შორს ცის კამარას მიწიერთაგან, ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში.
ცხრა საფეხური ამაღლებულა მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი, დროში ქცეული უკვდავ სხეულად.
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა მე დედამიწის იალაღებზე ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან.
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა.
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად მე შენი სულის ვხედავ მორევში, იმ ბოროტება რომელსაც მალავ.
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი ოფლით დასველდა ცოდვილი სახე ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?.. დედამიწაზე რა ვნახე მეტი? სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი ხელის დაქნევა და შენი რისხვა, არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი, ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ, რომ მითხრა ვერ დავიჯერებ მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან? თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ შენ ეს სამყარო შექმენი ასე და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს და თითქოს მონას პასუხი გამცა:
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით, მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?
არც განსხვავება არ იყო დროში მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი და გულში დაჭრა მიწიერ ომში.
არ გაღონდება ცოცხალი სევდით მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით.
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს და ერთადერთი გავწირე შვილი ამდენი შვილის გადასარჩენად
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ ბერებს მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა, არა, ეს იყო ცხოვრების მერე.
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი.
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას, არ დააბრალო მერე მშენებელს სახურავიდან წყალი თუ წვეთავს.
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო.
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ უკვდავებში ვეძებდი ბრალულს.
და მოსამართლე არ მყავდა არსად, შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე და შვილი შენი მოველი დასჯას! |