|
სიკვდილია ჩემი საესავი, მე უბედურს მერგო ეს რა ხვედრი?! გულს მიძიძგნის დრო - უძღები სვავი, ღმერთო, დროზე წამიყვანე, გვედრი!
ვეწირები განაწამებ ლოდინს... სულგაყიდულ კაცთა შორის ყოფნას, მირჩევნია, გულზე მედოს ლოდი!
ვიდრე დაჭკნა ვარდი, სულში რგული... კაცის ცრემლი ნუთუ არად გიღირთ, რა ეშმაკმა გაგიცივათ გული!
კაცი ავობს, დრო არ არის ავი?! რა ხანია შვებად ველი ლახვარს, - ქრისტიანმა ვერ მოვიკალ თავი.
ვაწებ ცრემლში კალამს და თქმას ვბედავ, - გულბოროტი, მატყუარა, მავნე ვერ შევიქმენ და მეტირა დედაც!
ზნეკეთილი კაცი დარდის ტყვეა... გაძაღლებულ ამგვარ ყოფას მიჯობს, დავიხალო გულს ბერდენკის ტყვია!
სიცოცხლეში დავალ გარდაცვლილი! ბერიკაცი, მარტოსული ვითხოვ ჩემსას, - ხომ ვარ მეც ამ ქვეყნის შვილი.
სამართალი აღასრულე, ღმერთო! პარლამენტის "ვერდიქტს" ველი, გუნდურს, დაადევით სიკვდილს ჩემსას "ვეტო"! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















