ახლა იმ შორეულს ნისლის ბადე ჰხურავს, ბინდში ჩაძირულან შავი მთაგორები… სადღაც კონტურები ძველი ჭიათურის სადღაც, ბავშვობაში ბორგავს მოგონება: ქალაქის სიცოცხლე ბჟუტავს ნათურებით, ბექობს შეფენილი ფიცრული სახლებით, სადღაც მიჭრიალებს პატარა ურემი, მარაოდ მიჰყვება მტვრის კორიანტელი… მთები დაწერილი დამრეც ბილიკებით, სადღაც გვირილებიც ძაძით შემოსილან… ღამეა, ბარბაცით აღმართს მიიკვლევენ მაღაროელები - შავი ნიღბოსნები. ზემოთ "საშევარდნო" კიაფობს ნუგეშად, მისაკენ აფრენილა ოცნება - რამდენი! წევს შავი ქალაქი მთების მარწუხებში და დასიზმრებია ფრთები შევარდენის... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |