მე მზადა ვარ გავემგზავრო!.. - ცოდვა მიმაქვს ბარგად. არ მინდა ვიდინოზავრო... თქვენ იყავით მაგრად!
რომ გავბედო ფრენა... დღეს სიფხიზლით უფრო ვთვრები - უფრო მიჭრის ენა.
რა გადავცე... იმათ? მაპატიეთ, რაც კი გავნეთ... მალე მოვალ წვიმად...
წვიმად მოვალ ვერცხლის... იქნებ ვინმე დაფიქრდება... იქნებ ვინმე შემცვლის...
- რაღაც ჭორებს ქარგავთ... მე მზადა ვარ გავემგზავრო (აბა, ჰე!.. და კარგად!..) |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |