|
იმ დღეს ისე გამოვთვერი, რომ მოგიყვე გაგაოცებს. მეც მას მერე ცას შევცქერი და ვბუტბუტებ ჩემთვის ლოცვებს. მიტევებას აღარ მომცემს? დამსჯის, მირტყამს, მაღვრევინებს არა ერთ და არა ორ ცრემლს?! დამყურებდა... ეკლესია, თითქოს ჩუმად მკიცხავდაო: არ გრცხვენია, რა წესია! ჟრუანტელი შემესია, მაგრამ როცა გვიანია, მერე რაღა საკვნესია. მას ეძინა, გვერდით მეწვა. მასაც ჩემი არ იყოს და... არც ეხურა და არც ეცვა. - ეხერხება უფალს ძერწვა. გავაღვიძე და ვერ მივხვდი, მხოლოდ მე თუ მასაც შერცხვა. რომ ვიხსნებ ცუდად ვხდები, მაგრამ მაინც უაზროდ ვსვამ, დღისით მძინავს, ღამე ვდგები. - მეორდება შედეგები... და წინადღის ნათვრალევი, მზეს მე სად არ ვეგებები: ხან ცხენებთან თავლაში, ხან უცნაურ ხალხთან ერთად - ყველა არის მალვაში. - ვიწვებოდი ლავაში. სიზმარია ეს ცხოვრება, სიზმარი და თამაში! - ყველა ჭკუას მარიგებს. "თორემ, მალე შეხვდები ეშმაკებს და ვამპირებს", რა ავუხსნა ამ პირებს? - მე მაგიჟებს სიმშვიდე, მე სიგიჟე მამშვიდებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















