ერთი ამბავი გიამბოთ მინდა (მაშინაც, ახლაც საათია შვიდი), ეს როცა მოხდა, სულაც არ წვიმდა, არც ქარიშხალი ყოფილა დიდი.
ვარდებით ხელში ელოდა ხიდზე. დროულად მოსვლა ეს არის ნიჭი, მოკლედ შეთანხმდნენ, რომ ზუსტად შვიდზე.
ყმაწვილი იყო საოცრად მშვიდი, რადგანაც საათს რომ დასცქეროდა, წუთები აკლდა, არ იყო შვიდი.
(თითქოს რაღაცას გრძნობდა ის ფლიდი), აზვირთებული იყო ვით ხარი... აჰა, შესრულდა კიდევაც შვიდი.
"ახალგაზრდებმა დაკარგეთ რიდი". გოგონა მოსვლას ჩანს არ ჩქარობდა. შორს ჩამოტოვეს წუთებმა შვიდი.
- ყველა მას სტოვებს, ღალატობს, გარბის. როდემდე იყო ასე ეული? შვიდს ვინღა ჩივის - ცხოვრება გადის.
- გეტყვით: დათვალა, თავს უთხრა "მიდი", მტკვარში გადახტა და მისი გვამი იპოვეს, დილის რომ გახდა შვიდი.
ვინ გაექცევა - რაც უწერია... თურმე წინა დღეს დადგენილებით საათი უკან გადუწევიათ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |