წმინდა რჯულითა. ქმარსა დაუდვა იმედი, იგი ნათობდა გულითა: და - "ღ(ვ)თითა ყუელასა ვისაქმებ, იყუენით ნათლად სულითა !
ჩემდა მოსულამდის როადამს თუ ავნო, - გული მიკუდების!.." მერაბ შეჰფიცა: "ღმერთმან ყოს, ეგე ჩემგან არ იქმნების, და გული დაიდევ, როადამ შენ ჩემგან არ წაგიჴდების!"
დღე-ღამე სწორად იარეს, დალივნეს სიგრძე გზისანი. საამ ფალავნის ლაშქართა მუნ ნახნეს შუქნი მზისანი. და გვანან სამოთხის ყუავილთა, თქუეს: "მასკულავნია ცისანი!"
თვალ-მარგალიტ-შემკობილნი მზესა გვანან წამოვლითა. მერმე ჰკითხეს დიდებულთა: "აწ ამბავი თქუენი თქუითა?" და მოახსენეს: სინდუხტ" არის, საამისკე მივა მზითა!"
წააღებინეთ ფარეშთა სამი ქამხისა კარავი. ოქსინო ქვეშე საფენი, სადგომი ნახეთ, სარავი!" და მაშიგან იყო საჯდომლად სინდუხტ ნათობთა მზარავი.
საფადარის მაგიერად მას მოკითხვა მოახსენეს. წინ გაუძღვეს სადედოფლოს, მას დღე მუნა მოასვენეს, და რაცა ჰქონდა, საამისთვის საძღვნოდ მუნა მოიტანეს.
აქა ვაწვიოთ, სალამად წინა ჩუენ მივეგებვითა. მუნ ერთმანერთსა სალამი მივსცეთ, თავისა ნებითა, და მოკითხვით პირი გააღეს, სიტყუითა ლამაზებითა.
მას საჩუქარად რაცა აქუს ტვირთული ჯორ-აქლემია, სტავრა-ატლასი, რაცა ვთქუით, მას ჰქონდა ყოვლიფერია. და თქუა: მერაბ" გიძღვნა პატრონმა ეს თქუენი შესაფერია!"
"ბანოვანთა ჰე თავადო"!.. გარდიჴადა მადლი მდაბლა. "ბედნიერთა გვარისაო, ტახტოსანო, დია მაღლა, და ესე ყუელა მოგიღია, გაგვინათლდა ტახტი ახლა!"
მტერზედამცა მორჭმულიხარ, რჯულ-წმინდაო, ნათლად ხარო, ბედნიარი პირი თქუენი ვნახე, ალვა-ტანი, სარო, და მიზეზიმცა დაილოცვის, - ჟამი ესე ბედნიარო!.."
ყოფა-ქცევა, საუბარი, პასუხი და ნაზარდობა. გულსა შიგან მოეგონა ზალდასტანის მიჯნურობა: და "თუ ასული ამასა ჰგავს, როგორ დავგმო აშიყობა?!."
საქონელი და საჭურჭლე, მარგალიტი და თვალნიო; ჩუენ გვაქუს ურიცხვი ყუელაი - ვერვისგან დანათვალნიო, და რაც გინდა, ყუელა შენია, ჩუე მით ვართ თქუენი ყმანიო!"
რაცა ვიცი მერაბისგან, საუბარსა შევაწონებ, თუ მიბრძანებ, ხვაშიადსა თქუენ მარტოსა გაგაგონებ, და ამას იქით თუ ვცოცხალვარ, დღეთა თურმე შენ გაქონებ!"
საუბარი მერაბისა საამს ყუელა მოახსენა: "აქანამდის წყალობითა შენით ვიყუით კარგად ჩუენა. და დღესამდისინ მტერისაგან ჩუენმან გულმან მოისუენა!
მათის ტახტისა მლოცველნი, თქუენისა - დოვლათისანი, მას სარო-ტანსა ზალდასტანს მოუნდეს შუქნი მზისანი, და ჩემი რუადამ ენასა - ყუავილნი სამოთხისანი!
საცოლ-ქრმოდ შეფიცებულან, არ ტყუვილისა ენითა, მერაბ შეიტყო, ქალისა მოკულა გაჰპირა ჴელითა, და თქუა: "ამა საქმეს მანუჩარს, ვიცი, რომ ვაწყენ ენითა!.."
მას ითხოვდეს ჴელ-მწიფენი, სხვამ იხვედრა ვერავინ და, ღ(ვ)თის განგება აქანამდის ზაალისთვის ინახვიდა. და ბევრსა სისხლსა უბრალოსა, ფალავანო, ნუ დაღვრი და!"
გონებასა რასმე ჩაჴდა, არა ბრძანა ყოლე დავი, აიხედა, მოახსენა: "ბანოანთა შენ ხარ თავი. და თუ თქუენა გგავს თქუენი ქალი, არ იშოვა ზაალ ავი".
ვერვინ გკადრებ ჴორციელი: "მე გჯობივარ, შენთან მზე ვარ მეომრად და სახელითა"!.. დანერგული ალვის ხე ხარ!.. და არას ვგავარ შვენებითა მზესთან, მთუარე ვითა, ვზივარ!
განთქმული, თუალადობითა, ტურფა და სახელიანი, დედით მეყუისი ზაჰაქთა და გუარად ჴელ-მწიფისანი, და მასცა სჯობს ჩემი როდამი, ვითა ეკალსა იანი!"
სინდუხტს სიტყუა საიმედო მაშინ მისცა: "სარო-ტანო!. საჩინოთა ნათესავო დედოფალო და საგვანო!... და რადგან თვითან გაისარჯე, შენ გულ-ნათლად წაგიყუანო!
არცვის მანუჩარ უნახავს ამისთანითა წესითა!.. სახლი გაერთდეს, ჩუენ ვიყუნეთ ლხინითა უკეთესითა, და ზაალ და როდამ შეჰყაროთ ნამკობნი ოქროს ფესვითა!
როდამისა გონებითა ტიროდა და ცრემლსა ღურიდა. ქუაბულისტანს" რად ამოსწყუეტ"!.. ლომივითა წამეკიდა, და შეიჭირვებს ყუელაკასა, ქარივითა მალედ ვლიდა.
როს ნახა პირველ, იმედი მაშინ უბრძანა ფიცითა. მიბრძანა: "უყავ ყუელაი, რაცა ინებოს, იცითა!.." და არ დაუშურვებ, რაც უნდა, მივცემ პირითა მტკიცითა!"
მოლარეთა უხუცესი მუნ ეჯიბი მოიყუანეს, საქონელნი მოღებულნი მას უკლებლად მიუთვალნეს. და წიგნი ახლად დაუწერეს, ლალ-გოარნი დაუთვალნეს.
მოახსენა: "ჰე ჯენდარო, საწუთროსა ფალავანო!.. ტანითამცა სულ ნათლად ხარ, გვირგვინისა შესაგვანო, და ნუმცა ოდეს მოგეშლების ჭკუა, ძალი, სარო-ტანო!
ქუაბულისტანს თავადებსა აღარ დასჭერ ჴმლითა თავნი, თქუენად მონად დაიჭირნე, მათ უბოძე რადგან ზავნი, და აწ მერაბს და ჩემსა როდამს მახარობელს გაუგზავნი".
გაიშორვეთ შეჭირვება, ვერას გავნებსთ ახლად მტერი: ზაალ სიძედ გიშოვნია, მერაბ, თქუენი შესაფერი, და განგებითა გაგითავებს მოყურობასა საამ ბერი.
ტაიჭსა შეჯდა, არ ახლო მან უნაგირსა ჴელია: აწ მაქუს იმედი ღ(ვ)თისაგან, რას ნუკავს გული ჩუენია, და შეწყალებული მოგივა, დაიხსენ კაეშანია!"
მერმე დასხდეს სანადიმოდ, მუნა იყო ჩანგთა მღერა. იყო კარგი სიხარული, ბარბითისა ტკბილად ჟღერა. და სინდუხტს გული დაუამდა, მაში ყუელა დაიჯერა.
ესე ანბავი წიგნითა შენ მერაბს მიუტანეო, მალედ იარე, ქარულად, მუნ მიდი ამაზ ღამეო, და მათ მოახსენე ყოელი, აწ გული დაუამეო!"
"შეჭირვება ჩამოიხსენ, აწ ლხინითა მოისვენე!.. საფადრისა წიგნი ნახე, ჩემი რაცა გაიგონე!.." და ფიცით ბრძანა გაერთება, მან, მზახლობა შესაგვანე.
საპირიანოდ იქნების, რაცა თქუენ გიამებოდა, დაყოვნისათვის მეც მიმძიმს, წამოსვლა მესწრაფებოდა, და ყუელასა სწორად ვისაქმებ, უმისოდ არ იქნებოდა.
შენ სავსედ იყავ ლხინითა, ნუ ხარ ცრემლისა დადენით, მოვალ, ანბავსა ყუელასა წვრილად გიამბობ კვლავ ენით, და ფაიქსა სამახარობლო უბოძეთ, რაც უქადენით!"
ვითა ვეფხი, კისკასურად შინ შევიდა შვენიერი. მან თავითა უსალამა, ჰკადრა ქება მრავალ ფერი. და ერთად დასხდეს სარო-ტანნი, გაანათლეს მათ აერი.
ჩუენი საქმე შეიწყალე, მერაბ საყმოდ დაგემონა! ზაალდასტან თუ ისაქმა, მოსვლის ჟამი არის, მგონა. და სჯობს - წავიდე, სამასპინძლოდ დავამზადო მერაბ მონა.
როადამ და მამა მათი მუნა სხენან ელვა-მკრთომი, სამასპინძლოდ შეკაზმული მე დაგიხუდე ფერჴზედ მდგომი, და თქუენ მობრძანდით, სახლი ჩემი გაანათლეთ, ვითა ჴომი.
ყელ-საბამი და ტყავები, ტანისამოსი არ ავი, ერთი ქუდი და სარტყელი მერაბს ებოძა, კარავი, გულ-მხიარულად წავიდა სინდუხტ მნათობთა მზარავი.
აქა ამბავი ზაალსავე კელ-მწიფეს წინაშე წასვლისა
ზაულისტანით წავიდა, თავი არ დაიზიანა. დღე-ღამე წართვით ქარულად, ყოლ არა დაიგვიანა, ერანს მივიდა, მან საქმე ჭკუიანად მოიმჴრიანა, და "ესე ჯობს დიდსა ნარიმანს!" - მჭურეტელნი დანატრიანა.
შინაურნი მოეგებნეს, პატივითა მოიკითხეს, მას ანბავი მუნ მისვლისა მათ, მიზეზი მისი ჰკითხეს, და ზალდასტან და თავადები დარბაზის კარს ფიცხლად მიდგეს.
ემთხვია და მიწაზედა პირი დასდვა, ცრემლსა ღვრიდა. დიდხან იყო დამხობილი, ჴელ-მწიფესა გაუკუირდა. და შეიტყო თუ: "მოაჯეა!" - გულშიგ კარგად გაუპირდა.
უბრძანა თუ: "ნუ ირჯები, გაგითაო, რაც გწადს შენა: აჯა რაცა გითხოვნია, აროდეს ვქნა შენი წყენა. და კულავ მიწასა პირი დასდვა ზაალ, მეფეს ეთაყუანა.
მერმე გზისა გარჯილობა, ზაალდასტან, მოიკითხა. ფალავანი კულავ ემთხვია, ჩოქით უდგა წინა დიდხა, და მისცა წიგნი საამისა, ჴელ-მწიფემან წაიკითხა.
ეუცხოვა და უბრძანა: "რა წიგნი ვნახე ესია?!. შემამხვეწნია თავ-მდაბლა კლიტე საგსართა ესია. და ინდო ვეშაპთა ლომ-კაცთა ნაწერი ესე ვისია?
სახელი და პირის წყალი, ზურგი არის ერანისა. ჩემთვის დიდი საწყინოა, რაცა მესმა ფალავნისა, და მას სიბერე მოეწერა, წელთა შეხსნა ჯავშანისა.
საწყინო წიგნი მამართვი, ძველ მტერთა ცეცხლად გაუშვებ, საამს რა უყო ჯომარდსა, მტერზედ ქორულად გაუშვებ. და მას ვაპატიებ ნაქმართა, მაღლა ცათამდინ აუშვებ.
ჭკუიანსა და გონიარსა არას ვაზრობ საამს ქუელსა, საზიანოს არას მიზამს, დავენდობი ტახტის მცველსა. და ერთგულსა და თანა მკუდარსა მეფობისა მიმცემელსა.
ბრძანა თუ: "დავსხდეთ ნადიმად ტურფითა სარაჯებითა. წინა მეჯლიში დაიდვეს ოქროსა ტაბაკებითა, და მას დღესა ისხდეს ნადიმად მეჩანგე-მუტრიბებითა.
საგონებლითა სავსე აქუს ზაალს გულივე ამითა. დილასა კარსა მიუდგა ნაზარდობისა ტანითა და ვინც ნახის, მოეგებიან, უსალამნიან თავითა.
გავს აც ღ(ვ)თისა საფარველი, ზაალ არის მყოფი ჭკუათა. მეფე მალვით ეუბნების ვეზირთა და მოაბადთა: და "სიკეთე და კალიბობა მამწონს ყოფა-ქცევა-ზმათა!
მუნეჯიმთაცა უბრძანა: "სტროლაბსა ჩახედენითა: რა გარდაჴდების მას ზედა, თქუენ მართლად შეიგენითა". და მათ მოახსენეს: "პატრონო, თქუენი ბრძანება ვქენითა!"
ზაალისთვის შესატყობლად... მერამლენი კაცნი ქუელნი. ჰკრეს სტროლაბსა, კარგად მოვა, შეამოწმნეს რამლის მკურელნი. და ერთმანერთსა დაემოწმნეს, მეფეს წინა წადგეს მთქმელნი.
თქუენის ტახტისა მოსავი, გულ-მართლად თქუენი ერთგული, მერაბის ასულსათანა შვილი მიხუდების ქებული, და მისგან მოჴდების დიდება ღრუბელთა შესწორებული!
დიდებულთა და თავადთა ძლიერი ზურგი იქნების, ჴელ-მწიფის კარსა საომრად წელთა შერტყმული იქნების, და მისსა ნაკრავსა სულდგმული ცოცხალი არ მოურჩების!"
უბრძანა თუ: "აწ სიტყუანი ზაალს ჰკითხეთ დასაცდელნი, თუ გამოსცნობს, - შეგვიტყუია, - სავსე არის ჭკუითა მთქმელნი, და შეიყარნეს. მუნა დასსდეს, სხუა შეიქნა აწ სათქმელი!
აქა ზაალ გამოსცადეს სათარგმანებელითა
ვეზირმან ჰკითხა ზალდასტანს გამოსაცნობი ასია: "ერთსა საროსა შტოზედა თორმეტი შტონი ასხია, ოცდაათ-ოცდათი მასთა უწულილე, უფრო ნასია, და არ დააკლდების, არც მეტობს, - გარდაჴდეს წელი ასია".
- ერთად არბევენ ორნივე, - შავი ცხენია, ზღვა ვითა, ზდევენ - და ვერ მიეწევის იგ ერთმანეთსა ნავითა, და ერთგან ვერ შეიყრებია იგ მოყუარულნი ზავითა".
ოცდათი კულა ცხენოსანი წინა უკანა ირბევის, თვითო აკლდების ნიადაგ, ახლად რა თავსა იწყების, და რა დასთული, აღარ აკლია, ყუელა ერთადვე იქმნების?
ორთა ალვისა ხეზედა ფრინველნი იბუდებიან, გაუჴმებიან ფურცელნი, ბუდით რა გაფრინდებიან, და სხუასა შეჯდების, ფურცელნი მუშ-ამბრად გარდიქცევიან.
სხუა ქუემო არის საჭირო, კლდეთა, კაპანთა, ხლებული, ზეითით მუნა ირჩიონ, ჩავიდენ შეჭირვებულნი, და მოუნდეს კარგი სამყოფი, ვეღარ მივიდენ ნებული.
მათ მოჭამონ უკაცური, დაიჭირონ შუა-კედლად, მაშინ შენგან ეს იქნების, მიწა შექნა შავი თეთრად, და თუ გამოსცნობ, დასტურია, გამოსჩნდები ცათა ეტლად.
აქა გამოცნობა ზაალისაგან და პასუხის შექცევა
ოდენ თავი ჩამოაგდო, ყუელას მიხუდა უჭირველად. სასაუბროდ მან ბაგენი დაძრა, მათთვის სიტყუის მთქმელად, მან პასუხი ყუელაკასა ფიცხლად გასცა გულ-ნათელად, და მეცნიარნი დააკუირნა, მუნ გამოჩნდა ზაალ ქუელად.
თორმეტნი შტონი ასხია, მის წელიწდისა თვენია. თორმეტთა შტოთა ოცდათი უწულილე უტურფენია, და წულილი შტოები ყუელაკა თჳთოსა თუისა დღენია.
ვერძის ეტლსა რა შეჯდების, ქვეყნად მოვა, მუნ სიცხეა. სასწორისა პირთა ზედა გარდაჯდების, გრილი დღეა, და გაჴმების და აყუავდების ზამთარი და ზაფხულია.
მონანულთათის სიწმინდე, სამოთხე საკუირველია, ძნელი ეკალთა ადგილი, სიცოცხლე ჭირთ მნახველია. და ზოგთა აქუს გამოსასვენოდ და ზოგთა ცოდვა მზღველია.
ამ წესითა იქცევიან, თვითო-თვითო დააკლდების. ოცდაათი, გონიარო, ერთის თვისა დღე იქნების, და იგი წავა, დაილევის, მერმე ახლა სხუა დადგების.
თეთრი დღე არის ნათელი, შუქნი მზისანი ჰყუებიან. შავი ღამეა კუპრისა, მუნა უკუნი დგებიან. და იგ ერთმანეთსა მიზდევენ, ერთად ვერ შეიყრებიან.
ზაალისაგან რა ეს გაიგონეს დია მოეწონათ
რა პასუხი ზაალისგან ყუელამ მართლად გაიგონეს, გაუკუირდა ვეზირებსა, კულავ მეფესა მოაწონეს. დიდი ქება მას წინაშე მისთვის კარგად შეაგონეს, და რაცა სწადდა გულსა მისსა, აჯა მისი, გაუთავნეს.
შეეკაზმა ფალავნურად, მეფის სრასა შემოვიდა, მეფე წინა გაეგება, მუნ ფარმანსა გარდიჴდიდა, და დაეთხოვა საშინაოდ, გლახ სურვილი დასდაღვიდა.
თქუენის პირის ჭურეტისაგან ბედნიერი ვინ გაძღების?!. ფალავანი ბრძანებასა თქუენსა ელის, მესწრაფების, და თქუენგან ტკბილად შეწყნარება მას მივართვა, იამების.
გინდა შეყრა როდამისა, მიისწრაფი შინა, მუნა, პირ-მთუარენი გვერც დავისხნეთ, მეჩანგე და მკურელნი მუნა, და მერმე წადი, გაგითავებ, გიზამ, რაცა გულსა უნა!"
გათენდა, ბურჯი ოქროსა გამოჩნდა კაცთა ცნობისა. ჴელ-მწიფის კარსა შეიქნა შტვირი და ცემა ნობისა. და ლაშქარნი შესხდეს, მივიდეს, ჴელ-მწიფე სად ემკობისა...
წელთა ერტყა ჴმალ-ქარქაში, შვენის ყუელას უკეთესი. ზალდასტანცა გვერცა ახლავს მიჰყუებოდა ზესთა-ზესი. და ბუთა დასვეს, დაერჩივნეს მშვილდოსნები უკეთესი.
მერმე ყუელამ მოურიგა, მშვილდოსანი ვინცა ვინა. მიდგა რიგი ზაალზედა, დიდნი ხენი იდგეს წინა. და შესტყორცა და ბუთასა ჰკრა, ჭანდართშიგან გაირბინა.
ეს ეუცხოვა, ვინც ნახა, გაკუირვებითა დიდითა: "ამას აბჯარი როგორა დაუდგამს, არა ვიცითა, და ვისცა ჰკრავს, უსაცილოთა მოჰკლავს ჴელითა მისითა!
შვილდოსნობით მამასა ჰგავს, ფალავანი საამ არის: საფადარი უმართლეა, სარტყლის შერტყმა მისი არის, და დიდს ნარიმანს კიდეცა სჯობს, თუ ასეთი სხვითა არის?!
უმძიმესი და უსრულე ზარდახშანს მონახენითა, ფარნი გილანეთს ნაქმარნი ოთხნივ აქ მომართვენითა, და ჴმალნი ინდოეთს ნაქმარნი აბჯარნი ჩაიცვენითა!"
ჩაიცვი ტანსა აბჯარი, გურზი და ზუფი აიღე, უბრძანა ხუთსა თავადსა: "სრული აბჯარი დაიღე! და წინა ფარები დაიდგით, ზუფინი მისკენ წაიღე!"
მან ზუფინი შემოსტყორცა, ყუელას შიგან გაირბინა, მიწაშიგა დაიკარგა, ეძებს, არსად არ აჩინა. და ერთობილთა მოეწონა, მისნი მჭურეტნი გააკუირნა.
აწ იმითაც გამოვსცადოთ, აბჯარშიგან როგორ მძლეა, გორჯასპისა თესლი არის, ნარიმანსაც უფრო მძლეა, და მას აბჯარი ტანს ჩააცვეს, ჴელთა მისცეს ზუფინია.
ზალდასტან ცხენი გაქუსლა, სარტყელსა სტაცა ჴელითა, ზე უნაგირსა მოჴადა, მეფისკენ მიაქუს რბენითა, და სიცილით წინა მიადგა, მაღლა ჰყუა ჴელ-გაშვერითა.
შავით დედას ის შემოსავს, ვისცა უნდა მისი ომი: არ იქნების ამ ძალისა ნიანგი და ხვადი ომი!" და დალოცა და წამოვიდა დარბაზისკენ ცხენსა მსხდომი.
ფალავნისათვის გვირგვინი ოქროსა სამარღანითა, ტანისამოსი, სარტყელი, მარგალიტითა-თუალითა და შემკული, შეზავებული ფეროზითა და ლალითა,
ბარგისტანი და ჯავშანი ჴმალ-დროშა ლომ-სახულითა, ლახტი, ზუფინი, ხვაფთანი, დიდი იმედი გულითა, და ფალავანს წინა პასუხი ნათლად შესთვალა სულითა:
მას პილოტანსა ზალდასტანს უყავით საწადელია, დასტური მივეც, შეირთოს მან მისი საყუარელია, სარო-ტანი და პირ-მთუარე არს მისი შესაფერია.
ჴმელზედ ლომი და ნიანგი ზღუაშიგ ფერ-კრთომით არიო, ნურას დახედავ ამისთვის, ზააქთა გუარი არიო, და ლომ-გულად - სარო-ტანისთვის თუ შესაფერი არიო.
ლომისა ლეკუსა რაც მართებს, შემკობილია ზნიანი. ნადიმსა, სიხარულშიგა, მყოფი გულ-ნათელიანი, და საწადელ-აღსრულებული მოგივა ზაალ ჭკუიანი!"
საამს წიგნი მიუწერა, თავის სრასა რა მოვიდა: "სახელ-დიდო ფალავანო, გულით სევდა ამოვიდა!" და ეს ამბავი მოახსენა, თვითან აღარ წამოვიდა:
დია გულ-ტკბილად დაგლოცა, თუალთ ცრემლი წამოედინა, დიდი წყალობა, იმედი, მას პირი ამოედინა. და არცა რას მე დავიყოვნი, ამბავი ჰკადრე, ჰე, წინა!"
ფიცხლად იარა. მივიდა, სად ლომი საამ არიო. მან მოახსენა ყოელი ზაალის მუნ ნაქმარიო. და რა წიგნი ნახა, გავაჟდა საამ, პირ-ნათლად არიო.
"შეწყალებული ზალდასტა მოგივა, შეიყარენით, ორნივე მოვალთ თქუენს გვერდით, ლხინითა გაიხარენით. და ნუღარა ჭმუნავ, სევდანი გულისა გაიყარენით"!..
როგორაცა მას მართებდა, აგრე დიდად გაეხანეს. ქორწილისა სამზადებლად მწიგნობარნი შეიყარნეს, და თავადთა და ლაშქართათვის საწვეველად კაცნი არნეს.
დარბაზნი მოაკაზმინეს სტავრითა უკეთესითა, ხატაური და ბერძნული ჭრელითა უმრავლესითა. და მათ დააშვენეს, მოჰკაზმეს სამოთხის უტურფესითა.
ალამი ჩინეთს ნაქმარი, მარგალიტითა ნატენი, მუნ ერთი ტახტი ოქროსა, თუალ-გუარითა ნაფენი, და მას ოთხი ფერჴი ზობარჯი, ოთხი ფეროზის საფენი,
ფეროზი და ტურფა ლალი, ზურმუხტზედა შეწყობილი, როდამისთვის გამოიღეს მუნ გვირგვინი შემკობილი, და უკომლოსა ნაკვერცხალსა იაგუნდნი გვანან თლილნი!
მას საყურნი ანათობდეს, შუქნი ადგეს ბროლის ყელსა, სალტე ტყავი შეშვენოდა სარო-ტანსა შემკობილსა, და კაცის თვალნი ვერ განსცდია მისთა შუქსა, ტანსა ზრდილსა.
გულის ნაღუელი გაჰქარდის, მჭურეტელთა სულ-თქმა-ახისა. მან გაანათლის დარბაზი, ნაქმარი ყუელა დახისა. და არ შეუძლია მხატვარსა დახატვა მისის სახისა!
შინა შევიდა უწვევრად, მამასა ეთაყუანაო, მას მამა ყელს მოეხვია, აკოცა, წაიყუანაო, და გვერცა დაისვა ტახტზედა ზალდასტან პილოტანაო.
გაშალა, ჴელსა აკოცა, კულვ მადლი გარდიჴადა მან. წაიკითხა და იამა, ბერი გავაჟდა სალამან. და ზაალს რაც ექნა, ყუელაი მამასა დაუთვალა მან.
ფიცხლავ სპანი შეგვეყარნე მუნ ხანისა დაუზმელად. მას დღეს შეჰკრა ლარ-საჭურჭლე, რაცა უნდა წასახმელად, და იმავ ღამეს გააჩინა, მერმე დაჯდა ნადიმს მსმელად.
ყვირო-შტვირსა შეუბერნეს, ნაღარასა ყუელგან სცემდეს. კარავთა და სრა-ფარდაგთა, გამოიღეს, აჰკიდებდეს, და ცხენთა შესხდეს დაკაზმულნი, ქუაბულისკენ წამოვიდეს.
წინა სინდუხტ გაეგება, გაუნათლდა ახლად სული. მახარობელს ტანს ჩააცვეს, მისცეს ოქრო მაღრიბული, და მუნ გამოდგეს ქუაბულელნი, იყუნეს კარგათ დაკაზმული.
თავადნი და დიდებულნი გაჰყუეს, თანა წაიტანეს, მიეწურნეს მხიარულნი, უჭურეტდეს და თუალნი არნეს, და ახლოს მიდგეს, ერთმანეთსა ჩამოჴდეს და ესალამნეს.
თავს მუშკი გარდააყარეს, სცემდეს ყოელნი ნობასა. ქალაქს შევიდნეს, ჰპირობე არ ავსა მასპინძლობასა. და მათნი მჭურეტელნი ნატრიდეს იმათსა სიძე-რძლობასა!
მუნ ზაალისთვის საჭურეტლად დარაჯაგები აჰყარეს. მაღლა ზღუდესა წამოდგეს, ფლური ტაბაკსა დაჰყარეს. და ვის ახლოს წაუარიან, მათ თავსა გარდააყარეს.
საამისთვის. ერთი ზაალს - ოქროს საჭურჭლიანია - მაზედ დასხდეს. მესტუმრეობს მერაბ ბრძენი, ჭკვიანია. და მწუარ-ხარშულსა მოიღებდეს ოქროს ტაბაკიანია.
ლალის თასი, ოქროს ჯამი, უამრავი საფენენი. ბალშიაშნი, მომღერალნი, მოშაითნი, მეჩანგენი, და რაც მეჯლიში მათ გამართეს, ვერ იქმოდეს კაცთა ძენი.
ასაკობა და შვენება გასინჯეს ფალავნურითა, იხარებს სინდუხტ, უჭურეტდა გულითა მხიარულითა (!), და კარგი ნაკთობა-სისრულე, ტანი-ხე დანერგულითა.
"საფადარო, სახელ-დიდო, გმირო მზისა მონასახე!.. ერთგულთა და მოყუარეთა შენ ლხინი ხარ, მტერთა - მახე, და აწ თუ ბრძანებთ თქუენის ძისა ზალდასტანის ვარდი ნახე!"
მოლარენი თუალ-გუარსა ოქროს თეფშზედ დაუფენდეს. სინდუხტ წინა წამოუძღვა, როდამს გვერდით სტავრას ფენდეს. და რა შევიდა, რძალი ნახა, საამს თუალნი გაურეტდეს.
მოიკითხა და დალოცა, თუალთა მოჴლეჩდა ვეღარა. ვითა წესია, რცხვენოდა, როდამ მზემ თავი დახარა. და ტანის ზრო, პირის სინათლე, მისებრი არის აღარა!..
თმა ელვარე სიშავითა მრავალ-კეცსა საგდებელსა, ბაგენი და საუბარნი - ჯერეთ ვარდსა გაუშლელსა, და კბილნი წყობით - მარგალიტსა დაცმულსა და შესაბმელსა.
საამს მიჰგვარა: - "ჰე ლომო, აწ თქუენი რძალი ნახეა!" ჴელი ჩაუდვა ჴელშია, ალვისა შტოთა სახეა, და: - "თქუენი მიწაა, დღესითგან საკადრად შეინახეა!"
ამას იქით გაუთავებ, ჩემსა მზესა მაზედ ვსახავ, რაცა უნდა აუსრულებ, ავის თუალით არა ვნახავ. და საწუთროსა შეწევნითა სულის ოდნად შევინახავ.
აწ ერთად დავსხნა, რომელნი სიძე-სძლად შეცავყარენით, საწუთროშიგან მრავალ-ჟამ თქუენ მორჭმით გაიხარენით. და ნაყოფიერად შვილითა, ლხინითა, დაიფარენით!.."
ზაულელ-ქაბულისტნელთა ოქსინოები დაჰყარნეს, ოქრო, მუშკი და ღალია როადამს გარდააყარეს. და როდამის ელვარებამან დარბაზით შუქნი აჰყარნეს.
დალოცა თუ: "ჴელ-მწიფურად თქუენმცა სუფევთ ამაზედან: ნიადაგმც ხართ შეუჭირვლად თქუენთ ორგულთა, მტერთა, ზედან: და ერთმანეთსა შეშვენია მაღლად მსხდომნი ზურმუხტზედან!"
მაზედა ზის მოვლენილი პილოტანი - ლომი-გული, მერაბ ზე დგას სამასპინძლო, - სინდუხტ ალვა დანერგული - და მათ მოიღეს სანუკვარი, გაძღებოდა კაცთა გული.
აქა ქორწილი ზაალისა და როადამისა
იგ ორნივე სარო-ტანნი დალოცეს და ერთგან დასხეს. ზაულ-ნიმროზ-სისტანელნი, მუნ თავადნი შემოასხეს. ვეზირნი და მოურავნი შიგ ჩარივნეს, რჩევით დასხეს, და სანუკვარი ჩაურიგეს, ხოშ-გუარი ღვინო ასხეს.
ბროლის კოკები ჩამოდგეს, ჭურჭელნი ზურმუხტისანი, სხვილი კოკები, ოქროსა ტაბკები, სადაფისანი, და სუფრა არ დაძრეს, ხუთს დღესა მუნა სხდეს შუქნი მზისანი.
ზე-მდგომელთა დოსტაქანი დალივიან ღვინის სმითა, მუტრიბნი და მომღერალნი არ გასწყუეტდეს ჩანგსა კურითა, და უცხო ფერად იქცევია მოშაითნი ფიცხლად ქნითა.
წინ ანაწერი დაუდვეს საზითოდ როდამისანი: ეწერა ფერად-ფერადნი ზარდახშა-საჭურჭლისანი. და გული განცვიფრდა მსმენელთა და თუალნი მწიგნობრისანი!
ბარგის მზიდავნი პილონი, მრავალი აქლემებია. ყათარი, ახოსალარი, რიქიფი, მუქიფებია. და ოქროს ლაგმითა შემკული მარქაფა ტაიჭებია.
მისაცემელი გათავდა. მწიგნობართ მოიცალესა. მერაბ და სინდუხტ, ზალდასტა და როდამ ეთაყუანესა, და აგრევე მათნი ლაშქარნი უკუდგეს, ესალამნესა.
სინდუხტ როდამს წინ მიუჯდა, შემოქმედსა მადლი ხადეს. კულავ წამოდგნეს საღვინენი, - თუალით ვერა გაიცადეს! - და მუტრიბთა და მომღერალთა ტკბილნი ჴმანი გაისახნეს.
მოჰკაზმეს და დააშვენეს, თუ სთქუა: "სჯობდა სამოთხესა!" სიხარულით მოისუენეს, მაშიგ იყუნეს ერთსა თვესა. და მერმე ძოწის კარვებითა შიგან ჩადგეს სავარდესა.
ყაბახსა და ბურთობასა იქმენ, ცხენთა დგენასაო. აშფაშაგსა ისროდიან, ზალდასტან სჯობს ყუელასაო, და საამ მერაბს გაეფიცა, იქმენ წიგნის წერასაო:
მტერისა მტერნი ორნივე მათისა ორ-გულისანი, მოყურისა ლხინნი მუდამად, მჩუქები ერთგულისანი!" და რა ესე პირი დაასკუნეს, ზეადგეს შუქნი მზისანი.
აქა წავიდნეს ზაულისტანისაკენ სახლსა საამისასა
მეპილოვენი მოასხეს, ჯორ-აქლემები ყოელი, ფერად-ფერადი აჰკიდეს საჭურჭლე აწ უპოელი, აურაცხელი ვარსკულავთა, კაცთაგან შეუპოელი. და წამოდგეს გვერცა საახლოდ ლაშქარი, მონა, მჴეველი.
თავს ფარშამანგი ოქროსა, გუარი ისხდეს მაზედა. ოქრო-ქსოვილი ბერძული მოხვეულ-იყო სრაზედა, და ზურმუხტის ტახტი შიგ დადგეს, ზაალ და მზე სხდეს მაზედა.
მერაბ და ცოლი იმისი, - საამ, ტაიჭთა შესხდესა. ყოშუნ-ყოშუნად ლაშქარნი თანა დროშებით გაჰყუესა, და ქორ-შავარდენი, ავაზა, - მინადირობდენ, - თან ჰყუესა.
მახარობელი შემოსეს, თავს ოქრო გარდააყარეს. დააკაზმინა დარბაზნი სისტანსა, მუნ შეიყარნეს. და შესხდეს წინ მისაგებებლად, ქალაქი ბუკთა აჰყარნეს.
მუნ შეიქნა სიხარულნი ქალაქშიგან აჰა ფლიდნი! მუტრიბთა და მომღერალთა ჴმა გახშირდა მეტად დიდნი, და ერ-ჯალაბნი შეყრილიყო, ვერ იხვედრეს მცველთა ხიდნი.
გვერც ახლავს ჯარი ხადუმთა, მივა ქცევითა წყნარითა. ალვა-ამბარი ეკმევის და მუშკი მუჯამარითა. და გოარი გარდააყარა ლაღმან ჴელითა ჯანითა.
მოეკიდა, წინ მიუძღვა, შევლეს კარი დარბაზისა. სამი ტახტი შეკაზმული მუნა იდგა ძვირ-ფასისა, და მათზედ ისხდა მარგალიტი, იაფობდა გოარისა.
ერთზედა საამ და მერაბ, მარჯუენით, საჴელ-მწიფოსა. საამის ცოლი და სინდუხტ, მარცხენით, საარიფოსა. და მაშინ ჰგავს იგი დარბაზი ედემსა მოსაკრიფოსა!..
სადაცა ვის ეფერების, ერთმანერთი გარდიწვივნეს, მუტრიბთა და მომღერალთა რვა დღე დიდნი მოაწივნეს. და იცუალიან დარბაზები, სანუკვარნი სხუა იქცივნეს.
მათ ჩანგები ჴელთა ჰქონდის, მოედანშიგ ბურთობდიან, გავიდიან ნადირობად, ავაზანი კელთა ჰყუიან. და სონღულებსა ადევნებდეს, თვითან ისრით სისხლთა ღვრიან.
იგ შეუყუარდა ლაშქართა, ზაალ მოსწონდათ ჭკუაზედა. აგრევე ზნე-კეთილობით, ყოფა-ქცევასა, ზმაზედა. და სიდედრ-სიმამრთა როადამ არ ნახეს ავსა თუალზედა.
მაზანდარას" წასვლა მინდა, ჩემი გული აქ არ დგების, სხუა ქუეყანა უკეთესი ჴმელეთზედა არ იქნების, და უსაზომოდ მომეწონა, ქება მისი არ ეგების!..
გრძნეულთა ჰქონდა ქალაქნი, ქუეყანა მათგან დავსცალენ, ჩემგან დაჭირვა იამა, ჴელთ მამულნი დავათუალენ, და მართებს, მოგვართუან ხარაჯა, წელნი თვეურად დავთუალენ.
გამოჩნდა ვინმე მოსარჩლე, ოღონ ქაქუთის გუარისა. ჩემად აღარად სცალიან, წასვლა საქნელი არისა. და თქუენ აქა გამოისუენე, წავალ უფიცხე ქარისა".
თან წავიტან დიდებუთა მუნ, აბჯართა არ სუბუქთა, აქლემსა და პილოებსა, ნაღარასა, სპილენძ-ჭურთა, და თავადთა და ფალავანთა საომარად დაკაზმულთა!"
მერაბ და სიძე იმისი თან გაჰყუნეს პირად მზიანი. საჴელ-მწიფოსა საქმესა სწურთის. ზაალ ისმენს ჭკუიანი. და ორსა ფარსანგსა იახლეს მერაბ და ზაალ სვიანი.
დალოცეს და ესალამნეს, წამოვიდეს, გაიყარნეს, შინ მივიდნეს, პირ-მთუარენი ნახეს. ერთგან შეიყარნეს. და ერთი კვირა მუნა იყუნეს. მეჯლიშითა გაიხარნეს.
თქუენი გაყრა მეძნელების, ვთქუა, შავ გულმან რა ილხინა?!. მივალ, ვნახავ სახლსა ჩემსა, მე ვსცნობ, უზამს რასა ვინა. და რა გვიბრძანო, გიდარბაზებ, კულა მოვიდე თქუენსა წინა!"
ტყავ-ყაბაჩა, საბუავი, ყოვლი ფერი სამკაული; მერაბსა და თავადებსა, ვინცა ახლავს ქუაბულელი, და გაუგზავნა ლალ-ბადახში საჴელ-მწიფო, მაღრიბული.
მხიარულნი, გულ-ნათელნი ქუაბულისტანს შემოვიდეს. ტახტი დახუდა ჟამ-კეთილი, სახლსა შინა რა მოვიდეს. და როადამცა დაორსულდა, რა სამი თუე გამოვიდეს.
მუცელი უგავს სავსესა წითლითა იაგუნდითა. ზიდვა აღარა შეეძლო, ვეღარ დაიძრა მუნითა. და დაწვის, ატკივნის მუცელი, ბასრისა გურდემლი უც ვითა.
ვერ დაწვის, ვერც დაიძინის, მას მუჴლთა ძალნი წაუჴდეს. დედას აცნობა: - "მიშველე!" - სული უფსკრულსა ჩაუჴდეს, და ფერდზედა ედვის ბალიში, ტირს, ცრემლსა წკარნი გაუჴდეს!
დაარჩივე აქიმები, მოიტანე, მოდი ხვალე, დაავედრა მოციქულსა: "თავი ქარსა დაათუალე! და სადაც იყოს, დედაჩემსა წიგნი ჴელთა მიათუალე!"
წიგნი ნახა როადამის, მას ეწყინა მეტად დია. ესე ბრძანა: "ორსულობას ოდენ როგორ შეუძლია, და თუ სხუა რამე არ დაერთო?... ესე ჩემგან სააზრია"!..
იჴმნა, შინა შემოასხნა ჭკუიანნი და გონიერნი, მათ უსტარი წაუკითხა როდამისგან მონაწერნი, და თუ უშველოთ, მე შემოგზღო ას ნაკეცად თქუენი ფერნი.
ზაულისტანს მოიწია, ქალაქისა კართა თანა. წინა ზაალ მოეგება, ჩამოჴდა და ეთაყუანა, და მოიკითხეს ერთმანერთი, წინ მიუძღვა როდამთანა.
როგორ შვენოდა პირველად, არ ისრე აყუავებული. სინდუხტს ეწყინა, შეიქნა გულითა შეჭირვებული. და თუალთაგან ცრემლი გარდმოზდის, ტიროდა ვაგლახებული.
სად არს შენი ელვარება, ღაწუი-ვარდი, პირი-მზეო?!. გვერცა მსხდომთა შენი შუქი გულსა ადგის ნათლად დღეო. და აწ მიბრძანე, როგორა ხარ, ჴმელთა შუქო, მზეთა მზეო?"..
რაღაცა მიც, მოუკლავარ, სიმძიმითა ტინი კლდია, ზე ავდგები, ვერ ავიტან, ჰგავს, ტყუიასა ზვავი ძია, და თუ დაიძრვის, გარდამაქცევს, დავბნდები და მკუდარი ვძია.
"- გვარჯასპის და ზაქიანთა ნათესავი - გმირი ჴმელთა, აღმოსავლით დასავლამდის იგი დაჴოცს ყუელგან მტერთა, და მას ვერავინ ესწორების!" - უწინვე თქუეს მერამლეთა.
ისრევ მათ ეთქუა, ყუელაი შეეტყო დასტურობითა: "დაიბადების ყმა-შვილი, მათ მეეტლეთა ცნობითა. და "ვირ დაეხსნების, მანამდი თუ მოჰკუდე გარჯილობითა!"
სისავსითა ვერასა ვსჭამ, არა მძინავს, ასი დღეა. გულსა შიგან მამემშევის, სტომაქი მაქუს მე სავსეა, და მივეწურე სასიკუდილოდ, მეტი აღარ შემიძლია.
საძილ-სათრობი წამალი მათ გახსნეს კარი და სანდო. მუშკ-ფალაური, შაქარი, ხაშხაში ურთეს და სალდო. და საბუჟებელი წამალი აჭამეს ძუალთა დასალბო.
რა მოჰქარდის, მისთანავე ახლად რძითა ახურიტიან, საძილითა გარეული ძველი ღვინო შეასვიან, და შობამდისი ესე უყუეს, ყოვლთა დღეთა ესე ქნიან.
სიკუდილსაცა მიეწურა, სთქუა თუ: "სული ამოვიდა!" დასტიროდა დედამთილი, სინდუხტ ხოჭით შემოვიდა. და ზალდასტანსცა მოახსენეს, სანახავად წამოვიდა.
დავედრულობა წამლისა ტკბილისა გამზრდელისანი, ცეცხლზედა დადვა, ამაღლდა მუნ კუამლი ნაკრტენისანი. ღ(მერ)თსა შესტირის, მოსთქუემდა: "ვა წაჴდეს შუქნი მზისანი!"
ფიცხლავ გული გაუხურდა, ფასკუნჯიცა წამოვიდა. ვით ღრუბელი საწვიმარი, ქუხილითა ჩამოვიდა. და მზისა შუქი აღარა ჩანს, სისტანს ქალაქს რა მოვიდა.
მადლი მისცა, ეთაყუანა, მამა ვითა, მოიკითხა. "რად შექნილხარ შეჭირვებით?" ფასკუნჯურად ეგრე ჰკითხა. და როადამის ავად ყოფნა მოახსენა, რაცა ჰკითხა.
ჭანგითა მისცა ბალახი: "დანაყე, ფიცხლავ გააჴმე, მარჯუენა ფერდი გულოვნად გაუპე, ბრალი დაცათმე. და გამოიყუანონ, შეჰკერე, აყარონ ეგე დაცადმე!".
- არვის ესმოდა. უჭურეტდეს, ყუელასა ეკუირვებოდა, შინა შევიდა ზალდასტან, წინ სინდუხტ მოეგებოდა. და სიმურღის" იმედს გვიბრძანებ?" ტირილით ეუბნებოდა.
იჴმეს ფიცხლა მათ აქიმი - ბერი კაცი, ქუაბულელი. მან წამალი შარბათითა შექნა იგივ სათრობელი, და შეასვა, და დაეძინეს, ვერ შეიტყუეს, - იყო მთელი.
მას აქიმსა გამოცდილსა ალმასს მისცემს ზაალ ჴელსა. მარჯუნივ ფერდი გაუხივე მზისა შუქსა, მთუარე მთელსა, და ხუადი ლომი გამოვგვაროთ, მე დავაყრი საკურნელსა.
ლომისა ლეკუი ატირდა, არა ჰავს დასათმობელსა. მათ აიყუანეს, იამა, შეხვიეს გასათბობელსა. და ფიცხლა შეკერეს, აყრია წამალსა საკურნებელსა.
მოლმან მისგან მონატანმან, სისხლიც არსად გამოვიდა. მას დახურეს საკარმანგი, ძუალთა ოფლი გამოვიდა. და ზალს ფასკუნჯი ეუბნების, ოდენ ხანი გამოვიდა:
ისარსა შავსა კლდეშიგან გაავლებს, დასწუავს ნილოსა, უზაბარსა და ნილოსა, ღრუბელსა დასაჩრდილოსა, და ზღუას აადუღებს შიშითა, გურზითა დალეწს პილოსა.
აქა დაბადება როსტომისა და ნახვა სინდუხტისაგან
დედოფალი შემოვიდა, ლომ-ნაკუეთი სინდუხტს მისცეს. რა აჰჴადა, ჰგავს ცისკარსა, შემოქმედსა მადლი მისცეს. იგ სიმურღსა ლოცვიდიან, მივიდეს და თაყუანი სცეს. და ვაჟი ახლა წაახვიეს, დედას გვერდი საწოლს მისცეს.
ცეცხლსა აკმევდი ისრევე, დაღონდე, დაცაგეჭიროს, ამ ვაჟსა კარგად აწოვე, ძიძა მრავალი გეჭიროს, და სხუის კაცის ტომსა არა ჰგავს, აძღებდი, შეცაგეტიროს!"..
უჭურეტდიან, იკუირვებდეს, გაუნათლდა ზაალს გული. ბრძანა: "გუმართებს სიხარული, სინდუხტ ზე დგას შეკაზმული, და ჩემი როდამ მოუბარი, ვნახო ერთხელ თუალ-ახმული!"
როდამს საძილი წამალი ჯერეთ არ მოჭირვებია. მუტრიბნი იჴმნა, უბრძანა: "მეჯლიში მოსაღებია!" და საჴელ-მწიფოსა ტახტზედა დარბაზს სხდეს დედოფლებია.
მძიმედ მოთვალ-მარგალიტეს, მისნი შუქნი გულსა ადგეს. ჭრელი სტავრა მოახვიეს, მეჩანგენი გარე ადგეს. და იყო დიდი სიხარული, იმღერდიან, არცა ადგეს.
კელი მოივლო მუცელსა, კმა გაიგონა ჩანგისა. ლომისა ლეკუი ატირდა, ნაკუეთი საღამანგისა და თუალნი აახუნა როადამ, ტანი ხე დასძრა დანგისა.
"ასე ძნელის ჭირისაგან დამაჩინა მიხსნა რამან!" სინდუხტ ადგა, აიტაცა ლომ-ნაკუეთი ვაჟი ამან და როდამს გვერდით მიიყუანა, პირ მთუარესა აჰჴადა მან.
"- აჰა, დედის სინათლეო, აქანამდის შენი მრჯელი!.. შემოქმედსა მადლი მიეც, ნაცვლად ეს გყავს მაწყინელი, და ალვის ხესა ამისებრივ შტო მოესხა, - ამის კელი".
მუნა მყოფმან ხადუმებმან აგვატირნა აწ აღარა. გარდაყრილმან მარგალიტმან ტახტის ფერჴი დაცაჰფარა. და ალვ-ამბარი ეკმეოდა, მუშკმან კუამლი აცაჰყარა.
ღ(ვ)თის სახელი კურთხევითა მან მრავალჯერ მოიხსენა: "სიხარულად შემიცვალე ტირილი და ცრემლთა დენა!" და რაც გარდაჰჴდა მისი საქმე, დედამ ყუელა მოახსენა.
არირსა ზედა დახატეს ნაკუეთი სახე-პირისა. მას გაუსინჯეს ჴელ-ფერჴი ნორჩი ალვისა ზრდილისა, და დედამან სეფე ქალთ მისცა, - არ არის სახე შვილისა!..
ვეშპისა სახე მკლავზედა შავითა აბრეშუმითა, წინა მზე, მთუარე უკანა, თქუენ გული გითქუამს ნუ მითა. და ვითა ცოცხალი, მოჰკაზმეთ ტან-საცმელითა, ქუდითა!"
ჩუენ ჴელოვანი, ჭკუიანი, მხატვარი მამინახეო, ნაკუთიანობა, მკერდ-მკლავი ვაჟისა ესე ნახეო. და მახარობელი გაგზავნე საამს წინ, ეგე სახეო!
ნადიმად მჯდომი ყუელაი სინჯვად მაზედა მოვიდა. მოეწონა და უკუირდა, თქუეს ღ(ვ)თის ბრძანება მოვიდა, და მისი მიმტანი შემოსა, აჩუქა, წაცამოვიდა.
რჯულ-წმინდაო, იგ იქნების ფალავანი ცათა სწორი! რძითა უნდა კარგად ძღება, ვერ დარჩების ჩიტით ქორი. და ბევრი ძიძა დაიჭირე, არას გარგებს ერთი, ორი!"
როსტომისთვის გასაზრდელად მათ უბოძა საბოძვარი, შვილთა მათთა დასარჩენლად უნდა რაცა სანუკვარი. და - "სხუა ძიძები დაიჭირეთ, ჩემი როსტომ თქუენი არი!"
სიმურღმან თქუა: "ძღება უნდა აწ, კულავ გვითხრეს მეცნიერთა. რაცა უნდა, ნუ დაუჭერ, გაუჩინე შვილის მზრდელთა; და რაც უნდოდა, როდამს მისცა, აავსებდა უხვი ველთა.
"სიმხიარულე, დიდება, ჰე, ნუმცა დაგელევისა!.. შენთა ორგულთა თავები ფერჴთ ქუეშამც მოგექცევისა!.. და ღმერთმან გვიბოძა დიდება, გვირგვინი ზეცით ძლევისა:
ექუსის თვისა რა შეიქნა, დამძიმდა და დაუძლურდა. "შობის ჟამსა", - ვთქუი, - "მოკუდების!" მისთვის გული დამიწყლულდა. და მე ფასკუნჯი მამაგონდა, ზემოვე ვთქუი ყუელა სრულ და.
იგი სახე გაუგზავნა, დედა-მათმან რომ შეჰკერა: "ის იზრდების ამ ნაკუთითა, თქუენსა ბედსა მართებს ჯერა!" და წაიკითხა, შემოქმედსა თაყუანი სცა, დაიჯერა.
ქარქისტნისა ქუეყანასა მან დაუწყო ახლა წყობა. მათი ურჩი არვინა ჰყავს, მტერზედა აქუს ამაყობა, და მხიარული წამოვიდა, შეშვენოდა თამაშობა.
მან ვაჟსა კუბო აუგო, ზედან დაუდგა პილოსა. მაშიგან დასვეს უძრავად ნებასა, იჯდა ჩრდილოსა. და მაღალი საროს ოდენი ჰგავს მთასა უადგილოსა!..
როსტომ მივა პაპისაკენ, ტანსა ეცვა საარმუშო, აკოცა და მოეხვია საამ, დიდხან არ გაუშო, და - "შემოქმედმან მოგაშორვოს, ავი თუალი მტერთა უშო!"
მათ ლხინითა მოისუენეს, ნადირობდეს, ღვინო სმიდეს. გმირულსა და ფალავნურსა როსტომს ზნესა ასწავლიდეს. და როგორაცა შეჰფერობდა ჴელ-მწიფურად აგრე ზმიდეს.
როსტომ ისწავლა ზნეობა, გვანდა მაღალსა საროსა. მის მშვილდსა ვერვინ მოზიდნის, - მათსავე დასადაროსა. და ცხენი ვერ ჰპოეს მზიდავი ადგილსა წასაყუანოსა.
ზაალ, მერაბ, დედოფლებმან, სისტანს ამოდ გაიხარეს მერმე მერაბ დაეთხოვა, ქუაბულიტანს წამოვიდეს. და ამაშიგა წელიწადნი ხუთნი სხუანი გამოვიდეს.
აქა როსტომისაგან თეთრის პილოსი მოკულა
დღესა ერსა ბროლის ჯამით ღვინოს სვემდეს სავარდესა. "მზის მსგავსო, სახელოვანო!" ზალდასტან შვილს ეტყოდესა. "გულოვანთ ტანსა შემოსე, ერთგულთა თავი უჩნდესა!" და როსტომ ცხენი და ყმა გასცა ლაშქარნი იხარებდესა.
"თაამთან, პილო აეხსნა!" - ძახილი ისმა კართაკენ. გულოვანთ გული ადუღდა, წყენა შეიტყო კაცთაკენ, და მან მძიმე ლატი აიღო, სირბილით მივა მათთაკენ.
"ღამეა, პილო ახსნილა, გვეშინის!" - მოახსენებდეს. პირ-ნათელსა ფალავანსა უხუცესნი არ უშვებდეს. და მუშტი შემოჰკრა, გაგორდა, სხუა ყუელა გაექცეოდეს.
საძულველს პილოს მიმართა, ჰგავს თუ ზღუა იღელვებოდა. მან ნახა, გაგულისებით ფერჴთ ქუეშე მიწა დრკებოდა. და მოსახლოვანნი დამფრთხალნი ცხურებს მგლურებ შაერეოდა.
მაგრა გულოვნად მიმართა, სივაჟისა ქარი ქროდა, გაგულისდა, პილო ნახა, - მას, მთა ვითა, მიმართვიდა. და მთურალი პილო ფალავანსა როსტომს ვითა ეომოდა?!
ათრთოლდა იგ მთა უსვეტო, ერთის კურითა მოკუდებოდა. როსტომი მოვალს, მზე ვითა, საწოლსა მოსუენებოდა, და ზაალს ახარეს: "ერთის კურით პილოს კინწი მოსწყდებოდა!"
როსტომის" მგზავსად პილოსა ფალავანი ვინ მოჰკლვიდა?!." ჯერეთ ომი არ ენახა, სიხარული გაადიდა. და ბრძანა: როსტომ" მოიყუანეთ, სიხარული გაგვიდიდა!"
"აწვე ჭანგი გაგიმახავს და გულოვნად შექმნილხარდა. მარტვილობით შეგეტყობის: "შენი სწორი არვინადა, და მკლავ-კისერი არვის აქუს (!), ვერც შენებრივ ტანადადა.
იარაღი წელთ შეირტყი, ნარიმანის სისხლს ეძებდეს. ცხენ-მალედ წადი, იარე, რა მიხვიდე მაღალს მთამდეს, და ერთს მთას ნახავ, - რომე თავი სიმაღლითა ღრუბელთ ჰქონდეს.
ოთხის ფარსანგის სიმაღლე, თუალი არსაით შესწუდების!.. სავსე წყარო, ყუავილითა კაცსა სევდა მოჰქარდების. და ოთხ-ფარსანგი თავის სიბრტყე, მთაზედ ბევრი ხენი დგების.
ჴორციელსა ვის უნახავს, სიმაღლისა ის რომ არის. ერთი გზა და ერთი კარი რომ იმაზედ მაგრად არის. და ციხის ოდნად მაღალია, იგი ღ(ვ)თის ბრძანებით არის.
ფრიდონ მეფის ბრძანებითა იმა მთასა მიჴდომია. დღივ და ღამ, ერთსა წელიწადს, ყოფილა დიდი ომია. და გრძნეულმან ციხით ქუა დასცა, მან მოჰკლა ხუადი ლომია.
საამ ცნა თუ: "იგი ლომი შამბში ყოფით გააძღესა. დაიწყეს გლოვა-ტირილი, ჭირი ჭირსა მომატესა. და ერთს კუირასა ბნელი დადვეს, ერდო-კარი დაიჴშესა.
არე-მარენი აივსო, ლაშქარნი ადგეს ციხესა. დიდხანს იყუნეს, მის ციხისა შესავალი ვერ ჰპოვესა. და სულდგმული იმ კარს ვერ შევა, არცა ვინ გამოუშვესა.
უიმედოდ გამობრუნდეს, სისხლი ვეღარ იკითხესა. " - არ გაგვიცუდდეს თათბირი, ვაჟო, აგკაზმავ დრო არსა. და ქარავანს თანა გაგატან, - ფალავნად ვერვინ გიცნასა!..
მათი ფესვი, საძირკველი, ავის მქნელი, ამოაგდე, ჯერ სახელი არვინ იცის, ჩემი სევდა გამოაგდე!" და როსტომ ჰკადრა: "მორჩილი ვარ, მაგ ჭირს ლხინად შემოვაგდე!"
თავი შეჰქენ მეაქლემედ, ქარავანსა გაეკიდე, იმ ქუეყანას კარგად გავა, ყათარს მარილი აჰკიდე, და ციხეშიგან მყოფთ საჭმელი უმარილო არის კიდე.
ესმა რა როსტომს, მათზედა საომარად გაემართოს, საომარი დაცამალოს, ცოტა კაცი წაიტანოს, და ფალავანთა ნათესავმან სიხარულით მთას მიმართოს.
აქა როსტომისაგან ვაჭრად წასვა თეთრს მთაზედ,
რა მივიდა ციხეზედა, მეთუალემან დაინახა. მათს უხუცესს სირბილითა მიმართა და აღარ ნახა. თქუა: "ქარავანი მოვიდა, ციხის სიახლესა, ახა!.. და ვეჭუ, მარილი მოიტანეს, თუ მიბრძანებ, წავალ - ვნახა".
მუნით როსტომს მოცამართა, ჩამოვიდა იგი კაცი. "ქარავანთა უხუცესო, მე მიამბე!" - ჰკითხავს კაცი. და რა აჰკიდა აქლემებსა, ჩემსა პატრონს ვჰკადრო კაცი."
სრულ საპალნი მარილია", დაგვაყენოს, "გაიგონე!" უხუცესსა გაეხარნეს, გაიცინეს მეტად გონე, და უბრძანა თუ: "მოახსენე გაახვენით კარი, ღონე.
ვიწროს კარზედა რა მიდგა, თუალნი მაზედან დარჩესა. უხუცესთან რა მივიდა, როსტომ მიწას აკოცებსა, და უხუცესსა მრავალს უძღვნის, დიდ-წურილამდის აავსებსა.
დავიმადლე და შევიძღვენ. რაცა შენი ძღვენი არი. ყუელა ურიდლად მოაკრფა დიდი, წურილი, ვინა, არი, და მარილისათვის ოქროსა მისცემენ, - რაც თუალი არი.
პირი ციხის თავს მიაპყრა, მიუჴდა, ვითა ლომია. გულოვნად რაზმის მფრეწელნი ყმანი მას ზდევენ რომია, და რა ციხის თავმან შეიტყო, როსტომს დაჰკიდა ომია.
მიწანი წითლად ელევდეს ბადახშურს ლალებსავითა. საავდროსა ცის სიწითლეს დაემგზავსა სისხლთა ღურითა. და ოთხი ადლი მიწა დავლო თავმან გურზის შემოკურითა.
ყუელასა ომი მოუნდა მის როსტომ პილოტანისა - თამთან ჴმალ-მოწუდით მიუჴდა, ჭეხა ისმოდა ლახტისა. და მათ ერთობილთა თავები მიწასა ენარცხებისა.
ნახეს, ზოგნი დაჴოცილნი და ზოგნი მალულს იყუნესა. მოიარეს გულოვანთა და დაჴოცეს, ვინც ჰპოესა. და თამთან ერთი სახლი ნახა, იმ ვიწროს ადგილს იყუნესა.
რკინისა კარი გაეწყო, გურზი შემოჰკრა მაზედა. კარი დალეწა, შინ შევა, ნახა გუმბადი რაზედა. და მთვარესავით ოქროს მელნით ნაწერი იყო სრაზედა.
თქუა: "არ მინახავს მისებრივ, კაცთა რა რიგად აგესა?!. ოქროს ქანი და ზღუის თუალი, მგონ, მაზედ გადააგესა!".. და მამასა წიგნი მისწერა, რაც საქმე მუნ გააგესა.
აქა როსტომისაგან სამახარობო წიგნის მიწერა ზაალის წინაშე
"პირველად დიდება ღ(მერთ)თსა - მზე-მთუარისა შემოქმედსა. ღ(ვ)თისაგან ლოცვასა ვჰკადრებ ზაალს გმირთა უხუცესსა, თქუენი შუქი ანათებდეს, ვით მასკულავი, მუნ არესა!.. და მე, თქუენითა ბრძანებითა, მიველ მათსა სიმაგრესა.
ზოგნი დავჴოცენ უსულოდ, და ზოგნი გავაქცივენა, ოქრო და ვერცხლი, საპალნე, ხუთასი ათასად ვქენა. და ტან-საცმელ-ქუეშ-საგებლისა ანგარიში ვერა ვქენა.
ტანი მისი მხიარულად, სული მისი ნათლადმც არი... ესე ესმა, გაგზავნილი წამოვიდა, ვითა ქარი. და მან იარა დღე და ღამე, მოვა, სადაც ზაალ არი.
დღენი ახლად გაუახლდეს, გაეხარნეს ზალდასტანსა. მოკითხვისა წიგნს მიუწერს შვილსა, მისსა შესაგვანსა... და - ნარიმანის" სულთ ნათელო, მტერი შენგან დაიწვასა!..
შენის პირის მოშორვებით მკუდარი ვძევარ უსულოდი. რაც გებრძანა, აქლემები გამოვგზავნე ათასოდი, და უკეთესი წამოიღე, ციხე დასწვი, კლდე და ლოდი!".
ჴრმალი, ლახტი, ოქროს ქუდი, ქამარი და, რაცა იყო, თუალ-გუარი საჴელ-მწიფო, მარგალიტი, რაცა იყო. და აჰკიდეს და წამოიღეს, სრულ ყუელასა დია ეყო.
მხიარულნი წამოვიდნეს, როსტომ ქარფეჴსა ჯდებოდა. რა შეიტყო მოსლვა მისი, ზაალ წინ მიეგებოდა. და ბუკსა ჰკრეს და წინწილასა, რა რიგადცა ეგებოდა.
თავს ოქრო გარდააყარა, საამის სრას შევიდოდა. მდაბლად აკოცა მიწასა, რა როსტომს წინ მოვიდოდა. და მას წინ დედა მოეგება, ყელ-ყურზედან აკოცებდა.
საამ წიგნი წაიკიხა, გაიშალა, ვარდი ვითა. მახარობელს ბევრი მისცა, იგ აავსო საქონლითა. და ვინცა ახლდა, შეიყარნეს, გაიხარეს ჭამა-სმითა.
ბარტყი ხარ გაუძღომელი ჯერ დედის ძუძუს წოვნითა. ვერც გამაძღარხარ ჯერეთა მამისა სათუთობითა. და ეს საქმე საკუირველი ჰქე შენითა მარტვილობითა.
ლომს მშველად დაეჭირების ზაალ და მისი შვილია. მრავალი გამოუგზავნა, წავიდა გაგზავნილია, და ფალავნის გულსა იამა, ვინც ეხლა მოწიფულია.
ნავზარ იჴმო, წინ მოისვა: - "შვილო, ვიყავ მე მორჭმული, ასოცდაათს წელიწადსა გამარჯუებით მოვლენილი, და საჭურჭლე და საჴელ-მწიფო მოვიმატე მე მამული.
რაცა ჩემგან მოგენახოს, გასცემდი და მას იქმოდი, გაქუს და არა დაგაკლდების, - ჴელ-მწიფურსა წესსა მოდი, და რაგინდ ხანგრძლად ცოცხალ-იყო, შენც ამასა მოელოდი!"
აქა სიკუდილი მანუჩარ ჴელ-მწიფისა და
მოაღებინა გვირგვინი მან, ნავზარს თავსა დაარქო, მას ათაყუანა ლაშქარი, მეფედ დალოცა და აქო. მოუალს გზასა წავიდა, ლუსკუმს ლოგინი დააგო. და ნავზარ გააგდო გვირგვინი, პირი მიწასა დაარქო.
მერმე თავი გაუტენეს ჴელ-მწიფესა ქაფურითა, კუბოშიგან შეასვენეს, ბნელი დასცეს საბურითა, და ცხრას დღეს ისხდეს იმაშიგან მტკივნეულნი შავ-გულითა.
საჭურლენი მოიარნეს, სხუა ბეჭედი დასხეს ზედა, მოლარენი დაუცუალნა, ზარდახშანთა გარდასწერდა, და არ იყურა შეგონება, ლაშქართ ზედა არ გასცემდა.
მას ლაშქარი უკუ-უდგა, აღარავინ მსახურებდა. საამ ცნა თუ: მეფე მოკუდა, მას ეწყინა, ვით მართებდა, და გარდიხივნა საყელონი, გულ-მდუღარედ იტირებდა.
მოვიდნეს და დიდებულნი წინ ლაშქარნი გაეგებნეს, ერთმანერთსა მიუმტკივნეს, ბროლის მკერდნი დაიღებნეს, და ნავზარისგან საჩივარი ერთპირობით გაუბედნეს.
წინა ნავზარ გაეგება, ჩამოჴდეს და ცრემლსა ღურიდეს, სულ-კურთხევით მოიხსენეს, ერთმანერთსა აუტირდეს, და ჴელ-მწიფობა მიულოცეს, ცხენთა შესხდეს, გზასა ვლიდეს.
"მე ურჩევ ნავზარს ყუელასა სიტყუითა შესაგონითა: რაცა თქუენ გინდა, მას ვაქნევ, ბოძებით მოსაღონითა, და გაუერდგულდით, ნაწყენსა ნურცა თქუენ დაიხსოვნითა!"
ლაშქართა და დიდებულთა ნაუბარი მოეგონა, ადგა, ნავზარს წინ მიუჯდა, საამ ყუელა გააგონა, და შეანანა მომდურვება, ბრალობითა შეაგონა:
სიუხვითა მიმცემელი ზღუასა გუანდა, სრულად ჴმელთა, იგ გადიდდა სამართლითა, მოერივა ყუელგან მტერთა, და რად დაგვიწყდა მამის მცნება, გაერივე რადგან მტვერთა?!."
"ას ნაკეცად გარდავიჴდი, ვის აკლია, რაცა მთხოვა, ვიქ რასაცა მიბრძანებენ, ვიმასპინძლებ, ვინცა მოვა, და დაშავება შევინანო, ჩემის გულით არ ამოვა".
"ვიქნები თქუენი თავდები, ნავზარ იქს აწ სიკეთეთა". წინა წაუძღვა ლაშქართა, ჰგავს, შუქთა მოიაფეთა, და კულა ეთაყუანეს, დალოცეს, ნავზარ იქს მუნ სიაფეთა.
გასცა განძი და გუარი მან მონაგები დღეთანი, სრულად აავსნა ლაშქარნი, ყოვლგნით მოსულნი თემთანი, და უმისოდ ვერვინ გასძლებდა, მას ჰყმობდეს ტომნი ძეთანი.
აქა ფეშანგ მანუჩარის სიკუდილი დაიდასტურა და მამის მოკულა
თვითან მანუჩარს მოეკლა თურ-სალიმ, ვითა ნადირი, მამისა მკულელნი ბიძანი კიდევ ახსოვდეს სატირი, ყუელგან აცნობა ლაშქართა ფეშანგ, დაიწყო ქადილი: და "სისხლი ვიძებნო, წავიდე, მამა-ბიძათა ნადინი!"
ჩემი ქუეყანა საეკლედ გაჰჴადა, მორწყო სისხლითა, ღ(მრ)თითა მეც უყო პასუხი, მივალ ჩემითა მისვლითა, და ჩემთა ლაშქართა ერანი სრულ გაასწორონ ქუსლითა.
თუცა მოკუდა ერთი კაცი, ერანია ისევეო, მათ ლაშქართა საფადარი საამ არის მტერთა მძლეო, და ბერი მგელი რაზმაზანი ყარან ერანს ზესთა-ზეო.
თუ რაზდენსა დიდებულსა მან გაუპო კურითა გული?!. ვირემ ერანს მივიდოდეთ, დაგვხუდენ ომად დაკაზმული, და კარგი ვერა ვისაქმოთ რა, ჩუენ შეგვექნას სინანული.
- "ჩუენცა მათებრნი კაცნი ვართ დაბადებულნი ღ(მრ)თისაგან. საამ, ყარან და გურასპი არ ნაშობია კლდისაგან, და მოეკიდების აბჯარი, მათცა ევნების ჴლმისაგან!"
დაკაზმულნი შევიყარნეთ, ბარგი ერანს ჩამოვჰჴადოთ, ჩუენ ავიზღოთ პაპის სისხლი, მიწა წითლად გაცავჴადოთ, და ნავზარ მოვკლათ, დიდებულთა სისხლი ველთა გარდავღვაროთ!
მისთა შვილთა საფადართა ლაშქართაგან აქო დია." აღზვარდ იტყუის: ყარანსაც" სჯობს მისი მოკულა შეუძლია, და რა დგომისა ჟამი არის, აწ ლაშქარი შეგვიყრია!"
ბაჰრამ, სიამ, - აღზვართ იყო ფალავანი მოყმე მისი, თურან, მაზელ, ჩინ-მაჩინი, სიყალბელი, საბერძ მისი, და ას ოთხმოცჯერ ათასია, - ერანს სისხლთა დაღურის ისი.
წავიდეს და ჴმა გახშირდა სპილენძ-ჭურთა ტაბლაკისა, ზროხა კუდთა შეუბერნეს, მიწა იძურის სიმრგულე ცისა, და ჯინჭუელთაგან უმრავლესი - ვერ დაიტევს სიბრტყე ცისა.
აფრასიობ" შეიყარა, ჩემზედ მოვა თურანია! არ ეტევის, აუვსია კლდე, კაპანი, მინდორნია, და ნავზარს ჰკადრეს: "ლაშქართათვის შენცა კაცი გაგზავნია!"
აქა ნავზარს საამ შინ დაეთხოვა ნუზლისათვის და ლაშქრისათვის და
საამ ნავზარს დაეთხოვა: "შინ გამიშვი, ზაალს ვნახავ: მაზანდარით ჩემი მოსვლა არვინ იცის, სულთქმა-ახავ, ზალდასტანს და ქუაბულელთა თან მოვიტან, გზასა ვლახავ, და ვირ ერანის სამზღვარს მოვლენ, გიახლები, თქუენვე გნახავ.
შინა მივიდა, მოცაკუდა, ტირიან მიწა და ხენი! საჭურჭლე დიდებისაგან მას ოდენ გაჰყუა სახელნი, და ქუაბულელ-ზაულისტნელნი ტირიან მოვაგლახენი.
ამ ამბვითა აფრასიობ, - თურანელთა, - არა ივნეს: სცეს და ფრთენი მოეზარდნეს, მაღლა ცამდის აიწივნეს. და ჰკრეს ქოსსა და ნაღარასა ჯეონს ადრე მოიწივნეს.
ასი ათასი ჭაბუკი, - რაცა უგულოვნესია, სიამ ხაზარანს აახლნა, სისტანს გაგზავნა ესია: და "გარ მოადექით ლაშქარსა, რაც ციხე უმაგრესია!
თავს ნაცარი გარდიყარა, ერანელნი აატირნა: "აღარა ჰყავს მათი ზურგი, თავი მისი გაამჩივნა, და ახლავს ცოტა მეომარი, თურქთა გული არ ატკივნა.
აფრასიობ ძმასა უთხრა მხიარულმან მცინარესა: ფეშანგს" წიგნი მიუწერე, ანათობდი იმ არესა". და გაეღვიძნეს აქანამდის ბედსა ჩუენსა მძინარესა.
საამ იყო - ერანელთა უმაგრებდა ზურგის ძვალსა, მისგან იყუნეს მეომარნი, მოირთევდეს მისგან ძალსა, და წაჰყეთ მათსა ჴელ-მწიფესა გზასა, ხანგრძლად მოუალსა.
არის ას-ოცი ათასი, ეს ჩუენი ვერ საომია! ყოვლგნით, ტყე ვითა ლაშქარი, მას გარე შემოსდგომია, და ვერსად წაგვივა ბედ-მლაშე, ჯერ ჭკუვას ვერ მიჴდომია!"
ბარმანს უთხრეს: ნავზარს" უყავ, ერანისკენ წადი, მზირი. სისტანს ვერსით წაგვივიდეს, შეჰკარ ჯეონისა პირი, და მარჯუენით აფრასიობ უთქს გზა აქუს ჴელთა დაჭერილი.
ყუელგან მზირი გითქს გზაზედა, ზღუანი შეგიკრეს ნავიდა. რა გაიგონა, ეწყინა, - საგონებელსა ჩავიდა, და შეჭირვებული რაზმაზა მუნ ყარაულად გავიდა.
მან აფრასიობ დალოცა: - "მიყავ ჩემისა ნებისა! ერანელთ ვსთხოვო მუქარა, ვნახოთ ვინ გამომყუებისა? და ვინცა შემებმის, მაზედა გლახ დედა ატირდებისა!"
რახსსა შეჯდა შეკაზმული, მობუნდა და წამოვიდა, სახელობით იზახოდა, მუნით ვერვინ გამოვიდა, და ვითა მგელი, მომშეული, ლომივითა მობრდღვინვიდა.
შერცხვენდა და გამოვიდა შეკაზმული, ჴრმლიანია: "მირჩევნია, აღარ ვიყო, დღე არ ვნახო მზიანია, და აუგითა სიცოცხლესა, - მოვჰკვდე პირის წყლიანია!"
ხარ ჟამ-გამოვლით, ნაცადი დღეთაგან, თუმცა ბერია!" ჰკადრა: "სუფევდი მრავალჟამ, ვარ თქუენთა ფერჴთა მტუერია და მოვჰჴუდე, - ომითა სახელი დამრჩების, მე მირჩევნია!"
ბარმან შუბი შეაძგერა, მოკლა, ცხენით ჩამოვიდა, გაცარცვა და ცხენსა შეჯდა, ლაშქართაკენ წამოვიდა, და თავი ება სახრტილზედან, აფრასიობს წინ მოვიდა.
ერანელთა ტირილი აქუს, ნავზარს დიდი შეჭირვება, ყარანს ძმასა ყუბადისსა - თავსა ცემა, ვაგლახება, და ბრდღვინავს, ვითა მთურალი პილო, უმძიმს მისა მოშორება.
თმა და წვერნი დაიგლიჯნა ყუბად, მოთქუა, აგვატირნა. მერმე ცხენსა გარდაჰკიდნა, სისხლის ძებნა გაცაპირნა, და ნავზარს ბევრი მოაჴსენა, არ სიტყუანი დაუძვირნა.
ამასღამ გავალ საომრად, სადა ბარამან გასულა, სწვენ, თარეშობენ და ჰჴოცენ, ქუეყანა ჩუენი დავსილა, და მე მისი სისხლი დავღვარო, თავი მოვიკლა ან სულა.
გვერცა ადრე გიახლები, მოსვლისათვის ნუ სდარაჯობ! ნავზარ ჰკითხა, ვიყო აქა, თუ წავიდე, როგორა სჯობ? და ყარან ჰკადრა: თურქნი" ომსა ჩუენსაც მოვა, ნურა სჩქარობ!
ესე თქუა და უკ-მობრუნდა, ყარანისგან გაიკუირებს, ბარმანისკენ წამოვიდა, წინა კაცსა მიაგებებს, და ყარან ჴრმალი გარდუქნივა, სისხლი ველთა გარდააჩქებს.
ლაშქარნი შემოეხვივნეს, საღამომდის იგ ებრძოდეს, ყარან კულა ნოდარს მომართა, ძმის სევდით გული ეწოდეს, და ნოდარს თვალთ ცრემლი სდიოდეს, დანახვაც გახარებოდეს.
ყუბადის სული ნათლადმც არს, საწუთრო აგრე მქნელია, ზოგთ შეაწყენს, ზოგთ აამებს, - ჩუენცა ასრე მიგვაჩნია, და ყარან აგრე მოაჴსენა: "ჴელ-მწიფემცა დღე-გრძელია!"
ცხენის ტერფით მზე დაბნელდა, მზის სინათლე ვერვინ ნახა. აფრასიობ ქოსსა დაჰკრა და ლაშქართა შეუძახა, და სისხლის ღუარი აადინა, "შეჰკარ, შეიპყარ", - იძახა.
ბოლოჟამ ღამემ გაგუყარა, ჩუენკენ ზიანი არეა, ამ საუბრისგან ნავზარი გულ-ნაღულიანი არეა, და კაცს უთხრა: ტუსი" და გოსტამ მამისხენ, შვილნი არეა.
ბრძანა თუ: დღეს მამეგონა მამისა ნაუბარია. მიბრძანა: თურქთა," ჩინელთა, ურიცხვი მოვა ჯარია, და ზიანი დაემართების ერანელთ სპათა ბევრია!
სპარსეთს მიმართეთ აქათით ისპაანს ცოტას კაცითა, ლაშქართ ნუ შეატყობინებთ, ეგების მორჩეთ ამითა, და ფრიდონის ნათესაობა სრულ არ ამოსწყდეს ამითა!
ორნივ შვილნი კალთაშიგან ჩაისხა და ატირდების, ყელს მოეჭდო ნაღულიანი, გაუშვა და იქ დადგების, და ნოდარ სამსა დღესა შიგან ამ წესითა იქ იქნების.
ლაშქარი ზღვავით ღელავდის, მიწის პირსა დაჰფარავსა, აფრასიობ ნავზარისა რა ძეთ წასვლა შეიტყოსა, და ვისის შვილი ლაშქარითა წაუყენა უკან მასა.
"სპანი გაუყენებია!" - ჰკადრა, - "გაპარულთათვინა", ჴელს მოჰკიდებს, - "საძირკუელი ამოგვივარდების ჩუენა, და ჩუენ ზახირა მრავალი გვაქუს, გულს იურვის ნურავინა!
სპარსთა დედანი თურქთაგან უპატიონი არ დაჴდენ, შუაღამ ყარან და სპათა ციხის გამოვლით დახედენ, და ცოტა გზა წამოიარეს, ბარამანს უკან შეხედენ.
ტანსა აბჯარი ჩაიცვა, რაზმი აწყო გულოვანმან, რა ბარამან დაინახა, იქიდაღმან მომართა მან, და ვით პილონი, შეიძგერნეს, აქადაღმან მიმართა მან.
ვის მოგწყენია სიცოცხლე, გასწირე თავი და სული! ვით ლომმან, შემოუზახნა: "ყარან ვარ, შეგრჩეს ვერ სული! და ყუბადის სისხლის მძებნელი და სცადე ლახტი ბერძული.
მუზარადნი დაულეწნეს, ტვინი თმასა გაერივნეს, შიგ ჩაიჭრა ლაშქარშიგან, ერთმანერთსა დაერივნეს, და ვინცა დახუდა შესაბმელად, ჰჴოცდა, სულნი დაელივნეს.
ქუეყანანი გააფრთხილა, მოამაგრა ამაზედა, გასცა უხვად საომარი მან აბჯარი ლაშქარზედა, და ყარან გვერცა აღარ ახლავს, ნავზარ ტირის ამაზედა.
ზოგნი დაეთხოვებოდეს, ზოგნი მალვით წავიდიან, რაცა დღენი გამოვიდის, მას ლაშქარნი დაუმცრდიან, და ვერცა ციხეს შეემწყუდივნეს, სისტანს წასვლა გაჰპირიან.
მას მრავალი უჴოცია, ველი სისხლით შეღებულა!" მას სიკუდილი ბარმანისი გაუმჟღავნეს არა სრულა, და ვისი მივა შესატყობად, ჯერედ ნავზარ არ წასულა.
შვილი სისხლითა შესურილი, მკუდარი თავ-დანამსხურევია, ზედა დაეცა, ტიროდა, ცრემლსა გლახ სისხლი რევია, და ცხენსა დააკრა, მოჰქონდა სისხლშიგან მონათრევია.
ვისსა უბრძანა: "გამაგრდე, ჴამს, სიკუდილისა შვილითა, ვეფხი ვერ მორჩეს ქაავის შვილის ყარანის შუბითა, და შენგან წასვლა სჯობს, შვილისა სისხლი ეძებო დენითა!"
მეორეს დღეს მტვერი ნახეს, ყარან სპარსეთსა მივიდა, თურქთ სპასალარი უძღვების, მან დროშა ნახა შავი და, და ყარან და მისნი ლაშქარნი წინ მიეგებნეს, წავიდა.
"ავთა თესლო, ტახტ-გვირგვინი მიწასთანა გაგილახა, ზაულისტანს, ქუაბულისტანს, ყარნუჯამდი ჩუენი ახა, და აწ შენ ვისით ზურგით იბრძვი, შენ ჴელმწიფე სადა ახა.
არ შეიურვებს, საწუთრო კაცსა არ გაუთავდების; ეტლისა საქმე აგრეა, თქუენსა თავსაც გარდაჴდების, და მაგ საქმეს ყურსა ნუ უგდებ, ღ(ვ)თის ბრძანება, ეგ მოჰჴდების.
იგ ნახეა ომის დღესა, შენსა შვილსა უყავ მერა: შენცა გიზამ იმ საქმესა, ჩემსა ნაკრავს უდგე ვერა, და მათ ლაშქართა მარჯუნით, მარცხნით ანათობდა მთვარე ვერა.
სპათ თავი ასრე ცვიოდა, ზაფხულის ფურცელი ვითა. ანაზდად ყარან მიმართა ვისის მძიმითა ლახტითა, და ვისიმ ვეღარა დაუდგა, ფიცხლა გაექცა ცხენითა.
მრავალი სახელ-დებული მათის ჴელითა დაჴოცეს, ბედ-მლაშე, ეტლ-უკუღმართი იგ თურანელნი გაიქცეს, და ვისი და სხუა თურანელნი აფრასიობს წინ მივიდეს.
უკანა თურქნი გაუდგეს, შეიტყუეს, რომ გაიპარნეს. წინ აფრასიობ ლაშქრით უთქს, და შუაზედ შეიყარნეს. და ისრისა წვიმა დაასხეს, თქუეს, ვერა გაცაიხარნეს.
ლახტითა სცემდეს, იზახდეს: "ჰკარ, მოჰკალ, შეიპყარითა!" ცხენთა ჴვივილი გახშირდა, ველნი აივსო მკუდარითა, და ორგნითვე ბევრი იჴოცა: თურქთათვის მზე ჩანს დარითა.
მზისა-პირი აღარა ჩანს, დაებნელა ორთქლის სულსა, ვერა ვხედავთ ერთმანერთსა, გვიღამებდა მტვერი გულსა, და მიწა სისხლსა შეეღება, ჰგავს სულა გაწითლებულსა.
თითოს მიხუდის ასი კაცი, ერანელთა ჩამოჰყრიდეს, ვერ დაუდგეს გასაქცევლად, გაემართნეს გზასა, ვლიდეს, და ჩამოყარეს დიდებულნი, ნავზარს ჴელსა შეუკურიდეს.
გარდუბრუნდების საწუთრო, კაცი ანაზდად წაჴდების, ჩაღმართსა მოუთქს აღმართი, ლხინსა ტირილი დახუდების, და ქონება-საჭურჭლისაგან თანა არავის წაყუების.
აფრასიობს წინ მიასხნეს, მჴარ-დაკრულთა მიიყუანდეს. ყარან ახლდა, შინათ მოვა, მისნი სპანი თანა ყუანდეს, და მგელი ვითა, შეერივა, თურანელნი თხათა გვანდეს.
ნავზარ ჩუენ გუყავს მჴარ-შეკრული, თავადები შეპყრობილი. ესე ესმა, სხუა ყუელაი ნახა მუნა დაჴოცილი, და თურქა ფრეწდა, ლომი ვითა, უზებარი - ალვა-ზრდილი.
აფრასიობ, ტახტ-გვირგვინი ერანელთა ჰქონდა ვისცა; მოკრიფა და ჯორ-აქლემი გაუგზავნა ფეშანგს, მისცა, და ნავზარ, ნაცულად ბარმანისა, მოსაკლავად ვისის მისცა.
შიშველა მოასხმევინა, დაკრული ჰქონდა ჴელია, ჯალადთა მისცა: - "დაჰჴოცეთ, - აწ სისხლი დასაღურელია, და ფეშანგს მივართვათ, მანცა სცნას, ძე ჩემი რისა მქნელია!"
"ღ(მერ)თ(მ)ან (!) მოგცა გამარჯვება, ჩუენ კლიტენი დაგველეწნეს! პატრონი გუყუა, ვახლდით მასა, ბრძანებითა მათ შეგულეწნეს, და ტახტი დაგრჩა, ვართ მონანი, მტერნი ვერსით გარდგეხუეწნეს.
ერანელნი" დიდებულნი ამათ მეტი დაჰჴოცესა, შემოქმედსა ეწყინების, ამათს სისხლსა დაღური შენა, და სხუა ვინღა ჰყავს, საპატრონო ტახტ-გვირგვინი დაგურჩა ჩუენა.
სისტან-ზაული ავიღოთ, წინ მოგიყენო ტყუეულად, თუ შემოგფიცონ, ნუ დაჰჴოცთ, გმსახურონ შენ მონეულად, და თუ რა დაშავდეს ამითა, მე გიზღო ათასეულად!
თან ლაშქარნი წაატანა, სარახსს წიგნი მიუწერა: "ბორკილები შეუყარეთ, არამცა ვინ გაგეპარა, და ჩუენი საქმე ავად მოჴდეს, მამულითა გაგვაქარა!"
ქუაბულისტანს შემოადგეს, მერაბ ძღვენი გაუგზავნა, რაცა მათი სანდომია, მან სიტყუანი შეუთვალნა, და გამარჯვება მიულოცა, თავი საყმოდ დაათვალნა.
"მის დიდისა ჴელ-მწიფისა ვარ ზააქის ნათესავი, ჩემი არის ინდოეთი, ვერ წამიღონ საყმოდ თავი, და ქუაბულისტანს მისთვის ვდგავარ, მოგახსენო, თუ ვსცნა ავი.
ფეშანგს წინ ძღვენი გავგზავნო, ბელაქსა შევამკობდია, ფიცი მიბოძონ, მოვიდე, წინაშე თქუენსა ვჰჴმობდია, და მე ზაულელნი არ მჩანან, თვით ოდენ დავამჴობდია.
მერაბისა დაიჯერეს, მასვე წამსა აიყარნეს, მათ მიმართეს ზაულისტანს, ზაალს ზედა შეიყარნეს, და ახლად მამა მოჰკდომოდა, ძლივ მიწანი მიეყარნეს.
"ფალავანო, საწუთრომან ჩუენ აგვავსნა ტირილითა! შავი ეტლი გარდაბრუნდა, ერანელთზედ ქილილითა, და აფრასიობ ამოსწყუიტა, მართ მე და შენ ოდენ ვლითა".
მოკლეს ნავზარ და თავადნი, თუ ვინმე იყო საჩინო, ცოცხალნი სარავს დაჭედა, მათი დახსნაა საჭირო, და გარ მოხვევიან ლაშქარნი, ტახტი ცუდად დგას სატირო
სისტანს მოვიდა ლაშქარი, - გლოვაც აღარა გცალიან! - ჩუენ ასრე ყოფნა არ გვარგებს, ვიტიროთ, - მათ უხარიან, და მო, ერთად გამოვარჩიოთ, ჯერ სარავს მრთელნი არიან.
რაც იცი, ყუელა უანბე, იარე, მოდი, გმიროდა, ხამინს ნუ სდგახარ, წამოდი, საქმე ვქნათ გასაპიროდა." და ზაალს ეწყინა უსახოდ, სისხლისა ცრემლი სდიოდა.
ჴელმწიფეთა და თავადთა რა ადრე პირსა უქცეო! რად არ გრცხვენიან, მიწაო, მოლო, რად მწვანობ, ზეცეო! და ნავზარის სისხლით მორწყულხარ, ნუ დაღური, ნუ დაუქცეო.
ტახტად ცხენი, ჭიქად ჴრმალი, გვირგვინია მუზარადი, ვძებნო სისხლი ნავზარისი, ერანელთა დაჭკნა ვარდი, და ნაცულად მოვჰკლა აფრასიობ, ქარმან, სიამ, თურქი, მრადი.
გარეთ მყოფთა ვერ შეიტყუეს, ღამით ციხეს შემოვიდა, მერაბ წინად გაეგება, ბრძანებს: "ახლად მზე მოვიდა!" და ღ(ვ)თითა ჭირი გაადვილდა, ჩუენთა მტერთა დღე მოვიდა.
აფრასიობის თავადთა თვითო შესტყორცნეს ისარნი, სიამ, ხაზარა და გულბადს, შიმასანს - თავი ისარნი, და სისრულე ნახეს ისრისა, ზაალს აქებდეს ისარნი.
ბარგისტანისა ცხენსა ზის, ეხურა მუზარადია, ლაშქართა შიგან ჩაიჭრა, ხაზარანს ვეძებ, თქუა, დია, და ფრეწდა და ჰჴოცდა ლაშქარსა, - კანჯარსა ლომი ხვადია.
ხაზარანს ზედა მიუჴდა, ვით ქარი, მონაბერია, მარცხნით ჴრმალი ჰკრა ზალდასტანს, ბეგთარი შესაფერია, და ბანდი ჩასჭრა და ჩასცვივდა ნაკაზმი დანაფერია.
ჰკრის, გაფრიწის, ჩამოაგდის, წინა რაცა თურქი დახუდა. "სხუა ბაბრაბი გამოსცვალე!" - ციხით მერაბ გარდმოსძახდა. და დაუჯერა ნაომარმა, წყნარად ცხენით გარდამოჴდა.
აქათ ლომ-გული, სვე-სრული, მერაბ ეკაზმის ჭკვიანი, მათი თავადნი - ყუელანი მეომარნი და სვიანი, და რაზმი აწყუეს და მიმართეს, მიუჴდეს დარაკიანი.
დაიწვადეს და ჩაცვივდეს, - ჴრლმები სისხლისა მღურელია, - სისხლისა ღვარი ადინეს, წითლად შეღებეს ველია, და ზაალ იზახდა: ხაზარან, "დამალვა რა სახელია?!"
გულოვანთ ომი გიჩვენო, მე გაგითენო დღე ბნელი, ხაზარან მგზავრი ვერ ნახოთ, წავიდეს გზათა მტკეპნელი, და მერაბ იბრძოდა ლომ-გული, მტერთა ლახტითა მფშუნეტელი!"
მუზარადსა ლახტი დარა, ტვინი თმასა გაურია, ცხენიდაღმა ჩამოვარდა, თავი სრულად დაუმტურია, და თურქთა მოსტყდა ზურგის მძივი, რა იგ ნახეს მომკუდარია.
მათ მომართეს აფრასიობს, ფანტევდიან ვითა მტვერთა, მიჰკოცდეს და ჩამოჰყრიდეს, მიღებევდეს წითლად ველთა, და ზაალ, მერაბ იძახიან, იკმარებენ კარგად ჴელთა.
მთვარე ჩავიდა, მობრუნდეს მორჭმულნი გამარჯვებულნი, სახელით სარგებლიანნი, შავებით აცავსებულნი, და გზა-გზა ჰჴრეფდიან აბჯარსა, ჰპოიან გაოჴრებულნი.
კარვები და ჯორ-აქლემი, ტან-საცმელი სანამუსი, ჴმა მისვლიყო ერანელთა, მოვა, ყივის გოსტამუსი, და გამარჯვება მიულოცეს ხარან, ყარან, ქიშვად, ტუსი.
ზაალდასტან" ხაზარ მოკლა, საფადარნი მოამტვერნეს, ლომი შამას გარდეხვეწნეს, ერანელნი შეიყარნეს, და ჩუენ მოგვიჴდენ, გვეშინიან, ამ ტყუეთათვის თავნი არნეს."
ზაალს აცნობეთ, ქუეშ-ქვეშე წიგნითა იდუმალითა, ზედა მოგვიჴდენ ლაშქრითა, ვითა წაგვისხმენ ძალითა. და მერმე მოდით და გვაცნობეთ ფერითა დია მკრთალითა!"
ხვაშიადად შეინახეს, მათ არავის გაუმჟღავნეს, ერთი კაცი გონიერი ზაალს, წიგნი გაუგზავნეს, და გამორჩევა დაავედრეს, გაპარული გაათავნეს.
თუ სთქუა, განათლდა მთუარულად, მან პირი მოივანაო, შეეკაზმა და წავიდა, თან სპანი წაიტანაო, და ვით მოძულენი, მოუჴდეს, მათ სიტყუა გააგონაო.
პატიმრობით დაჭედილნი, მიჭირვებით მჴარ-დაკრული; ნახა ნავზარ, მოეგონა, აუდუღდა ზაალს გული, და მათ დარჩომა მიულოცა, მოიხსენა მკუდართა სული.
მოვიდეს, მისცეს ყუელასა ქუდი, საცმელი ტანისა, ვისცა ფერობდა, გვირგვინი დასდგა სავლისა ტანისა, და ერანელთ ვალი დაიდვეს ზალდასტან პილოტანისა.
აქა ერანელო საჴელ-მწიფო კაცს ძებნა დაუწყეს და არჩევდეს
აქ შეექნა გამორჩევა ერანელთა პატრონისა, ტუსი თქუეს, და ტუმაზპც იყო ნათესავი ფრიდონისა, ოთხმოცისა წლისა იყო, ღ(ვ)თის მოშიში, მქნელი ჭკვისა, და მოიყუანეს, იგ დალოცეს საჴელმწიფოდ ერანისა.
ძმასა უთხრა: "ყუელა შენ ჰქენ, სხუას ვაბრალო ესე ვისდა?! არ დამეჴსენ, - დამეჴოცა თურისა და სალიმისდა, და მათი სისხლი დამეღვარა, შენთვის დანა გულსა მიცდა.
შეჭირვებით გულის წასვლა ჩემი ლხინად წამერივა, არ დავჴოცე, მას ვინანი, სული მათი დამელივა, და თერიაყსა მოსაკლავად აღზვარდს ზარი გაერივა.
"დღეს რომ მოსწყდა ერანელი, მჴარ-დაკრულთა დაჰკოც ნუღა, ჯერ ჯეონი ძოწსავე ჰგავს, საწუთროა ეკალ-მუხა, და ნავზარ დაჰკალ ცხვარივითა, ღ(მერ)თსა უმძიმს აჰა, უხა!
ღ(ვ)თის შიში დაგვიწყებია, ნუ ხარ ცნობითა ავითა, მას საუკუნოს ცეცხლითა სრულ დაგწვავს სადაგავითა, და როს გაგიკითხოს უფალმან, პასუხსა გასცემდი ვითა?!"
ვითა ბნელსა ჯოჯოხეთსა, პირით კუამლი აღმოჴეჩა, ჯავრით თუალნი დაუბნელდეს, ბასრი ჴრმალი ამოჴეჩა, და წამოხტა და ძმასა დაჰკრა, თავი ორად გაუჴეჩა.
ზაალ და მერაბ ჩიოდეს, აღზვართ მოუკლავს რისათვის?! დევის ნაშობმან ძმა მოკლა ჩუენთვის მართლისა თქმისათვის, და ჩუენ გუმართებს ძებნა სისხლისა სანაცვლოდ ნავზარისათვის.
ქაიანთ-დროშა, ქოს-ნაღარა, პილოს აბმენ ყუირო სტვირსა, ბარგ-კარვები წაიტანეს, ფარსის ქალაქს მიდგეს ძირსა, და ყარაული გაიყენეს, თურქთა უდგა პირის-პირსა.
ცვარი წვიმა არ მოვიდა, მოლ-ბალახსა არ ალბობდა, ნავზარ მოკუდა. მასუკანით მათ შიმშილი დაამჴობდა, და ღვინო ვეღარ იშოვნიან, პური ძვირობს, უპურობდა.
ხესა ხრევდიან ცხენები, კბილები გარდასცუდებოდა, ცხენისა ჴორცი ვეცხლთანა წონად არ იშოვებოდა, და სალს კლდესა გვანდეს, ექუს თუესა ძურა ყოლე არ ეტყობოდა.
"უსამართლოდ ავის ქნასა, ჩანს, რაზომი შეუძლია, ცა გამჴმარა, მიწაზედა მოლსა ძირი დალევია, და შიმშილითა მიჭირვებით შენ ლაშქარი დაგლევია.
დასწყნარდეს ძველი მტერობა, ფიცითა ზავი ავაგოთ. გაყოფით გვიჩანს სამზღვარი, თავის-თავისად გავაგოთ, და დავსჯერდეთ, შფოთი დაწყნარდეს, თური-სალამი დავაქოთ.
საუბარნი გააგონეს ერთმანერთსა, დაეზავნეს, ქუეყანანი გაისწორნეს, ერთმანერთსა არა ავნეს, და ერთმანერთსა წიგნი მისცეს, შინასაკენ თავნი არნეს.
ღ(ვ)თის მოშიში და მოწყალე, მისი ძლევა თქუას ენამან, მომართეს კარგთა ნაყოფთა, და მოისვენა ყუელა მან, და დაჰფარა ყოვლი ქუეყანა მაშინ კეთილთა დენამან.
აშენდა ყოვლი ქუეყანა, ტუმაზპ მოწყალე არიო - ღ(მერ)თსა ესვიდა ლოცვითა, გადიდდა საფადარიო, და დასწყნარდა ყოვლი ქუეყანა, მგელთანა სძოვდა ცხვარიო.
"ყოვლი ქუეყანა გაახელ, სხუასა ვის შეუყრიაო, ორთა კაცთზედა გაგზავნე, ერანს რა დაგიკლიაო, და დაჰჴოცენ ჩემნი თავადნი, ძმის სისხლი დაგიღურიაო!
ასეთნი გვირგვინიანნი, მითხარ, დაჰჴოცენ რაზედა?!. მოსამართლე და მორჭმული მოჰკალ მართლისა თქმაზედა, და მტერთა სანაცვლოდ აბჯარი შენი იჴმარე ძმაზედა?!"
ძმისა მკულელსა ვეღარ გიჭურეტ, დაიკარგე გაბასრული!" წამოვიდა აფრასიობ, გაღარიბდა დაკარგული, და თურანსა და ერანს შუა იყუის მტერთა დანაბული.
ზავითა იყუნეს ორნივე, დასწყნარდა ძველი მტერობა, ტუმაზპ ოთხმოც წელ ტახტზედა იჯდა, ეტყობის ბერობა, და ღ(მერ)თს შეევედრა, მას მიხუდა სამოთხის ნებიარობა.
ჴელ-მწიფეთა სამარხოსა მიათვალეს, იგლოვდიან, ბედ-სვესა და სამართალსა მისსა მეტად მოსთქმიდიან, და ამ ამბავსა აფრასიობს ახარებდეს, მორბოდიან.
"ბედნიარო ჴელ-მწიფეო, რასა ბრძანებ, ეტლი ჯერა: რაც გინდოდა, მოაჴდინა, ჟამი ჩუენკენ მოიწვერა, და დღე გათავდა ტუმაზპისა, ტახტ-გვირგვინი ოჴრად ძე რა.
მე ვისახელო, არ მინდა, აწ თავი მოყივნებული, უკეთ გმსახურო, გიჩუენო ერანი მომტუერებული, და მე დავიჭირო, ყუელანი შენ გყმობდენ შეშინებული.
წაიკითხა, ღ(მერ)თსა მადლი მისცა, ფეშანგს გაეხარნეს, ყოვლგნით უჴმო საფადართა, მათ ლაშქარნი შეეყარნეს, და მათ უქადეს ბრძანებული, თავი გმირთა დაადარნეს.
თქუენ დაგრჩეს ერანს სახელი, თავი ამისთვის არენით, ნუ შეიბრალებთ, დაჰჴოცეთ, ციხენი მოამტვერენით, და თუ სხუა ჴელ-მწიფე გუყოლია, ეს არ ისმოდეს ერანით.
დროშა-შუბის სიმრავლითა მათ ვარსკულავნი ჩამოყარნეს, ყუირო-სტვირნი გამოაბეს ჴმა დაბდაბთა გააქარვნეს, და რა ერთი თვე გამოვიდა, აფრასიობს შეეყარნეს.
აქა აფრასიობისაგან ერანს მეორედ ლაშქრით მოსულა და
ბარგ-სამძიმარი მინდორად გაიღეს ჴარგა-სარავი, სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, ქარი უქროდა არავი, მიწა იძროდა, საწუთრო შიგან ჩნდა დასაფარავი, და რიეს ქალაქად მივიდნეს, მუნა დაიცეს კარავი.
თქუეს: "არა გუყავს ჩუენ, ჴელ-მწიფე, თურანელთა მისთვის გვითხეს, ზაალს წინა შეიყარნეს, ერანელნი მოიკითხეს, და მოახსენეს: "როგორ გავსძლოთ? ჩუენ რა გვიყუეს?!" - ესე ჰკითხეს.
აქანამდის ვერ გვიყუიან, არსად იყუის მათგან ვნება, ზურგად ვიჩნდა მამა თქუენი, იყო მტერთა განქარვება, და თავსა ვერსად გამოჰყობდეს, არ ძალ-ედვა აზრახება.
თქუენ დაგიგდო მამა თქუენმა საფადრობა ჴრმალი, ქუდი, ჴელ-მწიფეთა სისხლის ძებნა აწ შენ გმართებს, ძლევა ბუდი, და სახელისა გამოჩენა მტერთაზედა არა ცუდი.
"მათ ჩემი სწორი არვინ ჰყავს, მძიმის ლახტისა მქნეველი, ჴრმალ-გამოწუდილმან მივმართო, გამოვჩნდე მათი მძლეველი, და სადავე გაჴდეს საძუედ, მოკუდეს სულ-დასალეველი.
ძალსა მოგვაკლებს, მოგუზიდავს, მე ვარ შობითგან ბერია, მესტროლაბეთა ნათქუამი გათავდა, ანაწერია, და შვილი მამესწრა, საამს სჯობს, ძალ გულად მისი ფერია!
ასაკობა პაპას უგავს, ასახელებს მამას ბერსა, თუ უშოებთ, რომ ვით ზიდოს, ცჴენსა მისსა შესაფერსა, და გულოვანთა ომს უჩვენებს, მოერევის ახლად მტერსა."
მოეგონა, უწინვე თქუეს მეცნიერთა კაცთა ბრძენთა, მანუჩარსაც მოახსენეს მესტროლაბე-მოაბადთა, და როსტომს წინა წამოვიდეს, თქუეს, გაგვიგებს ომთა გზათა.
ჰე ახალო ფალავანო, ბედნიერთა გვარისაო, გმართებს ჩუენი წინამძღრობა, სახელება თავისაო, და ჩუენად ზურგად მოაბადთა შენ გთქუეს, - მცველად ტახტისაო!"
"კანჯრის ჯოგი ცუდად ჩქარობს, მას პასუხსა გასცემს ლომი, დედამ ცუდად რად გამზარდა, ზობარჯზედა ვიყავ მჯდომი, და ტახტსა ცხენი მირჩევნია, მესწრაფების მათი ომი.
თუ მყავს ცხენი შესაჯდომი, მე მამხუდების ღ(ვ)თითა ძლევა, თვითან მარო შეუტევებ, შიგ დაეწყო თურქთა რევა, და ჩემის გურზით ჩამოყრილთა მათ დაუწყონ სულთა ლევა!"
საჩეხეს შიგან შეყარეს, ვისაც უთქმიდა გულია, კარშიგა როსტომ დაუდგა, ჰგავს, იყო გაზრახულია, და ჴელი დასდვის და გაზდრიკის, ვითამც არ ედგის სულია.
ზაალ, მერაბ და თავადნი დაჭმუნდეს, დანაღულიანდეს, პაპისა რემა მოასხეს ფიცხლად, არ დაცაგვიანდეს, და ვერცა მაშიგან იპოეს, თქუეს: თურქნი" არ დაზიანდეს!"
ვსაზრობ, ვპოებთ იმაშიგა, არ გაგუწირავს სრულად ღ(ვ)თი! მოასხეს, და თანა მოჰყუეს უხუცესი კაცი ერთი, და რა შეხედა, როსტომ იცნა ჭაკი ერთი, ლომ-ნაკუეთი.
ყელ-გრძელი, ყურნი შუბს უგავს, იგია ფერჴ-ბედნიერი, მას კვიცი ახლდა ტერფ-ბასრი, აბრაში თვალ-შვენიერი, და უმაღლე იყუნეს ყუელასა, ვით ჴმელთა მზისა ჰაერი.
თქუა თუ: "ღ(ვ)თისა უსაცილოდ ჩემთვის დაუბადებია! მერამლეთა პირველად თქუეს, რაცა უქადაგებია, და აწ მამართვით საგდებელი, მისი ყელსა სადებია!"
ზარდახშანშიგან ნადები, გმირის საამის-ეული, ახლოს მოუდგა, უჭურეტდა, კუიცი დგას არ გაქცეული, და ერთობ უსახოდ მოსწონდა, როსტომ დგას ცნობა-რეული.
თვალი შვენოდა ლამაზად, ყელ-ყური, ძუა-ფაფარი, ტერფნი რკინისა ბასრს უგავს, მთა არის მინდორთ-საფარი, და მას საგდებელი შესტყორცა, შეიპყრა პილოსა დარი.
მერემეთა უხუცესა ნამეტნევად გაუკუირდა, მისი მშვიდად წამოყოლა, თქუა თუ, როგორ დამორჩილდა, და გულსა შიგან დაუმძიმდა, მერაბისთვის ინახვიდა.
მაღლა ტერფი აიშვირა მან, გაჰპირა ომი მითა, მკერდსა ნები შეაძგერა, ცხენი დასცა როსტომ მითა, და ათრთოლდა და გაემართა, მარჯანასა ტორო ვითა!?.
"არ არის ამა ჯოგისა, სხუათა გუყავს შევედრებული, მერაბ უბრძანა: "რას უბნობ, შეცულილი, გაშმაგებული! და ჩემსა შავს რაშსსა რატომ გავს, დედა ჰყავს იმათებული.
მან საგდებელი დაწყუიტის, დაჭირვით ვერა ვქენითა, ზედ მოგვიჴდიან, ვით ლომი, გარდვეხვეწენით რბენითა, და ხუთი წელია, - აჯილღა არ გაუშვია კბენითა.
რადგან ესე როსტომ არის, არა მართებს კუიცსა რბოლა, მისი რაში ეს იქნების, ამას მართებს მისი ყოლა, და სხუა ვერავინ დაჰჴედნიდა, იმათ უჩნდა მტერთა ბრძოლა.
თვალ-ყურიცა მოუფშუნიტა განგებითა მისთვის ქნილსა, მერმე ფერჴი ამოუღო, თქუა: "მაჩუენებს ესე ლხინსა!" და არ იწყინა, მშვიდად დადგა, ჰგავს ადრიდგან დაჴედნილსა.
მოყუარეთა უხაროდა, მათი მტერი ახლა ტირსა, რაშსა ფრთენი გამოესხა, უგავნ ზურგსა ამოზდრილსა, და ვითა ორბი, ააფრინა, ოდენ ხედვენ მზისა ჩრდილსა.
ტერფით ცეცხლი დააკუესა, ქუათ ბურჯღული გაადინა, ზალდასტან და ერანელთა გაიხარნეს, არ იტირნა, და ღმერთსა დიდი მადლი ჰკადრეს, თურქთა ომი გააპირნა.
გვიბოძა ღ(მერ)თ(მ)ან სამუქფოდ ნაკუეთი პილოტანისა, გვინდა მოვნახოთ ჴელ-მწიფე, ტახტი უთაო არისა, და კაცი ერაჯის თესლისა, ქაიყუბადის გვარისა.
ღ(ვ)თის მოსავი და მოწყალე ყოვლისა სულდგმულისათვის, უფალსა უბრძანებია პატრონად ერანისათვის, და რად არ მოვიყუანთ ჴელმწიფედ, მას არ დავლოცავთ რისათვის.
"საწუთრომც შენით იხარებს, გმორჩილობს სული მზისაო! გაგზავნი სადმე, მე მოგცე შენ კაცი მცოდნე გზისაო, და ყუბად აწვიე, მოვიდეს ჴელ-მწიფედ ერანისაო!
სასუბუქოდ შეეკაზმა, არა ზიდა ბარგი თანა, შეკაზმა და რაშსა შეჯდა, ხუთი კაცი წაიტანა, და იარა და მიიწივა ყუბადთანა, ეთაყუანა.
ზაალდასტან გამომგზავნა, ჩემს ამბავსა ელიანო, ღ(მერ)თმან მოგცა ტახტ-გვირგვინი, ჩუე გაგუწირა სულ დიანო, და ერანელნი ფალავნები სატახტოსნოდ გელიანო!
შენ გვირგვინი საჴელ-მწიფო, საქონელი, განძი ძველი, აბჯარი და საურჭლენი, ზარდახშანი საკუირველი, და ქაიყუბად ეთაყუანა, რას მიბრძანებთ, - მე ვარ მქნელი.
როსტომ ტკბილად მოიკითხა, ნამეტნავად მოეწონა, ღ(მერ)თსა მადლი მოაჴსენა, თქვა თუ: "ლოცვა გამიგონა!" და მე მივყავარ საჴელ-მწიფოდ, მათ უფალმან შეაგონა.
ვინც უნდა, თანა წაიტანს, ვაზირნი შემაგონანი, გამოემართნეს, მოდია ყუბად და როსტომ - ორანი, და როსტომ წინ კაცი გაგზავნა, სიტყუანი გასაგონანი.
ტუსი, ზაალ, მილად, ყარა - ქოსითა და ნაღარითა, პილოზედა ტახტი დადგეს ფეროზით და გუარითა, და სარტყელი და ტან-საცმელი მოამზადეს გვირგვინითა.
მივიდეს და ჴელ-მწიფესა ლოცვიდიან, ეთაყუანეს, ოქროშიგან გარეული თავს გუარი გარდაყარეს, და კარავები აუმართეს საკრამანგი გარდაფარეს.
ყუბად დასვეს მოკაზმული, თავს გვირგვინი დაცაადგეს, შეიყარნეს ერანელნი, დალოცეს და მას წინ წადგეს, და სამსა დღესა წართვით იყუნეს, ნადიმობდეს, არცა ადგეს.
სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, მსმენელნი გაკუირდებოდეს, მათ აფრასიობს მიმართეს, არა ზავზედა დგებოდეს, და რაზმან და ყარან მას წინა მაღლადრე იარებოდეს.
მარჯუნით უდგა თურანელნი, დაწყობილნი მათსა გზასა, ორთავ მტკიცედ გაიჩინეს, აპირობდეს სისხლთა სმასა, და ყარანისგან ისწავლიდა მაშინ როსტომ აბჯრის ცმასა.
თურანელთა ჴელ-მწიფისა გკითხო საქმე დასაგვანო: როგორია აფრასიობ, მე გენუკვი რომ მიბრძანო, და რაზმსა შიგან თუ სად ვნახო, ჩემი ომი შევანანო!"
ხვადსა ლომსა უფიცხეა, მას დაუდგამს პილო ძნელად, ომის ჟამსა მეტად მძლეა, გამოჩდების მტერთა მკულელად, და ვითა ვეფხი, გაფიცხდების, მოედების ცეცხლი ველად,
წინ უკან ოქრთოთ ნაკაზმი, ცხენსა ზის დიაღ კაცია, ჰგავს, იყოს შავი ვეშაპი რომ ბარგის ტანი აცვია, და ბნელისა ალმასის ფერი გარე ბეგთარი აცვია.
პაპისა ლახტი აიღო, თქუა: "ჩუენთა მტერთა დღე აბა!.. სთქუა, - მთურალი პილო ბრდღვინევდა, მტერი მახესა შეაბა, და როსტომ მფრეწელმან მიმართა, - თურქთა რა უყო მე აბა?!
აქა პირველი ომი როსტომისა და გამარჯვება
მძიმე ლახტი გამოიღო, რაზმსა შიგან გაერივა, რასაცა ჰკრის, ჩამოაგდის, ტვინი თმასა გაურივა, ვინცა წინა გარდაუდგის, მას ძვალები დაუმტრივა, და მეომართა გარიდიან, შიშით მისკენ ვეღარ მივა.
აფრასიობ დაინახა იგ, ბეგთარი ტანსა ეცვა, ჰგავს, მთა არის შეჭურვილი, საომარი ბევრი ეცვა, და შავსა ცხენსა ზედა იჯდა, ბარგისტანი მასცა ეცა.
რაშსა უთხრა: "გაფიცხება, აწ გაძლება ჩემგან უნა, შეუტივა, ჴელი მიჰყო, - "აფრასიობ, შე ძაბუნა!" და უნაგრითა აიყუანა, ყუბადისკენ მოიბრუნა.
ერთობილნი ფალავანნი როსტომს გარე მოეხვივნეს, სეტყუისაგან უმრავლესი ლახტი ჰკრეს და ვერ ატკივნეს, და აფრასიობს ათრთოლებდა, შიშით სულნი დაელივნეს.
მას გმირსა ამად არ უჩნდა, ოდენ ნიგუზისა ყრა ვითა, სარტყელი შესწყდა, ჩავარდა სიმძიმე ნამეტნავითა, და წამოიჭრა და შევარდა, ლაშქართა შიგან თხა ვითა.
სარტყელსა რასთვის მივენდევ, იყო ჭურვილი რკინითა, რად არ ცხენს წინა დავიდევ, ყუბადს მივგვარე იმითა, და იამებოდა უსახოდ, აივსებოდა ლხინითა.
ლომი შიგან გაერივა, მიღებევდა სისხლი ველთა, ჰკრეს ბუკთა და ნაღარათა ჴელი ერთად ერანელთა, და მტვერი ზესა აბნელებდეს, იჴმარებდეს ქუელნი ჴელთა.
ლაშქართა ცხენი მიგვარეს, შესვეს, მიჰყუანდეს იმითა, როსტომ იბრძოდა ლომ-გული, პილოტანითა ზრდილითა, და ვისცა ჰკრის მუზარადს ზედან, ლახტი გასვარის ტვინითა.
ცხენთ ჴვივილი ხშირად იყო, მიწა სისხლით გაეწითლნეს, სისხლი ძებნეს პირვანდელი, ღ(ვ)თითა კარგად გაიფიცნეს, და თავნი გორად დაჰყარიან, საღრტილითა ვერა ზიდნეს.
მეხსა სწვიმდეს, ამას გვანდა, ღრუბელია დანაქუხი, ცა დაეცა ქუეყანასა, თვარ რა იყო ეს პასუხი?! და მეომართა თავი გორავს უპატიოდ დანასუხი.
მიწაზედა დამჴობილნი თრთოდიან და სისხლსა ღურიდეს, გლახ სიცოცხლე გაუმწარდათ, ჭირნი მათნი გაცადიდნეს, და მკუდართა შიგან იმალვოდეს, მართ სიკუდილსა მინატრიდეს.
ზალდასტან მოკლა შვიდასი და როსტომ ათას-სამასი, მერაბ და ყარან ორთავე ერთობით ხუთას-ხუთასი, და სხვასა ნაჴოცსა ვინ დასთვლის? - მუნ დგას სისხლისა ტბა ასი.
დაჴოცილთა უაბჯროთა გასაქცევლად თავნი არნეს, აფრასიობს შეეყარნეს, რა ჯეონი გაიარნეს, და ტახტ-გვირგვინი, ბარგ-კარავნი ერანელთა დაუყარნეს.
სახელით სარგებლიანნი, შოვებით აცავსებულნი, ღ(ვ)თისა მადლისა მიმცემნი, თურქზედან ამაღლებულნი, და როსტომის ომი მოსწონდათ, იყუნეს ყუბადის ხლებულნი.
მოახსენა: "ყუელა შენ ქენ, ნამეტნავად აბრალა მა, კაცსა კარგი რამცა უყო უსამართლოდ ავის ქნამა, და ღმერთმან გვიყო ესე საქმე, ჩუენმა, ფიცის გატეხამა!
მას უკანით ერანს ტახტი უჴელ-მწიფოდ იქნებოდა, საფადარის საამისა ნათესავი იქნებოდა, და უჴრმლოდ ტახტი დაგეჭირა, მცილე არვინ დაგხუდებოდა.
ფრიდონისა ნათელავი ღმერთსა ესავს, ლოცვით ტირსა, ნარიმანის ნათესავი გამოსულა, მას სჯობს გმირსა, და ფალავანსა როსტომ რქუია ჯერ რძის სული უდის პირსა.
პილოს აიღებს ჴელითა, მასთანა გასუბუქდების, ხვადი ლომი და ნიანგი მას გვერცა ვერ მიუდგების, და ვინც მისსა ომსა გაჰპირავს, დედას უკრავად უკუდების.
შუა რაზმი გამოფრიწა, დროშა ნახა, ალამია, ვითა ქარი, ზედ მამიჴდა, ჴელი მამკრა ფიცხლა მია, და ვითა ჩიტი, მამიტაცა, შიშით სული დამილია.
ცხენის ტერფთა ქუეშ ჩავარდი, მართ უსულო, ვითა მელი, ორ-ათასი მეომარი - გულოვანი კაცი ქუელი - და მე მიშველდა ლაშქართაგან, მას მოადგა ლახტის მკურელი.
არად უჩნდა, ასრე ვითა მუშკ-ამბარსა აყრიდესა, რაცა ჩემი ლაშქარია, სრულა იმას მოაკრფესა, და პირ-ცოფისა ვეშპისაგან ძლივ ცოცხალი დამაძურესა.
თვით ზალდასტანს ვით დაუდგამს არ მორჩების მტერი მთელი, მართ მათივე შედეგია მერაბ მეფე - ქუაბულელი, და მძიმით ლახტით მეომარნი - ფალავნები ერანელი.
ბარზინ, ყარან და ქიშვადი - მეომარია ჴრმლოსანი, მძიმის ლახტისა მქნეველნი თავადებია ყმოსანი, და ნახე, რაზომი დაჴოცეს თავადნი ჭარმაგოსანი.
მათ დარჩა ტახტი, - გვირგვინი, სარტყელი გუარიანი, ქუდი, საცმელი ტანისა - ჩუენი აბჯარი სვიანი, და ჯოგი, განძი და სალარო, სრა სრული, ფარდაგიანი.
მათმანვე სისხლმან იგინივ მკუდარნი დაჰკარგნეს, წაიხუნეს ჴევნი, მინდორნი, ღელენი - მათი მძორითა აივსნეს, და სჯობს, - დავემზადნეთ ქაჰყუბადს ნავზარის სისხლი აზღავნეს.
ჩუენ ნათესავნი ერთობით ვართ ფრიდონ საფადარისა, თურიმ და სალიმ ავად ქნეს, ძმა მოკლეს თავის გვარისა, და რა დააშავა მანუჩარ, სისხლი აიღო მამისა?!.
ჩუენ ნიადაგ სისხლსა ნუ ვღურით, აწ დავსწყნარდეთ, კმარა იყუნეს. ბედნიერმან ფრიდონ ოდეს გაგვიჩინა, გაცაიყუნეს, და დავსჯერდეთ და მას ვიქმოდეთ, როგორაცა მაშინ იყუნეს.
ამაზედა მოიყუანეს გონიერი მწიგნობარი, გამორჩევა დაიჯერა ყოვლგნით იჴმო საფადარი, და წიგნსა სწერენ ყუბადს წინა, ახლა მოლბა უზებარი.
ქაიყუბადის სიმართლე ფიცის არ გატეხილობა: "ადრინდელისა საქმისა სჯობს ავლა, გარდასულობა, და აწ დავაწყნაროთ ჩუენ შუა ლაშქრობა, დარბეულობა:
ჩუენ დავჯერდეთ ჴელ-მწიფისა ფრიდონისა გაჩენილსა, დანდობილნი ზავით ვიყუნეთ, ფიცით მოგცემთ ამა პირსა. და თქუენმან ყმამან დაიძინოს, არ გაუკრთობთ - მივხუდეთ ძილსა.
ჩუენ მოვიღოთ, თქუენს წინაშე დაკარგული რაცა ვპოვოთ, გარდაუშვათ ცოდვის საქმე, ერთმანერთსა ჩუენ ვადროვოთ, და ერთი სიტყუა საიმედო, თქუენ გვიბოძეთ, რაცა გთხოვოთ!"
ტკბილი სიტყუა შეუთვალეს, საუბრითა დაეზავნეს, რა მივიდა, ერანელსა ჴელ-მწიფესა გაუმჟღავნეს: და - "ელჩი არის ფეშანგისა!" - უბრძანეს და შეიყუანეს.
რაც იცოდა, მოახსენეს, წააყენეს მწიგნობარი, თავადთა და ქაიყუბათ თქუეს: "საქნელად ჩუენგან არი," და ამაზედა გაგულიზდა, გაიარა როსტომ კარი.
მათ ღონედ მოუგონია ჩემისა ჴრმლისა შიშითა, უსამართლოდა ავის ქნა პიველ მათა ქნეს, იცითა, და უბრალო ერაჯ რად მოკლეს, ვთქუათ მიზეზითა ვისითა?!.
ჯერეთ მოლი არა მწვანობს, სად მოურწყავს სისხლსსა მისსა, იგ სიკუდილსა რად ჩივია თურისა და სალიმისა, და არ დავწყნარდე ბრძოლისაგან, თუ არ მოვჰკუეთ თავსა მისსა!"
"შვილო, ნუ იქ, არ მოჴდების ჴელ-მწიფისა შეცილება, ნურას ჰკადრებ უპირულსა, რადგან არის მათი ნება, და აწ დასწყნარდი, რაცა მათ ქნან, ჩუენც (!) გუამართებს მათი ხლება!"
ღამისაგან დამალული ხვაშიადი გაამჟღავნეს. შეხვეწება გაუგონეს, აფრასიობს არა ავნეს, და საფიცარი წიგნი მისცეს, იგივ კაცი გაუგზავნეს.
აქა როსტომს საჯილდოვოდ შირაზი და ხორასანი მისცეს
როსტომისთვის საჯილდოვოდ მეფემ გახსნა ზარდახშანი, გუარითა შეფრქუეული შესამოსი ერთი ტანი, მანშურითა დაუმტკიცეს შირაზი და ხვარასანი, და - ურმუზამდის" შენი იყოს, გმსახურებდეს გულიშტანი!
ერანელთა მიულოცეს, საბოძვარი ზაალს მისცეს, ქუდ-გვირგვინი გამოუხუნეს, საჩუქარი ცალკე უსხნეს, და ლალ-ფეროზი, თვალ-გუარი, მარგალიტი ხშირად ისხნეს.
მოკაზმული საბოძვარი, სასახელოდ განაცხადი: - "თუ ცოცხალვარ, უმრავლესი კულავ ვიკადრო სხვა დიადი, და საქონელი არვისთვის მშურს, თქუენგან მტერსა მე ვექადი!"
საჴელ-მწიფო ტან-საცმელი, არაბული ტაიჭები, ანგარიში არ იქნების, არვინ დარჩა აუვსები, და მოიმადლა ერთობილნი - ლაშქარნი და ბატონები.
სამართლითა და ლოცვითა საწუთრო აივსებოდა, მისსა ჟამშიგან უწყინრად მგელი ცხვართანა დგებოდა, და ამოწყუეტილი ქუეყანა ქალაქად აშენდებოდა.
ძალოვანნი უსუსურთა უსამარლთოს ვერ უზმიდეს, კარნი ჟამნი წაიარეს, მოსვენებით ასრე ზმიდეს, და ასსა წელსა იტახტოსნა, მისნი მტერნი მინატრიდეს.
გვერც ახლდიან ფალავნები, ნადირობდის, თამაშობდის, საქონელი არა შურდა, ვისცა უნდა, თვითან სთხოვდის, და მას წინაშე მოვიდოდის, ვინ ამბავსა მისსა სცნობდის.
შვენიერნი სანახავად, მასვე გვანდეს ნაზარდობით, გაასწავლნა ზნე-კეთილად საყუარელნი ასაკობით, და ქექაოზ და ქაიაშარ, ქიბსან, ქარმან იყუნეს ძმობით.
მას უბოძა ტახტ-გვირგვინი, საფადარნი ათაყუანა, შეაგონა საჴელ-მწიფოდ, დიდხან იყო შვილთა თანა, და შენი არის, რასაც ხედავ, მე თან არას წავიტანა.
რაცა უნდა, - ასწავლიდით, მარტვილობით ვერ მიხუდების, ბრძანებასა დამორჩილდით, დღეს პატრონი ეს იქნების, და ერთობილნი ეთაყუანეს დალოცვილი ტახტსა ჯდების.
ქაიყუბად ღმერთსა მადლი მისცა, ლხინი გაისადლა, მან გლახაკთა მიცემითა საუკუნო მოიმადლა, და ამ სოფელსა ლხინი ნახა, სული მისი გაინათლა.
ვით მართებდა, შეიყარნეს მუნ სატირლად ერანელნი, თავადნი და დიდებულნი ტირან, თქუიან მისნი ზნენი, და სიკუდილისა მისისათვის იგ არ იყუნეს მოამენი.
გარეთ მოთვალ-მარგალიტეს, შიგან სტავრა ჩაუფინეს, შეამკეს და ზედა მოთქუეს, მას ღამესა გაათენეს, და იმაშიგან ჩააწვინეს, თავი მუშკით დაუტენეს.
ერთს თვეს ტიროდეს გლოვითა, მათ ლხინი გაუქარდების, ქექაოზს გული დაუდვეს, თქვენთ მტერთა გაუხარდების, და მათ შექნეს დიდი პურობა, აწ ჭირი გაცაქარდების!
საჭურჭლეთა გასაჴსნელად მოლარენი წაიტანა, გვირგვინი და თვალ-გუარი, რაცა უნდა, მოაქუს თანა, და ქუიშათაგან უმრავლესი მან საჩუქრად მოიტანა.
ოქრო-ვეცხლი, ქუდ-გვირგვინი - სასახელო რაცა არი, საკელ-მწიფოს ტახტსა დასვეს, ვით მეფეთა წესი არი, და თავადებსა საბოძვარი მან უბოძა - განძი მყარი.
მომღერალი ვინცა ნახა, ჩანგ-ბარბითი ვერა ჰპოვა, მერმე ადგა, ლაშქართაგან მან შენდობა მოითხოვა: და - "შემინდევით გლოვისათვის, სხვა სალხინო დღეცა მოვა!
მისთვის, მინდა ტახტ-გვირგვინი, - თქუენმან გულმან გაიხარნეს." ერთობილთა დაუმადლეს, ადგეს, ერთგან შეიყარნეს, და დიდი მადლი მოახსენეს, დალოცეს და ეთაყუანეს.
ნადიმობდეს, ნადირობდეს მოედანსა, ბურთობდიან, ყაბახზედან ჯილდობდიან, აშფაშაგსა ისროდიან, და რაცა კაცთა სალხინოა, ყოვლთა დღეთა იქმოდიან.
აქა ქაიყუბადის შვილის ქექაოზის გაჴელმწიფება
ვინც მიენდობის სოფელსა, მას უფრო გაუავდების, თავი და ბოლო არ უჩნდეს, ანაზდად გაუთავდების, თუ ვინმე დასდებს ავს წესსა, იმასვე გაუმწარდების, და ვინც იტყუის, - ჩემთა ჴელთ არის, არცა მას გაუთავდების.
მამის წესი დაიჭირა, ჰყმობს საწუთრო ამაზედა, ეთსა ღესა სავარდესა იჯდა ოქროს ტახტსა ზედა, და ტახტსა ფერჴნი ოქროსანი, მარგალიტნი ისხდეს ზედა.
იგ საქმესა გააგებდეს, საწუთროსა რასმე სთულიდეს, მუნ ბროლისა ჭიქებითა ხოშ-გუარსა ღვინოს სმიდეს, და მცველნი იდგეს ფარდაგს გარე, რომ სხვა კაცი ვერ შევიდეს.
ჴმა-ტკბილი ჰკრა სუფრაზედა, მუყამი და რასტინოვა, გრძნებაზედა მაზანდარით ჴელოვანი თურმე მოვა, და თქუა თუ: "უქო მაზანდარა, გაილაშქურის, წაცამოვა!"
"ერთი უცხო კარგი მკურელი მოგვივიდა ახლა ჩუენა!" უბრძანა და შეიყუანეს, ეთაყუანა, დაძრა ენა, და ძალი მორთო, კურა დაწყო, თავი კარგად გაამჩუენა.
"ეს შარიერი ჴელ-მწიფე შენზედამც ტკბილად არისა, შენიმც მინდორნი მწვანობენ, სული დის მუშკ-ამბარისა, და მთა სუმბულითა აყაჩობს და ველნი მულღანზარიხა.
ზამთრით დია არა ცივის, ზაფხულია აერითა, წყლისა პირი აყუავდების ვარდითა და ყუავილითა, და ცნობა წავა ბულბულთაგან, იადონთა ყივილითა!
შვენიერნი და ამონი მონადირეთა არენი, ქალაქნი ორო-ქსოვილთა სტავრითა მოკამარენი, და შეკაზმულნია ტურფანი ოქროთა მოქამარენი.
მას გონება გარდეცვალა, სხუა დაედვა საძირკუელი, მან ლაშქრობა დააპირა, ომის დასკუნა წასასვლელი, და ერანელნი სავაზიროდ შეიყარნეს მას წინ მთქმელი:
დიდსა ფრიდონს მე ვჯობივარ, - ქაიყუბადს მტერთა-მძლესა, ძალითა და მოსამართლედ მას ჯიმშედსა მოლაშქრესა, და რასა ვდგავართ, ჩუენ მიუჴდეთ მაზანდარის ჴელ-მწიფესა!"
მას პასუხი ვერვინ გასცა, დაჴდეს ფერად ზაფრანისა, ნაღულიანთა ისუნთქიან, არ მოსწონდათ სიბრძნე ჭკვისა, და დევთა ომი მათ უმძიმდათ არჯანგ, ფოლად-ღულადისა.
ქიშვად, მილად იყუნეს მუნა, ტუსი - შვილი ნოდარისა, გურგენ, ბარმან მათთანავე - თავადნია ერანისა, და მოახსენეს: "ჴელ-მწიფეო, მონანი ვართ ბრძანებისა!
იტყოდიან: "ეტლისაგან ავი საქმე გარდაგუჴდების, შარიერმან რომ სმაშიგან ბრძანა, - იგი გათავდების, და რისხვა მოვა ერანზედა, უსაზომოდ აოჴრდების.
ტახტ-გვირგვინი ჯიმშედს ჰქონდა, საწუთროსა ინახვიდა, დევ-ქაჯნიცა დაიმონა, ყოვლი სული მას ნატრიდა, და მას მორჭმულსა არ უყურა, მაზანდარას რომ წავიდა.
მამაცი და გულოვანი ამას სჯობდა საჭურჭლითა, - ფრიდონ იყო გონიერი, ჭკუით სავსე კეთილითა; - და ეს უჭკუო, ცნობა-თხელი დევთ შეებმის ნეტარ რითა?!.
"ჰუი-ჰუინ მოციქულად ვჰკადროთ, - შვილი თაქორისი, ზაალდასტან მოგვაჴმაროს გამორჩევა, ჭკუა მისი, და შევეხვეწნეთ, წამოვიდეს, ამა ნასკუსა გახსნის ისი!"
თუ მოგეცხოს თავსა გილი, ნუ მოიბან, მოდი, ვით ხე, ვითა ქარმან, წამოსავლად ფიხლავ ტვინი გაიფიცხე, და შარიარსა გულის ნასკუი დახსნა, დევთა მოაკიცხე.
ნუ გააღებ მაგა კარსა, არ ვარგია, ნუ იქ, მგონა, მისი გული მოაბრუნვე ნუ თუ შენ რა გაგიგონა, და თვარ ესენი სრულად წაჴდა, საყმოდ მტერთა დაამონა!"
ერანელთა გაგზავნილი, მივა სახლსა საამისა, იგ მოკითხვით მოიხსენა როსტომ - შვილი ზაალისა, და არ გვიშველი, უსაცილოდ წაჴდა ტახტი ერანისა!
არას გვიშველი, ერანი წაჴდების, აოჴრდებიან; კაცი არ იყოს, სამყოფად ნადირნი აქ დადგებიან, და ქექაოზს საგონებლითა ცნობანი გაშმაგებიან.
შენც და კაცი გონიერი, გვერც საახლოდ აღარ უნდა, ტახტ-გვირგვინი დაავიწყდა, მაზანდარას წასვლა უნდა, და აწ თავსაცა ნუ მოიფხან, მოდი ფიცხლავ, დაშლა უნდა.
დედის, ძუძუს მოგაშორეს, წელთ სარტყელი შეგარტყესა, რაც მტერთათვის გიბრძოლია ამას წინად, წაჴდა დღესა - და ვითა ქარი, დაავიწყდა, წაუღია სიავესა."
თქუა, ვიცი, დროშა გაყუითლდა, ტარსა მტერთაგან დაეძრა, თავის მიმდომან ქექაოზ ტახტი-გვირგვინი გაეც, სრა, და საწუთროს უნახავი ხარ, მისთვის გაჰპირე, ვა, ეს რა!
მტერთა ჴრმლისა მანაშური წაეკითხოს მისი სრული, მივალ, ყუელა გავაგონო ნახული და მონახული, და თუ არ მისმენს, როსცა არის, მოიგონებს იგ გულ-წყლული.
არ წავიდე, შემოქმედსა ვაწყენ, აღარ მოეწონოს, თუ მამისმენს სარგებელსა, ჰპოვოს, - ლხინსა შეაწონოს, და გაფიცხდეს და არ მიყუროს, მან უჩემოდ გზა იქონოს.
მას ღამე ამას იგონებს, გაჩნდა, მზემ კარი გაიღო. ზაალ შეირტყა სარტყელი, ჴელთა აბჯარი აიღო, და ერანს წავიდა. მზის შუქმა დიდი ნათელი მიიღო.
ბარმან, ტუსი და გოდერძი - ახლავს გურგენ გულოვანი, ერთმან ერთი მოიკითხეს, გარდიჴადეს მათ ფარმანი, და მეფისაკენ გაემართნეს, სადარბაზოდ დასაგვანნი.
"გრძელსა გზასა გაგვირჯიხარ, მოგიყუანეთ აქა ჩუენა, ერანელთა დიდი საქმე, - შეჭირვება ჩამოგვხსენა, და თქუენ ყოფილხართ მათი ზურგი, თუ დაგვარჩენთ ახლა ჩუენა."
იყოს ჟამთა გაცვეთილი, ქნას ჭკუიანმან სხუათა ნება, ეტლმან მისცეს სამართალი, ჩუენ არ გუმართებს შეგონება. და არ მამისმენს შარიერი, - შაექნების შენანება.
არ იყუროს შეგონება, გამოიღოს იმან თავი, საწუთრომან შეანანოს, დაემართოს ჭკუით ავი, და ნუ უყურებთ, - დაგვემართოს საქმე მისგან საზარავი.
წინა ზალდასტან შეუძღვა, უკან თავადნი შევიდეს. ტახტზედა მჯდომსა ქექაოზს ჴმელთა მნათობად ხედვიდეს, და მას წინა წადგეს სააჯოდ, ვით მზისა შუქი ელვიდეს.
ჴელ-მწიფესა გაუკუირდა, ბრძანა: "გვანან მოაჯესა", სასაუბროდ გაემართნეს, ჰკადრეს ქება ზესთა-ზესა, და მოახსენეს: "თავ-მაღალო, საწუთროსა სჩანხარ დღესა!
ეტლს აჴსოვხარ ჟამ-ნახულსა, გაგათაოს ამაზედა, ბედნიარად გული შენი დაემტკიცოს ამაზედა!" და გარდიწვია ჴელ-მწიფემან ზაალ, დასვა ტახტსა ზედა.
ზაულელთა ფალავანთა როსტომ სარო, - თავ-მაღლისა! ზაალ ლოცავს შარიერსა, მადლსა მდაბლად გარდიჴდისა, და მოახსენა: "ნიადაგმცა შენ ხარ ტახტი ჴმელეთისა!
გრძლად ცოცხალხარ, მტერი თქუენი შიშეულად თქუენგან არი, ბედნიერად, მხიარულად, ერანი და ტახტი არი!" და თქმა დაუწყო გონიარად, მან გაუღო სიტყუათ კარი.
მანუჩარ და ჴელ-მწიფენი, - ერანს მეფედ რაცა სხდიან, მისგან დარჩა საჭურჭლენი, ტახტ-გვირგვინი ცუდად ჰყრიან, და ზააქ, ნოდარ, ქაიყუბად - სხუა თავადნი მათთან დგიან.
ლაშქარი და ლახტოსანი უამრავი შეგვეყრების, შეკრულია ტილისმითა მათგან კაცი, შეიგრძნების, და დევთა ნასკუი, - მათი გრძნება, ვიყუნეთ, აროს გაიჴსნების.
ქარს ნუ მისცემ საჭურჭლესა, სხუა ჴელ-მწიფე არსად არა, ომითა და მამაცობით იხვედრების იგი არა, და ვინც წასულა მაზანდარას, ბედნიერად არ მამჴდარა.
საფადარნი გყავს მონანი, - თქუენნი მორჩილნი ესია, სისხშიგან ხესა ნუ დარგავ, საზრდელად ანალესია, და ნაყოფად წყევას მოისხამს, არ ჴელ-მწიფეთა წესია!"
მმართებს შენი გაგონება, მონახული მჯობხარ ჭკვითა, ფრიდონს, ჯიმშედს მე ვჯობივარ მამაცად და საჭურჭლითა, და მანუჩარს და ქაიყუბადს უარე ვარ ნეტარ რითა?
ჴრმალსა მოვიწუდი, ამოვსყუეტ, არ დარჩეს კაცთა ძენია, მაზანდარელნი დავსცალო, გიჩუენო სისხლ-ნადენია, და ჴრმლები ავჴსნა და დავიპყრა ქალაქსა ხარაჯანია.
რაა დევი და გრძნეული, ვინ აჴსენებს მათს ლაშქარსა?!. მე წავალ, და შენ და როსტომ აქ იყუენით შუა მზღვარსა, და საწუთროსა დამჭირავნო, შემინახავთ თქუენ ერანსა".
მოახსენა: "ვართ მონანი, მე გული მაქუს დადაღული, მართლად ბრძანეთ, თუ ტყუილად, მეთავ-ბოლო ვერ ვსცან სრული, და შენთვის გვინდა ჩუენ სიცოცხლე, მიწაზედა სიარული.
თუ სიკუდილი გვამად ჩავა, კაცთა აღარ გაეძლების, თვალსა ვინმე წამოიგდებს ნემსით, აღარ ჩაიგდების, და მამავალსა ფათერაკსა არსით აღარ წაესულების.
მაგრამ ვაი, თუ სიტყუანი მოგეგონოს, გული კუდების!.. შენ ნაქმარი სინანულად, ავ-ცნობობით მოგიჴდების!" და ვაი, წაჴდეს ერანელნი, ლხინი ჭირად შეგვეცულების.
გვანდეს, რომ იყუნეს უმზეოდ, უნაწილონი დღისაგან, ბარმან, გივი და გოდერძი ჩიოდეს პატრონისაგან, და ტუსი და ზაალ - ორნივე ტირან იაჯდეს ღ(ვ)თისაგან.
სად მეშველი აღარა ჰყუეს, ამას უყავ მისი ნება, ამად კაცად არ ვაჴსენებ, არ ისმინა შეგონება, და მტერთა ჴელი მოაშორე, ამას მიეც ნეტარება.
ვერ მოვიშალე მე წასვლა", - საგონებელსა ჩავიდა, - "ფალავანთათვის გარჯილხარ, გზა მოვლე გძელი, ავი და". და გამოესალმა თავადთა, სისტანისაკენ წავიდა.
|
შემდგენელი: იუსტინე აბულაძე