|
ქალი ვნახე კაფე "ნალში" რაღაც ვნების ქარმა გამკრა, ჩამივარდა გულში, თვალში ის კი უცებ სადღაც გაქრა...
დამავიწყდა ქალი თითქოს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ არ მინდა ვგრძნობდი სული ვნებას ითხოვს.
ცისფერ სხივებს, რომ სტყორცნიდა და ვხვდებოდი როგორ მათრობს ის კი ალბათ სხვა კოცნიდა...
და მირტყამდა როგორც დენი ბავშვობიდან კი ვარ მარდი, მაგრამ მაშინ დავიბენი.
სახელი და ეროვნება... არ ვიცოდი ყავს კი ქმარი იქნებ იმას ემონება?
ვერაზეა კაფე "გირჩა" იქ დავუგე ლექსის მახე, იქ კი ვეღარ გადამირჩა... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















