|
შენით დამეწყო ახალი ერა, აღარ მჯეროდა, ახლა კი მჯერა. სხვას ვერ დავუთმობ შენს თვალებს, ვერა, არ მომბეზრდება შენს ხიბლზე წერა.
მზეს გავუსწორე უშიშრად მზერა. შეხება შენი, სურნელი, ცქერა... ჯილდოა ჩემთვის დალალი ქერა.
მისი ფასი გაქვს შენ თითი ცერა, ხარ სიყვარულის სათბური, კერა. სხვებმა იკითხონ, აბა მე... მე რა? |
| პოეზიის გვერდი • • • |
















