|
მაშინ მანახა მე ბედმა მკერდი, როცა ნაწვალებ პოემას ვწერდი. უთუოდ ჩემი ყოფილა ხვედრი - გადამეკიდა ბოროტი მდედრი. თუმცა, რაც ვთესე, სულ იმას ვკრეფდი, ის მოვიძიე, რასაც ვეძებდი. რომ ამიღებდი - რად აღარ მდებდი? ამიტაცებდი, მიმითვისებდი, მერე სარკეზე მიმითითებდი. თვალებში ხომ ჩანს, რომ არ დავბერდი. ამას ვფიქრობდი და ლექსად ვწერდი. იღიმებოდა სარკიდან ბედი. - ჩემში ბოლოჯერ მღეროდა გედი. ეს იყო ადრე (ვიხსენებ სევდით) - ჩემო რითმებო, რა მწარედ მცემდით. ვწერ და ვწერ მაინც დღევანდელ დღემდე. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















