|
დაბინდულია შენი თალარი, გადათქორილი წვიმის წინწკლებით. ცვივა წვეთები ბროლისთანანი და ღამესავით ბნელში იწყები.
მხრებზე ხავსივით გადევს ტყაპუჭი და ფეხშიშველა წვიმა ძმასავით მოგდევს კიბეზე ფეხის ტყაპუნით...
როგორც ტკივილის გადავიწყება. გაფოთლილია შენი თალარი და გაზაფხული ახლა იწყება. |
















