მთარგმნელი: კობა ჭუმბურიძე
|
ქალის კალთაში ნებივრობს კატა, ერთ რამედა ღირს თვალთვალი ამის, მარმარა ხელი და თოვლა თათი ანცობენ ბინდში დამდეგი ღამის.
გადაუმალავს, ვითარცა გვესი, აქატით თლილი ათივე ფრჩხილი, სამართებლისებრ მკვეთი და მკვესი.
ბრჭყალი ბუდეში მიმალულია, თუმცა ეშმაკი აქვე ტრიალებს…
ბგერა კისკისად გამოწკრიალებს, ელავს ფოსფორის ოთხი წერტილი. |
















