აბა რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! თქვენ ჩემზე უკეთ იცით ყოველი. ხან ქედმაღლურად თავი დავხაროთ, ხან პირფერობას თქვენგან მოველი.
აუტანელი, მთვრალი ფრაზები, ზოგჯერ ბოდვები გამართულია, ზოგჯერ უზრდელიც დავიხაზები.
დიდ არტისტებად მოვიაზრებით, ხვალ დავჭირდებით ნეტავი ვის? რაში? რა საშიშია ეს ხშირი ტაში.
რომ დაგამწუხროთ, რა უნდა გითხრათ?! განსაკუთრებულ გრიმს ჩვენ არ ვხმარობთ, ყოფნა-არყოფნა კი რჩება კითხვად.
ჩაბუდებულა ამ ნაღრძობ ტვინში და ნაკუწ-ნაკუწ სიწრფელეს ხევდა ამპარტავნების შიშველი შიში.
დიდ არტისტებად მოვიაზრებით, ხვალ დავჭირდებით ნეტავი ვის? რაში? მაგრამ დღეს ტაში, აბა ჰე! ტაში... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |