|
აღარა მაქვს ამ ქალების ატანა, დასანახად ვეღარ ვიტან მათ, მათი სახით ამეკიდა სატანა, რა შევცოდე, რად ვისჯები, რად?
ცუდად ვხდები, სახეებს რომ ვიხსენებ. ყალბი ხმა და ცრუ იერი მახელებს თვალწინ მიდგას ყველა - ვეღარ ვისვენებ.
თან სულელი, თანაც ფრიგიდულია, ან ავიღოთ თუნდაც დალი, მუდამ გაპობილი მთვრალი. მრუში არის გალია, ისე, სათნო ქალია. რა მსუნაგია თამუნა, ლამის მეც შემახრამუნა. უვარგა სახე მინსკელ ტანიას, მაგრამ, ქართველი კაცის ტანი აქვს.
უმარილოს, თან უტვინოს. აჭარელიც მყავდა ნინა, ერთი უნდა მოგესმინა. მეუღლედ მყავდა ეკატერინე, ერთ დღეს აღმიქვა, როგორც მტერი მე. გამომცვალა როგორც ძველი კალოში, და გონია თავი მონტეკარლოში.
რადგან როცა გემო ნახა ორგაზმის, - დაივიწყა, რაც კი ჰქონდა აღთქმული, ჩემი ხათრით შეისწავლა ქართული. "ყ"-ს გამოსთქვამს, ბაყაყივით ყიყინებს, დროშასავით აფრიალებს ბიკინებს.
ნუ შიშობ, არა მაქვს მე ენა გრძელი, რომ აიხადე გახსოვს ვუალი? - პირველად ვნახე ტრანსსექსუალი.
როგორ დამტოვა პრეზერვატივის ამარა?!
თქვენ ჩემხელა უნდა გყავდეთ შვილი, რას ნიშნავს, რომ არ ვიყავი ფრთხილი ახლა თავს ვგრძნობ, როგორც ნერკროფილი.
ცირა, ლალი და ლიზი - ცარიელი კაპრიზი. არ გამაგონოთ სქესი ქალური, მე ერთი აზრი ამიტაცია, გამოვიცვალო სექსუალური ლამის ორიენტაცია.
რამდენი გინდა შემომთავაზო ნეტავი ფული, რომ შევიყვარო მე ტლუ თემურა, ან ტლანქი ანრი, ბილწი ბიძინა, მყრალი თენგიზა, მსუქანი ჟანრი, ბოროტი რატი, ლოთი ვალოდა, ცბიერი ბადრი, მშიშარა შაქრო, ძმობის არ იცის რომელმაც ყადრი.
როგორ გავუგო ნუგზარას, ცოლი რომ სცემა გიტარით.
რაც გსურთ იფიქრეთ, მიდით ატეხეთ მითქმა და მოთქმა,
ის თუ მიშველის - ეგება გამხადოს ჰერმაფროდიტი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















